განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
020100119002902645
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100119002902645(1/1-8-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. ზუ------ი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი- კო---------------------

ადვოკა--- - გვ--–--–--–---

ბრალდებული- დუ---------------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: დუ--------------------- მიმართ

მამის სახელი: მე-----

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

პირადი ნომერი: 51---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ზუ----------------------------

რეგისტრირებული: წა----------------------------–-------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პა---მრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დუ--------------------- ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დუ--------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა დუ---------------------, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს თე---–--------, რაც გამოიხატებოდა ლანძღვა-გინებაში, 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ზუ------–--------------------------–-, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, თავიანთ დროებით საცხოვრებელში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, შვიდი წლის შვილის გი------------------- თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების დროს მის მეუღლეს დაუწყო ლანძღვა-გინება, თმებში ჩაავლო და თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი, რის შედეგად თე---–-------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

დუ--------------------- ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დუ--------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ზუ------–--------------------------–-, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, დუ---------------------, რომელიც სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მის მეუღლეს, თე---–--------, კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოქაჩა თმებზე და რამდენიმეჯერ ხელი ჩაარტყა თავში, რის გამოც თე---–-------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2019 წლის 10 აპრილს ჩატარებულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.0-.201-); Scoppola v. Italy (17.0-.200-); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

დუ--------------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.

 

ბრალდებულ დუ--------------------- აღიარებით;

 

ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმით (ს.ფ 12)

 

2019 წლის 11თებერვლის ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ (ს.ფ. 17-23)

 

თე---–-------- 2019 წლის 11 თებერვლის განცხადებით (ს.ფ. 47)

 

2019 წლის 11 თებერვლის №00---- შემაკავებელი ორდერით (ს.ფ. 48-51)

 

2019 წლის 11 თებერვლის №00---- შემაკავებელი ორდერით (ს.ფ. 48-51)

 

2015 წლის 12 აპრილის №00---- შემაკავებელი ორდერით (ს.ფ 85-87)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის №00------- ამბულატორიული სასამართლოო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 132-138)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 15 მარტის №00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 1-5-1-9)

 

დაზარალებულ თე---–-------- გამოკითხვის ოქმებით.

 

მოწმეების თე-----------–------------------------------------–-----------–-------------------------–---------------------ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ- ლების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში დუ--------------------- მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მით უფრო არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ნორმალურ განვითარებაზე აისახება უარყოფითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწო- რობის საფუძველზე.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დუ-------------------- და დაზარალებული თე---–------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

ბრალდებულ დუ--------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, დუ--------------------- გაცნობიე- რებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

ვინაიდან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის №00------- ამბულატორიული სასამართლოო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულ თე---–-------- მეუღლის მხრიდან განხორი- ელებული ძალადობის შედეგად არ განუცდია ტანჯვა, აღნიშნული უნდა ამოირიცხოს მისი ბრალდებიდან.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ დუ--------------------- ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, ბრალდებულ დუ--------------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დუ--------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

დუ--------------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწი- ნებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდე- გო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

დუ--------------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

დუ--------------------- მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, დაეთანხმა და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულე- ბები, არ არის ნასამართლევი, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ დუ--------------------- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის და სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრა---ულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

დუ--------------------- მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრი- სას გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნი- სას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღე- ბული ,,LG”-ს ფირმის მუსიკალური ცენტრი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დუ--------------------- ოჯახს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271- 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ დუ-------------------- (პირადი ნომერი 51---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

3.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ დუ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

5.დუ--------------------- მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 11 თებერვლის 10:40 საათიდან.

 

7.დუ--------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პა---მრობა გაუქმდეს.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღე- ბული ,,LG”-ს ფირმის მუსიკალური ცენტრი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დუ--------------------- ოჯახს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე ნატრული აკობია