გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
190310118002507308
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.04.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელეები - მ-----– ა--–--ე, ი------–ა ხ---–--–--ე,წარმომადგენელი - გ------- ჭ-----ე,მოპასუხეები - ი------------------–--------ა და ქ--------------- სააღსრულებო ბიურო, ქ-------------–-- სააღსრულებო ბიურო,წარმომადგენელი - ე---------- ა---–--–-,მესამე პირი- სს ,,თ----------ი",წარმომადგენელი - მ------ რ-------–---–ი,დავის საგანი - აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე მოითხოვს აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობას. №A-------- სააღსრულებო საქმის განახლების და მისი შემდგომი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისათვის, ქვემდებარეობით ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროსათვის გადაცემის გაუქმებას, №A-------- სააღსრულებო საქმეზე ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმებას, კერძოდ: 2----–-–----------------- მოვალეებისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადებების გაგზავნის, 2----–-–-------------ს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდზე საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების, აღმასრულებლის 2----–-–-------------- ადგილზე გამოცხადების ოქმის, 2017 წლის 29 ნოემბრის ი------–ა ხ---–--–--ის საბანკო ანგარიშებზე ტერა ბანკში ყადაღის რეგისტრაციის, მ-----– ა--–--ისა და შპს ,,მ-------" საბანკო ანგარიშებზე ,,ლ-------------–-" ყადაღის რეგისტრაციის, 2----–-–-----------ის ი------–ა ხ---–--–--ის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს რეგისტრაციის, 2----–-–----------- კრედიტორზე მიმართვის (სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უზუსტობის გასწორების თაობაზე) გაუქმებას.

 

მოსარჩელის მითითებით, 2----–-–------------ სს ,,---------------–----" განცხადების საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება 2----–-–------------–-ს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. განცხადებაში მიეთითა, რომ დავალიანების ამოღება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქ. მ--------–ში, ს----- ვ---------ს ქ. 50 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (ს. კ. 83.02.23.0--) და ქ. ჭ---------ში, ჭ-------ის ქ. №5-, სართული პირველი, ბინა 1 (ს. კ. 38.10.16.---.01.0--) რეალიზაციის გზით. ორივე იპოთეკის საგანზე განხორციელდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, 2----–-–------------ს დასრულებული იქნა სააღსრულებო წარმოება, მიენიჭა სტატუსი ,,აღსრულდა" და საქმე გადაეცა არქივს. 2018 წლის 03 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ითხოვა გადაწყვეტილების გადაცემა, რის საფუძველზედაც განახლდა დაარქივებული სააღსრულებო წარმოება, რაზედაც ეცნობა, რომ 2----–-–-----------------ს ი------------------–--------ა და ქ--------------- სააღსრულებო ბიუროს მიმართა კრედიტორის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 19 აპრილს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების ღონისძიებების მ-----– ა--–--ისა და ი------–ა ხ---–--–--ის მთელს ქონებაზე მიქცევის მოთხოვნით. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მ-----– ა--–--ისა და ი------–ა ხ---–--–--ის მიმართ გატარებული სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა, რომ 2----–-–----------------- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, ადრესატებს ვერ ჩაბარდათ და 2----–-–-------------- გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდზე, რაც მოვალეებისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 20---–-–-------------ს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სხვადასხვა დროს ყადაღა დარეგისტრირდა ი------–ა ხ---–--–--ის, მ-----– ა--–--ისა და შპს ,,მ-------" საბანკო ანგარიშებზე. ასევე ი------–ა ხ---–--–--ის ანგარიშიდან კრედიტორის ანგარიშზე გადარიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეთა წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეთა წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მ------ ფ---–-----ს №7---- წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს. ამასთან მიუთითებს, რომ აღსრულების გაგრძელება განხორციელდა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დავების განმხილველი ცენტრის 2----–-–------------- დადგენილების საფუძველზე. სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ მას შემდეგ რაც განახლდა სააღსრულებო წარმოება, მოვალეებს გაეგზავნათ გაფრთხილება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე. ასევე მიუთითა, რომ აღსრულების ბიურო აღასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის აღსრულებას ექვემდებარება არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. სს ბ---- ,,რ-------–---სა" და მ-----– ა--–--ეს შორის 2----–-–-- 24 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ჭ---------ში, ჭ-------ის ქ. №5-, პირველი სადარბაზო, პირველი სართულზე ბინა №1 და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი, წილობრივი მონაცემები 53,1/2254 კვ.მ. იპოთეკით უზრუნველყოფილია ბ----ს მოთხოვნები მსესხებლის მიმართ გამომდინარე 2----–-–-- 1-------- დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2----–-–-- 3----------ის ხელშეკრულებიდან.

 

2----–-–------------ მხარეთა შორის გაფორმდა №1----- საკრედიტო ხელშეკრულება (რესტრუქტურიზებული, იპოთეკური სესხი) რომლითაც, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 43 800 ევროთი. კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 99 თვე და 9 დღე, 2018 წლის 18 ივნისამდე. კრედიტის აღების მიზანია ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხის რეფინანსირება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ბ----ს მიერ განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი სრულად არ შეასრულებს ვალდებულებებს, ბ---- უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგნებზე. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ხოლო ბანკს აქვს უფლება იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. აღნიშნული ასევე ასახულია 2----–-–------------ის საკრედიტო ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-- 24----------ის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი II, ს. ფ. 61-70);

- 2----–-–-----------ის №1----- საკრედიტო ხელშეკრულება (რესტრუქტურიზებული, იპოთეკური სესხი),(ტომი II, ს. ფ. 163-168);

- 2----–-–-----------ის №1----- საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი II, ს. ფ. 173-177);

 

4.1.2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით სს ,,-----------------–---"-ს განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის" 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: ა) სს ბ---- ,,რ-------–---ს" საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ) შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ,,---------------–----ა" და მ-----– ა--–--ეს შორის 2----–-–-- 1-------- გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ, მასში 2----–-–-- 3 დეკემბერს შესული ცვლილება. 2----–-–-----------ის №1----- საკრედიტო ხელშეკრულება, მასში 2----–-–----------ს შეტანილი ცვლილება, 2----–-–-----------ის რესტრუქტურიზებული იპოთეკური სესხის №1----- საკრედიტო ხელშეკრულება და მასში 2----–-–----------ს შეტანილი ცვლილება; გ) მოპასუხეებს მ-----– ა--–--ესა და ი------–ა ხ---–--–--ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ №1----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 52 840,86 ევროს გადახდა, ხოლო №1----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 294,36 აშშ დოლარის გადახდა; დ) დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდა მსესხებლის და თავდები პირების უძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; შპს ,,მ-------" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი მ--------–ი, ქუჩა ს----- ვ---------ი, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 15 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 83.02.23.0--, ზონა მ--------–ი 83; სექტორი ქ. მ--------–ი 02; კვარტალი 23, ნაკვეთი 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 50,00 კვ.მ (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, განაშენიანების ფართობი 15 კვ.მ; მ-----– ა--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ჭ---------, ქუჩა ჭ-------ის №5-, სართული პირველი, ბინა №1, საცხოვრებელი ბინა 53,10 კვ.მ, ს.კ. 38.10.16.---.01.0--, ზონა ჭ--------- 38; სექტორი ქალაქი ჭ--------- 10; კვარტალი 16; ნაკვეთი 0--- კოდი 01/0--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1056,00 კვ.მ.

 

2----–-–------------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სს ,,თ----------ის" (სს ,,---------------–----" უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა 2----–-–-------------- განჩინებასა და 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობები და მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის და სააღსრულებო ფურცლის 2.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით ,,დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს მსესხებლის და თავდები პირების უძრავ-მოძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; შპს ,,მ-------" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი მ--------–ი, ქუჩა ს----- ვ---------ი, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 15 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 83.02.23.0--, ზონა მ--------–ი 83; სექტორი ქ. მ--------–ი 02; კვარტალი 23, ნაკვეთი 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 50,00 კვ.მ (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, განაშენიანების ფართობი 15 კვ.მ; მ-----– ა--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ჭ---------, ქუჩა ჭ-------ის №5-, სართული პირველი, ბინა №1, საცხოვრებელი ბინა 53,10 კვ.მ, ს.კ 38.10.16.---.01.0--, ზონა ჭ--------- 38; სექტორი ქალაქი ჭ--------- 10; კვარტალი 16; ნაკვეთი 0--- კოდი 01/0--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1056,00 კვ.მ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება (ტომი II, ს. ფ. 19-22);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინება (ტომი II, ს. ფ. 284-287);

 

4.1.3. 2----–-–-----------------ს სს ,,თ----------ის" წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ი------------------–--------ა და ქ--------------- სააღსრულებო ბიუროს მსესხებლის მ-----– ა--–--ისა და თავდების პირის ი------–ა ხ---–--–--ის მთელს ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.

 

სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2----–-–-----------------ის წერილით, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დადგენილი იქნა საქმის მწარმოებელი სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის წარმოების განახლება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების გაგრძელება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სს ,,თ----------ის" წარმომადგენლის 2----–-–----------------ის ი------------------–--------ა და ქ--------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისადმი მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 32)

- 2----–-–-----------------ის იურიდიული სამსახურის უფროსის წერილი (ტომი I, ს. ფ. 35-36);

 

4.1.4. 2018 წლის 07 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს განცხადებით მიმართა სს ,,თ----------ის" წარმომადგენელმა და წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადება (ტომი II, ს. ფ. 283);

 

4.1.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 02 იანვარს მოვალე მ-----– ა--–--ეს, ი------–ა ხ---–--–--ეს და შპს ,,მ------" მიეცათ წინადადება 7 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 02 იანვრის №A---------029 განკარგულების თანახმად დადგინდა, სააღსრულებო წარმოების მოვალის - მ-----– ა--–--ის, ი------–ა ხ---–--–--ისა და შპს ,,მ-------" მიმართ აღსრულების ღონისძიების - გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების საჯაროდ შეტყობინების თაობაზე. განკარგულებით დადგინდა, რომ მ-----– ა--–--ისათვის, ი------–ა ხ---–--–--ისათვსა და შპს ,,მ-------ათვის" შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული წინადადებები გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 02 იანვრის №A---------029/0-- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტომი II, ს. ფ. 226-230,);

-აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 02 იანვრის №A---------029 განკარგულება (ტომი II, ს. ფ. 243-246);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. №A-------- სააღსრულებო საქმის განახლების და მისი შემდგომი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისათვის, ქვემდებარეობით ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროსათვის გადაცემის შესახებ, №A-------- სააღსრულებო საქმეზე ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კანონის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს მისი უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებათა შესახებ, რომ არ არსებობდა დაარქივებული სააღსრულებო საქმის განახლების საფუძველი და იპოთეკის ორივე საგანზე განხორციელდა სააღსრულებო მოქმედებები.

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს იმ საფუძვლით, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინება, რომლის აღსრულების ვალდებულებაც გააჩნდა სააღსრულებო ბიუროს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების უკანონოდ ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– ა--–--ის და ი------–ა ხ---–--–--ის წარმომადგენლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

მითითებული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის. სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას.

 

მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ, როცა ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა" და ,,ლ" ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

 

დასახელებული კანონის მე-151 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ხოლო მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით სს ბ---- ,,რ-------–---"-ს განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის" 2----–-–--------------------- გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას, ხოლო 2----–-–------------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სს ,,თ----------ის" (სს ,,---------------–----" უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. ე. ი. გასაჩივრებული სააღსრულებო მოქმედებები განხორციელდა სს ,,---------------–----" უფლებამონაცვლე პირის სს ,,თ----------ის" წარმომადგენლის განცხადებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში, ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ 2----–-–------------ სს ,,---------------–----" წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება 2----–-–------------–-ს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განცხადებაში მიეთითა, რომ დავალიანების ამოღება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ორი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით: შპს ,,მ-------" საკუთრებაში არსებული - ქალაქი მ--------–ში, ს----- ვ---------ის ქუჩა, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 83.02.23.0--; მ-----– ა--–--ის საკუთრებაში არსებული - ქალაქი ჭ---------, ჭ-------ის ქ. №5-, სართული პირველი, ბინა №1, ს.კ. 38.10.16.---.01.0--.

 

ორივე იპოთეკის საგანზე განხორციელდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები: შპს ,,მ-------" საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია განხორციელდა აუქციონის გზით, ხოლო მ-----– ა--–--ის ქონებაზე აუქციონის უშედეგოდ დასრულების გამო, ქონებას მოეხსნა ყადაღა და დაუბრუნდა მოვალეს. 2----–-–------------ს №A-------- სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო წარმოება დამთავრდა.

 

ი------------------–-------- და ქ--------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2017 წლის 27 აპრილს მიმართა სს ,,---------------–----" წარმომადგენელმა და ითხოვა №A-------- სააღსრულებო საქმეზე, აღსრულების მიქცევა მსესხებლისა და თავდები პირების ქონებაზე, რაზედაც ი------------------–-------- და ქ--------------- სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2017 წლის 28 აპრილის №3---- წერილით ეცნობათ, რომ 2----–-–------------–-ს №2--------- სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენისას სს ,,---------------–----" წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების მიზნით მხოლოდ იპოთეკის საგნების რეალიზაცია. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააღსრულებო წარმოება №A-------- უკვე დასრულებული იყო იპოთეკის საგნების რეალიზაციის გამო და საქმე გადაცემული ჰქონდა არქივს ვინაიდან, არც სააღსრულებო დოკუმენტი და არც კრედიტორის განცხადება არ ითვალისწინებდა იპოთეკის საგნების რეალიზაციის გარდა მოვალეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევას. განმცხადებელს ასევე მიეთითა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში მისი განმარტებისათვის მიმართვის შესახებ.

 

ი------------------–-------- და ქ--------------- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2----–-–-----------------ს მიმართა სს ,,თ----------ის" წარმომადგენელმა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და წარადგინა არბიტრაჟის დადგენილება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2----–-–-----------------ის №7---- წერილით, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დადგენილი იქნა საქმის მწარმოებელი სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის წარმოების განახლება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების გაგრძელება. ამასთან, მიეთითა აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებით.

 

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დავების განმხილველი ცენტრის 2----–-–------------- №304 დადგენილებით, სს ,,თ----------ის" (სს ,,---------------–---- უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა 2----–-–--------------------- გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში კონკრეტული არის მითითებული თუ ვისი ქონება უნდა დაექვემდებაროს იძულებით რეალიზაციას, არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს განმარტებას. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით დადგენილია, რომ ,,დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მსესხებლის და თავდები პირების უძრავ-მოძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით". აღნიშნულ პუნქტში ჩამოთვლილია თუ ვისი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციით უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა კერძოდ, მსესხებლის, თავდები პირების და იპოთეკის საგნების.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელმოწერილ, (სს ბ---- რ-------–---, რომლის უფლებამონაცვლე სს თ----------ია) 2----–-–-- 4----------ის იპოთეკის ხელშეკრულებაში გამოხატული ნების შეფასებით, ნათლად დასტურდება, რომ მსესხებელზე გამსესხებლის მიერ გაიცა 6500 აშშ დოლარი და იპოთეკის საგანია ქ. ჭ---------, ჭ-------ის ქ. №5--ში მდებარე უძრავი ქონება. 2----–-–-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის მხარეებიც სს ,,ბ---- რ-------–---" და მ-----– ა--–--ეა, შეთანხმდნენ, რომ მ-----– ა--–--ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბ---- უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგნებზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ბანკს კი აქვს უფლება იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა უფლება, მოცემულ საქმეზე სადავო გაეხადა ამ შეთანხმებებით გათვალისწინებული ის დებულება, რომლითაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზეც იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას (იხ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.4 პუნქტი, ტომი II, ს. ფ.163-164).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2----–-–------------- განჩინებით სს ,,თ----------ის" (სს ,,---------------–----" უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა 2----–-–-------------- განჩინებასა და 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობები და მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის და სააღსრულებო ფურცლის 2.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს მსესხებლის და თავდები პირების უძრავ-მოძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; შპს ,,მ-------" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი მ--------–ი, ქუჩა ს----- ვ---------ი, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 15 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 83.02.23.0--, ზონა მ--------–ი 83; სექტორი ქ. მ--------–ი 02; კვარტალი 23, ნაკვეთი 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 50,00 კვ.მ (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1,განაშენიანების ფართობი 15 კვ.მ; მ-----– ა--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ჭ---------, ქუჩა ჭ-------ის №5-, სართული პირველი, ბინა №1, საცხოვრებელი ბინა 53,10 კვ.მ, ს.კ 38.10.16.---.01.0--, ზონა ჭ--------- 38; სექტორი ქალაქი ჭ--------- 10; კვარტალი 16; ნაკვეთი 0--- კოდი 01/0--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1056,00 კვ.მ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2----–-–------------- განჩინება სს ,,თ----------ის" წარმომადგენლის მიერ 2----–-–----------- წარდგენილი იქნა სააღსრულებო ბიუროში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ-------------–-- სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ს №A---------031/004 წერილით მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ", სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის" განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის" განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 5--ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მ-----– ა--–--ის და ი------–ა ხ---–--–--ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ; მოსარჩელეს დაუბრუნდეს გ------- ჭ-----ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 22 ლარის ოდენობით რომელიც გადახდილია 2----–-–------------ შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადასახადო დავალება №0, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი