განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
030100119002844601
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100119002844601

№1/28-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

10 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ-------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---- კ--------–---

ბრალდებული: გ------- ც---------

მამის სახელი: გ----

დაბადებული: 3----.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული,პირადი ნომერი: 1----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, ს------- ქუჩა N105.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გ------- ც--------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდებულ გ------- ც--------- სისხლის სამართლის №045020119001 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ------- ც--------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 18:45 საათზე გ------- ც--------- ქ. ფოთში, ს------- ქუჩა N105-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, თმებზე მოქაჩა და ფეხის მიდამოში ფეხი დაარტყა დედას - კ-–--- ქ------, რითაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ც--------- წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ც--------- დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2.2. დაზარალებულმა კ-–--- ქ------ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა შვილის, გ------- ც--------- საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.

 

(იხ. 08.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. მოწმე თ----- ც--------- სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მისი ძმის, გ------- ც--------- საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.

 

(იხ. 06.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. მოწმე თ---------- თ------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 01 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. ფოთი, ს------- ქუჩა N105-ში ადგილი ჰქონდა გ------- ც--------- მიერ დედის - კ-–--- ქ------ მიმართ ძალადობის ფაქტს. შეტყობინებიდან 5-10 წუთში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ჩ------------- ერთად ს------- ქუჩაზე მისვლისას შენიშნა მოხუცი ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი. შეტყობინების ინიციატორი აღმოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი ბ--- უ----–---- ხოლო ქალბატონი კ-–--- ქ-----, რომელმაც განუცხადა მათ, რომ ადგილი ჰქონდა მისი შვილის გ------- ც--------- მიერ მის მიმართ ძალადობის ფაქტს, აღნიშნულის შემდეგ კ-–--- ქ------თან ერთად მივიდნენ ქ. ფოთი, ს------- ქუჩა N105-ში მდებარე გ------- ც--------- საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ამ უკანასკნელის ძმა თ----- ც--------- რომელმაც განუცხადა მათ, რომ გ------- ც-------- არ იმყოფებოდა სახლში და არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. სასამართლო სხდომაზე თ---------- თ------- აღნიშნა, რომ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

 

(იხ. 11.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. მოწმე დ----- ჩ--------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 01 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას უბნის ინსპექტორ გამომძიებელ თ---------- თ----------- ერთად. ამავე დღეს საღამოს საათებში მიიღეს შეტყობინება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ: ადგილი ჰქონდა გ------- ც--------- მიერ დედის - კ-–--- ქ------ მიმართ ძალადობის ფაქტს. თ---------- თ----------- ერთად გამოცხადდა ქ. ფოთში, ს------- ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში დახვდათ კ-–--- ქ----- და მისი მეორე შვილი თ----- ც--------. კ-–--- ქ------ განუცხადა მათ, რომ მისმა შვილმა გ------- ც--------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარი ფაქტის შემდეგ გაიქცა სახლიდან და არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. მის მიერ 2019 წლის 01 იანვარს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რამდენჯერმე გამოცხადდა ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------- ც---------ათვის შემაკავებელი ორდერის გადასაცემად, თუმცა ის არ იმყოფებოდა სახლში. სასამართლო სხდომაზე დ----- ჩ--------- აღნიშნა, რომ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

 

(იხ. 11.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. მოწმე ბ--- უ----–---- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 01 იანვარს საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. ფოთში, ს------- ქუჩაზე, რა დროსაც წინ გადაუდგა ქალბატონი, რომელიც ითხოვდა შველას და სთხოვა 112-ში დაერეკა, რადგან მისი შვილი - გ------- ც-------- აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. კ-–--- ქ----- ჩაჯდა მის კუთვნილ ავტომანქანაში. ხანდაზმულ ქალბატონს შვილი, გ------- სთხოვდა, რომ სახლში გაჰყოლოდა, მაგრამ იგი მას არ უჯერებდა. მისი თანდასწრებით ქალბატონსა და თავის შვილს შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, ასევე ქალბატონს რაიმე დაზიანებების კვალი არ აღენიშნებოდა. მალევე გამოჩნდა პოლიციის ეკიპაჟი და გ------- ც-------- წავიდა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ ქალბატონი ჩაჯდა პოლიციის მანქანაში და მან დატოვა ტერიტორია.

 

(იხ. 18.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. მოწმე თ------ ქ----------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულ გ------- ც--------- და დაზარალებულ კ-–--- ქ------ იცნობს სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. გ------- ც--------- საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ფოთი, ს------- ქუჩა N105-ში, გამოცხადდა რამდენჯერმე, თუმცა ბრალდბული არ ხვდებოდა აღნიშნულ მისამართზე. 2019 წლის 14 თებერვალს, მის მიერ პოლიციის თანამშრომელ ჯ----– გ---------- ერთად, ქ. ფოთი, ს------- ქუჩა N105-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაკავებულ იქნა ბრალდებული გ------- ც--------.

 

(იხ. 18.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. მოწმე ე------ კ--–------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულ გ------- ც--------- და დაზარალებულ კ-–--- ქ------ იცნობს სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. 2019 წლის 02 იანვარს გამოძიება დაიწყო გ------- ც--------- მიერ თავისი დედის - კ-–--- ქ------ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე გამოკითხული იქნა დაზარალებული კ-–--- ქ-----, ასევე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულ კ-–--- ქ------ სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. ის რამდენჯერმე გამოცხადდა ბრალდებულ გ------- ც--------- საცხოვლებელი სახლის მისამართზე, თუმცა ბრალდებული არ ხვდებოდა სახლში და დედის კ-–--- ქ------ განმარტებით, 2019 წლის 01 იანვარს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, გ------- ც-------- სახლიდან იყო წასული.

 

(იხ. 18.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. ექსპერტმა მ------ ნ---------- სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ მოქალაქე კ-–--- ქ------ გადმოცემით, 2019 წლის 01 იანვარს ქ. ფოთში თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას შვილმა გ------- ც--------- თმებზე მოქაჩა და ფეხის მიდამოში ერთელ დაარტყა ფეხი. მან 2019 წლის 02 იანვარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა კ-–--- ქ------, რომელსაც შუბლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5,6X2,5 სმ. ცხვირის მარცხენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, მშრალი თხელი ფუფხით დაფარული კანის დონეზე დაბლა მდებარე ზედაპირული ნაჭდევი ზომით: 1,0X0,20 სმ, სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 000332819 დასკვნის თანახმად კ-–--- ქ------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

(იხ. 18.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. მოწმე ჯ----– გ------ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულ გ------- ც--------- მიმართ დაწყებული იყო გამოძიება ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. 2019 წლის 14 თებერვალს, მის მიერ პოლიციის თანამშრომელ თ------ ქ------------- ერთად, ქ. ფოთი, ს------- ქუჩა N105-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაკავებულ იქნა ბრალდებული გ------- ც--------.

 

(იხ. 08.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ გ------- ც--------- ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.2. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა გ------- ც--------- მიერ კ-–--- ქ------ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ გ------- ც--------- ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

5.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ: ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში გ------- ც--------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა: დაზარალებულ კ-–--- ქ------ გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ბ--- უ----–----, თ---------- თ-------, დ----- ჩ---------, სასამართლოში დაკითხვის ოქმები, ასევე გ------- ც--------- მიმართ გამოტანილი შემაკავებელი ორდერი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კ-–--- ქ------ მიმართ, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას კ-–--- ქ------ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შვილმა გ------- ც--------- მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა.

ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ემყარება მხოლოდ დაზარალებულისგან მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო ბრალდების მხარის აზრით, ვინაიდან დაზარალებულმა კ-–--- ქ------ არაერთ პირს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, აღნიშნული საკმარისია პირის ძალადობაში მხილებისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რასაც სასამართლო არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, სათანადო წესით გადამოწმებისა და დადასტურების გარეშე არ უნდა იქნეს საკმარისად მიჩნეული მხოლოდ იმის გამო, რომ მან ეს ინფორმაცია მიაწოდა არაერთ პირს.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, კ-–--- ქ------ მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს დაზარალებულის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობა, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის დროს და ადგილზე სავარაუდო კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ ბრალდებული გ------- ც-------- და დაზარალებულმა კ-–--- ქ-----; სხვა პირი ამ შემთხვევას არ შესწრებია. კ-–--- ქ------ სასამართლოში დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა უარყო დედის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც შერაცხული ქმედების დამდასტურებელი სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ძალადობის განხორციელების ნამდვილობა.

 

5.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია სხვა ირიბი მტკიცებულებები, როგორიცაა გამომძიებელ დ----- ჩ--------- და ე------ კ--–-------, მოწმე ბ--- უ----–---- და ექსპერტ მ------ ნ---------- ჩვენებები, რომლებმაც კ-–--- ქ------აგან შეიტყვეს, რომ დაზიანება მისმა შვილმა გ------- ც--------- მიაყენა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.

სსსკ-ის თანახმად, მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“.

ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.

სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000332819 დასკვნა ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე დაზიანებას, მათი შემდგენელი პირები არ შესწრებიან უშუალოდ ინციდენტს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ კ-–--- ქ------აგან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კ-–--- ქ----- გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ სახლიდან გამოსვლის დროს შუბლით შეეჯახა ჭიშკარს, რის შედეგადაც შუბლის მიდამოში მიიღო მსუბუქი დაზიანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დადასტურდება, რომ ბრალდებულის მხრიდან მოხდა დაზარალებულის მიმართ დაზიანების მიყენება.

 

5.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ც-------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

5.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- ც--------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ გ------- ც--------- დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გ------- ც-------- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ------- ც-------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. გ------- ც--------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში 2019 წლის 10 აპრილს 11:52 საათზე.

3. გამართლებულ გ------- ც--------- განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე