გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3432-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
მოსარჩელე: შპს "ე----–------------–"
მოსარჩელის წარმომადგენელი: ზ------------------–--ე, ლ-–--------ა
მოპასუხე: შპს "გ------------–--------------------------------–-------------"
მოპასუხის წარმომადგენელი: ნ--------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „გა-----------–--------------------------------–------------ს“ შპს „ე----–------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1 760 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს "ე----–------------–ი" ეტაპობრივად აწვდიდა შპს "გა-----------–--------------------------------–------------"-ს მედიკამენტებს და სამედიცინო სახარჯ მასალებს. მოსარჩელის განმარტებით, ბოლო მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 13 სექტემბერს. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2 530 ლარი საიდანაც მიმწოდებლისათვის დამკვეთის მიერ ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 770 ლარი. უკანასკნელი გადახდა თარიღდება 2018 წლის 15 ივლისით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "გ------------–---------------------------------–------------"-ს დავალიანება შპს „ე----–------------–“-ის მიმართ შეადგენს - 1 760 ლარს. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაფისირებული პოზიციით სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 13 სექტემბრამდე შპს "ე----–------------–ი" შეუფერხებლად აწვდიდა შპს "გა-----------–--------------------------------–------------"-ს მედიკამენტებს და სამედიცინო სახარჯ მასალებს (ს.ფ.17-31)
3.1.2. შპს "გა-----------–--------------------------------–------------"-ს მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შორის არსებული შეთანხმება. კერძოდ, მის მიერ დადგენილ დროში სრულად და ჯეროვნად არ იქნა გადახდილი მიწოდებული საქონლის ღირებულება (ს.ფ.32)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ე----–------------–ის" სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, მე-400 მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს "გ------------–--------------------------------–--------------მ" წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. ამასთან მხარეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე თანხმობა განაცხადეს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე----–------------–ი“-ს სარჩელი შპს "გა-----------–--------------------------------–------------"-ს მიმართ დავალიანების - 1 760 ლარის მოთხოვნის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე შპს „გა-----------–--------------------------------–------------“-ს მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულებულა მასსა შპს „ე----–------------–“-ს შორის არსებული შეთანხმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 1 760 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 50 ლარი, მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე----–------------–ი“-ს სარჩელი შპს „გა-----------–--------------------------------–------------“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს „გა-----------–--------------------------------–------------“-ს შპს „ე----–------------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1 760 ლარის გადახდა;
2. შპს „ე----–------------–ს“ დაუბრუნდეს შალვა თავართქილაძის მიერ, 20/02/2019 წელს სს „თიბისი ბანკი“-ს N0 საგადასახადო დავალების საფუძძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე