განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-----------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თ----- შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გრ-----–------–-–---–ი
დაცვის მხარე:
განსასჯელი - მ-------- ვ-–--------ის ძე ბ----ე - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------–-----------------
ადვოკატი - თ------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია (განსასჯელის დაუსწრებლად)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მ-------- ბ----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2--- წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.თბილისში სასტუმრო „უ–--ში“ მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - ი-----–ი ნ-----–--ე, ს------ დ---–---–-ა და კ---- ქ-------ა წყლის ასავსებად მივიდნენ სასტუმრო „უ–--ს“ შენობის მახლობლად მდებარე ი-----–ი ნ--------ის კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში და დაიწყეს ბოთლების ავსება, რა დროსაც ი-----–ი ნ--------ემ მათ უსაყვედურა, რის გამოც ამ უკანასკნელსა და ი-----–ი ნ-----–--ეს შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ი-----–ი ნ--------ემ ხელი გაარტყა ი-----–ი ნ-----–--ეს სახის არეში, რის შემდეგ დაცილდნენ. ი-----–ი ნ-----–--ე დაბრუნდა სასტუმრო „უ–--ში“ და მომხდარის შესახებ უამბო თავის მეგობრებს, იქვე სასტუმროში მცხოვრებ, 1----–-–-------------ს დაბადებულ არასრულწლოვან მ-------- ბ----ეს და თ----- ხ-------ს, თან სთხოვა მათ, რომ წაყოლოდნენ ი-----–ი ნ--------ესთან საქმის გასარკვევად, რაზედაც ისინი დათანხმდნენ და ი-----–ი ნ-----–--ის გარეშე მივიდნენ ი-----–ი ნ--------ესთან ინციდენტის მიზეზების გარკვევის მიზნით. თ----- ხ-------მა და მ-------- ბ----ემ, ი-----–ი ნ--------ე სახლიდან გამოიხმეს და მიიყვანეს სასტუმრო „უ–--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შორის შედგა საუბარი, რა დროსაც, იმის გამო, რომ ი-----–ი ნ--------ემ გამოთქვა თავისი ახლობლების მოყვანის სურვილი, მითითებული პირები შეთანხმდნენ, რომ რამდ---მე ხანში ერთმანეთს შეხვედროდნენ დ------–-----–ის ხ-----ში. დაახლოებით 19:00 საათზე ი-----–ი ნ-----–--ე, მ-------- ბ----ე, ე-----–ე ა---–---ი, თ----- ხ-------ი და მათი მეგობრები ბ---- დ-------–-ა, დ---ს ხ-------ი და ე-----–-- ზ---------ი შეთანხმებისამებრ მივიდნენ სასტუმრო „უ–--ს“ მოპირდაპირე მხარეს მდებარე დ------–-----–ის ხ-----ში, სადაც შეხვდნენ ი-----–ი ნ--------ეს, რომელსაც თან ახლდა მისი რამდ---მე მეგობარი. საუბრის დროს შეკამათება მოუხდათ ე-----–ე ა---–---სა და ი-----–ი ნ--------ის თანმხლებ ერთ-ერთ პირს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაარტყა ე-----–ე ა---–---ს, რის გამოც ე-----–ე ა---–---მა და მ-------- ბ----ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულის დანახვაზე ი-----–ი ნ--------ემ ხელი გაარტყა მ-------- ბ----ეს, ამ უკანასკნელმა კი შურისძიების მოტივით განიზრახა ი-----–ი ნ--------ის მოკვლა. თავისი დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანმა მ-------- ბ----ემ ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით დაარტყა ი-----–ი ნ--------ეს გულმკერდის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ი-----–ი ნ--------ე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, მ-------- ბ----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
04.12.2---წ ცნობის თანახმად, დ--------ჩ-----------ის შს სამმართველოში შევიდა შეტყობინება ღ------–-----ის სახელობის კლინიკიდან, რომ ი-----–ი ნ--------ე (22 წლის), დ------–-----–ის ხეივნის შუა გაზონიდან, სასტუმრო „უ–---“ მოპირდაპირე მხრიდან გულმკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობით მიყვანილი იქნა კლინიკაში (ექ. კ--------ა), სადაც გარდაიცვალა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 4 დეკემბერს, გამომძიებელ ჯ.მ----–--------ის მიერ ღ------–-----ის სახელობის ე.ს. ცენტრის ექთნის თანაშემწის ნ------- მ--–--ისაგან ამოღებული იქნა ი-----–ი ნ--------ის კუთვნილი ნივთები: მობილური ტელეფონი, ოქროს ცეპი ჯვრით, ოქროს ბეჭედი, მზის სათვალე და ცხვირსახოცი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 4 დეკემბერს, გამომძიებელ ვ.ც-----ს მიერ, ექსპერტების: დ.კ----იძის, ზ.ნ-–-----ისა და დ.ქ--------ის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ.თბილისში, დ----- ა----–-----–ის ხ-----ი მე-12 კმ, რა დროსაც ნანახი და ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 4 დეკემბერს, გამომძიებელ ვ-------------–-ილის მიერ ჩატარდა ი-----–ი ნ-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მდებარე: თბილისი, სასტუმრო უ–--ს №--- ოთახში, რა დროსაც ამოღებული იქნა ი-----–ი ნ-----–--ის ჯინსის შარვალი (რომელსაც აღენიშნებოდა სისველე და მოწითალო ფერის ლაქები), რაც დაილუქა სათანადო წესით.
ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 5 დეკემბერს, გამომძიებელ ვ-------------–-ილის მიერ, ექსპერტების: დ.კ----იძის, ზ.ნ-–-----ისა და ზ.ქ--------ის მონაწილეობით, ქ.თბილისში, სასტუმრო „უ–--ს“ შენობის დასავლეთით არსებული კედლის გვერდზე დაყრილ ხის მორებში აღმოჩენილი იქნა ყავისფერტარიანი, ერთლესული დანა, დანის პირზე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. ამოღებული დანა დაილუქა სათანადო წესით.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 5 დეკემბერს, გამომძიებელ ვ-------------–-ილის მიერ ჩატარდა ი-----–ი ნ-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მდებარე: თბილისი, სასტუმრო უ–--ს №--- ოთახში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 15 დეკემბერს, გამომძიებელ ვ.ც-----ს მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის სანიტარ ლ.მ---–---ისაგან ამოღებული იქნა ი-----–ი ნ--------ის ტანსაცმელი, რაც დაილუქა სათანადო წესით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ი-----–ი ნ--------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობით დაზიანებული გულიდან განვითარებული შინაგანი სისხლდ---ს გამო, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი - შესაძლებელია დანით. დაზიანება თავისი ხასიათით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ი.ნ--------ის გვამზე ასევე აღინიშნება გულმკერდისა და მუცლის ღრუში არა შემავალი (ჭრილობა №2) ჭრილობა, რომელიც ასევე განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და ცოცხალ პირთა შემთხვევაში განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოშლის ნიშნით.
ი.ნ--------ის გვამზე აღინიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და ცოცხალ პირთა შემთხვევაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. გვამზე არსებული ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და თავიანთი ხანდაზმულობით შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ი.ნ--------ის გვამიდან არსებული სისხლის ნიმუშების სასამართლო ქიმიური გამოკვლევით მათში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებები.
ჭრილობა №1- ის არხის მიმართულებაა: წინიდან-უკანა, მარცხნიდან-მარჯვნივ, თითქმის ჰორიზონტალურად, სიგრძით 10-12 სმ. ჭრილობა №2-ის არხის მიმართულებაა: ზემოდან-ქვემოთ, სიგრძით 0,5-10,5 სმ.
ბიოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი თ.ა------ე):
· გარდაცვლილ ი.ნ--------ის სისხლი (ობ №18) მიეკუთვნება 0αβ(I) ჯგუფს Rh(+) დადებით რეზუს ფაქტორს.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანაზე (ობ №1,2,3,4,) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ(I) ჯგუფს Rh(+) დადებით რეზუს ფაქტორს.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი.ნ--------ის ტანსაცმელზე, კერძოდ: მწვანე სვიტერზე (ობ№5), ლურჯი ფერის ჯინსის შარვალზე (ობ №6), ნაცრისფერ ტრუსზე (ობ№7), ყავისფერი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე (ობ№8,9) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ(I) ჯგუფს Rh(+) დადებით რეზუს ფაქტორს, ხოლო შავი ფერის წინდებზე აღინიშნება ობისმაგვარი ნადები, ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ოქროს ცეპზე (ობ№10), ოქროს ბეჭედზე (ობ№11) და შავი ფერის სათვალეზე (ობ№12,13) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ(I) ჯგუფს Rh(+) დადებით რეზუს ფაქტორს, ხოლო „samsung”-ის ფირმის ტელეფონზე და ლურჯი ფერის კუბოკრულ ცხვირსახოცზე ვიზუალურად და სტერეომიკროსკოპული დათვალიერებით სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღენიშნება.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე (ობ№14,15,16,17) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0αβ(I) ჯგუფს Rh(+) დადებით რეზუს ფაქტორს, ხოლო მოქ. ი.ნ-----–--ის ბინიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღინიშნება ობისმაგვარი ნადები, ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი.ნ-----–--ის ბინიდან ამოღებულ ჯინსის შარვალზე აღინიშნება მოთეთრო ფერის ობისმაგვარი ნადები, ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ო---ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ჯემპრი, შარვალი) დასკვნით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მონაკვეთებში არსებული დაზიანებანი განვითარებული არიან: ჯემპრზე-ჭრით, ცალმხრივლესილი პირის - საგნით და ლოკალიზაციის არით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო დასკვნა №----ში მითითებულ სხეულზე შესაბამის მიდამოებში არსებულ დაზიანებებს. შარვალზე-კვალწარმომშობი ობიექტის დინამიური მოძრაობით - ქსოვილზე სხვადასხვა ძალით დაწოლის შედეგად, რაც გამოსაკვლევი პირის კონსტრუქციასთან საერთო ნიშნების მიხედვით გარკვეული მსგავსების გამო არ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანითაც. ტრუსზე, ერთ წყვილ წინდაზე, ერთ სპორტულ ფეხსაცმელზე გარდა ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლევებისა სხვა რაიმე დაზიანება არ აღინიშნებოდა.
- სასამართლო სამედიცინო დასკვნა №----ის მონაცემების - ჯემპრზე წინა მარცხენა მხარეს გულმკერდის მიდამოში არსებული დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევად დადგენილი დანითაც, ხოლო უკანა მარჯვენა მხარეს არსებული დაზიანება - განვითარებულიყო გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანის პირის ზემოქმედებით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჯ---–----ა ნ--------ისა (გარდაცვლილი ი-----–ი ნ--------ის დედა) და მოწმე მ----- ნ--------ის (გარდაცვლილი ი-----–ი ნ--------ის და) ჩვენებებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2--- წლის 4 დეკემბერს, შუადღის საათებში, ი-----–ი ნ--------ეს, მისსავე საცხოვრებელ სახლთან (თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე) სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა არასრულწლოვან ი-----–ი ნ-----–--ესა და მის თანმხლებ 2 ბავშვთან, წყლის ავსების თაობაზე. რამდ---მე საათში, ი-----–ი ნ-----–--ემ თ----- ხ-------თან და მ-------- ბ----ესთან ერთად მიაკითხა ი-----–ი ნ--------ეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გასარკვევად შეხვდებოდნენ ა----–-----–ის ხ-----ში. ი-----–ი ნ--------ეს ხსენებულ ადგილზე გაჰყვა მეგობარი ბ------ გ--–-–---–ი ორ ძმაკაცთან ერთად. ხ-----ში წასვლა გადაწყვიტა მ-----მაც მეზობელ გოგონებთან ერთად, თუმცა ე-----–-- ზ---------მა უკან მიაბრუნა გზიდან. ჯ---–----ა ნ--------ემ ტელეფონზე დაურეკა შვილს მოსაკითხად, რა დროსაც ი-----–იმ უთხრა, რომ ხ-----ში იყო და 5 წუთში დაბრუნდებოდა სახლში, თუმცა 5 წუთის შემდეგ მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. ამ მომენტში ვიღაცამ ეზოში დაიძახა, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრესო, ჯ---–----ამ ჩაირიბინა ხ-----ში და აღმოჩნდა, რომ მისი შვილი ი-----–ი ნ--------ე იყო დაჭრილი და გადაყვანილი ღ------–-----ის სახელობის კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა. ჯ---–----ა და მ----- ნ--------ეების ჩვენებით, ი-----–ი ნ-----–--ის დის, ქ---- ნ-----–--ის მითითებით, გამოძიებამ სასტუმრო „უ–--ს“ გვერდით დაყრილი ხის მორებიდან ამოიღო მ-------- ბ----ის მიერ გადაგდებული მკვლელობის იარაღი - დანა. მ----- ნ--------ის განმარტებით, მკვლელობიდან მალევე მაღაზიაში შემთხვევით შეხვდა ქ---- ნ-----–--ეს, რომელმაც მიაწოდა ძმისგან, ი-----–ი ნ-----–--ისაგან ცნობილი ინფორმაცია, რომ დანა ჰქონდა მ-------- ბ----ეს და მან მოკლა ი-----–ი ნ--------ე, ქ----მ ასევე დაუდასტურა, რომ უშუალოდ თვითონ დაინახა, თუ როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან მ-------- ბ----ე და სად დამალა დანა.
მოწმე ე-----–-- ზ---------ის ჩვენებით, 2--- წლის 4 დეკემბერს, იმყოფებოდა სასტუმრო „უ–--ში“, სადაც ცხოვრობდნენ მისი და და დედა. ფანჯარასთან მჯდომს მოესმა გარედან ხმაური და სასწრაფოდ გაიქცა სიტუაციის გასარკვევად. გორაზე აირბინა და მისსავე საცხოვრებელ სახლთან დახვდა ი-----–ი ნ--------ე, რომელმაც უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ი-----–ი ნ-----–--ესთან და „უ–---–--თან“ წყლის თაობაზე და უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს სალაპარაკოდ. მოწმემ ურჩია, რომ წყლის გამო ჩხუბი არ ღირდა და სახლში წასულიყო, ი-----–იმ დაუჯერა და თავად ე-----–--ც გაემართა დის ბინაში. აღნიშნულიდან დაახლოებით 1 საათში, სასტუმროს წინ, ხეივნიდან მოესმა ხმაური და გინება, გადაირბინა გზაზე, რა დროსაც შორიდანვე დაინახა, თუ როგორ გარბოდნენ სხვადასხვა მიმართულებით ბიჭები და იფანტებოდნენ. მოწმის განმარტებით, ხ-----ში, ერთ-ერთი ხის გვერდით დაინახა ბიჭი და გაიგო ხროტინის ხმა, გადააბრუნა და აღმოჩნდა ი-----–ი ნ--------ე. მოწმე ყვიროდა და შველას ითხოვდა, რა დროსაც მასთან მივიდა უცნობი ბიჭი. ე-----–-- ზ---------მა გადაირბინა გზაზე, წინ გადაუდგა მიმავალ მანქანას, შეაჩერა და სთხოვა დახმარება ი-----–ი ნ--------ის კლინიკაში გადასაყვანად. უცნობი ბიჭის დახმარებით, ი-----–ი მოათავსეს მანქანაში და მიიყვანეს ღ------–-----ის სახელობის კლინიკაში, თუმცა მიყვანიდან მალევე ექიმმა თქვა, რომ ი-----–ი გარდაიცვალა.
მოწმე გ------ი ბ-------ის ჩვენებით, ი-----–ი ნ--------ე მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია იყო. მოწმემ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიდან დაადასტურა მხოლოდ 4.12.2---წ ჩვენების სისწორე, რომლის თანახმად, 2--- წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 19 საათზე დაურეკა ი-----–იმ და შეთანხმდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში მისვლაზე. სამარშუტო ტაქსი გააჩერა სასტუმრო „უ–--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ხეივნიდან გაიგო ყვირლის ხმა „დაჭრილიაო“ და დაინახა შეკრებილი ხალხი. ადგილზე მისულმა დაინახა მიწაზე გულაღმა მდგომარეობაში დაჭრილი ი-----–ი ნ--------ე, რომელიც მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად, შემხვედრი ტაქსით მიიყვანა ღ------–-----ის კლინიკაში, მიყვანიდან 5 წუთში კი ექიმისაგან შეიტყო, რომ ი-----–ი გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 4 დეკემბერს ვისთან ან რა მიზეზით ჰქონდა ი-----–ი ნ--------ეს კონფლიქტი, არ იცის.
მოწმეებმა: ბ------ გ--–-–---–მა, დ----- კ------ემ და ზ------ ს-----–--ემ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2--- წლის 4 დეკემბრს, ბ------ გ--–-–---–ი მეგობრებთან: დ----- კ------ესთან და ზ------ ს-----–--ესთან ერთად მივიდა მეგობართან, ი-----–ი ნ--------ესთან სახლში, რომელსაც შეთანხმებისამებრ მისთვის უნდა ესესხებინა 50 ლარი. შეხვედრისას ი-----–ი და ბ------ გვერდით გავიდნენ, შემდეგ ბ------მ ვალი დაუბრუნდა დ----- კ------ეს, დ.კ------ე და ზ.ს-----–--ე იმავე ტაქსით წამოვიდნენ, ბ------ კი ი-----–ისთან დარჩა. მეგობრებმა დაახლოებით 1 საათი ისაუბრეს, შემდეგ ი-----–იმ ბ------ გააცილა ხეივნისკენ და თავად სახლში დაბრუნდა. დაშორებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბ------მ დაურეკა ი-----–ის, რა დროსაც უპასუხა უცნობმა პირმა და შეატყობინა, რომ ი-----–ი ნ--------ე გარდაიცვალა. მოწმეთა განმარტებით, თუ ვინ ან რატომ მოკლა ი-----–ი ნ--------ე არ იციან, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ი-----–ის კონფლიქტი მოუვიდა სასტუმრო „უ–---“ მაცხოვრებლებთან და იგი დანით მოკლა ვინმე ბ----ემ სასტუმროს წინ, ხ-----ში.
მოწმე ქ------- ნ-----–--ის ჩვენებით, 2--- წლის 4 დეკემბერს, მის ძმას ი-----–ი ნ-----–--ესა და აწგარდაცვლილ ი-----–ი ნ--------ეს შორის მოხდა კონფლიქტი წყლის ავსების თაობაზე, რა დროსაც ნ--------ეს ხელი დაურტყამს მისი არასრულწლოვანი ძმისათვის. ი-----–ი ნ-----–--ემ მომხდარი უამბო მეგობრებს და იმავე დღეს, დაახლოებით 19-20 საათზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის კვლავ მოხდა ჩხუბი სასტუმრო „უ–---“ წინ მდებარე ხ-----ში, რაც შემთხვევით დაინახა მიმდებარე ტერიტორიაზე სახლისაკენ (სასტუმრო „უ–--“) მიმავალმა ქ------- ნ-----–--ემ. მოწმის განმარტებით, შეკრებილი იყო ბევრი ხალხი. ქ------- ნ-----–--ემ დაადასტურა, რომ მოულოდნელად მის წინ, 3-4 ნაბიჯში გაირბინა მისმა მეზობელმა მ-------- ბ----ემ, რომელსაც ხელში ეჭირა მოზრდილი, სისხლიანი დანა. განსასჯელმა დანა სავარაუდოდ გადააგო სასტუმროს კედლის გვერდით დაყრილ ხის მორებში, ვინაიდან იქიდან დაბრუნებულს ცივი იარაღი ხელში აღარ ეჭირა (განსასჯელი შენობაში შევიდა). მოწმის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიწოდა გამოძიებას და როგორც იცის, დანა ამოღებულია. ქ------- ნ-----–--ის ჩვენებით, სახლში ასულს ი-----–ი ნ-----–--ე შინ დახვდა, შოკში იყო, ვერ საუბრობდა, კედელს თავს ურტყამდა, მხოლოდ ამბობდა ჩხუბი მოხდაო. მოწმემ დაადასტურა, რომ მის დაკითხვას ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი დედა, გამოძიებას მისცა სწორი ჩვენებები და მის მიმართ არანაირ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ი-----–ი ნ-----–--ის ჩვენებით, 2--- წელს ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სასტუმრო „უ–--ში“ და სწავლობდა 1---ე სკოლის მე-7 კლასში (14 წლის იყო). ვინაიდან 2--- წლის დეკემბრის თვეში, 3 დღე სასტუმროში წყალი არ მოდიოდა, დაახლოებით 15:00 საათისათვის წყლის ასავსებად მეგობრებთან: ს------ დ---–---–-ასა და კ---- ქ-------ასთან ერთად ავიდა „უ–---“ უკან მდებარე კერძო სახლებთან. ჭურჭლის ავსების დროს იქვე მაცხოვრებელმა 23 წლის ი-----–ი ნ--------ემ დამცინავი კომენტარი გააკეთა ბავშვების მიმართ („როდემდე უნდა აატალახოთ ეზო ამ უ–---–--მაო“), რაზეც ი-----–ი ნ-----–--ემ უპასუხა, რომ წესიერად ელაპარაკა. შეპასუხებით გაღიზიანებულმა ი.ნ--------ემ ერთი ხელი ყელში მოუჭირა ი-----–ი ნ-----–--ეს, ხოლო მეორე ხელი სახეში გაარტყა. ხმაურზე სახლიდან გამოვიდნენ ნ--------ის და და დედა, რომელთაც არასრუწლოვნებს დაუწყეს წყევლა. ი-----–ი ნ-----–--ემ მოუწოდა ი.ნ--------ეს, რომ გაეჩერებინა ოჯახის წევრები, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა კვლავ ხელი გაარტყა სახეში. მოწმის ჩვენებით, ისეთი ნაცემი იყო, რომ არც კი ახსოვს როგორც წამოვიდა კ.ქ-------ასთან და ს.დ---–---–-ასთან ერთად კონფლიქტის ადგილიდან, სახლში დაბრუნებულმა კი მომხდარის თაობაზე უამბო მეგობრებს: მ-------- ბ----ესა და თ----- ხ-------ს და მათ სთხოვა ი.ნ--------ესთან სალაპარკოდ გაყოლა. მ--------მა და თ-----მ გადაწყვიტეს ი.ნ-----–--ის გარეშე გასაუბრებოდნენ ი.ნ--------ეს და დაახლოებით 15 წუთში წავიდნენ მის სანახავად, რა დროსაც ი.ნ--------ე დახვედრია 6-7 ბიჭთან ერთად. მოწმის განმარტებით, მ--------სა და თ-----ს უკან გაყვა მათივე მეზობელი ლ---- რ-----–---–ი, რომელიც მალევე დაბრუნდა სირბილით და ი-----–ი ნ-----–--ეს უთხრა, რომ მ--------ს ცემდნენ. ი-----–ი ნ-----–--ემ და კ---- ქ-------ამ დაიწყეს მეზობელი ბიჭების მოძიება, რა დროსაც გაიგეს, რომ ე-----–ე ა---–---ი, დ---სი, მ------ და ე-----–-- წასულან მ--------ის დასახმარებლად. დაახლოებით 15 წუთში დაპირისპირებული მხარეები ჩავიდნენ სასტუმრო „უ–--სთან“, სადაც კვლავ გაიმართა ხმამაღალი საუბარი. ამ დროს ი.ნ--------ის ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, რომ დიღმის მასივიდან ამოიყვანდა ბიჭებს და მას გაყვა ნ--------ე და დანარჩენი 6 კაციც. მალევე უკან დაბრუნებულებმა ხ-----ში დაუძახეს მ-------- ბ----ესა და მის მეზობლებს. მოწმის განმარტებით, ი-----–ი ნ--------ისა და მისი მეგობრების დაბრუნებამდე, მ--------მა გადაიწია ჯინსის ქურთუკი და მას აჩვენა მარცხენა ჯიბეში დიდი ზომის დანა, რომელიც ი-----–ის ადრეც ჰქონდა ნანახი განსასჯელის ხელში. დაახლოებით 19 საათისათვის, ხ-----ში საუბარი დაიწყეს ე-----–ე ა---–---მა და ი.ნ--------ის მეგობარმა, რაც გადაიზარდა კამათში, რა დროსაც იმ ბიჭმა ე-----–ეს ხელი დაარტყა, ამ უკანასკნელს კი საპასუხოდ ხელი დაარტყა როგორც ე-----–ემ, ისე მ--------მა, აღნიშნულზე კი ი.ნ--------ემ დაარტყა ხელი მ--------ს. მ-------- ბ----ე დარტყმის შედეგად წაბორძიკდა, გადაიწია ქურთუკი და ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელიც მოუქნია მისკენ საჩხუბრად გაქანებულ ი-----–ი ნ--------ეს გულ-მკერდის არეში, რა დროსაც ნ--------ემ დაიძახა, დამჭრაო და ჩაიკეცა. ამის გაგონებაზე შეშინებული ი-----–ი ნ-----–--ე და მისი მეზობლები გაიქცნენ, ნ--------ესთან კი მისი მეგობრები დარჩნენ. სასტუმროში მისულ ი-----–ი ნ-----–--ეს ბ---- დ-------–-ამ უთხრა, რომ ი-----–ი დაჭრილი იყო და სასაწრაფო გამოეძახა, ი-----–იმ კი იქვე ავტოსახელოსნოში მომუშავე უცნობ ადამიანს მიმართა დახმარებისთვის, უკან დაბრუნებულს ბ----მ უთხრა, რომ ი-----–ი უკვე ტაქსით იყო გადაყვანილი კლინიკაში. მოწმის განმარტებით, დას ქ------- ნ-----–--ეს მოატყუა, რომ არ იცოდა თუ ვინ დაჭრა ი.ნ--------ე, თუმცა ქ----მ სიცრუეში ამხილა, ვინაიდან თავად დაუნახავს როგორ გამორბოდა მ-------- ბ----ე დანით ხელში, როგორ მიირბინა სასტუმროს გვერდით დაყრილ ხის მორებთან და დაბრუნდა უკან. დის ნათქვამიდან გამომდინარე, ი-----–იმ ივარაუდა, რომ მ--------მა დანა დამალა. მოგვიანებით მოწმემ შეიტყო, რომ ი-----–ი ნ--------ე კლინიკაში გარდაიცვალა. ი-----–ი ნ-----–--ის განმარტებით, მ.ბ----ის მიერ დანის დარტყმა დაინახა თვალნათლივ, ვინაიდან იდგა 3-5 მეტრში და მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებული იყო, ჩართული იყო გარე განათება. მოწმის ჩვენებით, დანა იყო დაახლოებით 40 სმ სიგრძის, ცალმხრივ ლესული, პირზე აღენიშნებოდა ღარი, ხოლო ტარი ჰქონდა გამჭვირვალე ფერის. მოწმის განმარტებით, უშუალოდ მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ერთის მხრივ, ი-----–ი ნ--------ე და მისი 6-7 მეგობარი და მეორე მხრივ, ნაცემი ბავშვის - ი-----–ი ნ-----–--ის დასაცავად თითქმის მთელი მისი სამეზობლო, ასაკით მასზე უფროსი ბიჭები. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 4 დეკემბრის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე არცერთ პირთან და არცერთ მეზობელთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, შემთხვევითაც კი არ შეხვედრია მათ, ყოველთვის ცდილობდა და ახლაც ცდილობს თავი აარიდოს მათთან შეხვედრას, ვინაიდან მის გამო დატრიალდა ტრაგედია, ფიქრობს, რომ მ-------- ბ----ეც არ იქნება ბედნიერი მისი ხილვით, ვინაიდან მის გამო ჩაიდინა დანაშაული. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიებაში კანონიერი წარმომადგენლის, დედის თანდასწრებით მისცა სწორი ჩვენება და მის მიმართ რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით, ზუსტად არ ახსოვს შარვალზე, რომელიც მის დას გაურეცხავს, ჰქონდა თუ არა სისხლის ლაქები, თუმცა არ გამორიცხავს, ვინაიდან ძალიან ახლოს ჩაუარა დაჭრილ ი.ნ--------ესთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: თ----- ზ--------ემ და ნ-----–---- გ-------–-–---–მა დაადსტურეს მ-------- ბ----ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში), რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით.
მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-------- ბ----ემ დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა ი-----–ი ნ--------ეს უტყუარად დასტურდება როგორც პირდაპირი მოწმეების - ი-----–ი და ქ------- ნ-----–--ეების ჩვენებით, ისე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მკვლელობის იარაღის - დანის ამოღების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური დასკვნებით, კერძოდ: სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 4 დეკემბერს, დ------–-----–ის ხ-----ში, სასტუმრო „უ–---“ წინ მომხდარი ჩხუბის მიზეზი გახდა არასრუწლოვანი, 14 წლის ი-----–ი ნ-----–--ისათვის 23 წლის ი-----–ი ნ--------ის მიერ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ი-----–ი ნ-----–--ის ინტერესების დასაცავად კი კონფლიქტში მონაწილეობდნენ მასზე ასაკით უფროსი მეზობლები და მეგობრები, მათ შორის, განსასჯელი მ-------- ბ----ე, რომელსაც ხელი დაარტყა ი-----–ი ნ--------ემ, მ-------- ბ----ემ კი შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანით დაზიანება მიაყენა ი.ნ--------ეს გულმკერდის არეში. ი.ნ--------ის ყვირილზე, რომ დაიჭრა, დაპირისპირებულმა მხარეებმა სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი და სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. სწორედ აღნიშნულ მომენტში, მოწმე ქ------- ნ-----–--ემ დაინახა ხეივნიდან გამოქცეული მ-------- ბ----ე, რომლსაც ხელში ეჭირა სისხლიანი დანა და რომელიც სასტუმროს გვერდით დაყრილი ხის მორებისკენ გაემართა, აღნიშნული მოწმის მიერ მითითებული ადგილიდან კი ამოღებული იქნა მკვლელობის იარაღი დანა, რომელსაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღენიშნებოდა სწორედ ი.ნ--------ის სისხლის (0αβ(I) ჯგუფს Rh(+) დადებით რეზუს ფაქტორის) კვალი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ი-----–ი ნ--------ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობით დაზიანებული გულიდან განვითარებული შინაგანი სისხლდ---ს გამო, აღნიშნული დაზიანება კი მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი - შესაძლებელია დანით. ტრასოლოგიური ექსპერტიზა კი ადგენს, რომ ი.ნ--------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, რომლებიც შესაბამისობაშია სასამართლო სამედიცინო დასკვნაში მითითებულ სხეულზე არსებულ დაზიანებებთან, განვითარებულია ცალმხრივლესილი პირის საგნით, სავარაუდოდ ქ.ნ-----–--ის მითითებით ამოღებული, მ.ბ----ის ხელთ არსებული დანით.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-------- ბ----ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:
არასრულწლოვანი ი-----–ი ნ-----–--ისათვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, 2--- წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ------–-----–ის ხ-----ში, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ერთის მხრივ, ი-----–ი ნ--------ესა და მის 6-7 მეგობარს და მეორე მხრივ, ი-----–ი ნ-----–--ის მეგობრებს, მათ შორის, მ-------- ბ----ეს შორის. კონფლიქტის დროს, ი-----–ი ნ--------ემ ხელი დაარტყა მ-------- ბ----ეს, ამ უკანასკნელმა კი ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაარტყა ი-----–ი ნ--------ეს გულ-მკერდის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც მძიმედ დაჭრილი ი-----–ი ნ--------ე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას განსასჯელ მ-------- ბ----ის უდანაშაულობის თაობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წინააღმდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებს, რომ ი.ნ--------ის მკვლელობა სავარაუდოდ ჩად---ლია არა მ.ბ----ის, არამედ ი.ნ-----–--ის მიერ და სწორედ ი.ნ-----–--ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და მ.ბ----ისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით მისცეს და-ძმამ ჩვენება განსასჯელის წინააღმდეგ. დაცვის მხარის ამ ვერსიას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულზე არ მიუთითებს არცერთი მტკიცებულება, უფრო მეტიც, იმ პირობებში, როდესაც გამოძიების დაწყების მომენტიდან, არცერთი მოწმე და არცერთი წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება არ მიუთითებდა ი.ნ-----–--ეზე როგორც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენ პირზე და არ ქმნიდა მოსალოდნელი სს პასუხისმგებლობის პოტენციურ საფრთხეს, ალოგიკურია მსჯელობა პირადი დაინტერესების გამო, და-ძმა ნ-----–--ეების მიერ დანაშაულის მ.ბ----ისათვის განზრახ დაბრალების თაობაზე, ვინაიდან ი.ნ-----–--ესაც ჰქონდა შესაძლებლობა არ ეთანამშრომლა გამოძიებასთან საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იმ პირების მსგავსად, რომელთა კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი დადგენილია, თუმცა ნაწილი მათგანი საერთოდ უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნას, ნაწილი კი აცხადებს, რომ ი.ნ--------ის დაჭრის მომენტი არ დაუნახავს.
საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩად---ლი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------- ბ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
იმის გათვალისწინებით, რომ განსასჯელს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მ-------- ბ----ეს (რომელიც დანაშაულის ჩად---ს დროს იყო არასრულწლოვანი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნულ სასჯელზე კი უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი სასჯელის ¼-ით შემცირების თაობაზე და საბოლოოდ, მ-------- ბ----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 503-ე, 507-509-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-------- ბ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩად---სათვის (4.12.2---წ მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ-------- ბ----ეს დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ-------- ბ----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი მსჯავრდებულ მ-------- ბ----ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია