გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210018002599074
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/24604-2018 12 მარტი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალძე

 

მოსარჩელე ს.ს. „ს--------------------------------ი“

(თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენლები თ---------ე

ვ--------–--------ა

 

მოპასუხე შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“

(თავდაპირველ სარჩელში)

წარმომადგენლები: ნ-------------–---–ი

ს--–-------–--–-ა

 

დავის საგანი დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის ანაზღაურება, მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“

(შეგებებულ სარჩელში)

 

წარმომადგენლები: ნ-------------–---–ი

ს--–-------–--–-ა

 

მოპასუხე: ს.ს. „ს--------------------------------ი“

(შეგებებულ სარჩელში)

 

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება,პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ს.ს. „ს--------------------------------ი“ ითხოვს დაეკისროს შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს: ა) სა----------------------ს მიერ მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯის _ 256141 ლარის გადახდა; ბ) მიუღებელი შემოსავლის _ 1 554 560 ლარის გადახდა; გ) პირგასამტეხლოს _ 59 785.97 ლარის გადახდა. მოსარჩელის მითითებით, შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს და ს.ს. "ს--------------------------------ს" შორის 2017 წლის 22 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 0---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს.ს. „ს--------------------------------ის“ მიერ გაიცა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის #M--------- პოლისი 144 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 23 იანვრიდან უწყვეტად 2019 წლის 23 იანვრის ჩათვლით. სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 1554 560.64 ლარით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში ს.ს. „ს--------------------------------მა“ სადაზღვევო პოლისის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე აანაზღაურა დამდგარი ზარალი, თუმცა შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი თვის პრემია არ გადაუხდია. ს.ს. „ს--------------------------------ის“ მიერ 2018 წლის 5 აპრილს შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ას“ განესაზღვრა ორკვირიანი ვადა სადაზღვევო პრემიის გადასახდელად და ეცნობა, რომ თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ დადგებოდა სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის მათ მიერ გადაცილებული იქნებოდა შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობებისგან. აღნიშნული ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ს.ს. "ს--------------------------------მა" 2018 წლის 25 აპრილის წერილით 2018 წლის 24 მაისიდან შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის N0---------- ხელშეკრულება.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა N0---------- დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის კუთვნილ 144 ერთეული ,,მ---“-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მათ ცალკეულ ნაწილებთან დაკავშირებული ქონებრივი და მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა. მზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზიანი - 256 641 ლარი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით, სატენდერო წინადადებითა და ხელშეკრულებით მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაზეც მოსარჩელემ თავის დროზე თანხმობა განაცხადა. შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“ უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, ვინაიდან მზღვეველმა ხელშეკრულებით იკისრა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, მომსახურების ფაქტობრივად გაწევის პერიოდში მხარეების მიერ შესრულებული ვალდებულება ძალაში რჩება და არ დამდგარა ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო ვალდებულების არ არსებობის, არ წარმოშობის ან შეწყვეტის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, ს.ს. „ს--------------------------------ს“ არ გააჩნდა კანონისმიერი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კომპანიის მხრიდან პრემიის ანაზღაურება დამოკიდებული იყო მზღვეველის მიერ გარკვეული მოქმედებების შესრულებაზე (ამ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენაზე), რაც არ შესრულებულა ამ უკანასკნელის მიერ. მიღება-ჩაბარების აქტები გაიგზავნა მზღვეველის მიერ არაოფიციალურ მეილზე ხელმოუწერელი სახით. მოპასუხის მითითებით, რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში კომპანია თავის ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით 1 554 560 ლარის დაკისრება არ შეიძლება განხილულ იქნას კომპანიის მიერ მზღვეველისათვის მიყენებულ ზიანად. სა----------------------ს მიერ ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა ისე, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლები. დარღვეული იქნა ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის ვადებიც, შეტყობინება განხორციელდა 2018 წლის 24 აპრილს, თუმცა მიუხედავად წერილში მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად 2018 წლის 24 მაისის განსაზღვრისა, მომსახურების გაწევა რეალურად შეწყდა გაფრთხილების წერილის კომპანიაში წარდგენის დღესვე. მოპასუხე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვას. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში) ს.ს. „ს--------------------------------ს“ შ.პ.ს. „თ---–---------------------------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს: ა) 2017 წლის 22 დეკემბრის N0---------- ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის ანაზღაურება 364 510.75 ლარის ოდენობით (23.01.2018-24.05.2018 პერიოდისთვის); ბ) 2017 წლის 22 დეკემბრის N00---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 24 293.44 ლარის ოდენობით (23.01.2018-24.05.2018 დაზღვევის პერიოდის შესაბამისად) (იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი, ტომი: 3, ს.ფ. 42-50; ტომი 6 ს.ფ. 185-186). შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, 2017 წლის 22 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N0----------, რომლის თანახმადაც, მომსახურების გაწევის დრო მოიცავდა პერიოდს 2018 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 23 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველი ვალდებული იყო შეეკეთებინა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მწარმოებელი კომპანიის - „მ----“ ოფოციალურ იმპორტიორთან ან/და მის მიერ ავტორიზირებულ სერვისცენტრში. ხელშეკრულების თანახმად, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება უნდა მომხდარიყო ზიანის ოდენობის დადგენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; ზიანის ოდენობის დადგენა კი უნდა მომხდარიყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რაც შეეხება ანგარიშსწორებას, ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე 15 დღის ვადაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დაკისრება ვადების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, მზღვეველი ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების ღირებულების 0.2 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ს.ს. ,,ს--------------------------------ი“ არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თავს არიდებდა სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებას და 2018 წლის 24 აპრილის N0----------- წერილით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 2018 წლის 24 მაისიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. 2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელში) ს.ს. „ს--------------------------------ი“ შეგებებულ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და ამასთანავე გააჩნდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოლოდინი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ამ“ არ გადაიხადა სადაზღვევო შესატანი. სა----------------------მ 3 თვის განმავლობაში შეაკეთა დაზღვეული ავტობუსები. მიუხედავად იმისა, რომ შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს არ ჰქონდა გადახდილი სადაზღვევო შესატანი, ს.ს. „ს--------------------------------ის“ მიერ მაინც ანაზღაურდა მიყენებული ზიანი მაშინ, როდესაც ის თავისუფალი იყო ვალდებულების შესრულებისგან. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, სა--------------------------ს მიერ არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათალისწინებული სადაზღვევო პრემია, შესაბამისად, ს.ს. „ს--------------------------------ი“ არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა არსებული ზიანი და ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო სა----------------------ს კი ვალდებულებები არ დაურღვევია, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2017 წლის 22 დეკემბერს შ.პ.ს. ,,თ---–--------------------------------ა“-ს და ს.ს. ,,ს--------------------------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0---------- ხელშეკრულება, რის შესაბამისადაც ს.ს. ,,ს--------------------------------ი“-ს მიერ გაიცა ავტოსატრანპორტო საშუალებათა („მ----“ მარკის ავტობუსების) დაზღვევის პოლისი NM---------, 144 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 23 იანვრის 00:00 საათიდან უწყვეტად 2019 წლის 23 იანვრის 00:00 საათი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ვალდებულებების დარღვევისათვის (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 49-54); 3.1.2. დაზღვევის NM--------- პოლისის თანახმად, ჯამური სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 1554560.64 ლარით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში ეტაპობრივად, ფაქტიურად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა ( ტომი 1. 43-44);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 დადგენილია, რომ შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი თვის პრემია არ გადაუხდია. ს.ს. „ს--------------------------------მა“ 2018 წლის 5 აპრილს შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ას“ განუსაზღვრა ორი კვირის ვადა სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით და აცნობა, რომ თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ დადგებოდა სადაზღვევო შემთხვევა და მათ მიერ გადაცილებული იქნებოდა შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობებისგან. განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ს.ს. ,,ს--------------------------------მა“ 2018 წლის 25 აპრილის წერილით 2018 წლის 24 მაისიდან შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის N0---------- ხელშეკრულება (ტომი 1 ს.ფ. 68, 71, 89; ტომი 2, ს.ფ. 1-20). 3.2.2 დადგენილია, რომ ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს მიერ შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიზნით გადახდილია 256 141 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 97-333). სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 256141 ლარის გადახდა, ხოლო შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე, 408, 411-ე, 417-ე, 799-ე, 816-ე, 976-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის თანახმად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთან. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სუსგ 09/10/2013 №ას-1708-1602-2012; 03/04/2015 #ას-1308-1246-2014). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბრის N0---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს სადაზღვევო პრემია არ გადაუხდია, შესაბამისად მხარეთა შორის არ წარმოშობილა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ, ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სასამართლო განამრტავს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს მიერ შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიზნით გადახდილია 256 141 ლარი. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის არ წარმოშობილა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, შესაბამისად სახეზეა შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სარჩელი შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს მიმართ 256 141 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს მოთხოვნებს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათას გამო: 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 6.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. მიუღებელი შემოსავალი არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (სუსგ ას-848-806-2013; #24/10/2014). მიუღებელი შემოსავალი არ შეიძლება იყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემია, რადგან აღნიშნული არ არის ანაცდური მოგება, რაც სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად შეიძლება მიეღო სა----------------------ს, შესაბამისად მოთხოვნა 1554560 ლარის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლო განამრტავს, რომ პირგასამტეხლოს ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითად ვალდებულებაზე. ვინაიდან, მხარეებს შორის არ წარმოშობილა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ასევე შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს შეგებებული სარჩელი დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამდენად, ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ს.ს. „ს--------------------------------ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ 256 141 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხე შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, კერძოდ, შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 684 ლარის და 69 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 256141 (ორასორმოცდათექვსმეტიათასასორმოცდაერთი) ლარის გადახდა.

4. შ.პ.ს. „თ---–--------------------------------ა“-ს ს.ს. „ს--------------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 684 ლარის და 69 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი