გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6693-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელეები:
1. ტ------–---------–---–ი
2. ნ-------------–---–ი
3. გ----------------–---–ი
4. თ-----------------–---–ი
5. ნ--–---------ე
წარმომადგენლები: ზ----------------–--ე და ნ---------–---–----
6. ლ-------------–---–ი
კანონიერი წარმომადგენლები - თ-----------------–---–ი და ნ--–---------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (---------- ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის ორი ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (---------- მიიღო გადაწყვეტილება და გრძელვადიანი განსახლების მიზნით, მათ დევნილ ოჯახს გამოუყო სამოთახიანი საცხოვრებელი ფართი. მათი განმარტებით, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №--0 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი და ტ------–---------–---–ი ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ხოლო თ-----------------–---–ი მეუღლესთან - ნ--–---------ესთან და მცირეწლოვან შვილთან - ლ-------------–---–თან ერთად ცხოვრობს ცალკე ოჯახად, შესაბამისად, მათთვის გამოყოფილი უნდა ყოფილიყო 3-4 მოსახლეზე გათვალისწინებული ორი ოროთახიანი ბინა. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ცხოვრობენ ორ დამოუკიდებელ ოჯახად, კერძოდ: თ-----------------–---–ის ოჯახის საცხოვრებელს აქვს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. ამასთან, კომუნალურ გადასახადებს იხდიან ცალ-ცალკე, მრიცხველებიც განცალკევებულად არის განთავსებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (---------- ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ და დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის ორი ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ტ------–---------–---–ი, ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი, თ-----------------–---–ი და ლ-------------–---–ი არიან იძულებით გადაადგილებულ პირები - დევნილები, რომლებთან დაკავშირებითაც გაცემულია დევნილის მოწმობები. მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ-------–---- ვ---, ი-----------------------------------–--------------.
ტ------–---------–---–ს და ნ-------------–---–ს ჰყავთ შვილები: გ----------------–---–ი და თ-----------------–---–ი.
თ-----------------–---–ი და ნ--–---------ე 2012 წლის 10 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი - ლ-------------–---–ი (დაბ. 0--0--2---–.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-18);
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 20);
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 19).
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (---------- კომისიის მიერ ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, ქ-------–--–-- სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფა, ქ-------–--–------–----–-------–-----------ბში. ობიექტებს შორის მითითებულია ქ-------–---- ჭ-----------------------------------------------–---“. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ქ-------–--–-- სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტიდან (--------–--–-- ი-------------------------------------------------------–---“) დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: ტ------–---------–---–ი, ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი, თ-----------------–---–ი, ნ--–---------ე და ლ-------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 21-27).
3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომაზე (---------- კომისიის მიერ ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა ქ-------–--–------–----–-------–-----------ბში გრძელვადიანი განსახლების მიზნით იმ დევნილ ოჯახთა მიერ შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას (---------- და მოითხოვდნენ საკითხის განმეორებით შესწავლას. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ტ------–---------–---–თან, ნ-------------–---–თან, გ----------------–---–თან, თ-----------------–---–თან, ნ--–---------ესთან და ლ-------------–---–თან მიმართებით, უცვლელად დარჩა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმი №-- (ს.ფ. 116-119).
3.4. 2018 წლის 19 ივლისს ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს და მიუთითა, რომ განმცხადებლები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (---------- მათ ოჯახს გამოუყო სამოთახიანი საცხოვრებელი ფართი. განმცხადებლის განმარტებით, დევნილი ოჯახისათვის გადაცემული ფართი არის ძალიან მცირე და საჭიროებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას. განცხადებაში მითითებულია, რომ ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი და ტ------–---------–---–ი ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ხოლო თ-----------------–---–ი მეუღლესთან - ნ--–---------ესთან და მცირეწლოვან შვილთან - ლ-------------–---–თან ერთად ცხოვრობს ცალკე ოჯახად. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის საფუძველზე, განმცხადებლების წარმომადგენელმა მოითხოვა იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N-------------- წერილობითი პასუხით ტ------–---------–---–ს, ნ-------------–---–ს, გ----------------–---–ს, თ-----------------–---–ს, ნ--–---------ესა და ლ-------------–---–ს 2018 წლის 19 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობათ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ N8 დანართით განსაზღვრულია „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“, კერძოდ: ერთოთახიანი ბინა 1-2 მოსახლე; ოროთახიანი ბინა 3-4 მოსახლე; სამოთახიანი ბინა 5-6 მოსახლე; ოთხოთახიანი ბინა 7-8 მოსახლე. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (---------- მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ტ------–---------–---–ის ოჯახი, სულადობის გათვალისწინებით დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით.
ამასთან, მითითებული წერილით გამცხადებლებს განემარტა, რომ მათი 2018 წლის 22 ივნისის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სხდომაზე საკითხი განმეორებით განიხილა, თუმცა ძალაში დარჩა განმცხადებლებთან დაკავშირებით N-- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის 2018 წლის 19 ივლისის განცხადება (ს.ფ. 29-30);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N-------------- წერილი (ს.ფ. 115).
3.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- წერილობითი პასუხით, ტ------–---------–---–ს მისი 2018 წლის 18 სექტემბრის N----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (----------, ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, განმცხადებლის დევნილ ოჯახს, სულადობის გათვალისწინებით თანხმობა ეთქვა ქ-------–--–-- მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ა--–----–-------–------------ში სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2018 წლის 18 სექტემბრის N--------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (----------, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან, კერძოდ, დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის ორი ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სახელმწიფო უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ხდება დევნილის რეგისტრაცია განსახლების ადგილზე.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეები (გარდა ნ--–---------ისა, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----------------------), არიან იძულებით გადაადგილებულ პირები - დევნილები. მოსარჩელეთა დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ-------–---- ჭ---------------------------------------------------–----. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებას (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).“ მითითებული წესი ადგენს რა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს და უშვებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების დაუცველად. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სამინისტროში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა ქ-------–--–-- ჭ---------------------------------------------------–----) მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლება სხვა ალტერნატიულ ფართში, ქ-------–--–------–----–-------–-----------ბში, მათი გრძელვადიანი განსახლების მიზნით.
დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (---------- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ქ-------–--–-- სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან (--------–--–-- ი-------------------------------------------------------–---“) დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა დევნილთა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: ტ------–---------–---–ი, ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი, თ-----------------–---–ი, ნ--–---------ე და ლ-------------–---–ი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცდა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - დანართი №8. მითითებული დანართის თანახმად, დევნილთა ოჯახი, სადაც წევრთა რიცხოვნობა შეადგენდა: 1-2 მოსახლეს გათვალისწინებული იქნა ერთოთახიანი ბინა, ფართით 25-40 კვ.მ., 3-4 მოსახლეს - ოროთახიანი ბინა, ფართით 45-60 კვ.მ., 5-6 მოსახლეს - სამოთახიანი ბინა, ფართით 65-80 კვ.მ. და 7-8 მოსახლეს - ოთხოთახიანი ბინა 85-100 კვ.მ.
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას, მინიმალური საორიენტაციო სტანდარტით, 5-6 მოსახლეზე გათვალისწინებულია სამოთახიანი ბინა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა ოჯახი შედგება მეუღლეების - ტ------–---------–---–ისა და ნ-------------–---–ისგან, მათი შვილების - გ----------------–---–ისა და თ-----------------–---–ისგან. თ-----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაშია ნ--–---------ესთან; თ-----------------–---–ს და ნ--–---------ეს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი ლ-------------–---–ი. მოსარჩელეები აპელირებენ შემდეგზე: მათთვის გადაცემული ფართი არის ძალიან მცირე და საჭიროებენ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას, კერძოდ, მიუთითებენ, რომ ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი და ტ------–---------–---–ი ცხოვრობენ ერთ ოჯახად, ხოლო თ-----------------–---–ი მეუღლესთან - ნ--–---------ესთან და მცირეწლოვან შვილთან - ლ-------------–---–თან ერთად ცხოვრობს ცალკე ოჯახად. თ-----------------–---–ის ოჯახის საცხოვრებელს აქვს ცალკე შესასვლელი. გარდა ამისა, კომუნალურ გადასახადებს იხდიან ცალ-ცალკე, მრიცხველებიც განცალკევებულად არის განთავსებული, შესაბამისად, მათთვის გამოყოფილი უნდა ყოფილიყო 3-4 მოსახლეზე გათვალისწინებული ორი ოროთახიანი ბინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (---------- ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის ორი ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი შედგება 6 წევრისაგან და ამასთან, სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული ბინა არის სამოთახიანი. კანონმდებლობით განისაზღვრა ის მინიმალური სტანდარტები, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დგინდება მოსარჩელეთა ორ დამოუკიდებელ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე მხარე უზრუნველყო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ოდენობით ფართით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების (---------- ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს მოსარჩელეებთან დაკავშირებით მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების (---------- ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოთხოვნა - დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ისა და ლ-------------–---–ის ორი ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ტ------–---------–---–ის, ნ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, თ-----------------–---–ის, ნ--–---------ის და ლ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე