გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
120210618002651275
კატეგორია
დავის ტიპი
ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2651275-2/746-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

16 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

 

განმცხადებელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სა-–------------ის რეგიონული სამმართველო

წარმომადგენელი - თ-------–------

 

მოთხოვნის არსი - ქონების უპატრონოდ ცნობა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ე” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სა-–------------ის რეგიონული სამმართველოს განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. უპატრონოდ იქნეს ცნობილი და გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში:

2016 წლის 19 აგვისტოს, ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------ის მიმდებარედ ნანახი 6 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (სოჭი) 2 არამარკირებული მრგვალი მორი, დიამტერებით: 44სმ და 35 სმ. ხე–ტყე. საერთო მოცულობა -1, 79მ3.

2016 წლის 18 აგვისტოს, ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ წარ--------ნის მიმდებარედ ნანახი წიწვოვანი ჯიშის (სოჭი) 5 მეტრი სიგრძის, 6 არამარკირებული მრგვალი მორი, დიამეტრებით: 44, 64, 62, 52, 50 და 51 სმ. ხე–ტყის საერთო მოცულობა - 8, 20მ3.

2016 წლის 13 სექტემბერს ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ არ--–ში ნანახი 5 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (სოჭი) 14 მრგვალი მორი, დიამტერებით: 33, 32, 40, 36, 49, 40, 40, 28, 26, 36, 35, 30, 40 და 29სმ. საერთო მოცულობა - 8, 305მ3.

 

2016 წლის 13 სექტემბერს ად-----ს რაიონის სოფელ არ--–ში ნანახი 5 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის ( სოჭი) 11 მრგვალი მორი, დიამეტრებით: 37, 40, 27, 47, 30, 28, 29, 28, 38, 35, და 52 სმ. საერთო მოცულობით - 6, 51მ3.

 

2016 წლის 13 სექტემბერს ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ არ--–ში ნანახი 5 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის ( სოჭი ) 10 მრგვალი მორი, დიამეტრებით: 42, 50, 40, 30, 30, 42, 49, 40, 47, და 60 სმ. საერთო მოცულობით 8, 90მ3.

 

2016 წლის 13 სექტემბერს ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ არ--–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი 5 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის ( სოჭი) 13 მრგვალი მორი, დიამეტრებით: 18, 19, 29, 40, 30, 28, 32, 43, 45, 23, 32, 60 და 38 სმ. საერთო მოცულობით 7, 684 მ3.

 

2016 წლის 19 სეტემბერს ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზ--–ოს მიმდებარე ტყეში ნანახი 5 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი) 15 მრგვალი მორი, დიამეტრებით: 38, 30, 37, 29, 24, 36, 32, 34, 31, 31, 28, 25, 35, 29, და 30 სმ. საერთო მოცულობით 6, 965 მ3.

 

2016 წლის 30 სექტემბერს ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი 6 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის ( ნაძვი, სოჭი) 10 მრგვალი მორი, დიამეტრებით: ნაძვი – 46, 30, 27, 39სმ; სოჭი – 28, 42, 27, 43, 53, 34 სმ. საერთო მოცულობით 8, 16 მ3.

 

2016 წლის 19 ოქტომბერს ად-----ს რაიონის სოფელ საღრძის მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი 5 და 6 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი) 12 მრგვალი მორი, დიამეტრებით: 5 მეტრი სიგრძის – 47 სმ; 6 მეტრი სიგრძის –ნ34, 28, 22, 21, 29, 24, 37, 33, 34, 24, და 30 სმ. საერთო მოცულობით 6, 41 მ3.

 

2016 წლის 21 ოქტომბერს ად-----ს რაიონის სოფელ წა---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი 3 და 6 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი) 3 მრგვალი მორი, დიამტერებით: 6 მეტრი სიგრძის – 39, 30, სმ. 3 მეტრი სიგრძის – 33სმ. საერთო მოცულობით 1, 68 მ3.

 

2016 წლის 16 ნოემბერს ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ დე--–-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი წიწვოვანი ჯიშის ( ნაძვი, ფიჭვი) 12, 13, 12,5 და 14 მეტრი სიგრძის, 7 მრგვალი მორი, საერთო მოცულობით 2, 518 მ3.

 

2016 წლის 25 ნოემბერს, ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–--ში ნანახი 5 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი, ფიჭვი) 12 მრგვალი მორი, დიამეტრებით: ნაძვი – 26, 32, 28, 36, 43, 21, 38, 40, და 37სმ; ფიჭვი – 31, 40, და 28 სმ. საერთო მოცულობით 6, 44 მ3.

 

2016 წლის 25 ნოემბერს, ად-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–--ში, ნანახი 5 და 6 მეტრი სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი, ფიჭვი) 17 მრგვალი მორი, დიამეტრებით: 5 მეტრი სიგრძის, ნაძვის – 30, 25, 35, 20, 29, 35, 34, 26, 32, 31, 23, 17 სმ. ფიჭვის – 22 სმ. 6 მეტრი სიგრძის ნაძვი – 32, 21, და 20 სმ. ფიჭვი – 39 სმ. საერთო მოცულობით 6, 77 მ3.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 14 დღის განმავლობაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4-ე პუნქტში მითითებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი