გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210019002819044
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1126 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - თე-------–----ე

წარმომადგენელი - თა---- კი-–----ა

მოპასუხე - შა-–-ა ზი------–--ლი

წარმომადგენელი - ლა-–----–---ა

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება, დამატებითი ხარჯების გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნა----–ი ზი------–--ლის (დ----------–--------–-–-------------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.2. მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნა----–ი ზი------–--ლის (დ----------–---------–-–-------------------) დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში ბავშვის დასასვენებლად წაყვანის მიზნით ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 01 აგვისტომდე 1000 ლარის დაკისრება და ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრამდე ასევე 1000 ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თე-------–----ე 2006 წლის 2--------------- ფაქტობრივ ქორწინებაში, ხოლო 2013 წლის 1-----------–----- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლთან. მათ 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი ნა----–ი ზი------–--ლი. ბოლო პერიოდში, მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოპასუხე მხარეს არ სურდა მოსარჩელესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრება. 2017 წლის თ-------–-- ბოლოს მოპასუხის მშობლებმა საცხოვრებელ ბინაში გამოუცვალეს საკეტი და მოსარჩელე მხარე შვილთან ერთად დატოვეს საცხოვრებელი ბინით სარგებლობის გარეშე. შემდგომში მხოლოდ პირადი ნივთების წამოღება შესძლო მოსარჩელე მხარემ. მხარეები განქორწინდნენ 2017 წლის 2------------- ამჟამად, თე-------–----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ნა----–ი ზი------–--ლი ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლებთან, სადაც ასევე ცხოვრობს მოსარჩელის ძმა თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მოსარჩელე მხარე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. არასრულწლოვან ბავშვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის სჭირდება შესაბამისი მატერიალური ხარჯები. არასრულწლოვანი ბავშვის დადის ცეკვის და ინგლისურის წრეზე, ასევე, მას ესაჭიროება კვება, ჩაცმა, სასკოლო ღონისძიებებისათვის და ტრანსპორტისათვის ყოველთვიური ხარჯი. მოპასუხე მხარე ვალდებულია მონაწილეობას იღებდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში და უწევდეს მას მატერიალურ დახმარებას. ასევე, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლი უნდა იღებდეს მონაწილეობას იმ დამატებითი ხარჯების გაღებაში, რაც ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობას და მისი ინტერესების საუკეთესოდ დაცვას.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის თაობაზე. სარჩელში მითითებული ის ფაქტი, რომ მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილის აღზრდაში, არ შეესაბამება რეალობას. შა-–-ა ზი------–--ლმა ორჯერ გადარიცხა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ბინის შესაძენად თანხები. ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მას შემოსავალი არ უფიქსირდება. მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით თანხას გადახდას.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თე-------–----ე და მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლი 2006 წლის 2--------------- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, ხოლო 2013 წლის 1------------–- მხარეებს შორის განხორციელდა ქორწინების რეგისტრაცია.

თე-------–----ეს და შა-–-ა ზი------–--ლს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი ნა----–ი ზი------–--ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ--------- (ს.ფ. 19).

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).

 

3.1.2. მხარეები, თე-------–----ე და შა-–-ა ზი------–--ლი 2017 წლის თ-------–-- თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 2------------- არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლი ცხოვრობს მოსარჩელესთან თე-------–----ესთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლი სწავლობს ,,თე----------–---–-ს ცეკვის აკადემიაში“ და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 90 ლარს. ნა----–ი ზი------–--ლის სწავლების საფასური გადახდილია მხოლოდ სექტემბრის დ ოქტომბრის თვეში. დანარჩენი თვეები, 2018 წლის ნოემბერი, დეკემბერი და 2019 წლის იანვარი ეთვლება დავალიანებაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ,,თე----------–---–-ს ცეკვის აკადემიის“ მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 21);

 

3.1.4. თე-------–----ეს სასამართლოში აღძრული ჰქონდა სარჩელი მოპასუხეების შა-–-ა ზი------–--ლის და გე-–- ზი------–--ლის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე. აღნიშნულ დავის საგანზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება სამოქალაქო საქმეზე, მოსარჩელეს თე-------–----ის და მოპასუხეებს შა-–-ა ზი------–--ლი და გე-–- ზი------–--ლი შორის. აღნიშნული განჩინების შესაბამისად, იმ სამოქალაქო საქმის ფარგლებში, შა-–-ა ზი------–--ლმა იკისრა ვალდებულება 2018 წლის 01 ოქტომბრამდე გადაუხადოს თე-------–----ეს 7000 აშშ დოლარი , ხოლო 2018 წლის 31 დეკემბრამდე - 2000 აშშ დოლარი. განჩინებაზე 2018 წლის 19 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

შა-–-ა ზი------–--ლმა 2018 წლის 27 სექტემბერს თე-------–----ეს გადაურიცხა 6000 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის 30 დეკემბერს - 3000 აშშ დოლარი. კრედიტორმა თე-------–----ემ ხელწერილით დაადასტურა შა-–-ა ზი------–--ლის მიერ სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ფულადი თანხის მიღება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,სა---------–---------ს“ ამონაწერები შა-–-ა ზი------–--ლის საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 43-44);

_თბილსისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმე N--------- (ს.ფ. 93-96);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N--------- (ს.ფ. 91);

_თე-------–----ის მიერ 1--------- წელს შედგენილი განცხადება-ხელწერილი (ს.ფ. 98).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის (წარმომადგენლის) ინფორმაციით, მოსარჩელე თე-------–----ე არასრულწლოვან შვილთან, ნა----–ი ზი------–--ლთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობს მოსარჩელის ძმა, რძალი და ძმისშვილები. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები იმყოფებიან საზღვარგარეთ და მოსარჩელე მარტო ცხოვრობს შვილთან ერთად. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოსარჩელე თე-------–----ე ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის. იგი სეზონის მიხედვით მუშაობს ბარში (კლუბში), რაც ატარებს არასტაბილურ ხასიათს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც თე-------–----ის სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის მიერ 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება;

მოპასუხის განმარტებით, საქართველოში ჩამოვიდა დაახლოებით წელიწადისა და რვა თვის წინ. მანამდე დასაქმებული იყოს რუსეთის ფედერაციის ქ. მ-------–-- თე-------–----ის მამასთან, საწარმოში. მოპასუხე პერიოდულად დასაქმებული იყო საქართველოშიც, მშენებლობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, დღეის მდგომარეობით, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას კერძო სამეწარმეო საქმიანობის (ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის) განხორციელების შედეგად მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის მიერ შემოსავლის მიღების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 0--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 45-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის მშობლები არიან დასაქმებული და აქვთ შემოსავალი. მოპასუხის დედა ნი-------------ე ფლობს სამკერვალო ატელიეს, ხოლო მამა გე-–- ზი------–--ლს აქვს ფეხსაცმელების ძირების საამქრო. მოპასუხე მხარე აღნიშნულ გარემოებას ნაწილობრივ ადასტურებს. შა-–-ა ზი------–--ლის მითითებით, დედა ნი-------------ეს აქვს სამკერვალო, იგი მეწარმეა, თუმცა ამავდროულად გააჩნია სასესხო ვალდებულებებიც სხვადასხვა საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინაშე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ნი-------------ე არის შპს ,,მ----------ს“ მომხმარებელი და 3--------- წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მისი სასესხო დავალიანება შეადგენს 4030 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დარყდნობით, ი/მ ,,ნი-------------ის“ მიერ 01.01.2018 წლიდან 28.02.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1366.88 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 273.38 ლარს. ვინაიდან 2--------- წლის მდგომარეობით 2018 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ჯერ არ ამოწურულა, რის გამოც 2018 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,შ---“.

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ი/მ გე-–- ზი------–--ლის მიერ 01.01.2018 წლიდან 31.12.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება;

მოპასუხის მამას, გე-–- ზი------–--ლს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,ესენციური ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა, გულის უკმარისობა, მიტრალური (სარქვლის) ნაკლოვანება. იგი 30.01.2018 წლიდან 03.02.2018 წლამდე პერიოდში გადიოდა მკურნალობას შპს ,,ოპ------–----ში“, ხოლო 27.10.2017 წლიდან 31.10.2017 წლამდე მკურნალობის კურსი გაიარა შპს ,,თბ--–---------–---–------ში“. მას დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2--------- წელს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 127-128);

_შპს ,,მ----------ს“ მიერ გაცემული ცნობა, 0--------- წლის ხელშეკრულებები N-----, N3----, N3----, N3---- (ს.ფ.99, 103-106);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 0--------- წელს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 100-102);

- შპს ,,ოპ------–----ის“ მიერ 03.02.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 108-110);

_შპს ,,თბ--–---------–---–------ის“ მიერ 31.10.2017 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 111-114);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.5. მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლს არასრულწლოვანი შვილი, ნა----–ი ზი------–--ლი 2019 წლის იანვრის თვიდან (ახალი წლის პერიოდი) შემდეგ არ უნახავს. მოპასუხის განმარტებით, მას არ აძლევენ საშუალებას ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა. მოპასუხის განმარტებით, იგი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებოდა ბავშვს მატერიალურად, გადაუხადა რამდენჯერმე ცეკვის სწავლების თანხა. ამასთან, არასრულწლოვანი საჯარო სკოლაში დადის საცხოვრებელ სახლთან ახლოს და მისი ტრანსპორტირებისათვის თანხა არ იხარჯება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბავშვი ასევე დადის ინგლისურის წრეზე და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სარჩელს არ ერთვის. არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლის ჯანმრთელობის მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია. მოპასუხე მხარე არ ადასტურებს დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლის არც ცეკვისა და არც ინგლისურის წრეზე სიარულის ფაქტს.

შა-–-ა ზი------–--ლის განმარტებით, მოსარჩელესთან ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, იგი გარკვეულწილად უზრუნველყოფდა არასრულწლოვანი ბავშვის დასვენების ხარჯებსაც. მოპასუხე მხარის სახელზე დღეის მდგომარეობით უძრავი ან მოძრავი ქონება არ ირიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.6. სასამართლო სრულად ერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დამატებითი ხარჯების სახით თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე, და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თე-------–----ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------------- დაბადებული ნა----–ი ზი------–--ლი. მხარეთა შორის 2017 წლის თ-------–-- თვიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. მხარეები, თე-------–----ე და შა-–-ა ზი------–--ლი განქორწინდნენ 2017 წლის 2------------- არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლი ცხოვრობს დედასთან, თე-------–----ესთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყვე-–- უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყვე-–-ფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყვე-–-ზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თე-------–----ე ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის. იგი სეზონის მიხედვით მუშაობს ბარში, რაც ატარებს არასტაბილურ ხასიათს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც თე-------–----ის სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელე მხარის (წარმომადგენლის) ინფორმაციით, მოსარჩელე თე-------–----ე არასრულწლოვან შვილთან, ნა----–ი ზი------–--ლთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობს მოსარჩელის ძმა, რძალი და ძმისშვილები. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები იმყოფებიან საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში, ქ. მოსკოვში და მოსარჩელე მარტო ცხოვრობს შვილთან ერთად. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდი იგი თავად იყო დასაქმებულია მოსარჩელის მამის საწარმოში, თე-------–----ის ძმასთან ერთად, რუსეთში, ქ. მოსკოვში. მოსარჩელე მხარის (წარმომადგენლის) განმარტებით, მოსარჩელე თე-------–----ის მშობლები და ძმა თავის ოჯახით ამჟამად იმყოფებიან საქართველოში და მასთან ერთად ცხოვრობს თე-------–----ე არასრულწლოვან ნა----–ი ზი------–--ლთან ერთად. დადგენილია, რომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი დადის საჯარო სკოლაში საცხოვრებელ სახლთან ახლოს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის მიერ 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. მოპასუხის განმარტებით, საქართველოში ჩამოვიდა დაახლოებით წელიწადისა და რვა თვის წინ. მანამდე დასაქმებული იყოს რუსეთის ფედერაციის ქ. მ-------–-- თე-------–----ის მამასთან, საწარმოში. მოპასუხე პერიოდულად დასაქმებული იყო საქართველოშიც, მშენებლობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, დღეის მდგომარეობით, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას კერძო სამეწარმეო საქმიანობის (ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის) განხორციელების შედეგად მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლის მიერ შემოსავლის მიღების შესახებ. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოპასუხის მშობლების მატერიალურ შემოსავალზე.

 

მოპასუხის განმარტებით, მოპასუხის დედა ნი-------------ე ფლობს სამკერვალო ატელიე. იგი მეწარმეა, თუმცა ამავდროულად ნი-------------ეს გააჩნია სასესხო ვალდებულებებიც სხვადასხვა საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინაშე. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ი/მ ,,ნი-------------ის“ მიერ 01.01.2018 წლიდან 28.02.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1366.88 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 273.38 ლარს. რაც შეეხება მოპასუხის მამას, გე-–- ზი------–--ლს. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ი/მ გე-–- ზი------–--ლს შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის დასაქმების, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს. როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს ფინანსურად. მან რამდენჯერმე გადაიხადა არასრულწლოვანი შვილის ცეკვის სწავლების თანხა. ამასთან, არასრულწლოვანი საჯარო სკოლაში დადის საცხოვრებელ სახლთან ახლოს და მისი ტრანსპორტირებისათვის თანხა არ იხარჯება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბავშვი ასევე დადის ინგლისურის წრეზე და მისი ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სარჩელს არ ერთვის. შა-–-ა ზი------–--ლის განმარტებით, მას არ აძლევენ არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლის ნახვისა და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობას. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, შა-–-ა ზი------–--ლის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. ამასთან, მოპასუხის სახელზე დღეის მდგომარეობით უძრავი ან მოძრავი ქონება არ ირიცხება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლი ცხოვრობს დედასთან - თე-------–----ესთან და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. მოპასუხე მხარე ეთანხმება ალიმენტის მოთხოვნას 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ნაწილში და მიუთითებს, რომ იგი თავს არ არიდებს შვილზე ზრუნვის და მისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ვალდებულებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი სტაბილური შემოსავლის არსებობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე-------–----ის მოთხოვნა - შა-–-ა ზი------–--ლისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა შა-–-ა ზი------–--ლისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნა----–ი ზი------–--ლის (დ----------–---------–-–-------------------) დამატებითი ხარჯების სახით, კერძოდ, ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში ბავშვის დასასვენებლად წაყვანის მიზნით ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 01 აგვისტომდე 1000 ლარის დაკისრება და ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრამდე ასევე 1000 ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

მოსარჩელე მხარის მიერ დამატებით ხარჯების სახით თანხის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მოპასუხე მხარის მიერ გაღებული იქნეს ბავშვის დასვენების ხარჯები, როგორც ზაფხულის, ასევე, ზამთრის პერიოდში. რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა იმ განსაკუთრებული გარემოებათა არსებობას, რაც მოპასუხის მხრიდან დამატებით ხარჯებში მონაწილეობის საფუძველი გახდებოდა. დადგენილი პრაქტიკით, ასეთად ვერ მიიჩნევა, არასრულწლოვანი ბავშვის დასვენების ხარჯები.

 

ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის მიერ არასრულწლოვანი ნა----–ი ზი------–--ლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოებათა გამო გაწეული ხარჯებისა თუ მომავალში გასაღები ხარჯების გაწევის უცილებლობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე თე-------–----ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე შა-–-ა ზი------–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თე-------–----ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შა-–-ა ზი------–--ლს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ნა----–ი ზი------–--ლის (და---------–-------–-–-------------------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

1.2. თე-------–----ის (პირადი N0----------) სასარჩელო მოთხოვნა შა-–-ა ზი------–--ლის მიმართ დამატებითი ხარჯების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროთ შა-–-ა ზი------–--ლს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპე-–-ციო წესით თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე