განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/31-----
(გამოძიების #01----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა---–----------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - სე-----------–-----ი (დაბადებული - 1----–-–----------------–-----------------------–----------–------------------------------–-------------------–-----------------------–--–-------------ში),ადვოკატები - რუ----------------–--ა, მა----------–---–ი, კა-----------–----ე,თარჯიმანი - ირ----------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
სე-----------–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ 0,00288 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 26 მაისს გაასაღა ზუ------------–--ეზე ქ. თბილისში, ქე-----ნ წა------–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ ქ. თბ--–--–--–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
2.4. სე-----------–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ უკანონოდ შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ზუ------------–--ის, ზუ------------–---–ის, გი---------–---–ის, ექსპერტების - სო------–--------სა და გი----------------ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმი, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმი, ფარული ვიდეო ჩანაწერი და მისი გაშიფრული ტექსტი, კერძოდ:
2.5. ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს თბ--–---------–-–-------------------ის დეტექტივ-გამომძიებელ ზუ------------–---–ის მიერ, ზუ------------–--ეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 350 ლარის ოდენობით (ექვსი 50 ლარიანი კუპიურა და ხუთი 10 ლარიანი კუპიურა).
2.6. მოწმე ზუ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა სე-----------–-----ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფაქტი და დამატებით განმარტა, რომ ბრალდებული დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ გაიცნო. პოლიციას ნებაყოფლობით მიმართა განცხადებით და მიაწოდა ინფორმაცია სე-----------–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების თაობაზე. თანხმობა განაცხადა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, რის შემდეგაც აღჭურვეს სათვალთვალო ვიდეო კამერით და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა 350 ლარი. 2018 წლის 26 მაისს დაუკავშირდა სე-----------–-----ს, რომელსაც უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა სურდა და შეუთანხმდა შეხვედრის ადგილზე (ავ-–-----ში, მეტრო სა-------------–ის წინ). ბრალდებული შეხვედრაზე შავი ფერის „ტო------------ის“ მარკის ავტომანქანით მივიდა. ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მდებარე სავარძელზე დაჯდა და სე-----ს გადასცა 350 ლარი. ბრალდებულმა თანხის დათვლის შემდეგ გადასცა ფრანგული „სუბოტექსის“ ნახევარი აბი. მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ავტომანქანაში მათ გარდა სხვა პიროვნება არ იმყოფებოდა. სე-----------–-----ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ მივიდა დაახლოებით 50-60 მეტრში მყოფ პოლიციის თანამშრომლებთან და გადასცა ბრალდებულისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა, ნარკოტიკული საშუალება კი დაილუქა. ბრალდებულთან შეხვედრას იწერდა მაისურზე დამაგრებული ვიდეო კამერით. პოლიციის თანამშრომლები ნარკოტიკების გადაცემის ადგილიდან დაახლოებით 50-60 მეტრში იმყოფებოდნენ. იგი პოლიციის თანამშრომლებს ხედავდა.
2.7. 2018 წლის 26 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თბ--–---------–-–-------------------ის დეტექტივ - გამომძიებელ ზუ------------–---–ის მიერ, ქ. თბ--–--–---–-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუ------------–--ისგან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ფოლგის მაგვარ ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო ფერის აბის ნატეხი, რომელიც ზუ------------–--ის განმარტებით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.
2.8. გამომძიებელმა ზუ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვეში, თბ--–---------–-–-------------------ის დეტექტივების განყოფილებაში, ზუ------------–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სე-----------–-----ის მიერ ნარკოტიკულ საშუალების გასაღების ფაქტზე. მოპოვებულ იქნა მოსამართლის განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, ზუ------------–--ე აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და 2018 წლის მაისის თვეში, მე--------------- სა-------------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სე-----------–-------გან განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ზუ------------–--ის მიერ შესყიდულ იქნა მოთეთრო ფერის აბი, რომელიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. შესყიდული ნარკოტიკული საშუალება დაუყოვნებლივ ამოიღო, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულის დაკავების, პირადი, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკის თაობაზე მოსამართლის განჩინების მოპოვების შემდეგ, 2018 წლის 6 ივნისს შედგა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ სე-----------–-----ის საცხოვრებელ მისამართზე. ბრალდებულის სახლთან მისვლამდე შეამჩნიეს შავი ფერის, „ტო-------------ის“ ავტომანქანა. მიუახლოვდნენ ბრალდებულს, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები და ქ. თბილისში, ქე-----ნ წა------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გაჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
მოწმის განმარტებით, საკონტროლო შესყიდვა მიმდინარეობდა პოლიციის თანამშრომლების სრული ვიზუალური კონტროლის ქვეშ. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და შემდგომში ზუ------------–--ისგან მისი ამოღება განხორციელდა ქ. თბ--–--–--------------------------------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, წი------–ის ქუჩის პირდაპირ, დაახლოებით 15-20 მეტრში. საკონტროლო შესყიდვას თვალს ავტომანქანიდან ადევნებდა. ზუ------------–--ე ბრალდებულს ჩაუჯდა მანქანაში, საიდანაც რამდენიმე წუთში გადავიდა, მიუახლოვდა მათ და გადასცა ნარკოტიკული საშუალება. სე-----------–-----ის ავტომანქანაში უცხო პიროვნება არ შეუნიშნავს.
მოწმემ დაადასტურა, რომ ზუ------------–--ის სრული ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა საკონტროლო შესყიდვამდეც, საკონტროლო შესყიდვის მიმდინარეობისას და მას შემდეგ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ჩათვლით.
2.9. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 27 მაისის #1--------------- დასკვნის თანახმად, ზუ------------–--ისგან ამოღებული, ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტის ერთი ცალი ნატეხი, ნაწილობრივი ამოტვიფრული ლოგოთი: „B“, წონით 0.1450 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ წონით-0.00288 გრამს.
2.10.ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტებმა - ნი---------–---–მა და სო------–--------მ. ექსპერტების განმარტებით, გამოკვლევა ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით. გამოსაკვლევი ნივთიერება ექსპერტიზას წარედგინა დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტ ნი---------–---–ის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ტაბლეტს აღენიშნებოდა ლათინური ასო „B-ს“ ფრაგმენტი. დადგინდა, რომ გამოკვლეული ტაბლეტი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ აბის ნატეხს.
2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუ------------–--ისა და ზუ------------–---–ის ჩვენებებიდან ცალსახად დგინდება 2018 წლის 26 მაისს სე-----------–-----ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. ზუ------------–--ემ დეტალურად განმარტა მისი სე-----------–-----თან ურთიერთობის შესახებ, დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა თანხა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულთან მისი შეხვედრა შედგა მე--------------- „სა-------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე სე-----------–-----ი მივიდა შავი ფერის „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, ჩაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელში, გადასცა მას 350 ლარი, ხოლო სანაცვლოდ მიიღო „სუბოტექსის“ ნატეხი. ზუ------------–--ემ ასევე დაადასტურა, რომ მისგან დაახლოებით 50-60 მეტრში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აკვირდებოდნენ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის პროცესს. ბრალდებულთან მის შეხვედრას სხვა მესამე პიროვნება არ დასწრებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა ზუ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმე ზუ------------–---–მა განმარტა, რომ ზუ------------–--ემ ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და სე-----------–-----ისგან შეიძინა ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ზუ------------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ საკონტროლო შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა ზუ------------–--ის ვიზუალური კონტროლის პირობებში. უყურებდა თუ როგორ ჩაჯდა ზუ------------–--ე ბრალდებულის მუქი ფერის ავტომანქანაში, რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოვიდა, მიუახლოვდა მას, რის შემდეგაც ამოიღო შეძენილი ნივთიერება. სე-----------–-----ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, პოლიციის ავტომანქანასთან მიახლოებამდე ზუ------------–--ეს სხვა პირთან ურთიერთობა არ ჰქონია.
2.12. ფულადი თანხის გადაცემის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 მაისს ზუ------------–--ეს გადაეცა 350 ლარი ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენის მიზნით. ზუ------------–--ემ და ზუ------------–---–მა დაადასტურეს, რომ სწორედ აღნიშნული თანხით მოხდა სე-----------–-----ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალება კი ზუ------------–--ემ დაუყოვნებლივ მიიტანა იქვე მყოფ პოლიციის თანამშრომლებთან, რაც ამოღების ოქმის თანახმად ამოღებულ იქნა გამომძიებელ ზუ------------–---–ის მიერ. ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 27 მაისის #1--------------- დასკვნის თანახმად, ზუ------------–--ისგან ამოღებული, ე.წ. „ფოლგის“ ქაღალდის ნაჭერში გახვეული, ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტის ერთი ცალი ნატეხი, ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი: „B“, წონით 0.1450 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ წონით 0.00288 გრამს.
2.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმეების - ზუ------------–--ისა და ზუ------------–---–ის ჩვენებებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმით, ამოღების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დამოუკიდებლად აღებული დასტურდება, რომ 2018 წლის 26 მაისს, დღის საათებში, ზუ------------–--ემ გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულადი თანხით, 350 ლარად სე-----------–-----ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხი. ამ მტკიცებულებების სანდოობაზე და შეთავსებადობაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებთან, სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნებოდა მხოლოდ ეს მტკიცებულებები, შესაძლოა არ ყოფილიყო საკმარისი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით სე-----------–-----ის ბრალეულობის დასადგენად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ უფრო მეტი მტკიცებულებითი წონის მქონე - ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა შინაარსის დეტალური და გონივრული ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელშიც გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ცალსახად აქარწყლებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას სე-----------–-----ის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:
2.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის #00------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...ნარკ. საშ ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,1374 გრ (საწყ - 0,1450 გრ)...“, მოთავსებულ მოწითალო ფერის ფოლგის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება სე-----------–-----ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში, ზუ------------–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ია-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მისი განმარტებით, რა დრო სჭირდება საგანზე ადამიანის გენეტიკური კვალის დარჩენას, წარმოადგენს თეორიულ საკითხს ბიოლოგიური კვალის წარმოშობის მექანიზმის შესახებ, რაც მისი კვლევის საგანი არ ყოფილა.
2.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სექტემბრის #00------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სე-----------–-----ს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებასთან. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას - ნარკოტიკულ საშუალებაზე ზუ------------–--ის გენეტიკური პროფილის არასებობის პირობებში, მთლიანად ექსპერტიზის დასკვნის სანდოობის სადავოდ გახდის შესახებ და სე-----------–-----ის უდანაშაულობის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან რაიმე შესაძლო მანიპულაციების რეალურად დაშვების შემთხვევაში (როგორც დაცვის ვერსიიდან გამომდინარეობს), მით უფრო ძალიან მარტივად მოხვდებოდა ზუ------------–--ის გენეტიკური პროფილი ნარკოტიკულ საშუალებაზე. ის გარემოება, რომ გენეტიკური პროფილის დარჩენა კონკრეტულ ნივთზე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ხანგრძლივობაზე, ნივთის ზედაპირის სახეობაზე და შესაძლოა ყოველთვის არ დარჩეს კონკრეტულ ნივთზე გენეტიკური პროფილი, სიახლე და სადავო არ არის. დაცვის მხარის ვერსია - თითქოს ავტომანქანაში ბრალდებულმა ზუ------------–--ეს გადასცა არა ნარკოტიკული საშუალება, არამედ ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო ვალები, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, იმ პირობებში, როდესაც ვიდეო-ჩანაწერის (რომლის უტყუარობა დადგენილია ექსპერტიზის დასკვნებით) შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რაზე საუბრობენ კომუნიკაციის ორი სუბიექტი - ზუ------------–--ე და სე-----------–-----ი, რის სანაცვლოდ იღებს თანხას სე-----------–-----ი და რას გადასცემს ზუ------------–--ეს, კერძოდ:
2.16. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 ივნისის #4--------- დასკვნის თანახმად:
გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;
სისხლის სამართლის #01---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ექსპერტიზის ხელთ არსებულ, ვიდეოგრამებიდან ამოღებული 1-----1--- წელს დაბადებული სე-----ი გი---–-----------–-----ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
2.17. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გი----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეულ ვიდეოგრამას მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ვიდეო გრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე პიროვნების გამოსახულება ვარგისი იყო იდენტიფიკაციისთვის. დისკზე არსებულ ფოტოსურათზე და მის მიერ შს სამინისტროს ბაზაში მოძიებულ ფოტოსურათზე გამოსახული იყო ერთიდაიგივე პიროვნება - სე-----------–-----ი.
2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 ივნისის #4--------- დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ 2018 წლის 26 მაისს, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისას ვიდეოკამერით აღჭურვილ ზუ------------–--ეს შეხვდა სე-----------–-----ი და არა სხვა პირი.
2.19. 2018 წლის 26 მაისის ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს ქუჩაში, გზის პირას გაჩერებული ა/მანქანა, რომლის კარიც სწრაფად იღება და წინა სავარძელზე, მძღოლის (სე-----------–-----ის) გვერდით ჯდება ზუ------------–--ე. ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებებით (მათ შორის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ზუ------------–--ისა და ბრალდებულ სე-----------–-----ის ჩვენებებით) უტყუარად დგინდება, რომ მძღოლი არის სე-----------–-----ი, ხოლო პირი, რომელიც აღჭურვილია ვიდეო კამერით, არის ზუ------------–--ე. ეს გარემოება დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა სე-----------–-----მაც და ფაქტობრივად სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
ზუ------------–--ე: „აუ, ჩემი დედა მოვ....“; სე-----------–-----ი: „ბარო“! როგორა ხარ, „ბრატ“? /მამაკაცები ერთმანეთს გადაკოცნით ესალმებიან/; ზუ------------–--ე: „რავა ხარ? აუ, დავიბრიდე“; სე-----------–-----ი: „გუშინ ჩამოვედი მეც, ბოზიშვილი ვიყო“; ზუ------------–--ე: „ბიჭო, „სირეცი“ ვერაფერი იმას ჰქენი?“; სე-----------–-----ი: „ვერა, ვერა“; ზუ------------–--ე: „350, ჰო, ძმა?“ /იგი თანხას უთვლის და აწვდის მძღოლს სე-----------–-----ს. სე-----------–-----ი: „ჰო, და ვერა, „ბრატ“, „სირეცზე“ რავი, აი, დავდივარ რა, ძლივს დავანებე თავი“; ზუ------------–--ე: „თვალებიდან ვეღარ ვიყურები, გადათვალე, აბა!“; სე-----------–-----ი: „არ მინდა, რა, ჩალიჩი „სირეცზე“, უნდა...“; სე-----------–-----ი ითვლის თანხას. სე-----------–-----ი: „ჰო. ნახე „ბრატ“! უნდა გავიჩხირო და გაჩხერვა არ მინდა, ბოზიშვილი ვიყო“; ზუ------------–--ე: „არა ბიჭო, ვიჩხირავ, 5 კაცი მელოდება“; სე-----------–-----ი: „სირეცზე“ მოკვდები. მართლა, გავხსნი თუ გინდა?“; ზუ------------–--ე: „რავი, გახსენი“; სე-----------–-----ი: „ნახევარია, რა, „ბრატ“.
კადრში ჩანს თუ როგორ ხსნის სე-----------–-----ი ქაღალდს, აჩვენებს ზუ------------–--ეს და აწვდის.
ზუ------------–--ე: „ის არის, ფრანგული, ჰო?“; სე-----------–-----ი: „ჰო, ფრანგული. ნახე“; ზუ------------–--ე: „კაი, ძმა, რა ვიცი“; სე-----------–-----ი: „ეხლა მაგისგან მოვდივარ“; სე-----------–-----ი: „დავაი“, წავედი“; სე-----------–-----ი: „დავაი“.
ზუ------------–--ე გადადის მანქანიდან და ვიდეოჩანაწერი სრულდება.
2.20. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 9 ივლისის #1----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ აუდიოგრამაზე და ვიდეორგამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამაზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება სე-----------–-----ის ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ მოხერხდა, რადგან ვერ აკმაყოფილებს ექსპერტიზის მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - თავსებადობას. სადავო და ეტალონური ჩანაწერები არ არის ერთმანეთთან თავსებადი, ანუ გამოსაკვლევად წარდგენილი სადავო ჩანაწერში საუბარი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო ნიმუშის ფონოგრამაში საუბარი მიმდინარეობს რუსულ ენაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება შეუძლებელია.
2.21. ექსპერტმა ეთ----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ აუდიოგრამაზე და ვიდეორგამაში არსებულ აუდიოჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სადავო ფონოგრამაში საუბარი მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, ხოლო ხმის ნიმუში აღებულ იქნა რუსულ ენაზე. ამასთან, დასკვნაზე გავლენა იქონია ჩანაწერის სიმცირემ (გრძელდებოდა რამდენიმე წამი).
2.22. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალ-------------“ 2018 წლის 17 ივლისის #-1---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ შეინიშნება; გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია ბრალდებულ სე-----------–-----ის პიროვნების იდენტიფიკაცია მისი ხმისა და მეტყველების მიხედვით. შეუძლებელია იმის დადგენა ვიდეომასალაში დაფიქსირებულ ტექსტს წარმოთქვამს თუ არა ბრალდებული სე-----------–-----ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ტო--–---–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ შეინიშნება, ხოლო ხმაურისა და ჩანაწერის მცირე მოცულობის გამო შეუძლებელი გახდა პიროვნების იდენტიფიკაცია.
2.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 9 ივლისის #1----- დასკვნითა და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალ-------------“ 2018 წლის 17 ივლისის #-1---- დასკვნის მიხედვით ცალსახად დგინდება, რომ ჩანაწერი რაიმე სახის მონტაჟის ნიშნებს არ შეიცავს, ხოლო ექსპერტებმა ვერ შეძლეს სხვადასხვა მიზეზით დაედგინათ სადავო ჩანაწერებში არსებული მამაკაცის ხმა იდენტურია თუ არა სე----- არ--–-----ის ხმის ნიმუშის. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები ერთი მხრივ ადასტურებს, რომ ჩანაწერი არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, ხოლო მეორე მხრივ არც ადასტურებს და არც უარყოფს ვიდეოჩანაწერში სე-----------–-----ის საუბარს და არ გამოდგება მისი ბრალეულობის დადგენის ან უარყოფის თვალსაზისით.
2.24. სასამართლო დეტალურად აფასებს ვიდეო ჩანაწერს და აღნიშნავს, რომ სე-----------–-----ი და ზუ------------–--ე ცალსახად საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით (მათ შორის ახსენებენ ნარკოტიკულ საშუალება ე.წ. ,,სირეცს“). ზუ------------–--ე აძლევს თანხას სე-----------–-----ს, ეს უკანასკნელი კი ხსნის ფოლგის ქაღალდს, აჩვენებს და აწვდის ზუ------------–--ეს. ჩანაწერში ისმის, რომ ე.წ. ,,სირეცი“ ვერ იშოვა და აძლევს სხვა საშუალებას, რომელიც არის ფრანგული წარმომავლობის. ვიდეო-აუდიო ფაილში ასევე საუბარია ნარკოტიკის მიღებაზე/,,გაჩხერვაზე“. ამავე ჩანაწერით დგინდება, რომ ერთმანეთს ესაუბრება მხოლოდ ორი ადამიანი. სხვა პირი მანქანაში არ იმყოფება. არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები რაიმე ბიზნესზე, ვალზე ან ბიზნეს ურთიერთობაზე (როგორც ამაზე ჩვენებაში სე-----------–-----ი უთითებს), ხოლო საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სიტყვიერი კომუნიკაცია არის ორმხრივი და შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია ასევე, რომ ჩანაწერს (არც აუდიო და არც ვიდეო ნაწილს) მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ყველა აღნიშნული გარემოების საღი და გონივრული შეფასების პირობებში უტყუარად დგინდება, რომ სე-----------–-----მა ზუ------------–--ეზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს.
2.25. რაც შეეხება ბრალდებულმა სე-----------–-----ის ჩვენებას, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ზუ------------–--ესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და კატეგორიულად უარყო ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. ბრალდებულის განმარტებით, ე.წ. „ლი-–----------------ე“ ფეხსაცმლის რეალიზაციით არის დაკავებული. ზუ------------–--ემ რამდენჯერმე წაიღო მისგან სხვადასხვა ღირებულების ფეხსაცმელი და თანხა დათქმულ დროს დაუბრუნა. ნდობაში შევიდა მასთან და გაატანა რამდენიმე ათასი ლარის საქონელი, რომლის რეალიზაციაც ბათუმში უნდა მოეხდინა მეგობართან ერთად. ზუ------------–--ემ თანხა დათქმულ დროს არ დააბრუნა, ხშირად ატყუებდა, სხვადასხვა მიზეზს იგონებდა და სწორედ ამან გამოიწვია მასთან არაერთი შეხვედრა. 2018 წლის 26 მაისს, სწორედ ვალთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ შეხვდა ზუ------------–--ეს მე--------------- „სა-------------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. საუბარი მის კუთვნილ ავტომანქანაში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზუ------------–--ეს მან გადასცა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო ზუ----ის მიერ გადახდილი და ასევე ვალად დარჩენილი თანხები. მასთან ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია. ავტომანქანაში მათ გარდა მესამე პიროვნება არ იმყოფებოდა. კონკრეტული თარიღი განუსაზღვრა თანხის დასაბრუნებლად, რის შემდეგაც დასცილდნენ ერთმანეთს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მის სახლთან ახლოს დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. სე-----------–-----მა დაადასტურა, რომ წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
2.26. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ სე-----------–-----ის განმარტებებს, რომ თითქოს მას ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია, ავტომანქანაში მხოლოდ ფურცელი გადასცა ზუ------------–--ეს და არა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით. საპირისპირო გარემოებები დასტურდება ფარული ვიდეო ჩანაწერებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების - ზუ------------–--ისა და ზუ------------–---–ის ჩვენებებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ბრალდებულის განმარტებები, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერის ხილვისა და საუბრის მოსმენის შემდეგ, შეუძლებელია გაიზიარო ბრალდებულის სხდომაზე გაჟღერებული პოზიცია, რომელიც არცერთ სიტყვას არ ახსენებს ვიდეო-აუდიო ჩანაწერში ბიზნესის, ვალის და ამ სახის საქმიანი ურთიერთობის შესახებ, საწინააღმდეგოდ კი აქტიური საუბარია ე.წ. ,,სირეცზე“, ,,გაჩხერვაზე“ და სხვა მსგავს საკითხებზე.
2.27. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის ვერსიაზე, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა ვინ საუბრობდა ვიდეო-აუდიო ჩანაწერში, შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერ გამოდგება სე-----------–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად. აღსანიშნავია, რომ ამავე ექსპერტიზის დასკვნებით (დაცვის და ბრალდების) უტყუარად დადგინდა, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ხმის იდენტურობის დაუდგენლობას ჰქონდა ობიექტური მიზეზი (ერთ შემთხვევაში ნიმუში იყო რუსულ ენაზე და შედარება ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ექსპერტი განმარტავს, რომ იყო ხმაური და ჩანაწერი იყო მცირე მოცულობის). ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დადგინდა, რომ სე-----------–-----ი და ზუ------------–--ე საუბრობდნენ მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებაზე (სხვა რაიმე თემაზე არ უსაუბრიათ), სე-----------–-----ის იდენტიფიკაცია ხდება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და თავად ბრალდებულიც არ უარყოფს ვიდეოჩანაწერში მის არსებობას, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახად კომუნიკაცია არის ორმხრივი, თანხას ზუ------------–--ე აძლევს და ფოლგის ქაღალდში არსებულ ნივთიერაბას სე-----------–-----ი გადასცემს ზუ------------–--ეს, მათ საუბარს სხვა მესამე პირი არ ესწრება, ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით დაცვის მხარის ვერსიას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს და არ წარმოადგენს მინიმალური თვალსაზრისითაც კი წონად არგუმენტს, რაც სასამართლოს მისცემდა სამართლებრივ შესაძლებლობას გაეზიარებინა დაცვის მხარის განმარტებები და ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განვითარებული ვერსია.
2.28. დაცვის მხარის განმარტებით, ზუ------------–--ემ იცრუა, რადგან მას პირადი ანგარიშსწორების მიზანი ამოძრავებდა სე-----------–-----ის მიმართ (ჰქონდა ამ უკანასკნელის ვალი). სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუ------------–--ის ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობას. მცირე უზუსტობა, რომელზეც დაცვის მხარე უთითებს არ არის არსებითი ხასიათის, მით უფრო, რომ ზუ------------–--ის ჩვენება თანხვედრაშია საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებთან - ვიდეო-აუდიო ჩანაწერთან, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან, ქიმიური ექსპერტიზისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლებიც დამოუკიდებლად აღებულიც საკმარისია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დასადგენად.
2.29. რაც შეეხება ზუ------------–--ის მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობას და ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვას, მოწმემ აღნიშნული დაადასტურა. ამ გარემოებაზე დაცვის მხარის მითითება სე-----------–-----ის გამართლების თვალსაზრისით, არ წარმოადგენს საკმარის და წონად არგუმენტს. საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს (თანამშრომლობა როგორც წესი არ წარმოადგენს კანონის დარღვევას), რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, თუმცა სასამართლოს დამატებით მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე პირის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის პირობებში დანაშაულის გამოვლენის, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან) შესაბამისობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუ------------–--ის თანამშროლობა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება მოცემულ შემთხვევაში სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ:
2.30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).
2.31. სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).
2.32. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ სე-----------–-----ი აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება ზუ------------–--ეს, იღებს ფულად თანხას, ხოლო სანაცვლოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ვიდეო ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ სე-----------–-----ი ყოყმანობს ჩაიდინოს თუ არა დანაშაული, პირიქით იგი მომზადებული მიდის ზუ------------–--ესთან შეხვედრაზე, ესაუბრება ნარკოტიკების საკითხზე და შეთანხმებისამებრ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ზუ------------–--ე არის არსებითად პასიური და მის მოქმედებებში რაიმე ფორმით არ შეინიშნება იძულების, დაყოლიების, თავის შეცოდების მცდელობა, რაც სე-----------–-----ს უბიძგებდა (წააქეზებდა) დანაშაულის ჩადენისაკენ. საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებიც შეესაბამება ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვინაიდან მხოლოდ კერძო პირის - ზუ------------–--ის განცხადების შემდეგ ჩაერთო საგამოძიებო ორგანო საქმეში და დაგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ის გარემოება, რომ სე-----------–-----ი ჩართული იყო დანაშაულებრივ (ნარკოტიკულ) საქმიანობაში, დაადასტურა მოწმე ზუ------------–--ემ, დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ხოლო ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება ჩვენებაში არ უარყო თავად სე-----------–-----მაც. ამდენად, საგამოძიებო ორგანოები შემოიფარგლნენ მხოლოდ დანაშაულის პასიური გამოძიებით და მიუერთდნენ დაწყებულ დანაშაულს, რაც სრულად შეესაბამება დანაშაულის წაქეზების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
2.33. დაცვის მხარის განმარტებით, ამოღების ოქმში დაფიქსირებულია, რომ ტაბლეტის ნატეხზე იკითხება ასო ,,B-ს“ ფრაგმენტი, რომელიც არ დადასტურდა ნივთმტკიცების დათვალიერებისას. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ნი---------–---–მა დაადასტურა, რომ აბის ნატეხის მიკროსკოპული გამოკვლევისას მასზე შეინიშნებოდა ლათინური ასო „B-ს“ ფრაგმენტი. ის გარემოება, რომ ნივთმტკიცების დათვალიერებისას, შეუიარაღებელი თვალით დაცვის მხარემ ვერ ამოიკითხა აბის ნატეხზე ლათინური ასოს ფრაგმენტი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის არსებობა მათ შორის დასტურდება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის ჩვენებითა და ნივთიერი მტკიცებულებით.
2.34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, სე-----------–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება).
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა სე-----------–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი, კერძოდ: 2018 წლის 26 მაისს, სე-----------–-----მა ზუ------------–--ეს 350 ლარად გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ბურენორფინი“. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისა და გასაღების) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3.3. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 29-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი“ 0.0012 გრამიდან 0,012 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სე-----------–-----მა ზუ------------–--ეს გადასცა აბის ნატეხი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ წონაა 0.00288 გრამი, რაც არ აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ 0.0012 გრამს და წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სე-----------–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც სე-----------–-----ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ექვსიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს სე-----------–-----ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სე-----------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.
4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს სე-----------–-----ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე, ავტომანქანაში, გადასცა ფოლგის ქაღალდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, იყო დასაქმებული), სე-----------–-----ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სე-----------–-----ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და სე-----------–-----ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
4.9. ამდენად, სე-----------–-----ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით სე-----------–-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
• დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
• ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალება და შესაფუთი ნაჭრები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სე-----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით სე-----------–-----ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სე-----------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. სე-----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 ივნისიდან.
6. სე-----------–-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალება და შესაფუთი ნაჭრები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი