განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
010100119002909344
დავის ტიპი
214 2
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002909344

საქმეN 1-219/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10.04.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ლე------------ე

მამის სახელი: გიგლა

დაბადებული: 2-.0--1--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ოჩ-------ი ქ---.

 

ადვოკატი - ჯე---–------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №092190219004

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

ლე------------ემ (პ/ნ 6----------) 2019 წლის 19 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტ „ს-----ში”, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ „მე------------–--------ს“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - M------, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით (უკანა სავარძლის ქვედა ნაწილში) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 29 332.22 ლარის საბაჟო ღირებულების (35 771 ლარის საბაზრო ღირებულების) სხვადასხვა დასახელების ვერცხლის ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 8 304,79 გრამს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ბრალდებულმა ლე------------ემ წარდგენილი ბრალდებაში თავს სრულად ცნო დამნაშავედ, საქმის განხილვისას განმარტა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტოლისაგან მალულად, სამალავით გადმოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ვერცხლის ნაკეთობები, რასაც ინანიებს და ითხოვს პატიებას;

 

2.2. ლე------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ლე------------ის მიერ ბრალის აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემოსავლების სამსანურის სასაზღვრო „გამშვებ პუნქტ „ს------“-ს უფროსის მოადგილის 2019 წლის 19 თებერვლის მომართვის წერილი თანდართული მასალებთან ერთად (საქონლის ან/და სატრანსპორტო ს-–----–ების დათვალიერების ოქმი, პირადობის მოწმობის და ატომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლები, ფოტოილუსტრაცია, მებაჟე ოფიცრების სამხრე კამერების ჩანაწერები - 2 ცალ DVD დისკზე), ლე------------ის, ვა-----------–---------------–--–-----ს გამოკითხვის ოქმები, მებაჟე ოფიცრების - სამხრე კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, საზღვრის კვეთის შესახებ საინფორმაციო ბაზის დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა ამოღების ტარების შესახებ, განჩინება ვერცხლის ნაკეთობების და ავტომანქანის ამოსაღებად ნებართვის გაცემის თაობაზე, ამოღების ოქმები, ამოღებული ვერცხლის ნაკეთობები და ავტომანქანა და სხვა მტკიცებულებები;

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით #0--------, 26.02.2019წ დადგენილია, რომ ლე------------ის კუთვნილი "მე------------–--------ს" მარკის ავტომანქანიდან ამოღებული 8304.79 გრამი ვერცხლის 925 სინჯის საიუველირო ნაკეთობების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 35 771.00 ლარს; საბაჟო ღირებულება - 29 332.22 ლარს;(იხ დასკვნა ს.ფ 52-57)

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ლე------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 693-9/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

2.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.5 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემოსავლების სამსანურის სასაზღვრო „გამშვებ პუნქტ „ს------ს“ უფროსის მოადგილის 2019 წლის 19 თებერვლის მომართვის წერილი თანდართული მასალებთან ერთად (საქონლის ან/და სატრანსპორტო ს-–----–ების დათვალიერების ოქმი, პირადობის მოწმობის და ატომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლები, ფოტოილუსტრაცია, მებაჟე ოფიცრების სამხრე კამერების ჩანაწერები - 2 ცალ DVD დისკზე), ლე------------ის, ვა-----------–---------------–--–-----ს გამოკითხვის ოქმები, მებაჟე ოფიცრების - სამხრე კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, საზღვრის კვეთის შესახებ საინფორმაციო ბაზის დათვალიერების ოქმი, შუამდგომლობა ამოღების ტარების შესახებ, განჩინება ვერცხლის ნაკეთობების და ავტომანქანის ამოსაღებად ნებართვის გაცემის თაობაზე, ამოღების ოქმები, ამოღებული ვერცხლის ნაკეთობები, ავტომანქანა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ლე------------ემ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მამულად და სამალავით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, სამალავით შემოტანილი ნივთისათვის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 000 ლარს.

 

საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა სახის ინტერესები (მაგ: საზოგადოებრივი უშიშროება, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ა.შ.) ზ/აღნიშნული დანაშული ზიანს აყენებს პირველ რიგში სახელმწიფოს ეკონომიკურ, ფინანსურ ინტერესებს, ასევე შესაძლებელია არსებობდეს დანაშაულის დამატებითი უშუალო ობიექტები, რომელთაც შესაძლოა მიადგეთ ზიანი. რაც შეეხება დანაშაულის საგნებს, მათი დაყოფა შესაძლებელია ორ ჯგუფად: 1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა-გადმოტანა ეკონომიკურ საზღვარზე დასჯადია, თუკი ეს ხდება არალეგალური ხერხებით 2. საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, ე.ი. პირს, შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადაადგილებსდიდი ოდენობით ნივთებს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს, მოტივსა და მიზანს კი ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, შესაბამისად, არსებობს ნორმატიული აქტები, რომლიც უშუალოდ აწესრიგებენ თუ რა უნდა იქნეს შემოტანილი ან გატანილი საბაჟო საზღვარზე, რა წესების დაცვით, რა დოკუმენტები უნდა იქნეს შევსებული და ზოგადად რა სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს ნებისმიერმა ნივთმა - საქონელმა, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას. ასევე ნორმატიულ აქტებში განსაზღვრულია საქონლის სახეობა და ოდენობა, რაც ექვემდებარება საბაჟო კონტროლს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22--ე მუხლში დეტალურად არის გაწერილი ის სასაქონლო ოპერაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება, კერძოდ, ზ/აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია ს-–----–ებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის ს-–----–ებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტები.

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რაც უკავშირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, აგრეთვე სგპ „ს------ს“ ვიდეო ჩანაწერით უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2019 წლის 19 თებერვალს ლე------------ემ სგპ „ს------ს“ გავლით თურქეთიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

ლე------------ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას საბაჟო კონტოლისაგან მალულად, სამალავით გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 35 771 ლარის საბაჟო ღირებულების 8, 304,79 გრამი სხვადასხვა დასახელების ვერცხლის ნაკეთობები.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

3.4. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

3.5. სასამართლო ბრალდებულ ლე------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და თითოეული მტკიცებულების ერთობლიობაში შეაფასებით სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა დალე------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა;

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.7. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე------------ის მის მიერ განხორციელებული ქმედებით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მამულად და სამალავით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ლე------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ლე------------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადექვატური რეაგირება. ბრალდებულის ლე------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ასევე სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულის ლე------------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ლე------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, - სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლე------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რადგან ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული იქნეს მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით განსაზღვრულია ქონების ჩამორთმევის საფუძვლები, კერძოდ ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის თანახმად დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

ზ/მითითებული დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 52-ს მუხლის საფუძველზე ლე------------ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი ნივთები უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, ხოლო, რაც შეეხება ავტომანქანას, დანაშაულის გარემოებების, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით არ იკვეთება, რომ ავტომანქანის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

 

ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის საგანს წარმოადგენს ამოღებული ვერცხლის ნაკეთობები წონით 8 304, 79 გრამი - რომელიც უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ზ/აღნიშნული ნივთების საპროცესო კონფისკაცია.

 

ასევე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: 02 ცალ კომპაქტდისკზე ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - M------, რომელიც განტავსებულია გეზი ,,ბათუმის’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 2-1-ე, 2-4-ე მუხლებით, 2-7-ე, 2-9-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ლე------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-52-ე მუხლების საფუძველზე ლე------------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და "მე------------–--------ს" მარკის ავტომანქანიდან 2019 წლის 19 თებერვალს ამოღებული ვერცხლის 925 სინჯის სხვადასხვა სახის საიუველირო ნაკეთობები - წონით 8 304, 79 გრამი (საბაზრო ღირებულება - 35 771.00 ლარი; საბაჟო ღირებულება - 29 332.22 ლარი)- გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.

მსჯავრდებულ ლე------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - მე------------------ის ( პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დ. ოჩ-------ი, კა---–-–---–------, (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - დ. ოჩ-------ი 3-, კვარტალი - 03, ნაკვეთი - 2--, კოდი - 01/5--, საკადასტრო კოდი - N 20.3-.03.2--.0--5--) - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება: 02 ცალ კომპაქტდისკზე ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს მოცემულ საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - M------, რომელიც განტავსებულია გეზი ,,ბათუმის’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე