გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210018002765018
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3616-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე – სს ,,დ-------------------–-------------------------“

წარმომადგენელი - ა------------------ი

მოპასუხეები – გ--------------–--–---–ი

შპს „კ------------------–ო“

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გ--------------–--–---–ს და შპს „კ------------------–ო“-ს, სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროთ 3 829.99 ლარის გადახდა.

1.2 გ--------------–--–---–ს და შპს „კ------------------–ო“-ს, სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროთ საპროცესო ხარჯების ანაზღაურება: სახელმწიფო ბაჟი 58 ლარი, 21 ლარი სს--------------–----–-----------------------------ში გადახდილი მომსახურების საფასური და 60 ლარი ზიანის შეფასების საფასური.

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, სს ,,დ-------------------–-------------------------“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სადაზღვევო საქმიანობას, მათ შორის ახორციელებს ავტო - სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას.

 

2018 წლის 07 აგვისტოს, ქ. თბილისში, ხუ---------ს ქუჩაზე მოპასუხე შპს „კი----------------–--“-ს საკუთრებაში არსებული „ფო-----ს“ მარკის ავტო - სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, გ--------------–--–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სადაზღვევო კომპანია „ი-----ში“ დაზღვეულ, ე-–------------–-–---–ის კუთვნილ „ტო------ს“ მარკის ავტო - სატრანსპორტო საშუალებაზე და დააზიანა.

 

მოსარჩელის განმარტებით, კომპანიამ სრულად შეასრულა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება აუნაზღაურა დამზღვევს 3 829.99 ლარის ოდენობით ზიანი, რის შემდეგაც წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანზე პასუხისმგებელი პირებისაგან.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1.მოპასუხე გ--------------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. ამასთან, მიუთითა, რომ საექსპერტო დასკვნა იწვევს ეჭვს და შეუძლებელია ობიექტური შეფასებითაც მის მიერ მიყენებული ზარალი შეფასდეს მოთხოვნილი ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღიარა ავტოავარიისა და მასში მისი ბრალეულობის ფაქტი, ამასთან, სადაოდ არ გახადა დავალიანების ოდენობა.

 

2.2. მოპასუხე შპს „კ------------------–ო“-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მხარეს ეცნობა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს და ე-–------------–-–---–ს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა ე-–------------–-–---–ის კუთვნილი „ტო------“-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- - ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 20)

3.1.2. 2018 წლის 07 აგვისტოს, ქ. თბილისში, ხუ---------ს ქუჩაზე მოპასუხე შპს „კ------------------–ო“-ს საკუთრებაში არსებული „ფო-----ს“ მარკის ავტო - სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, თანამოპასუხემ გ--------------–--–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სადაზღვევო კომპანია „ი-----ში“- დაზღვეულ, ე-–------------–-–---–ის კუთვნილ „ტო------ს“ მარკის ავტო - სატრანსპორტო საშუალებაზე და დააზიანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 14);

- სქემა (ს.ფ. 15);

- ახსნა - განმარტებები (ს.ფ. 16 - 17)

- ახსნა - განმარტებები (ს.ფ. 16 - 17)

3.1.3. სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად, მზღვეველმა - სს ,,დ-------------------–-------------------------“-მ აუნაზღაურა დამზღვევს 2018 წლის 07 აგვისტოს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაანგარიშებული ზიანი 3 829.99 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს „ავ----------------ა“-ს საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 21 - 23);

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 24);

- 2018 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო დავალება №23------- (ს.ფ. – 25);

 

3.1.4. გ--------------–--–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - U--------, მარკა - მოდელი - ფო--------------თ 2.5-------------–-----–---/8, გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 24/08/2016. 2016 წლის 24 აგვისტოდან რეგისტრირებულია თბილისი, ზ------–--–---–ის ქუჩა N4---, ბ N 5 -ში მდებარე: შპს „კ------------------–ო“-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ნოემბრის ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ - (ს.ფ. 19);

 

3.1.5. სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს მიერ შპს „ავ----------------ათვის“ ზიანის შეფასებისათვის გადახდილი საფასური შეადგენს 60 ლარს. სსიპ სა---------–----–--------------------------------------------------------------ს გადახდილი მომსახურების საფასური შეადგენს 21 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ქვითარი N1-------- (ს.ფ. 31)

- შპს „ავ----------------ა“-ს გაანგარიშება და ინვოისი (ს.ფ. 27 – 29)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 463-ე, 464-ე, 832-ე, 992-ე და 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 07 აგვისტოს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს ,,დ-------------------–-------------------------“-ში დაზღვეული ე-–------------–-–---–ის კუთვნილი ავტო-სატრანსპორტო საშუალება, რომლის აღდგენითი ხარჯების ღირებულება 3 829.99 ლარი დამზღვევისათვის გადახდილი იქნა სადაზღვევო კომპანია "ი-----ს" მიერ. შესაბამისად, სს ,,დ-------------------–-------------------------მ“ მოიპოვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ბრალეული პირისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მატარებელია ნივთის მფლობელი, რომელსაც თავისი ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალება გადაცემული აქვს პირდაპირ მფლობელობაში სხვა პირზე - მოსარგებლეზე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს, ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ ეკრძალება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ისე ზიანის მიმყენებელს სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით) (იხ. სუსგ. #ას-811-762-2015, 4 მარტი, 2016 წელი, #ას-311-970-03, 7 იანვარი 2003 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომლითაც გ--------------–--–---–მა მოახდინა შეჯახება და დააზიანა სს სადაზღვევო კომპანია "ი-----ში" დაზღვეული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 2018 წლის 07 აგვისტოს, წარმოადგენდა შპს „კ------------------–ო“-ს საკუთრებას. შესაბამისად, შპს „კ------------------–ო“ გ--------------–--–---–თან ერთად, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს და მას გ--------------–--–---–თან ერთად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 58 ლარის, სს--------------–----–-----------------------------ში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარისა და შპს „ავ----------------ასთვის“ ზიანის შეფასებისთვის გადახდილი საფასურის 60 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-250--ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს გ--------------–--–---–ს და შპს „კ------------------–ო“-ს, მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 3 829.99 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს გ--------------–--–---–ს და შპს „კ------------------–ო“-ს, მოსარჩელე სს ,,დ-------------------–-------------------------“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 58 ლარის, მოსარჩელის მიერ სს--------------–----–-----------------------------ში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის და ზიანის შეფასებისთვის გადახდილი საფასურის 60 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე