გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210019002870296
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, საბანკო მომსახურება
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/4030-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი 2019 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი - ქ------------------ე

 

მოპასუხე - ნ------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქ------------------ეს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 4 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4519.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2749.9 ლარი, პროცენტი - 582.52 ლარი და პირგასამტეხლო- 1187.12;

1.2. ქ------------------ეს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 4833.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3247.53 ლარი, პროცენტი - 591.88 ლარი და პირგასამტეხლო- 993.87;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სს ,,თ----------სა“ და ნ------------ეს შორის 2015 წლის 4 აგვისტოს და 2017 წლის 11 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები.

 

2015 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებით მოპასუხეს დაუმტკიცდა საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 2750 ლარი, თანხის ათვისება ნ------------ემ დაიწყო 2015 წლის აგვისტოდან. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ბოლო გადახდა მან განახორციელა 2018 წლის ივლისის თვეში, რის შემდეგაც გადახდა აღარ განუხორციელებია. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სულ 4519.54 ლარი.

 

2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულებით მოპასუხეს დაუმტკიცდა საკრედიტო ლიმიტის მოცულობა თავდაპირველად 1500 ლარით, ხოლო შემდეგ გაიზარდა 3500 ლარამდე. თანხის ათვისება ნ------------ემ დაიწყო 2017 წლის მაისიდან. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ბოლო გადახდა მან განახორციელა 2018 წლის აგვისტოს თვეში, რის შემდეგაც გადახდა აღარ განუხორციელებია. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სულ 4833.28 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში და მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და ვერ შეძლებს დავალიანების ერთიანად გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 4 აგვიტოს სს ,,თ----------სა“ და ნ------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2750 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 4394 კალენდარული დღე (15/08/2027 წლამდე) თანხის განაღდების ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 36% კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 0% 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ. 5.5 ლარი კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები(ს.ფ.16);

- 2015 წლის 4 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.17-19);

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.20-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. 2017 წლის 11 მაისს სს ,,თ----------სა“ და ნ------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1500 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 7401 კალენდარული დღე (15/08/2037 წლამდე) თანხის განაღდების ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 36% კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 0% 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ.5.5 ლარი კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

უდავოა გარემოებაა რომ საკრედიტო ლიმიტის მოცულობა გაიზარდა 3500 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები(ს.ფ.36);

- 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.38-44);

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (45-52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხემ დაარღვია 2015 წლის 4 აგვისტოს და 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 20-35, 45-52);

 

3.1.4. ნ------------ის დავალიანება ბანკის წინაშე 2015 წლის 4 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4519.54 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2749.90 ლარი, პროცენტი - 582.52 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1187.12 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ 20-35);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. ნ------------ის დავალიანება ბანკის წინაშე 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4833.28 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3247.53 ლარი, პროცენტი - 591.88 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 993.87 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 45-52);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,თ----------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველს კი წარმოადგენს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულეები, რომლის სამართლებრივი რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ:

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 4 აგვისტოს სს ,,თ----------სა“ და ნ------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2750 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 4394 კალენდარული დღე (15/08/2027 წლამდე), წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 36% კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 0% 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ.5.5 ლარი კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

2017 წლის 11 მაისს სს ,,თ----------სა“ და ნ------------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1500 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 7401 კალენდარული დღე (15/08/2037 წლამდე) თანხის განაღდების ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 36% კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 0% 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ.5.5 ლარი კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ 2015 წლის 4 აგვისტოს და 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც სს ,,თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 4 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის - 2749.9 ლარისა და პროცენტის - 582.52 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე უნდა დაკმაყოფილდეს 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის - 3247.53 ლარისა და პროცენტის - 591.88 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით: ფიქსირებული 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის, ასევე კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებას. ამასთანავე, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან დავალიანების ნაწილობრივ ცნობისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მიიჩნევს რომ სს ,,თ----------ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდს ნაწილობრივ, კერძოდ - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 2015 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 118.7 ლარით, ხოლო 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 93.38 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ----------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 280.59 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სს ,,თ----------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 215.15 ლარის ოდენობით; მოპასუხეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 6.36 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნ------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2015 წლის 4 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3451.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2749.90 ლარი, პროცენტი - 582.52 ლარი, პირგასამტეხლო - 118.7 ლარი;

3. მოპასუხე ნ------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3932.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3247.53 ლარი, პროცენტი - 591.88 ლარი, პირგასამტეხლო - 93.38 ლარი;

4. მოპასუხე ნ------------ეს სს ,,თ----------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხის ნაწილის - 6.36 ლარის ანაზღაურება;

 

5. მოსარჩელე სს ,,თ----------ს” (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 215.15 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2019 წლის 2------------–ს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი T-------; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება N-).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი