გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210118002679372
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30135-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი 2019 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ი---------------”

წარმომადგენელი - ი---- მ-----, კ------- ჭ----–--ე

 

მოპასუხე - შპს „პ---------------“

წარმომადგენელი - მ---- ს-----–-–---–ი

 

მოპასუხე - სს „დ-------------------–-------------------------“

წარმომადგენელი - ა------- პ---------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების ყადაღისგან განთავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს, შპს „პ---------------“-ს და სს „დ-------------------–-------------------------“-ს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 სექტემბერს შპს“პ---------------“-ის ანგარიშზე ჩარიცხული 603 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2-----–-–-----------------ს შპს ,,ი---------------ს“ ანგარიშიდან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მოხდა 603 ლარის გადარიცხვა შპს „პ---------------“-ის ანგარიშზე შეცდომით. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა 1-------წლიდან 2-------წლის პერიოდში შპს“ნ-----ს“ მიერ შპს“ ი---------------სათვის“ მიწოდებული საქონლის, სასმელი წყლის „რ-----–--------ის“ ღირებულებას. საქონლის მიწოდებაზე შპს“ნ-----“-ს მიერ გამოწერილი და დადასტურებულია 7 ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ჯამში 603 ლარის პროდუქციის მიწოდებაზე.

შპს“პ---------------“ უარს არ აცხდებს თანხის დაბრუნებაზე, თუმცა აღმოჩნდა რომ მის ანგარიშებს ადევს ყადაღა/ინკასო და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება კრედიტორის სს“დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ და ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე შეუძლებელია თანხის დაბრუნება.

როგორც მოსარჩელემ ასევე შპს“პ---------------“-ის დირექტორმა მიმართეს წერილობით სადაზღვევო კომპანიას, შეცდომით ჩარიცხული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. სააღსრულებო ბიურო ასევე უარს აცხადებს არასწორად დაყადაღებული თანხის დაბრუნებაზე, კრედიტორის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, სარჩელით მოსარჩელე ითხოვს არასწორად დაყადაღებული/ინკასო დადებული თანხის დაბრუნებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს „პ---------------“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხე - სს „დ-------------------–-------------------------“-მ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადაზღვევო კომპანიამ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, მოვალე შპს“პ---------------“ -ის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის საფუძვლად მითითებული თანხის მოპასუხის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხვის ფაქტობრივი გარემოებების არსებობა; მოსარჩელის მსჯელობა არ უკავშირდება ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთებს, რაც ასევე განაპირობებს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2-----–-–-----------------ს სს“ვ-----------------------ს“ ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, შპს ,,ი---------------ს“ ანგარიშიდან განხორციელდა 603 ლარის გადარიცხვა შპს „პ---------------“-ის ანგარიშზე სს „თ----------ში“.

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელისა და შპს „პ---------------“-ის ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 18);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 27);

3.1.2. შპს“პ--------------“-ის ანგარიშები დაყადაღებულია კრედიტორის _ სს“დ-------------------–-------------------------ს“ მიერ ინიცირებული NA-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმი);

- სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება (ს.ფ. 30-31);

- სს „თ----------ის“ ცნობა (ს.ფ. 26, 28);

 

3.1.3. როგორც შპს“პ--------------“-მა, ასევე მოსარჩელემ წერილობით მიმართეს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის მიერ შპს“პ--------------“-ის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული 603 ლარის შპს ,,ი---------------ს“ სასარგებლოდ გამონთავისუფლების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები სასამართლო სხდომის ოქმი);

- შპს“პ---------------“-ის 18.09.18წ წერილი (ს.ფ. 33);

- შპს“ი---------------ს“ 17.09.18წ წერილი (ს.ფ.32);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯრების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შპს „ი---------------“-ს მიერ შპს“პ---------------“ -ის ანგარიშზე 603 ლარის ოდენობით თანხის, ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხვის ფაქტს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ 2-----–-–-----------------ს შპს ,,ი---------------ს“ ანგარიშიდან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შეცდომით, ვალდებულების გარეშე განხორციელდა 603 ლარის გადარიცხვა შპს „პ---------------“-ის ანგარიშზე და რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა 1--------2-------წ პერიოდისათვის შპს“ნ-----ს“-მიერ შპს“ ი---------------სათვის“ მიწოდებული სასმელი წყლის „რ-----–--------ის“ ღირებულებას, დასტურდება როგორც მოპასუხე - შპს“პ---------------“-ის თანმხვედრი პოზიციით მოსარჩელის მხრიდან კომპანიის მიმართ რაიმე სახის ფულადი ვალდებულების არაარსებობის თაობაზე, ასევე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით _ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით, რომელთა უტყუარობა თავის მხრივ დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით; საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას ზეპირსიტყვიერ განმარტებას სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმი);

- შპს“პ---------------“-ის 18.09.18წ წერილი (ს.ფ. 33);

- შპს“ი---------------ს“ 17.09.18წ წერილი (ს.ფ.32);

- შემოსავლების სამსახურის 22.11.18წ წერილი დანრთითურთ (ს.ფ)

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს“ი---------------ს“ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 463-464-ე, 976-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- # ას-493-473-2016, 14.12.2016წ; ) ამდენად, სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და მოსარჩელის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითების გამო დაუშვებელია სარჩელის უარყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს“ი---------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია შპს „ი---------------“-ს მიერ შპს“პ---------------“ -ის ანგარიშზე ჩარიცხული იმ თანხის დაბრუნებისაკენ, რომელიც მოსარჩელის განმარტებით შეცდომით იქნა გადარიცხული მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შესრულების კონდიქციიდან გამომდინარეობს და მისი სამართლებრივი საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტია. მოხმობილი ნორმის დისპოზიციის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლების უსაფძვლობა/ გაუმართლებლობა. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შპს“პ---------------“-ის სასარგებლოდ შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 603 ლარის ღირებულების შესრულება განახორციელა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ განხორცილებული შესრულება ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, იმდენად რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლი სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას უკავშირებს ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას _ხელშეკრულებას, კანონს ან ვალდებულების საგნის განუყოფლობას.

 

შესაბამისად, შპს“ი---------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს“პ---------------“-ს შპს“ი---------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 603 ლარის გადახდა.

 

6.4. უდავო გარემოებაა, რომ შპს“პ--------------“-ის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია კრედიტორის _ სს“დ-------------------–-------------------------ს“ მიერ ინიცირებული და მიმდინარე NA-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, რაც შპს“პ--------------“-ის მიერ სარჩელის სრულად ცნობის მიუხედავად, კრედიტორის თანხმობის არ არსებობის პირობებში, აბრკოლებს სადავო თანხის მოსარჩელისათვის ნებაყოფლობით დაბრუნების ფაქტს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შპს“ი-------------ის“ მიერ უსაფუძვლოდ განხორციელებული შესრულების ფარგლებში, სს“თ----------ში“ არსებულ მოპასუხე შპს “პ---------------“-ის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება უსაფუძვლოა და შპს“ი---------------“ უფლებამოსილია, მოითხოვოს აღნიშნული თანხის ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: შპს“ი---------------ს“ სასარგებლოდ ყადაღისაგან უნდა განთავისუფლდეს სს „თ----------ში“ შპს“პ---------------“-ის საბანკო ანგარიშებზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ NA-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში დაყადაღებული თანხა 603 ლარის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარცელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

შესაბამისად, შპს“ი--------------ს“ უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, ხოლო 25 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ი---------------''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს ,,პ---------------''-ს შპს ,,ი---------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს 603 ლარის გადახდა;

 

1.2. ყადაღისაგან განთავისუფლდეს, სს"თ----------ში" შპს"პ----------------ის" ანგარიშებზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ NA-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ფულადი სახსრები 603 ლარის ოდენობით.

 

2. შპს ,,პ---------------''-ს და სს ,,დ-------------------–-------------------------''-ს შპს ,,ი---------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის _ 25 ლარის ანაზღაურება.

 

3. შპს ,,ი---------------''-ს დაუბრუნდეს ი---- მ-----ს (0----------) მიერ სარჩელზე 2019 წლის 02 ოქტომბერს (საგადასახადო დავალება N0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (50 ლარი ) ზედმეტად გადახდილი _ 25 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდესთბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. განემარტოს მხარეებს, რომ ვინაიდან განხიულ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი