განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
210100118002632012
დავის ტიპი
177 3 გ
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002632012

საქმე № 1/182-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ.სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვ--–----ან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ბა------–---–---–ის

ბრალდებულ - ვ-–------------–---–ის

ადვოკატ - ნ-----–----–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№034040818001

 

ბრალდებულ ვ-–------------–---–ის მიმართ

დაბადებული: 07.01.1----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლობა: ნასამართლევი (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: სიღნაღის რაიონი, ს------–--------ო

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ვ-–------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით - ორი ეპიზოდი.

 

1.1 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 (ორი) წელი.

 

2018 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე. ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ-–------------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ. წნორში მ------–-–---–ის მეორე ჩიხის N4-ში მდებარე ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 150 (ასორმოცდაათი) ლარად ღირებულ ხანჯალს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ ვენახის მაკრატელს და 10 (ათი) ლარად ღირებულ ნივრის საჭყლეტს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამ გარემოებათა გამო ვ-–------------–---–ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი).

 

1.2 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 (ორი) წელი.

 

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისიდან 03 აგვისტომდე პერიოდში ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ-–------------–---–მა, უკანონოდ შეაღწია სიღნაღის რაიონის სო----–------------ში მდებარე მ-------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1780 ლარი ღირებულების სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებსა და ფულად თანხას 700 (შვიდასი) ლარისა და 200 (ორასი) დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 2 994 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამ გარემოებათა გამო ვ-–------------–---–ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი).

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ვ-–------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის და დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2.1 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 (ორი) წელი.

 

2018 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე. ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ-–------------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ. წნორში მ------–-–---–ის მეორე ჩიხის N4-ში მდებარე ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 150 (ასორმოცდაათი) ლარად ღირებულ ხანჯალს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ ვენახის მაკრატელს და 10 (ათი) ლარად ღირებულ ნივრის საჭყლეტს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი

 

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისიდან 03 აგვისტომდე პერიოდში ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ-–------------–---–მა, უკანონოდ შეაღწია სიღნაღის რაიონის სო----–------------ში მდებარე მ-------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1780 ლარი ღირებულების სხვადასხვა დასახელების სა9ოჯახო ნივთებსა და ფულად თანხას 700 (შვიდასი) ლარისა და 200 (ორასი) დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 2 994 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ესე იგი ვ-–------------–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1 2018 წლის 10 ოქტომბრის ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის - უშუალოდ ბრალდებულ ვ-–------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავო ხდიან. ხოლო 2019 წლის 15 აპრილის სხდომაზე მხარეებმა წერილობითი მტკიცებულება ბლოკნოტის ფურცლის ქსეროასლი (5.15). ასევე წერილობითი მტკიცებულებები 6.1. პუნქტიდან 6.30 -ის ჩათვლით, ასევე სხვა სახის წერილობითი მტკიცებულებები ცნეს უდავოდ.

 

3.2 ბრალდებულმა ვ-–------------–---–მა უარი განაცხადა სასამართლო არსებითი განხილვის სხდომებში მონაწილეობაზე.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს დაზარალებული იმყოფებოდა თბ--–--ში, მას დაურეკა ბიძამ, ზ--------------–-–---–მა, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი დაკეტილი საცხოვრებელი სახლიდან გადმოსული პიროვნება დაიჭრეს ზ-----მა და იქ მყოფმა მეზობლებმა, ზ-----მა ასევე უთხრა, რომ იმ პიროვნებას ხელში ეკავა ასევე პარკი, სადაც იყო ხანჯალი და სხვა ნივთები. ვ----------–-–---–ი შემდგომ ჩამოვიდა წნორში, მივიდა წნორის პოლიციის განყოფილებაში და შემდგომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის მისი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში. დათვალიერებისას იქ იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს ანაბეჭდები, მოწმე მიუთითებდა მოპარული ნივთები თუ სად იყო განთავსებული. მოპარული ნივთები იყო ხანჯალი, ალუმინის ნივრის სანაყი და ვაზის მაკრატელი. სამზარეულოდან ჰქონდა აღებული ყავა და რაღაცეები. პოლიციის თანამშრომლებმა დათვალიერება ღამით ჩაატარეს, მეორე დღეს დაიბარეს პოლიციის შენობაში და დაკითხეს, მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ხანჯალი იყო ძალიან ძველი, პირები ჰქონდა გაფუჭებული და ჟანგიანი, ხანჯალს ჰქონდა თავის ხაკისფერი ჩასადები. ამოცნობაზე ვაზის მაკრატელი მალევე იცნო, რადგან ახალი იყო, ვაზის მაკრატელი იყო ცისფერი ფერის. ამოცნობისას ყველა ნივთი სამ-სამი ცალი წარუდგინეს და მან იცნო თავის ნივთები. მოწმემ განმარტა, რომ სადღაც 180 ლარის ზარალი მიადგა. ადვოკატის შეკითხვაზე: „ თანახმა ხართ თუ არა ბრალდებულის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები?“ მოწმემ განმარტა, რომ იგი ძალიან შეურაცხყოფილია, ძალიან ბევრჯერ გაუტეხეს სახლი.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის აგვისტოში როდესაც მისი დედა ი-----–----------–-–---–ი დაბრუნდა თბ--–--იდან სადაც იგი იმყოფებოდა შვილთან მ-------------–-–---–თან, ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში დაურეკა და აცნობა, რომ სახლი იყო გატეხილი, ნივთები წაღებული, შემდგომ მოწმე დაუკავშირდა პოლიციას, მივიდა პოლიცია და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერებისას ამოიღეს „ად------ს“ ჩანთა და აიღეს ანაბეჭდები, პირველი სართულიდან წაღებული იყო საკამფეტე და საყვავილე ვაზა, რომლებიც იყო ლითონის - ინდური, სათავსოდან წაღებული იყო მელხიორის დანა ჩანგალი, კოვზები, სპილენძის სამი ცალი სხვადასხვა ზომის ქვაბი, ზედა სართულიდან წაღებული იყო გერმანული სერვიზი, თეფშები, ორი საყვავილე ვაზა და სამოვარი სათავსოდან, ამ ნივთების ღირებულება დაახლოებით იყო 1700 ლარი, ასევე დაკარგეს ფულადი თანხა 200 აშშ დოლარის და 700 ლარის ოდენობით, რომელიც შენახული ჰქონდა სახლში მოწმის დედას. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, მოწმე გავიდა „მშ----–--------“ დაათვალიერა და იპოვა იქ თავის ნივთების ნაწილი, საყვავილე, საკამფეტე და სამოვარი, ეს ნივთები ახალგაზრდა სომეხ ცოლ-ქმართან იყო, შემდგომ შეატყობინეს პოლიციას. ვაზას ჰქონდა დამახასიათებელი ნიშნები, საკანფეტეს დაბლა ჰქონდა ბორდოსფერი ორნამენტები და გულში ჰქონდა ფარშევანგი, ნივთები ამოიცნო ორნამენტების მიხედვით, პირველი საკანფეტე იცნო, საყვავილე ვაზა იყო 50 სმ, ისიც ინდური ორნამენტებით, საყვავილეს ძირი ჰქონდა დაზიანებული, გამყიდველმა უთხრა, რომ მან გაასწორა ეს დაზიანება. სამოვარი არის საშუალო ზომის ვერცხლისფერი და მას ონკანი აქვს გაფუჭებული, მას ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ნივთების ამოცნობაში, ამოიცნო ორი საყვავილე ვაზა და 6 ღრმა თეფში, ამის გარდა სხვა ნივთების ამოცნობაშიც მიიღო მონაწილეობა მაგრამ არ იყო ის ნივთები მისი. მოწმემ განმარტა, რომ ფასეული რაც არის მოპარული ნივთებიდან ის არ არის ამოღებული, მხოლოდ მცირედი ნაწილია ამოღებული.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ -გამომძიებლის ლ-–----------–-–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს მან მიიღო შეტყობინება ბინის გაქურდვის ფაქტის შესახებ, შემთხვევის ადგილზე გასულ დახვდათ 4 პიროვნება, მათ შორის ერთი იყო ბრალდებული ვ-–------------–---–ი. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ჩიხში, მას მეორე მხრიდან გასასვლელი არ აქვს, ვ-–------------–---–ი ხელით გაკავებული ჰყავდათ ბ---------–-–---–ს და ზ---------------–---–ს. ადგილზე მყოფმა პირებმა განმარტეს, რომ მათ მიერ გაკავებული პიროვნება გადმოხტა ვ----------------–-–---–ის დაკეტილი სახლიდან და ხელში ეკავე პარკი, რის შემდგომაც გაემართა მათი მიმართულებით რა დროსაც ეცადა გაქცევას და ამ დროს ბ---------–-–---–მა და ზ---------------–---–მა დაიჭირეს. მოწმემ განმარტა, რომ ვ-–------------–---–ს წარბიდან და ხელის გულიდან სისხლი სდიოდათ, იქ მყოფ ბიჭებს უბრალოდ ხელი ხელზე ჰქონდათ მოკიდებული, მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვ-–------------–---–ი, როგორც იქ მყოფმა პირებმა განმარტეს დაკეტილი სახლიდან გადმოსვლისას დავარდა მიწაზე. განყოფილებაში გადაყვანისას ვ-–------------–---–ი იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს. მოწმე ლ-–----------–-–---–-ს ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში სასამართლო სხდომაზე მოწმის საკითხ დაკითხულმა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის გ-------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ შედგენილი იქნა დაკავების შესახებ შეტყობინების ოქმი, ასევე მის დაკითხული იქნენ მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ამოცნობაზე უარი განაცხადა ბრალდებულმა, მისგან ასევე აიღეს ნიმუშები სასამართლოს წინასწარი თანხმობით, რადგან ბრალდებული უარს აცხადებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთებიდან ახსოვს ხანჯალი, ნივრის საჭყლეტი, ასევე მან ჩაატარა საცხოვრებელი სახლის დათვალიერება, მან ასევე ამოსაცნობად წარუდგინა დაზარალებულს ამოღებული ნივთები ამოცნობის მიზნით, მოწმემ განმარტა, რომ ი--–---–- დაკავებისთანავე გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. მ-------------–-–---–ის ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ნაქურდალი ნივთები ამოღებული იქნა მშრალი ხიდიდან, რაც შემდგომ ამოცნობილი იქნა დაზარალებულის მიერ.

 

3.6 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთს პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ე-----–---------–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს ორი საგამოძიებო მოქმედება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მოწმე ზ--------------–-–---–ი ჰყავს გამოკითხული. მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონაწილე პირებს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ბ---------–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი 2018 წლის 04 აგვისტოს იყო წნორში, საღამოს ზ--------------–-–---–თან ერთად ასული იყო ზ---------------–---–თან. დაახლოებით 8 საათისკენ, როდესაც იგი ზ-----თან ერთად გამოდიოდა ზ---------------–---–ის სახლიდან შემოესმა ხმა (ვ----------------–-–---–ის სახლიდან), რომელიც ზ---------------–---–ის სახლიდან ქვევით მდებარეობს დაახლოებით 20-25 მეტრში. აღნიშნული სახლი არის დაკეტილი და ჩაბარებული აქვს ვ------ ნათესავს ზ--------------–-–---–ს, ვ------ სახლიდან გადმოძვრა ვიღაც, იქვე არის გაზის მილი და გაიგონა ჩამოვარდნის ხმა. ვ------ სახლისკენ გაემართნენ და რომ მივიდნენ ადგილზე დაინახეს პიროვნება, რომელიც იყო დახრილი, მათ დაუძახეს თუ ვინ იყო, ეს პიროვნება გაიქცა ჩიხისკენ, ამ პიროვნებას ხელში ეკავა პარკი, პარკი ვის ეკუთნოდა და რა ჰქონდა შიგნით არ იცის მოწმემ. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება მათ დაძახებულზე არ გაჩერდა, ჩიხის გასასვლელთან მოპირდაპირე მხარეს პარკი მოიშორა, ამ დროს ზ----- და ბ--- გაიქცნენ წაავლეს ამ პიროვნებას ხელი და კითხეს თუ რა უნდოდა დაკეტილ სახლში, ამის შემდგომ მივიდა ზ-----ი, დაურეკა მეპატრონეს, ხოლო შემდგომ მივიდა პოლიცია. დაჭერის შემდგომ ამ პიროვნებამ უთხრათ, რომ იყო ვ-–------------–---–ი. ეს პიროვნება იყო შავგვრემანი, გამხდარი, ტატუები ჰქონდა, კბილები არ ჰქონდა და ყურის ბიბილოები ჰქონდა დაჭრილი, ასევე მას გარეგნული დაზიანების კვალი ეტყობა, კერძოდ მარცხენა მხარეს წარბთან პატარა სისხლდენა ჰქონდა. ეს დაზიანება საიდან ჰქონდა არ იცის. იქ მისულ პოლიციელებს მათ აუხსნეს რაც მოხდა, ჩასვეს ვ-–------------–---–ი მანქანაში და წაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის თაობაზე იგი დაკითხეს პოლიციაში, მას სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილება.

 

3.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ზ--------------–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ დაზარალებული ვ----------------–-–---–ი მისი ნათესავია, მისი სახლი ჩაბარებული აქვს ზ-----ს, ვ--------ს სახლის ზ-----ის სახლის მეზობლად მდებარეობს. 2018 წლის 04 აგვისტოს საღამოს იგი ბ---------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ზ---------------–---–თან, რომელიც ცხოვრობს იმ „ტუპიკის“ ბოლოს სადაც ვ----------------–-–---–ის სახლი მდებარეობს. ეს ეს ჩიხი იქნება 70 მეტრი სიგრძის, სულ სამი ბინა მდებარეობს იქ. ზ-------სგან გამოსულებმა დაინახეს ახალგაზრდა რომელიც გადმოხტა ვ--------ს სახლიდან, რაღაცნაირად ჩამოხტა მას ხელში ეკავა რაღაც, შემდგომ ბ--- და ზ-----მ დაუძახეს თუ ვინ იყო და რა უნდოდა. პიროვნება წავიდა სწრაფი ნაბიჯით ჩიხის გასასვლელისკენ იქ დააგდო რაც ხელში ეკავა, ამ დროს მას გამოეკიდნენ ბ--- და ზ----- და დაიჭირეს. შემდეგ ზ------მა დაურეკა სახლის მეპატრონეს ვ------ და უთხრა აღნიშნულის შესახებ. მან დაგდებული პარკი დაინახა, პარკში ჩანდა ხანჯალი, მას ტარი უჩანდა, შემდგომ ვ-----მ უთხრა რომ ეს ხანჯალი მისი იქნებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ეს პიროვნება შავგვრემანი იყო და ყურები დაჭრილი ჰქონდა, უსუფთაოდ იყო ჩაცმული, მან სახელი უთხრათ თუმცა ვერ დაიმახსოვრა. შემდგომ მივიდა პოლიცია, პოლიციას აუხსნა ეს სიტუაცია და მათ წაიყვანეს ეს პიროვნება. ამ პიროვნებას შუბლთან პატარაზე ჰქონდა სისხლი. მოწმეს მონაწილება მიღებული აქვს ჩიხის დათვალიერებაში. ჩანთაში ქოდა ხანჯალი ვაზის მაკრატელი და კიდევ რაღაცეები.

 

3.9 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, მისი სახლი მდებარეობს ჩიხის თავში, მის იქეთ გზა არ არის. იგი ესაუბრებოდა ზ-----ს და ბ---------–-–---–ს, მან გაიგო ხმაური მისი სახლიდან 20 მეტრის დაშორებით მდებარე სახლიდან, რომელიც არის დაკეტილი და არ ცხოვრობენ. სახლი იყო მისი ახლობლის და ეს პიროვნება ღობიდან ჩამოვარდა, მათ დაუძახეს, მაგრამ არ გაჩერდა იგი მიდიოდა ჩიხის გასასვლელისკენ, მათაც აუჩქარეს ნაბიჯს და როცა მიუახლოვდნენ, ამ პირს ხელში ეკავა პარკი, რომელიც იქვე მიაგდო. მათ დაიწირეს ეს კაცი და ამ დროს ხელები დაუკავეს, ამ პიროვნებას ზ----- და ბ--- არ იცნობდნენ. ბოლოს მან უთხრათ, რომ იგი ვ-–--------- ი--–---–- იყო. შემდგომ მივიდა პოლიცია ეს პიროვნება წაიყვანეს. მოწმემ განმარტა, რომ ამ პიროვნებას ცხვირი ჰქონდა გასიებული, კბილებიც არ ჰქონდა , ყურის ბიბილოებიც არ ჰქონდა, ეცვა „მაიკა“, ნაცრისფერი შარვალი და ფლოსტები. მას გადაგდებული ნივთები არ უნახავს, ამოცნობაზე იყო პოლიციაში მისული, მაგრამ ბრალდებული არ გამოვიდა რომ ამოეცნო.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმემ კ--------–--–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ მუშაობდა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე 2019 წლამდე, 2018 წლის 03 აგვისტოს დაიწყო გამოძიება მ-------------–-–---–ის სახლის ქურდობის ფაქტზე, მის ჩატარებული იქნა საგამოძიებო ღონისძიებები: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა ხელის კვლები სუნის კვალი, ჩანთა და ბოქლომი. ამავე დღეს მოწმის სახით გამოკითხა მ-------------–-–---–ი, 2018 წლის 05 აგვისტოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა ჩხრეკა მ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლში, საიდან ამოიღო 4 ვაზა და 6 ცალი თეფში, ასევე ი--–---–-ს პირადი ნივთების ჩხრეკის დროს ამოიღო ცეპი და ჯვარი. 2018 წლის 07 აგვისტოს მ-------------–-–---–ის შეტყობინების საფუძველზე „მ–----–--------“ ტერიტორიაზე კ-----------ისგან ამოღებული იქნა სამოვარი, საკანფეტე და საყვავილე ვაზები, კ-----------მა ასევე მიაწოდა ვ-–------------–---–ის პირადი ნომერი, მან ჩაატარა მ-------------–-–---–ის სახლიდან მოპარული ნივთების ამოცნობა, შეკითხვაზე: „თ----------–-–---–- საიდან გაჩნდა საქმეში?“ ოპერატიული ინფორმაცია საფუძველზე მათთვის გახდა ცნობილი ი--–---–ს ნივთები თბ--–--ში წააღებინა კ--–-–---–მა, ამის შემდგომ გამოკითხეს, მისივე მონაწილეობით ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია მას,3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე მ-----------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მისი მამიდაშვილია, იგი დაზარალდა იმიტომ, რომ მის გამო პრობლემები შეხვდა. მოწმემ განმარტა, რომ ვ-–--------მა მის სახლში მიიტანა ორი ცალი მეტალის ვაზა ინდური და ერთი ცალი მეტალის თეფში და ასე უთხრა მოწმეს რომ აჩუქეს. მოწმემ განმარტა, რომ ვ-–---------ს დაჭერიდან მეორე-მესამე დღეს მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც პოლიციის თანამშრომლები მონაწილებდნენ, მათ მთლიანი სახლი გაჩხრიკეს და უთხრეს, რომ ჭურჭელს ეძებდნენ, ამოიღეს ოთხი ვაზა, ორი ვაზა არის მის კუთვნილება, ეს ვაზები არის მეტალის და ამოტვიფრული აქვს ყურძნის მტევნები, ხოლო ვ-–---------ს მიერ მოტანილ ორ ვაზას, რომელიც ასევე ამოიღეს ჰქონდა რაღაც ორნამენტები ზუსტად ვერ იხსენებს, ასევე სერვანდიდან ამოიღეს 6 თეფში და წაიღეს, ეს თეფშები ი--–---–მა მიიტანა და თქვა რომ აჩუქეს, ეს თეფშები იყო საშუალო ზომის, შუაში ნახატით და ერთნაირები იყო. ასევე ნახეს ჯვარი, რომელიც არც ვეცხლი იყო და არც ოქრო და ისიც ამოიღეს. ეს ამოღებული ნივთები დალუქეს და მოწმეს ხელი მოაწერინეს, ასევე გადაიღეს ფოტოები. მოწმემ განმარტა, რომ ვ--–----ს რადგან წასასვლელი არ ჰქონდა სულ მათთან იყო, სამი-ოთხი დღე ბიძაშვილთან იყო თბ--–--ში დანარჩენი სულ მათთან იყო, ეს თეფშები მას დღისით აჩვენა და როდის მიიტანა მის სახლში არ იცის ალბათ, რომ აჩვენა იმის წინა დღეს მიიტანა. მოწმემ განმარტა, რომ ვ--–----მ თ-----ს მის მეგობარს დაურეკა, რომ სურდა რაღაც ნივთების თბ--–--ში წაღება, მოწმესაც ჰქონდა თბ--–--იდან ნივთები წამოსაღები და გაჰყვა მათ, ნივთები ვ--–----მ წაიღო დიდი ჩანთით, ასევე იყო ორი ქვაბი. ჯერ „მშ----–--------“ მივიდნენ და შემდგომ ნა----–----ში, ამ დროს იგი მანქანაში იჯდა, მისი მეგობარი გადასული იყო მანქანიდან, მოწმემ განმარტა, რომ წაღებული ნივთები ვ--–----მ ჩააბარა. ბრალდებულმა მოწმეს უთხრა, რომ ეს ნივთები მისი ბებიის და პაპის დანატოვარი იყო, მოწმემ განმარტა, რომ ვ--–----მ თ-----ს უთხრა რომ სადაც ფერად ლითონებს იბარებდნენ იქ ჩაებარებინა. ვ--–----მ თ-----ს მხოლოდ საწვავის ფული მისცა.

 

3.12 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე თ----- კ--–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება რომ მან ვ-–------------–---–ი გაიცნო საცოლის მ-----------–---–ის ოჯახში, რა დროსაც ვ-–------------–---–მა მისი ნომერი ჩაიწერა, შემდგომ ზაფხულში მას ვ-–--------მა დაურეკა და უთხრა, რომ ნივთები ჰქონდა თბ--–--ში წასაღები. მისი მანაქანა გაფუჭებული იყო და ეთხოვა მეგობარს, მივიდა მ-----------–---–ის სახლში „ოპელ ასტრას“ მარკის მანქანით, ვ-–--------მა ჩააწყო თავისი ნივთები, ცინკის ქვაბი და ერთი ჩანთა, ჩანთაში რა იყო არ იცის და მათთან ერთად წავიდა თბ--–--ში მ---ც. თბ--–--ში რომ ჩავიდნენ, მივიდნენ „მშ----–--------“ სადაც გადაიტანა ჩანთა, მოწმე დარჩა მანქანაში, შემდგომ ვ--–----მ დაურეკა და სთხოვა მანქანიდან გადასულიყო და მასთან მისულიყო, რადგან ფული სჭირდებოდა ხურდის დასაბრუნებლად. ვ--–---- იქ გამყიდველ ქალს მიყიდა კოვზები, მოწმემ ფული მისცა და დაბრუნდა მანქანაში. შემდგომ ვ--–----მ მოწმის მანქანიდან სამოვარი გადაიტანა, და ეს სამოვარიც ჩააბარა „მშ----–--------“. შემდგომ წავიდნენ „ნა----–----ში“ და ვ-–--------მა ნა----–----ში ჩააბარა ქვაბები, სულ რა თანხა აიღო ჩაბარებული ნივთებიდან არ იცის. აღნიშნულის თაობაზე იგი პოლიციაში დაკითხეს, დაკითხვის მეორე დღეს წავიდნენ „მშ----–--------“ და“ ნა----–----ში“ და აჩვენეს პოლიციელებს ეს ადგილები. მოწმეს არ უკითხავს ვ--–----სთვის საიდან ჰქონდა ეს ნივთები, მაგრამ ყური მოჰკრა, რომ მისი ბებიის დანატოვარი ნივთები იყო. სამოვარი ჩანთაში არ იყო სპილენძის ქვაბებთან ერთად იდო, სამოვარი მანქანაში, რომ ჩადო ვ-–--------მა ეს დაინახა მოწმემ, ეს სამოვარი გარედან მოვერცხლისფრო იყო, თუმცა ვერ იტყვის რა მეტალის იყო.

 

3.13 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე გ------- კ-----------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ვაჭრობს ძველი ნივთებით ”მშ----–--------“, მან 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში შეიძინა საქონელი, ერთი საკამფეტე, ლარნაკი და სამოვარი, ეს ნივთები შეიძინა მამაკაცისგან და მისგან მხოლოდ პირადი ნომერი დაიტოვა, რომელიც ჩაიწერა მის პირად ბლოკნოტში, მან 60-65 ლარი გადაუხადა, ერთი ნივთი სახლში დატოვა, ორი კი გაიტანა გასაყიდად. ორი კვირის შემდგომ მასთან ქალი მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ საკანფეტე მისი იყო, იმ ქალმა უთხრა, რომ ეს საკანფეტე მოპარული იყო მისი სახლიდან. ის ქალი ასევე ეძებდა სამოვარს, რომელიც მოპარული იყო. ეს სამოვარი იყო ძალიან ძველი, საკანფეტე ვაზა იყო ინდური, მეორე ვაზა იყო ცოტა მაღალი, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის, ეს მაღალი ვაზა გატეხილი იყო, ძირი ჰქონდა დაზიანებული და ჭუჭყიანი იყო, მან გარეცხა და შეაკეთა. ამ ნივთებს კონფისკაცია გაუკეთა გამომძიებელმა, პარკში ჩადო შეფუთა და წაიღო, მან ოქმებზეც მოაწერა ხელი, ამ ყველაფერს ესწრებოდა თარჯიმანი, იგი როცა ნივთებს იბარებს ყველას პირადობას იწერს.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე გ------------–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ 2018 წლის აგვისტოს 2 ან 3 რიცხვში, სოფელში ჩამოსულმა მისმა სიდედრმა დაურეკა, რომ ბინა გაქურდული იყო, წაღებული იყო ნივთები. იგი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა სო----–------------ში, მან გზიდან დაურეკა პოლიციას და სახლთან დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაათვალიერეს სახლი მის მეუღლის ნებართვით. ნივთების გარდა ფულადი თანხაც იყო წაღებული 200 აშშ დოლარი და 700 ლარი, ასევე მოწმის მიტანილი ოყო ლამფა და სამოვარი, სამოვარი იყო ვერცხლისფერი 70 სმ სიმაღლის, ონკანი ჰქონდა გაფუჭებული, ეს სამოვარი დაახლოებით 20 წლის წინ მიიტანა, ამ შემთხვევის შემდგომ მან მეუღლე გაგზავნა „მშ----–--------“ თუ ამოიცნობდა თავის ნივთებს. პირველ დღეს ვერ ნახა ვერაფერი და მეორე დღეს იპოვა თავისი ნივთები: საკანფეტე, საყვავილე და სამოვარი, ამის შემდგომ პოლიციას შეატყობინეს, რომ ამოიცნეს ნივთები. ბრალდებულს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე, იგი პოლიციაში მუშაობდა და მისი მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე ქურდობაზე იყო დაკავებული, ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ იცის ვინც არის.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული ინსპექტორ-გამომძიებელ დ-------------–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის აგვისტოს თვეში მ--- ქ-----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკისას ამოღებული იქნა 4 ლარნაკი და თეფშები ამოღებული იქნა დაილუქა, სათავსოდან ამოღებული იქნა მამაკაცის ტანსაცმელი და ვერცხლის ცეპი ოქროსფერი ჯვრით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ამოღებული 4 ლარნაკი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ზომით და ორნამენტებით.

 

3.16 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი-ბიოლოგი ე-------------------–---მ ჩვენებით მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას.

3.17. 2018 წლის 04 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. წნორში ვ. მ------–-–---–ის მეორე ჩიხის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ჩანთა მასში მოთავსებული ნაჭრის ხაკისფერ ჩასადებში ჩადებული კოროზირებული ხანჯალი, პარკში ჩადებული წითელ და თეთრ ზოლიან პოლიეთილენის პარკში ალაგია ღია ლურჯი ფერის ტარიანი ვაზის მაკრატელი, ყავისფერი სპეციალური პაკეტით ყავა, ერთი ცალი ნივრის სანაყი, ერთი პაკეტი პოლიეთილენის ერთჯერადი პარკები, ერთი პაკეტი მზესუმზირა, აღნიშნული ნივთები დათვალიერების შემდგომ დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.18. 2018 წლის 04 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ქ. წნორში ვ. მ------–-–---–ის მეორე ჩიხი, ბინა N4-ში მდებარე ვ----------------–-–---–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლში არსებული მდგომარეობა, ასევე საცხოვრებელი სახლში კედელში ჩაშენებული ხის ორკარინი კარადის ძირზე იატაკიდან, რომელშიც სახლის მეპატრონის მითითებით ინახავდა ხანჯალს, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ამავე კარადიდან და სამზარეულოში არსებულ კარადაში სადაც დაზარალებული ინახავდა ყავას, განთავსებული ნივთებიდან აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუშები და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.19. 2018 წლის 03 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა სიღნაღის რაიონის სო----–------------ში მდებარე მ-------------–-–---–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლში არსებული მდგომარეობა, ასევე საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული იქნა „ად------ს“ მარკის ჩანთა, სუნის და ხელის კვლის ნიმუშები და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.20. 2018 წლის 05 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩატარდა სიღნაღის რაიონის სო----–------------ში მ--- ქ-------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ორი ცალი ლითონის საყვავილე შავი ფერის, ოქროსფერი ყურძნის მტევნების ორნამენტებით გაფორმებული და ორი ცალი საყვავილე ლითონის, შავი ფერის ოქროსფერი ყვავილის მსგავსი ორნამენტებით გაფორმებული, 6 ცალი თეფში, ასევე ამავე საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ჩანთა, რომელშიც ელაგა მამაკაცის ნივთები და ტანსაცმელი და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.21. 2018 წლის 07 აგვისტოს ამოღების ოქმით დგინდება რომ ქ. თბ--–--ში ე.წ. „მ–----–--------“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრ „დ------“ მოპირდაპირედ, გზის გვერდულზე არსებული გ------- კ-----------ის სავაჭრო ტერიტორიიდან ამოღებული იქნა საკანფეტე და საყვავილე ვაზა, „სამოვარი“. „ბლოკნოტის“ ყდის შიდა ფურცლის ასლი.

 

3.22 2018 წლის 07 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან დგინდება, რომ თ----- კ--–-–---–ს წაეკითხა მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული 09.08.2018 წლის ჩვენება და მიეცა წინადადება ქ. თბ--–--ში ეჩვენებინა ადგილები, სადაც ვ-–------------–---–მა მოახდინა მის მიერ ჩვენებაში მითითებული ნივთების რეალიზაცია, რაზედაც თ----- კ--–-–---–მა განაცხადა თანხმობა და მიუთითა გამოძიებას ის ადგილები, სადაც ვ-–------------–---–მა მოახდინა მოპარული ნივთების რეალიზაცია.

 

3.23 2018 წლის 29 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმებით (რეგისტრაციის ნომერი: 0011652016 და N0011652132) დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა ამოიცნო მ-----------–---–ის სახლიდან ამოღებული შავი ფერის ვაზა ყვავილების მსგავსი ოქროსფერი ორნამენტებით.

 

3.24 2018 წლის 29 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმით (რეგისტრაციის ნომერი: 0011652482) დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა ამოიცნო მ-----------–---–ის სახლიდან ამოღებული 6 ცალი თეფში, მასზე გამოსახული ნახატების მიხედვით.

 

3.25 2018 წლის 05 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმით (რეგისტრაციის ნომერი: 0011547164) დადგენილია, რომ დაზარალებულმა ვ----------------–-–---–მა ამოიცნო შემთხვევის ადგილიდან (ქ. წნორი ვ. მ------–-–---–ის ქ. მეორე ჩიხი) ამოღებული, ხანჯალი.

 

3.26 2018 წლის 05 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმით (რეგისტრაციის ნომერი: 0011547181) დადგენილია, რომ დაზარალებულმა ვ----------------–-–---–მა ამოიცნო შემთხვევის ადგილიდან (ქ. წნორი ვ. მ------–-–---–ის ქ. მეორე ჩიხი) ამოღებული, მაკრატელი ლურჯი ფერის სახელურით.

 

3.27 2018 წლის 05 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმით (რეგისტრაციის ნომერი: 0011547252) დადგენილია, რომ დაზარალებულმა ვ----------------–-–---–მა ამოიცნო შემთხვევის ადგილიდან (ქ. წნორი ვ. მ------–-–---–ის ქ. მეორე ჩიხი) ამოღებული, ნივრის საჭყლეტი.

 

3.28. 2018 წლის 09 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N98/დ დასკვნიდან დგინდება, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი N1,N2 და N3 ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი დაქტილოფირები მაქსიმალური ზომებით: 51x51მმ და 51x51მმ გადატანილი ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია., გამოკვლევაზე წარდგენილი 07.01.1--- წელს დაბადებული ვ-–------------–---–ის ხელის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვარგისი ხელის კვალი N1, N2, N3 არ არის იდენტური 07.01.1--- წელს დაბადებული ვ-–------------–---–ის ხელის ანაბეჭდების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვარგისი ხელის კვალი N1. N2, N3 იდენტურ დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. გამოკვლევაზე წარდგენილი 07.01.1--- წელს დაბადებული ვ-–------------–---–ის ხელის ანაბეჭდების იდენტური სხვადასხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

3.29 2018 წლის 16 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N46/22-544 ექსპერტის დასკვნიდან დგინდება, რომ ქ. წნორში ვ. მ------–-–---–ის ქ. მეორე ჩიხის N4-ში მდებარე ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ვ-–------------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

3.30. 2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N98/დ დასკვნიდან დგინდება, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი N1, N2, N3 ხელის თითის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია, გამოკვლევაზე წარდგენილი 51x51მმ, 51x51მმ და 51x51მმ და 51x51მმ,გადატანილი ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვარგისი ხელის თითის კვალი N1, N2, N3 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

 

3.31 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის N001633219 დასკვნიდან დგინდება, რომ გენეტიკური, სეროლოგიური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგენიდა: პაკეტში, წარწერით:....034040818001 ვ----------–-–---–ის ნივთები...“ მოთავსებულ შეფუთვებზე (ობ.N1,3) და ჩანთაზე (ობ. N10) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობN10-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------–---–ს (ობ.N14,პაკეტი, წარწერით: „....ნერწყვის ნიმუში არსებული ვ-–-------- იასონის ძე ი--–---–-სგან..“) ობ.N13 -ის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია ამავე პაკეტში მოთავსებულ ხანჯლის შალითაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) სისხლის არ აღმოჩნდა. ობ.N9-ზე და პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ საგნებზე (ობ.N2,4-8) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია აღმოჩნდა. „პაკეტში წარწერით „..ერთი ცალი ბოქლომი ამოღებული მ-------------–-–---–ის საც. სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხის შესასვლელი კარებიდან...“ მოთავსებულ ბოქლომზე (ობN11) გენეტიკური იდენტიფიკაციისტვის საკმარისი, ადამიaნის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: “...ად------ს ფირმის სპორტული ჩანთა..“ მოთავსებულ ჩანთაზე (ობ/N12,13) აღმოჩნდა ბოილოგიური მასალა. ობ.N13-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N12-ის შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------–---–ს (ობ.N14).

 

3.32 07.08.2018 წლის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციულ შენობაში ვ-–------------–---–ისგან კინოლოგ ი-–----------–-–---–ის მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა.

 

3.33 07.08.2018 წლის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციულ შენობაში ვ-–------------–---–ისგან ექსპერტ-კრიმინალისტ ვ-----------–---–-ს მიერ აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუში, რომელიც დაილუქა.

 

3.34. დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ვ-–------------–---–ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 04 აგვისტოს 20:32 საათზე გამომძიებელ გ-------------–---–ის მიერ ქ. წნორში ვაჟა მ------–-–---–ის ქუჩაზე.

 

3.35 ასევე დადგენილია რომ 2017 წლის 01 ნოემბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი ) წლის ვადით საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.

 

3.36 სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს კახეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 06 აგვისტოს წერილიდან დგინდება, რომ ვ-–------------–---–ი კახეთი პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 01.11.2017 წლის განაჩენის საფუძველზე.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა, გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არა აქვთ ეს ფაქტი. ამასთან, სუბიექტურ მხრივ, პირს, რომელიც აღნიშნულ ქმედებას სჩადის, შეცნობილი აქვს, რომ ფარულად, სხვებისგან შეუმჩნევლად ეუფლება სხვის მოძრავ ქონებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაზარალებულებს თავად არ დაუნახავთ, თუ როგორ შევიდა ვ-–------------–---–ი მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, დაზარალებულები არც იცნობენ ამ უკანასკნელს და შესაბამისად, მათ ნება არ დაურთავს ვ-–------------–---–ისთვის შესულიყო საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებული იყო დაზარალებულების კუთვნილი მატერიალური ღირებულების მატარებელი სხვადასხვა სახის ნივთები.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. წნორში ვ. მ------–-–---–ის ქ. მეორე ჩიხი N4-ში მდებარეობს დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ხანჯალი, ვაზის მაკრატელი, ნივრის სანაყი და სხვადასხვა ნივთები დაზარალებულის ჩვენებით იყო განთავსებული ქ. წნორში ვ. მ------–-–---–ის ქ. მეორე ჩიხი N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულს მისი კუთვნილი ხანჯალი, ვაზის მაკრატელი, ნივრის სანაყი და სხვადასხვა ნივთები არ გაუსხვისებია, არც სხვისთვის გადაუცია განკარგვის მიზნით. ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისგან ფარულად, ასევე მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის გასაღები არავისთვის გადაუცია, რითაც მას მიადგა 180 ლარის ზიანი. დადგენილია, რომ დაზარალებულმა მისი კუთვნილი ხანჯალი, ვაზის მაკრატელი, ნივრის სანაყი და სხვადასხვა ნივთები ამოიცნო, აღნიშნული ნივთები პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის (ქ. წნორი ვ. მ------–-–---–ის ქ. ჩიხი N2 -ის) დათვალიერების დროს, სადაც მოხდა ვ-–------------–---–ის დაკავებაც. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ბ---------–-–---–მა, ზ---------------–---–მა და ზ----- ფხოველიშვლმა განმარტეს, რომ მათ დაინახეს თუ როგორ გადმოვიდა უცხო პიროვნება ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ღობიდან, რომელსაც ხელში ეკავა ჩანთა, მათ დაუძახეს უცნობ პიროვნებას, აინტერესებდათ მისი ვინაობა, რადგან აღნიშნულ სახლში არავინ არ ცხოვრობდა, დაძახების შემდგომ ვ-–------------–---–მა სცადა სწრაფი ნაბიჯით გასულიყო ჩიხიდან, ბ---------–-–---–ი და ზ---------------–---–ი დაეწივნენ ვ-–------------–---–ს, რა დროსაც მან სცადა თავიდან მოეშორებინა ხელთ არსებული ჩანთა და გადააგდო იქვე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის N001633219 დასკვნიდან დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით:....034040818001 ვ----------–-–---–ის ნივთები...“ მოთავსებულ შეფუთვებზე (ობ.N1,3) და ჩანთაზე (ობ. N10) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობN10-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------–---–ს (ობ.N14,პაკეტი, წარწერით: „....ნერწყვის ნიმუში არსებული ვ-–-------- იასონის ძე ი--–---–-სგან..“) შესაბამისად დადგენილია, ვ-–------------–---–ის მიერ ვ----------------–-–---–ის სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ ნივთების ფარული მისაკუთრების ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი თვალსაზრისით დადგენილ იქნა, რომ სიღნაღის რაიონის სო----–------------ში მდებარეობს მ-------------–-–---–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საყვავილე, საკანფეტე, თეფშები და სამოვარი, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა იყო მის კანონიერ მფლობელობაში, რომელიც იყო განთავსებული სო----–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულს მისი კუთვნილი საყვავილე, საკანფეტე, თეფშები და სამოვარი, არ გაუყიდია, ან სხვაგვარი გზით არ გაუსხვისებია, არც სხვისთვის გადაუცია განკარგვის მიზნით. ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისგან ფარულად, ასევე მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის გასაღები არავისთვის გადაუცია რითაც მას მიადგა 2 994 (ორი ათას ცხრაასოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. აღნიშნული ნივთების ნაწილი ლარნაკები და თეფშები აღმოჩნდა ბრალდებულ ვ-–------------–---–ის ნათესავის მ--- ქ-------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდა ვ-–------------–---–ი, მოწმის სახით დაკითხულმა მ--- ქ-------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მიიტანა ვ--–----მ და უთხრა რომ აჩუქეს, ხოლო სამოვარი, საკანფეტე და საყვავილე თავად დაზარალებულის მიერ აღმოჩენილი იქნა ე.წ. „მშ----–--------“ მდებარე გ------- კ-----------ი სავაჭრო ტეროტორიაზე, აღნიშნული ნივთები ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. გ------- კ-----------მა გამოძიებას წარუდგინა ბლოკნოტი სადაც მითითებულია იმ პიროვნების საინდენტიფიკაციო მონაცემები ვისგანაც შეიძინა აღნიშნული ნივთები, ეს პიროვნება გადამოწმების შემდგომ აღმოჩნდა ვ-–------------–---–ი. ვ-–------------–---–ის მიერ მოპარული ნივთების მის მიერ გასაღების ფაქტი ასევე დასტურდება მოწმე თ----- კ--–-–---–ის ჩვენებით, სადაც იგი განმარტავს, რომ მას დაუკავშირდა ვ-–------------–---–ი და სთხოვა მისი ავტომანქანით წაეღოთ ნივთები გასაყიდად ქ. თბ--–--ში, ი--–---–-ს მითითებით კ--–-–---–მა იგი ჯერ ე.წ. „მშ----–--------“ მიიყვანა, სადაც ვ-–-------- გადაიტანა მანქანიდან ჩანთა, ხოლო შემდგომ დაბრუნდა და კიდევ გადაიტანა სხვა ნივთები, ხოლო შემდგომ წავიდნენ „ნა----–----ში“, სადაც ვ-–------------–---–მა ჩააბარა სპილენძის ქვაბები. ამასთან მოწმე მ-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ვ-–------------–---–მა უთხრა მათ, რომ ეს ნივთები, რომლის რეალიზაციას იგი ახდენდა ქ. თბ--–--ში მას აჩუქეს პაპამ და ბებიამ, რომლებიც ცხოვრობენ სოფელ ვ-----–-. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ მოწმე თ----- კ--–-–---–ს გამომძიებელს უჩვენა ის ადგილები, სადაც მან მიიყვანა ვ-–------------–---–ი. დადგენილია, რომ მ-------------–-–---–ის სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ ნივთების ფარული მისაკუთრების ფაქტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მარტის N001633219 დასკვნიდან დგინდება, რომ გენეტიკური, სეროლოგიური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგენიდა: „პაკეტში წარწერით „..ერთი ცალი ბოქლომი ამოღებული მ-------------–-–---–ის საც. სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხის შესასვლელი კარებიდან...“ მოთავსებულ ბოქლომზე (ობN11) გენეტიკური იდენტიფიკაციისტვის საკმარისი, ადამინის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: “...ად------ს ფირმის სპორტული ჩანთა..“ მოთავსებულ ჩანთაზე (ობ/N12,13) აღმოჩნდა ბოილოგიური მასალა. ობ.N13-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N12-ის შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------–---–ს (ობ.N14). შესაბამისად დადგენილია, ვ-–------------–---–ის მიერ მ-------------–-–---–ის სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ ნივთების ფარული მისაკუთრების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულების ვ----------------–-–---–ის და მ-------------–-–---–ის კუთვნილი ნივთები, მათი მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან მათი მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე და ვ-–------------–---–ს შეეძლო მოპარული ნივთის, როგორც საკუთარის ისე განკარგვა, რაც განახორციელა კიდეც.

 

ბრალდებულ ვ-–------------–---–ის მიმართ საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 01 ნოემბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი ) წლის ვადით საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასტურდება ვ-–------------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით - ორი ეპიზოდი. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში ვ-–------------–---–ის მიმართ არსებობს პერსონალური ნიშანიც, რაც გულისხმობს სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან მოიცავს ქურდობას ჩადენილს არაერთგზის.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რა, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ-–------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, (როგორც დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის, ასევე დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდში). კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ-–------------–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, (როგორც დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის, ასევე დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდში).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. ვ-–------------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დადამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვ-–------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ-–------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ვ-–------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ვ-–------------–---–ი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, ხოლო ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, დადგენილია რომ 2017 წლის 01 ნოემბრის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი ) წლის ვადით საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს კახეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 06 აგვისტოს წერილიდან დგინდება, რომ ვ-–------------–---–ი კახეთის პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 01.11.2017 წლის განაჩენის საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვ-–------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ( დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს ვ-–------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის ( დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ვ-–------------–---–ის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ვ-–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, კი უნდა გაუქმდეს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, ვ-–------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით და სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი ნაწილიდან 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-–------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,დაადგინა:

 

1. ვ-–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. ვ-–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს ვ-–------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ვ-–------------–---–ის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ვ-–------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, ვ-–------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით და სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-–------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5. გაუქმდეს ვ-–------------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ-–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 აგვისტოდან.

 

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი, თითის კვალი, ვ-–------------–---–ის სუნის ნიმუში, ვ-–------------–---–ის თითის კვლების ნიმუში, ვ-–------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლები, სუნის ნიმუში, საუბნო გზის დათვალიერების შედეგად ამოღებული ყავა, მზესუმზირა და პოლიეთილენის პარკები, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის განყოფილებაში - განადგურდეს.

 

საუბნო გზის დათვალიერების შედეგად ამოღებული გამჭვირვალე ჩანთა, ხანჯალი, ვენახის მაკრატელი, ნივრის სანაყი, მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ჩანთა და ბოქლომი, მ-----------–---–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყურძნის მტევნებით გაფორმებული ორი ცალი საყვავილე ვაზა, ყვავილების მსგავსი ორნამენტებით გაფორმებული ორი ცალი საყვავილე ვაზა, ექვსი ცალი თეფში, ვერცხლისფერი ცეპი და ჯვარი, გ------- კ-----------ისგან ამოღებული საკანფეტე ვაზა, საყვავილე ვაზა და სამოვარი, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

8. გ------- კ-----------ისაგან ამოღებული ბლოკნოტის ფურცლის ქსეროასლი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ--–----ან ბუგიანიშვილი