გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
330310019002873187
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1506-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ---------------–---–ი

წარმომადგენელი - გ--------–----–---–ი

 

მოპასუხე - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წარმომადგენელი - ს------------–--ე

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოსარჩელე გ---------------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1------ ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის N--------- წერილით, გ---------------–---–ს მისი 2019 წლის 25 თებერვლის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ გ---------------–---–ის მიმართ წინა წლებში წარმოქმნილი ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1------ ლარს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 12 მარტის N--------- სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ გ---------------–---–ის მიმართ ხელზე მისაღები 1999 წლის ნოემბრის თვის ხელფასი შეადგენს 1-------–----; 1999 წლის დეკემბრის თვის ხელზე მისაღები ხელფასი - 1-------–----, პრემია 1-------–----, სამედიცინო დახმარება - 1-------–----; 2000 წლის მარტის თვის ხელზე მისაღები პრემია შეადგენს 1-------–---ს, 2000 წლის ივნისის თვის ხელზე მისაღები პრემია - 1-------–----, სამედიცინო დახმარება -3--0- ლარს, 2000 წლის დეკემბრის თვის ხელზე მისაღები ხელფასი - 1-------–----; 2003 წლის ნოემბრის თვის ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 1----–---ს, 2003 წლის დეკემბრის თვის ხელზე მისაღები პრემია - 5------–---ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის N--------- წერილი (იხ.ს.ფ. 11);

- საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 12 მარტის N--------- სამსახურებრივი ბარათი (იხ.ს.ფ. 13).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ გ---------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ---------------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს, რომ დაევალოს მოპასუხეს მის სასარგებლოდ 1999 (ნოემბერი, დეკემბერი), 2000 (მარტი, ივნისი, დეკემბერი) და 2003 (ნოემბერი, დეკემბერი) წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება, ხოლო, მე-3 პუნქტი მიუთითებს, რომ მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს ხელფასი.

 

ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს ხელფასი მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის N--------- წერილით, გ---------------–---–ს მისი 2019 წლის 25 თებერვლის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის მიმართ წინა წლებში წარმოქმნილი ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1------ ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1999 (ნოემბერი, დეკემბერი), 2000 (მარტი, ივნისი, დეკემბერი) და 2003 (ნოემბერი, დეკემბერი) წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

ამასთან, რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის N--------- წერილს და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 12 მარტის N--------- სამსახურებრივი ბარათს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტების შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელე გ---------------–---–ის სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე. აღნიშნული წერილები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, არ იკითხება ვალის აღიარებად და მისი გადახდის დაპირებად შესაბამისი თანხების არსებობისას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გაცემის შესახებ ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე