განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330100117001989554
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი- ვ----– ს---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ----– ნ------- ძე ს------, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ლ----- ა--------- ქუჩა # 2--–--

 

ადვოკატები - გ------- ა-----ე, გ------- მ-------ე, ი--- ბ---–---------ი, მ--- ს------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1.ჯ----– ს------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ - წონით 0,1633 გრამს, რაც 2017 წლის 21 მაისს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დ--------------------------–--- თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ა------- ქუჩა #2---- მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ----– ს----ძის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.1.2017წლის 21 მაისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დე-------------------------–-------------------–---- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ზ---------–---–მა ოპერატიული წერილობითი პატაკით მიმართა თბილისის პ---–-–------------------------------------- სამმართველოს უფროსს ი. ს----ას. პატაკში მითითებული ინფორმაციით 2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში ჯ----– ს------ უნდა იმყოფებოდეს თბილისში, ა------- ქუჩა #2---- მიმდებარე ტერიტორიაზე და პირადად უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

2.2. თბილისის პ---–-–------------------------------------- სამმართველოს მე-------------–---- დეტექტივ-გამომძიებლის მოწმე ქ------–--ს ხ-------ას ჩვენებით, ზ. ხ-------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგემა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, დეტექტივ-გამომძიებლებთან ს----- ტ---–-----თან და ო----- ჩ-------სთან ერთად გამოცხადდა ა------- ქუჩაზე. დაახლოებით 15-20 წუთში პატაკში მითითებულ ადგილზე ტაქსით მივიდა ჯ----– ს------. გამომძიებლებმა წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები და განუცხადეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გააცნეს ჩხრეკის თაობაზე დადგენილება, გადაიყვანეს იქვე ბორდიულზე და გაჩხრიკეს. მოწმის ჩვენებით, უშუალოდ მან ამოიღო ჯ----– ს----ძის შარვლიდან პირად ნივთებთან ერთად გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვნილისებრი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა. პირადი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ჯ----– ს------. პირადი ჩხრეკის ადგილზევე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, ჯ----– ს------მ ნითმტკიცების ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ჯ----– ს------ გადაიყვანეს უახლოეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2.3. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დე-------------------------–-------------------–---- დეტექტივ - გამომძიებლის მოწმე ო----- ჩ-------ს ჩვენებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დ--------------------------–--- მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე, ა------- ქუჩის #2---- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ტაქსით მივიდა ჯ----– ს------. გამომძიებელმა ს----- ტ---–-----მა ჯ----– ს------ს გააცნო გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება, განუმარტა უფლება-მოვალეობები, ამის შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით გადაინაცვლეს იქვე ბორდიულზე და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად სხვა პირად ნივთებთან ერთად ქ------–--ს ხ-------ამ ამოიღო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა, ჯ----– ს------მ ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ჯ----– ს------ გადაიყვანეს უახლოეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2.4. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დე-------------------------–-------------------–---- დეტექტივ - გამომძიებლის მოწმე ს----- ტ---–-----ის ჩვენებით, 2017 წლის 21 მაისს, გამომძიებელ ზ. ხ-------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და დაკომპლეკტდა ოპერატიული ჯგუფი. ზ. ხ-------–---–ის პატაკის გაცნობიდან დაახლოებით ნახევარ საათში ჯგუფის წევრებთან ერთად გავიდა ა------- ქუჩაზე, #2---- მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთში გამოჩნდა ჯ----– ს------, რომელიც გადმოვიდა ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილიდან. დეტექტივ-გამომძიებლებმა წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები, გააცნეს ოპერატიული ინფორმაცია და გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება. მოწმის ჩვენებით, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წინასწარ შეავსო, უბრალოდ ჩხრეკის ადგილზე ქუჩის ნომერი მიუთითა. ჯ----– ს------ გაეცნო დადგენილებას, მაგრამ ხელი გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა. ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა რომ არ შეფერხებულიყო, ჯ----– ს------ იქვე ტროტუარზე გადაიყვანეს და ქ------–--ს ხ-------ამ და ო----- ჩ-------მ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ქ------–--ს ხ-------ამ ჯ----– ს----ძის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკში შეხვეული თეთრი ფერის ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ და გადასცა ს----- ტ---–-----ს. ს----- ტ---–-----მა ამოღებული ობიექტი მოათავსა პოლიეთილენის პარკში, შეფუთა შესაბამისი წესით და დალუქა. ჯ----– ს------მ ლუქზე გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა. აღნიშნულის შემდეგ მოწმემ შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ჯ----– ს------მ ხელი ასევე არ მოაწერა გაურკვველი მიზეზით. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დააკავეს ჯ----– ს------ და გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.

 

2.5. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ა------- ქუჩა #2---- მიმდებარე ტერიტორიაზე 21:08 საათიდან - 21:40 საათის პერიოდში ჯ----– ს------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის პარკში, დაილუქა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის #2--- ბეჭდით. ნივთიერი მტკიცებულების ლუქს ჯ. ს----ძის გარდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი.

 

2.6.ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ჯ----– ს------ დაკავებულ იქნა 2017 წლის 21 მაისს 21:40 საათზე და გადაყვანილ იქნა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს მე-3 განყოფილებაში.

 

2.7. ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება, ფხვნილისა და მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხების ჩანართების სახით, წონით - 8,1686 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და ახალი არაფსიქოაქტიური ნივთიერება ნალოქსონის შემცველ ფხვნილს და ტაბლეტის ნატეხების მცირე ჩანართებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველობაა - 0,1633 გრამი.

 

2.8.ბიოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე (მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასით) არსებული ბიომასალა ეკუთვნის ჯ----– ს------ს.

 

2.9.ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნის თანახმად, ჯ----– ს------ კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი: ნარკოტიკული საშუალება არ დადგინდა.

 

2.10. ჯ----– ს----ძის ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოღებულა.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.11. ბრალდებულმა ჯ----– ს------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა. 2017 წლის 21 მაისს იმყოფებოდა საცოლესთან ნ---- ს----–---–თან ქორწინების საკითხის დაგეგმვის მიზნით. საღამოს გადაწყვიტა სახლში წასვლა, ნ---- ს----–---–მა გამოიძახა ,,იანდექსის“ კომპანიის ტაქსი. ბრალდებულის ჩვენებით, ,,ტოიოტა პრიუსის“ ტაქსი, რომლითაც იგი მგზავრობდა, წავიდა არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც უნდა წასულიყო, რაც ძალიან გაუკვირდა. ა------- ქუჩა #2---- მიმდებარედ პოლიციის მუშაკებმა გააჩერეს ტაქსი, ჯ----– ს------ ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და ჩასვეს სხვა ავტომანქანაში. მანქანამ, რომელშიც იგი ძალით ჩასვეს სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და გადაიყვანეს სხვა ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 1 საათი მანქანაში შეაყოვნეს. პოლიციის თანამშრომლები მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილური ტელეფონით არკვევდნენ გარკვეულ საკითხებს, ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება და დაკავებული გადაიყვანეს ძ---–-------–---- პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულის ჩვენებით, მას ა------- ქუჩაზე და არც შემდგომ პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, მისგან ნარკოტიკული ნივთიერება არ ამოუღიათ. მისთვის ასევე არ განუმარტიათ დაკავების მიზეზი და საფუძველი. ძ---–-------–---- პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა მუქარის ფონზე აიძულა პარკზე დანერწყვება, მან დაანერწყვა. ამის შემდეგ გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ადვოკატისგან შეიტყო, რომ დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ჯ----– ს----ძის დაკავების თვითმხილველი მოწმე ნ----- კ------ე. ნ----- კ------ის ჩვენებით, 2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, ავტომანქანით მოძრაობდა ჭავჭავაძის ქუჩიდან ა------- ქუჩაზე. ა------- ქუჩაზე აპირებდა მანქანის დაპარკინგებას, ამ დროს, მის წინ მოძრავ ტაქსს ვერცხლისფერმა მსუბუქმა მანქანამ გადაუჭრა გზა. მანქანიდან გადმოვიდა 4 პირი, რომლებმაც ტაქსიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, მამაკაცი პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა, სვამდა კითხვას თუ რა უნდოდათ მასთან და სად მიჰყავდათ, იგი ძალით ჩატენეს ერთ-ერთ ავტომანქანაში, სულ სამი ავტომანქანით იყვნენ და წაიყვანეს. აღნიშნულ პროცესს ქუჩაში მოქალაქეები შეესწრნენ, ერთ-ერთი ქალბატონი იყო შოკში იმით რაც დაინახა, ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს. მთელი ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 1 წუთი, პოლიციელებს პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, არც არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ, ხელშიც კი არ ეჭირათ ფურცლები. მოწმემ სხდომის დარბაზში დაადასტურა, რომ პირი, რომელიც მისი ჩვენებით ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ჩხრეკის გარეშე დააკავეს და მანქანით წაიყვანეს ა------- ქუჩიდან, არის ბრალდებული ჯ----– ს------. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2017 წლის 21 მაისამდე არ იცნობდა ბრალდებულს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ტელევიზიის ჟურნალისტები ა------- ქუჩაზე, რომლის მიმდებარედაც მოწმე ცხოვრობს, აკეთებდნენ სიუჟეტს, ამ სიუჟეტის ფარგლებში მან ჟურნალისტებს მოუყვა მისი თვალით დანახული ფაქტები და სწორედ მაშინ გაიგო დაკავებული პირის ვინაობა.

 

2.13. მოწმე ე-–--- კ--–------ი 2017 წლის 21 მაისს, საღამოს 9 საათიდან - 10 საათის მონაკვეთში ფეხით მოძრაობდა ყიფიანის და ა------- ქუჩის კვეთაზე, მისი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე მეტრში განვითარებულმა შემდეგმა მოვლენებმა: ა------- ქუჩაზე გაჩერდნენ ავტომანქანები, ერთ-ერთი მანქანიდან რამდენიმე პირმა გადმოათრია მამაკაცი და ჩატენეს სხვა მანქანაში. ქუჩაში მოძრავმა ქალებმა დაიწყეს ყვირილი, აპროტესტებდნენ ძალადობას, ხოლო მამაკაცი ვინც დააკავეს განწირული ხმით გაიძახოდა ,,სუფთა ვარ, ნიშნობიდან მოვდივარო“. მთელი ეს პროცესი ძალიან სწრაფად, წამებში მოხდა, დაკავებული პირი მანქანით წაიყვანეს ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. მოწმე მოვლენებს უყურებდა 15-20 მეტრის დაშორებით. მეორე დღეს შეიტყო, რომ აღნიშნულ ვითარებაში დაკავებული პირი იყო მისი ნაცნობი ჯ----– ს------.

 

2.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინების საფუძველზე დაცვის მხარის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, ა------- ქუჩა #2--–- არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტის გარე პერიმეტრზე, კედლის წინა ფასადზე, კედლის მარჯვენა გვერდითა ფასადზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების - 2017 წლის 21 მაისის 21:00 საათიდან - 22:00 საათამდე პერიოდში აღბეჭდილი ვიდეო მასალა.

 

2.15. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი ვიდეომასალის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მოწმე ნ-----–---- კ------ემ დაადასტურა, რომ კამერის ჩანაწერები სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაეცა დაცვის მხარეს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ვიდეო ჩანაწერში არსებული დრო იყო თანხვერდაში რეალურ დროსთან.

 

2.16. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა თბილისში, ა------- ქუჩა #2--–- არსებულ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები. საქმისთვის მნიშვნელოვან დროს - 2017 წლის 21 მაისს 21:06:41 საათზე ა------- ქუჩაზე კადრში ჩნდება ,,ტოიოტა პრიუსი“, რომელსაც უკან რამდენიმე მანქანა მიჰყვება, ქუჩის #23 ნომერთან 21:07:00 საათზე ავტომანქანებიდან, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ ,,ტოიოტა პრიუს“ გადმოდიან პირები, სწრაფი ნაბიჯებით მიდიან ,,ტოიოტა პრიუსთან“, ,,ტოიოტა პრიუსიდან“ ძიძგილაობით სწრაფად მოჰყავთ მამაკაცი, 21:07:52 საათზე ასევე სწრაფად სვამენ ერთ-ერთ ავტომანქანაში და სწრაფად ტოვებენ მითითებულ ადგილს. 21:08:00 წუთზე იხსნება სამანქანო გზა, რომელიც აღნიშნული ვითარების გამო შეფერხდა. კადრში ასევე ჩანს, რომ ამ ჩოჩქოლს უყურებდნენ მოქალაქეები, რომლებიც იმ დროს ქუჩაში ფეხით და მანქანით გადაადგილდებოდნენ.

 

2.17.სასამართლო ხაზს უსვამს განსახილველი საქმის მტკიცებულებით სპეციფიკას, ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებისთვის წონად და ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკასთან დაკავშირებული პროცედურები. არსებითია ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის პროცესი არ ბადებდეს გონივრულ ეჭვს ობიექტური დამკვირვებლისთვის ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებასთან მიმართებაში. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ სასამართლოს კონტროლით მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულება - ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ა------- ქუჩის #2---- მიმდებარედ 2017 წლის 21 მაისს განვითარებულ მოვლენებს გამორიცხავს მოწმე დეტექტივ-გამომძიებლების და ჯ----– ს----ძის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ ინფორმაციას. ნიშანდობლივია, რომ ბრალდების მხარე არ დავობს ვიდეო ჩანაწერის ავთენტიკურობაზე და არც იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ჩანაწერში არსებული ფაქტები სწორედ განსახილველ საქმეს შეეხება.

 

2.18. სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს მოწმე დეტექტივ-გამომძიებლების ზეპირ ჩვენებას, ჯ. ს----ძის პირადი ჩხრეკის ოქმსა და ა------- ქუჩის ვიდეო ჩანაწერს შორის არსებულ არსებით წინააღმდეგობას. 1. დეტექტივ - გამომძიებლების ს----- ტ---–-----ის, ო----- ჩ-------ს და ქ------–--ს ხ-------ას ჩვენებით, ,,ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ტაქსიდან საკუთარი ნებით გადმოსულ ჯ----– ს------ს წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები, განუცხადეს რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების შესაძლო ფლობასთან დაკავშირებით, რის გამოც უნდა გაეჩხრიკათ, ამის შემდეგ, ქუჩაში შექმნილი საცობიდან გამომდინარე რამდენიმე ნაბიჯით გადაინაცვლეს იქვე ბორდიულზე, ჯ.ს------ გაეცნო გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებას და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩხრიკეს, ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ადგილზევე დალუქეს, ადგილზევე შეადგინეს პირადი ჩხრეკის ოქმი, - მოწმეთა ეს ჩვენებები რადიკალურად ეწინააღმდეგება ვიდეო ჩანაწერში ასახულ ინფორმაციას. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით 21:07:00 საათზე დეტექტივ-გამომძიებლები გადმოდიან ავტომანქანებიდან, მიდიან ,,ტოიოტა პრიუსთან“, ამ დროს კადრში ნათლად ჩანს შეხლა-შემოხლა, ძიძგილაობა, რაც დაახლოებით 52 წამი გრძელდება, ,,ტოიოტა პრიუსიდან“ გადმოყვანილი მამაკაცი სწრაფად მიჰყავთ სამსახურებრივ ავტომანქანასთან, ყველანი სხდებიან მანქანებში და სწრაფად ტოვებენ მითითებულ ადგილს. ვიდეო ჩანაწერში არსად ჩანს აღნიშნული პირების რამდენიმე ნაბიჯით გადაადგილება ბორდიულთან და პირადი ჩხრეკის წარმოება, კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ ამ ძიძგილაობაში ჯგუფს არავინ გამოჰყოფია, არ გადასულან ბორდიულზე, პირიქით ყველანი სხდებიან მანქანებში და მიდიან. 2. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, პოლიციელებს ჯ----– ს------სთან ჰქონდათ დაახლოებით 1 წუთიანი კონტაქტი, რაც გამორიცხავს პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას, თითქოს პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა 32 წუთი.

 

2.19. ვიდეო ჩანაწერთან ერთად ჯ----– ს----ძის დაკავების ადგილზე პირად ჩხრეკას გამორიცხავს ნეიტრალური მოწმე ნ----- კ------ე. ნ----- კ------ის ჩვენებით, იგი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჯ----– ს----ძის დაკავების ეპიცენტრში. მოწმის ჩვენებით, ჯ----– ს------ს დაკავების ადგილზე პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, იგი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ,,ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ტაქსიდან, ჩასვეს საკუთარ მანქანაში და დატოვეს ა------- ქუჩა #2---- მიმდებარე ტერიტორია. მოწმემ გარკვეული მანძილი გაიარა ფეხით და დაზუსტებით დაინახა, რომ დაკავებული პირი მანქანით ა------- ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით წაიყვანეს. მოწმის ჩვენებით, მის მიერ აღწერილი მოვლენები გაგრძელდა სულ რამდენიმე წამი. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმის გულწრფელობაში, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე ნ----- კ------ე დაინტერესებულია აღნიშნული საქმის შედეგით, დამტკიცდა, რომ იგი არ იცნობს ჯ----– ს------ს და მის მიმართ რაიმე სახის სუბიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გააჩნია. დაკავების ადგილზე ჯ----– ს----ძის პირად ჩხრეკას, როგორც ეს ჩხრეკის ოქმშია მითითებული, ასევე გამორიცხავს მოწმე ე-–--- კ--–------ი. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების გულწრფელობას მოწმობს მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სრული თანხვედრა ა------- ქუჩის ვიდეო ჩანაწერთან. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ მოწმეების ნ----- კ------ის და ე-–--- კ--–------ის ჩვენებები იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და კატეგორიული და მათი სანდოობა ბრალდების მხარის არგუმენტებმა ვერ გააბათილა.

 

2.20. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს, თითქოს ხეები ფარავენ იმ პროცესს, სადაც ბრალდებულის პირადი ჩხრეკა განხორციელდა. ა------- ქუჩის ვიდეო ჩანაწერი ცხადჰყოფს, რომ დაკავებულ პირს დეტექტივ-გამომძიებლები სწრაფად სვამენ ავტომანქანაში, ჩანაწერში არ ფიქსირდება რამდენიმე ნაბიჯით, ჯგუფრად 4 პირის ფეხით გადაადგილება ბორდიულთან, მამაკაცის მანქანაში ჩასმისთანავე ავტომანქანები დაიძრნენ შემთხვევის ადგილიდან და დატოვეს ტერიტორია. ამ პროცესის აღქმას ხელს არ უშლის და არ ეფარება ხეები. იქვე ბორდიულზე პირადი ჩხრეკის ჩატარებას ასევე გამორიცხავენ მოწმეები ნ----- კ------ე და ე-–--- კ--–------ი. ბრალდების მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე საილუსტრაციოდ წარმოდგენილი იქნა რუქა, სადაც ასახულია ა------- ქუჩა #2---- მიმდებარე ტერიტორია, ამ რუქაზე მითითებით ბრალდების მხარე შეეცადა მტკიცებას, რომ ,,მიმდებარე ტერიტორიის“ ტრაექტორია მოიცავს დიდ მანძილს და აქედან გამომდინარე კადრებში არ ჩანს ჩხრეკის პროცესი, სასამართლო აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მოწმე დეტექტივ-გამომძიებლები ზეპირ ჩვენებებში ,,მიმდებარე ტერიტორიად“ ასახელებენ რამდენიმე ნაბიჯს და არა 110 მეტრს, როგორც ეს რუქაშია ასახული. ნიშანდობლივია ერთი გარემოებაც, დეტექტივ-გამომძიებლები ო----- ჩ------- და ქ------–--ს ხ-------ა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებში არსად მიუთითებენ, რომ ჯ----– ს------ ბორდიულზე გადაადგილეს და იქ გაჩხრიკეს.

 

2.21. სასამართლო დეტალურად არ მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ ყველა წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებას, ასევე მოწმეთა ზეპირ ჩვენებას, მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს დისკრეციაა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ არსებით ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რაც მნიშვნელოვანი და არსებითია საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს, მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკურებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემულ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულებას წარმოადგენს ა------- ქუჩის ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო ჩანაწერით წარმოიშვა ეჭვი, რომ ჯ----– ს------ს ჩხრეკის ოქმში მითითებულ დროს, ადგილას და ვითარებაში პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერზე არ არის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ვიდეო ჩანაწერში იდენტიფიცირებულია სწორედ ჯ----– ს----ძის დაკავების პროცესი (ბრალდების მხარე ამ საკითხზე არ დავობს). პროცესი, რომელიც პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით 32 წუთი მიმდინარეობდა, ვიდეო ჩანაწერის თანახმად გრძელდება 1 წუთი. მოწმე დეტექტივ-გამომძიებლების და პროკურორის პოზიცია, რომ ჯ----– ს----ძის დაკავების გამო, ქუჩაში შექმნილი საცობიდან გამომდინარე, დამკავებელი პირები ჯ----– ს------სთან ერთად, ფეხით რამდენიმე ნაბიჯით გადაადგილდნენ იქვე ბორდიულთან და ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, დასახელებული ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება. კადრში არსად ჩანს ფეხით გადაადგილების პროცესი, უფრო მეტიც, კადრში ჩანს როგორ სხდებიან ყველანი ავტომანქანებში (ფიგურირებს რამდენიმე მანქანა) და ტოვებენ აღნიშნულ ადგილს. დასახელებული პირების მიერ, ავტომანქანებით ტერიტორიის დატოვება დასტურდება იმითაც, რომ ქუჩაში საცობი რამდენიმე წამში ნეიტრალდება და მანქანები უწყვეტად აგრძელებენ მოძრაობას. გარდა ამისა, ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება პოლიციელთა სამსახურებრივი ავტომანქანების შეჩერება რამდენიმე ნაბიჯში, ვინაიდან შუქები რაც განასხვავებდა პოლიციელთა მანქანებს, ჩანაწერის არეალიდან ქრება და ჩანს მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის გარე განათების შუქები. დაშვება იმისა, რომ პოლიციელებმა სამსახურებრივი მანქანები გაუშვეს, ხოლო თავად გასაჩხრეკ პირთან ერთად ფეხით გადაადგილდნენ ბორდიულზე, სადაც მოქალაქეებისგან ხელშეშლის საფრთხე არსებობდა მათი პროტესტიდან გამომდინარე - ლოგიკას მოკლებულია.

 

2.22.რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ბრალდებულის ჩვენებით, ძ---–-------–---- პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიძულა პილიეთილენის პარკზე დანერწყვება, დაანერწყვა, ამის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გამომძიებელმა ოფიციალურად შესთავაზა ნიმუშის აღება, რაზედაც უარი განაცხადა. ბრალდებულის არგუმენტით, სწორედ ძ---–-------–---- პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის მიერ პოლიეთილენის პარკზე დანერწყვებული მასალა აღმოჩნდა ნივთიერი მტკიცებულების პარკზე. ბრალდებულის ეს არგუმენტი ობიექტური დამკვირვებლის თვალში იმ პირობებში, როდესაც ა------- ქუჩის ვიდეო ჩანაწერი ეწინააღმდეგება პირადი ჩხრეკის ოქმსა და მოწმე დეტექტივ-გამომძიებლების ჩვენებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს არ გამორიცხავს ამ ვერსიის ნამდვილობას. ექსპერტ ბიოლოგის ჩვენებით არ გამოირიცხა ბრალდებულის ვერსია. ქ------- ქ--------–-–---–მა დაადასტურა, რომ პოლიეთილენის პარკზე ადამიანის ნერწყვის წასმის შემთხვევაში ბიო მასალა გადავა პარკზე. გარდა აღნიშნულისა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ,,მოწამლული ხის ნაყოფის“ პრინციპს, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პრინციპს და ის ნიშნავს მტკიცებულებათა იმ კატეგორიას, რომელიც მოპოვებულია უკანონო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, კერძოდ, უკანონო ჩხრეკის, დაკავების, დათვალიერების, ამოღების ან დაკითხვის შედეგად. ამ პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობისას დაუშვებლად იქნება ცნობილი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება და აგრეთვე, ყველა სხვა მტკიცებულებაც, რომელიც უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საშუალებით იქნა აღმოჩენილი. მეტი სიცხადისათვის, საგამოძიებო ორგანოები გარკვეულ მტკიცებულებას (ხეს) იყენებენ საქმის გარემოებათა დასადგენად მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებათა (ნაყოფი) აღმოსაჩენად, მაგრამ თუ პირველი მტკიცებულება - ხე მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით და გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები პირველადი მტკიცებულების მოპოვებისას არღვევენ სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს ისინი წამლავენ ამ მტკიცებულებას. ხოლო როდესაც გამომძიებლები პირველადი მტკიცებულების მოპოვებისას არსებითად არღვევენ კანონს ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული (ნაწარმოები) მტკიცებულება სასამართლოსთვის მიუღებელი და დაუშვებელია. საქართელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და არ გააჩნია იურიდიული ძალა. არსებითი დარღვევა არ გულისხმობს ნებისმიერ დარღვევას, ყოველ მოცემულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ უნდა შეფასდეს დარღვეული ნორმის ხასიათი, კერძოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს იცავს დარღვეული ნორმა, ემსახურება თუ არა ბრალდებულის კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლების დაცვას და ა.შ. განსახიველ შემთხვევაში ა------- ქუჩის ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, სახეზეა კანონის არსებითი დარღვევა, ჩანაწერი გამორიცხავს ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას ჯ----– ს----ძის პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საეჭვო გახდა პირადი ჩხრეკის გზით ჯ----– ს----ძისგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტი. ამდენად, ნარკოტიკული ნივთიერება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე, ბრალდებულის ჩვენების გაუზიარებლობის შემთხვევაშიც კი, თუნდაც კანონიერად მოპოვებული ბიოლოგიური მასალა და შესაბამი ექსპერტიზა, რომელიც აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და არ გააჩნია იურიდიული ძალა.

 

2.23. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული არსებითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ჯ----– ს----ძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ჯ----– ს----ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან მათი გამოკვლევის შედეგად გაჩნდა გონივრული ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა.

 

3.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.4. მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, გამოკვლეული მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს შეფასებით კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა ბრალდებულ ჯ----– ს----ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4. ნივთიერი მტკიცებულების და სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 1005 აშშ დოლარი, 100 რუსული რუბლი, 330 ლარი, ოქროსფერი ცეფი და ჯვარი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, საქართველოს ბანკის ბარათი, ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ხელის სამაჯური - დაუბრუნდეს ჯ----– ს----ძის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

4.2.რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების და ყადაღის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბრალდებულ ჯ----– ს----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი 50 000 ლარის ოდენობით და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლ--–- ს----ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს. 2018 წლის 14 სექტემბერს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინების საფუძველზე გირაოს 50 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ლ--–- ს----ძის უძრავი ქონების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა და უძრავი ქონება აღსასრულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. განჩინების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახდა ჯ----– ს----ძის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის და კანონის დარღვევა სხვა დანაშაულის ჩადენის გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ჯ----– ს------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ნარკოტიკული საშუალება - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

1005 აშშ დოლარი, 100 რუსული რუბლი, 330 ლარი, ოქროსფერი ცეფი და ჯვარი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, საქართველოს ბანკის ბარათი, ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ხელის სამაჯური - დაუბრუნდეს ჯ----– ს----ძის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

3. ჯ----– ს------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა