გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2754490-2/881-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ი/მ ქ--------- ს----–---–---------
წარმომადგენელი - ი-----------–---–-, ლ-------–--–----ე
მოპასუხე - ა---––---- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ე-------–-–---–-
დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა---––---- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულს და ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს შორის დადებული 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრული პირგასამტეხლო 84807.83 ლარი შემცირდეს შეუსრულებული სამუშოების ღირებულების - 12650.45 ლარის 0.03%-ის ფარგლებში და განისაზღვროს 379.51 ლარით.
1.2. ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი თანხა - 37278.81 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 30 ივნისს ა---––---- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და ი/მ ,,ქ--------- ს----–---–---------’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N134, ვ--–-ს კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით, თანხაზე - 133158 ლარი. სამუშაოების შესრულება უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2017 წლის 28 სექტემბრისა. ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლოს პირობები.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან მეორე დღესვე მოსარჩელემ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, რომლის მიმდინარეობისას აღმოჩნდა მრავალი ისეთი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, რაც პროექტში გათვ--–--წინებული არ იყო.
2017 წლის 18 აგვისტოს შედგა ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ საჭირო იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებები.
2017 წლის 24 აგვისტოს შედგა სახელშეკრულებო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ცვლილებები ძირითადი ხელშეკრულების 2.1 და 4.1 პუნქტში. ხელშეკრულების ღირეულება განისაზღვრა - 146472,93 ლარით.
2017 წლის აგვისტოს თვეში შემსყიდველს წარედგინა შესრულებული სამუშაოების პირველი ეტაპის ხარჯთაღრიცხვა 17430,44 ლარზე.
მე-2 ეტაპის სამუშაოებიც ასევე აღმოჩნდა რთული და საჭირო გახდა პროექტით გაუთვ--–--წინებელი სამუშაოების ჩატარება, რამაც ასევე მოითხოვა დიდი დრო და დანახარჯი. შესაბამისად, საჭირო გახდა სარეაბილიტაციო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა და გაგრძელდა სამუშაოების შესრულების ვადებიც.
2017 წლის 24 ნოემბერს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 67248,82 ლარი. მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ.
2017 წლის 26 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 14850,28 ლარი, მხარეებს ერთმანეთის მიმართ ასევე არ გააჩნდათ პრეტენზიები.
სამუშაოების მიხედვით, საჭირო იყო კულტურის სახლის მეორე სართულის ფოიეს ჭერის ძველი დიქტის ჩამოხსნა და ახალის დამაგრება, შემდეგ მოხატვა. როცა ძველი დაზიანებული ჭერი მოიხსნა, აღმოჩნდა, რომ სახურავიდან სისველე ჩამოდიოდა და სამაგრეები დაზიანებული იყო და მასზე დიქტის დამაგრება ფაქტიურად შეუძლებელი იყო - სიმძიმეს ვერ გაუძლებდა, მოხატული ჭერი ჩამოიქცეოდა. ასევე ჭერის მოხატვისთვის საჭირო იყო სპეციალური ხარაჩოების მოწყობა, ხოლო თვითონ ჭერის მოხატვა იყო ფაქიზად შესასრულებელი და ძალიან შრომატევადი, რაც ასევე მოითხოვდა დიდ დროს. აქედან გამომდინარე მოსარჩელემ 2017 წლის 19 დეკემბერს წერილობით მიმართა ა---––---- მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევა 2018 წლის 31 მარტამდე, რაზეც ა---––---- მერის 2017 წლის 25 დეკემბრის N575/07 წერილით უარი ეთქვა. მომდევნო ეტაპის სამუშაოების შესრულება მაინც გაგრძელდა.
2018 წლის 02 ივლისს მოსარჩელე და ა---––---- თვითმმართველ ერთეულს შორის გაფორმდა სახელშეკრულებო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შეჩერება მოხდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ფარგლებში და ანგარიშსწორება მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შეთანხმების გაფორმების დღიდან შეწყდეს ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვ--–--წინებული საჯარიმო სანქციების დაკისრება.
ი/მ ,,ქ--------- ს----–---–---------ს’’ -ს მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შესრულებული სამუშაოს აქტი N4 თანხით - 50764,87 ლარი.
შპს ,,ქ--------–----ს’’ მიერ შესწავლილ იქნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობები და შედეგად 2018 წლის 10 ოქტომბერს დადასტურებულ იქნა შესრულებული სამუშაო თანხით - 34292,94 ლარი.
ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 146472,93 ლარს, ხოლო შპს ,,ქ--------–----ს’’ მიერ დადასტურებულ იქნა შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულებით - 133822,48 ლარი, სხვაობა 12650,45 ლარი.
მხარეთა შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებული N134 ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების 1, მე-2 და მე-3 ეტაპები ჩაითვალა დაკმაყოფილებულად, სამივე ეტაპის შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ მთლიანობაში შეადგინა 99529,54 ლარი, რაზეც მოპასუხე პრეტენზია არ გააჩნია. აქედან მერიამ მთლიანობაში ჩაურიცხა 96543,67 ლარი, არ რიცხავს დარჩენილ 2985,87 ლარს. აღნიშნული სამუშაოების მე-4 დამამთავრებელი ეტაპი დაიწყო 2017 წლის 21 დეკემბრიდან და დასრულდა 2018 წლის 12 ივლისს, რომლის ღირებულებამ შეადგინა შპს ,,ქ--------–----’’-ს დასკვნით - 34292,94 ლარი.
დღეის მდგომარეობით ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 1- ლი, მე-2 და მე-3 ეტაპების სამუშაოებიდან შეადგენს - 2985,87 ლარს, ხოლო დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებიდან - 34292,94 ლარს, სულ 37278,81 ლარს.
2018 წლის 09 ივლისს N5718/07 წერილით ა---––---- მერიამ აცნობა, რომ 2017 წლის 21 დეკემბრიდან სახელშეკრულებო შეთანხმების გაფორმების დღემდე ანუ 2018 წლის 02 ივლისამდე, ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 84807,83 ლარს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არასწორედ მოხდა პირგასამტეხლოს დაანგარიშება, სამუშაოების 1-ლი, მე-2 და მე-3 ეტაპების მიმართ მერიას პრეტენზიები არ გააჩნია, შესაბამისად აღნიშნული სამუშაოების საერთო ღირებულება 99529,54 ლარი უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას 146472,93 ლარს, ასევე მათ სხვაობას 46943,39 ლარს უნდა გამოაკლდეს მე-4 დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების ღირებულება 34292,94 ლარი და დარჩენილი სხვაობა - 12650,45 ლარიდან უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 0.03 პროცენტს გადახდა, 379,51 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა ა---––---- მუნიციპალიტეტის ქ. ვ--–-- კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამშაოების შემოწმება, რის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა, რომ სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა კალენდარული გრაფიკის ჩამორჩენით.
შესაბამისად ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიმწოდებელს ეთხოვა ხარვეზის აღმოფხვრა, რაც ინდ. მეწარმის მხრიდან არ განხორციელებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.1 პუნქტის თანახმად ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, რაც ერთ დღეზე შეადგენს 439.42 ლარს.
იმის გათვ--–--წინებით, რომ მხარეებს შორის 10.11.2017წ. გაფორმებული სახელშეკრულებო შეთანხმების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზრვრა 2017 წლის 20 დეკემბერი, სანქციის ათვლა დაიწყო 2017 წლის 21 დეკემბრიდან და 2018 წლის 2 ივლისის სახელშეკრულებო შეთანხმების გაფრომების დღემდე შეადგინა 84807.83 ლარი.
მოსარჩელეს აქამდე არ გამოუთქვამს პრეტენზია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე, შესაბამისად დაეთანხმა მას.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, სამივე ეტაპის შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულებამ შეადგინა - 96543,67 ლარი, საიდანაც 3% - 2985,87 ლარი წარმოადგენს ხარისხის კონტროლის თანხას, თანახმად ხელშეკრულების 7.5 პუნქტისა, ხოლო ბოლო ეტაპის შესრულებული სამუშაოს თანხის - 34292.94 ლარის ჩარიცხვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე გადაიხდის მასზე დაკისრებულ პირგასამტეხლოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 30 ივნისს ა---––---- მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №134. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ა---––---- მუნიციპალიტეტის ქ. ვ--–-ს კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 133158 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. 30.06.2017წ. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბერი.
3.1.3. 2017 წლის 18 აგვისტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, რადგან ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები არ შეესაბამებოდა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემულ მოცულობებს.
3.1.4. 2017 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება, რომლის შესაბამისად გაიზარდა ა---––---- მუნიციპალიტეტის ქ. ვ--–-ს კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობა.
3.1.5. 2017 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა სახელშეკრულებო შეთანხმება 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებული N134 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შეტანილი იქნა ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 146472.93 ლარით.
3.1.6. 2017 წლის 30 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებული N134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს 17430.44 ლარს. სამუშაოს სახეობა ემთხვევა ხელშეკრულებით გათვ--–--წინებულ აღწერილობას, დაცულია სამუშაოს შესრულების ვადები. შესრულებულ სამუშაოზე გამოყენებული სამშენებლო მასალები შეესაბამება პროექტით გათვ--–--წინებულ მოთხოვნებს.
3.1.7. 2017 წლის 24 ნოემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებული N134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს 67248.82 ლარს. სამუშაოს სახეობა ემთხვევა ხელშეკრულებით გათვ--–--წინებულ აღწერილობას, დაცულია სამუშაოს შესრულების ვადები.
3.1.8. 30.06.2017წ. N134 ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა ორჯერ. 2017 წლის 25 სექტემბერს და 2017 წლის 10 ნოემბერს. შესრულების ბოლო ვადა განისაზღვრა - 20.12.2017წ.
3.1.9. 2017 წლის 13 დეკემბერს ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ მოხდა ა---––---- მუნიციპალიტეტის ქალაქ ვ--–-ს კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემოწმება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების წარმოება მიმდინარეობს კალენდარული გრაფიკის ჩამორჩენით. ვალდებულია გაზარდოს სამუშაოების წარმოების ტემპი და აღმოფხვრას კალენდარულ გრაფიკში არსებული ჩამორჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების პირობებით გათვ--–--წინებული სანქციების გატარება.
3.1.10. 2017 წლის 19 დეკემბერს ი/მ ქ--------- ს----–---–---------მ მიმართა ა---––---- მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს გართულდა მეორე სართულის ფოიეს ჭერის სარესტავრაციო სამუშაოები, რის გამოც გვიან განხორციელდა ხარაჩოების დემონტაჟიც. ითხოვა სამუშაოს შესრულების ვადის გადაწევა 2018 წლის 31 მარტამდე.
3.1.11. 2017 წლის 25 დეკემბერს ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, სამუშაოების სირთულიდან და ცვლილებებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 სექტემბერს და 10 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე განხორციელდა ვადის გაგრძელება, აღნიშნული პერიოდი საკმარისი იყო სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისათვის.
3.1.12. 2017 წლის 26 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებული N134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენს - 14850.88 ლარს.
3.1.13. 2018 წლის 2 ივლისს ა---––---- მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულისა და ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს შორის შედგა სახელშეკრულებო შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შეჩერება მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ფარგლებში და ანგარიშსწორება მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. შეთანხმების გაფორმების დღიდან შეწყდეს ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვ--–--წინებული საჯარიმო სანქციების დაკისრება.
3.1.14. 2018 წლის 9 ივლისს ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს და აცნობა, 2017 წლის 21 დეკემბრიდან სახელშეკრულებო შეთანხმების გაფორმების დღემდე 02.07.2017წ.-მდე ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლოს 84807.83 ლარის ოდენობით.
3.1.15. შპს ,,ქ--------–----+’’-ის დირექტორმა 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა ა---––---- მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაოების ღირებულებიდან 146472.93 ლარიდან ფაქტობრივად შესრულდა 133822.48 ლარის ღირებულების სამუშაო. 12650.45 ლარის სამუშაო ვერ შესრულდა.
3.1.16. შპს ,,ქ--------–----+’’ ინსპექტირების ანგარიში/ ექსპერტიზის 10.10.2018წ. დასკვნით დადგენილია, რომ ა---––---- მუნიციპალიტეტის ქალაქ ვ--–-ს კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხარჯთაღრიცხვაში და შესრულებული სამუშაოების აქტში მითითებული ერთეული განფასების მიხედვით შეადგენს 34292.94 ლარს.
3.1.17. 2018 წლის 23 აგვისტოს ი/მ ქ--------- ს----–---–---------მ’’ მიმართა ა---––---- მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგინა ა---––---- მუნიციპალიტეტის ქალაქ ვ--–-- კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საბოლო აქტი.
3.1.18. 2018 წლის 16 ნოემბერს ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ 30.06.2017წ. N134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაოების დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება შეუძლებელია, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყდა 2018 წლის 30 ივლისს.
3.1.19. 30.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - ი/მ ქ--------- ს----–---–---------მ დაარღვია 2017 წლის 21 დეკემბერს. შესაბამისად პირგასამტეხლო დაეკისრა 21.12.2017წ.-დან, მხარეთა შორის საჯარიმო სანქციების შეწყვეტის შესახებ შეთნხმებამდე, კერძოდ 02.07.208წ.-მდე. პირგასამტეხლო დაეკისრა სულ 193 დღეზე.
3.1.20. ი/მ ქ--------- ს----–---–---------მ ხელშეკრულების ღირებულებიდან 146472.93 ლარიდან შეასრულა 133822.48 ლარის ღირებულების სამუშაო, აქედან ვადაში შესრულებული იქნა 84679,26 ლარის ღირებულების სამუშაო.
3.1.21. ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 84807.83 ლარი.
3.1.22. ა---––---- მუნიციპალიტეტის მერის ი/მ ქ--------- ს----–---–---------სათვის არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება 37278.81 ლარი. აღნიშნული თანხა ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიამ არ გადაუხადა მიმწოდებელს, აღნიშნული თანხიდან ნაწილი 34292.94 ლარი გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში, ხოლო 2985.87 ლარი დაუკავა როგორც ხარისხის კონტროლის თანხა, კერძოდ დაუკავა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 3%, რომლის დაბუნება უნდა მომხდარიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუადრეს 90 დღისა და არაუგვიანეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, რა დროსაც გაფორმდება შერულებული სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 30 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 18.08.2017წ. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა;
- 24.08.2017წ. შეთანხების აქტი;
- 24.08.2017წ. სახელშეკრულებო შეთანხმება;
- 30.08.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 24.11.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 26.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 13.12.2017წ. N302/07 მიმართვა;
- 25.12.2017წ. N575/07 მიმართვა;
- 19.12.2017წ. N922 მიმართვა;
- 02.07.2018წ. სახელშეკრულებო შეთანხმება;
- 09.07.2018წ. N5718/07 მიმართვა;
- 23.08.2018წ. N1068 მიმართვა;
- 16.11.2018წ. მიმართვა N7844/07;
- შპს ,,ქ--------–----+’’-ის 24.10.2018წ. N160/199 მიმართვა;
- შპს ,,ქ--------–----+’’ 10.10.2018წ. ინსპექტირების ანგარიში/ექსპერტიზის დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვ--–--წინებით შეადგენს 84807.83 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულების გათვ--–--წინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, რაც გამოწვეული იყო სამუშაოს მოცულობის გაზრდით, ამასთან აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულების გათვ--–--წინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა განესაზღვრა 2017 წლის 20 დეკემბერი. მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 2 ივლისისათვის მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 133822.48 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შეადგენს მთლიანი ღირებულების - 146437.93 ლარის 91.38%. აქედან, მიმწოდებლის მიერ დადგენილი ვადაში (20.12.2017 წლისთვის) შესრულდა 84679,26 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შეადგენს მთლიანი ღირებულების 57,83%, ხოლო შესასრულებელი დარჩა 61758,67 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც შეადგენს მთლიანი სამუშაოს 42,17%. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 21 დეკემბრიდან მიმწოდებლს შესასრულებული სამუშაო დარჩა - 61758,67 ლარის ოდენობით, რის გამოც პირგასამტეხლოს განსაზღვრა სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს, ჯამში 193 ვადაგადაცილებული დღეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვ--–--წინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დაკსირებული პირგასამტეხლოს ოდენობა 84807.83 ლარი, (დღეში 439,42 ლარი) ცალსახად შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა შესაბამისად უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და ა---––---- მუნიციპალიტეტის მერის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით დაკავებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვ--–--წინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვ--–--წინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვ--–--წინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვ--–-- მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
2017 წლის 30 ივნისს თვითმმართველი ერთეული ა---––---- მუნიციპალიტეტსა და ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №134. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ა---––---- მუნიციპალიტეტის ქ. ვ--–-ს კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 133158 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 დეკემბერი. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 30.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - ი/მ ქ--------- ს----–---–---------მ დაარღვია. ხოლო 2018 წლის 2 ივლისს ა---––---- მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულისა და ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს შორის შედგა სახელშეკრულებო შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეჩერდეს ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ფარგლებში და ანგარიშსწორება მოხდეს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ამავე შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულებით გათვ--–--წინებული საჯარიმო სანქციები შეწყდა.
საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევის დღიდან 2017 წლის 21 დეკემბრიდან, მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმების გაფორმებამდე 2018 წლის 2 ივლისამდე, ი/მ ქ--------- ს----–---–--------- აგრძელებდა სამუშაოების წარმოებას. დადგენილია, რომ ი/მ-ქ--------- ს----–---–---------ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 37278.81 ლარი მოპასუხე ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიას არ გადაუხდია. აღნიშნული თანხიდან მერიამ 2985.87 ლარი (შესრულებული სამუშაოს ღირებულების 3%) დაუკავა, როგორც ხარისხის კონტრლის თანხა, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხოლო რაც შეეხება 34292.94 ლარს, მერიის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული თანხის დაკავება მოხდა იმის გამო, რომ მიმწოდებელს დაკისრებული პირგასამტეხლო გადახდილი არ აქვს და მისი სრულად გადახდის შემთხვევაში მერია ჩაურიცხავს აღნიშნულ თანხას.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგარამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონოვრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა.
ამდენად, შემკვეთი ა---––---- მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია მენარდეს ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს მიერ შესრულებულია 37278.81 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული თანხიდან 2985.87 ლარი დაკავებული იქნა როგროც ხარისხის კონტროლის თანხა, რომელიც უნდა ჩარიცხულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას. მართალია, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა, თუმცა ფაქტია, რომ მენარდემ 2985.87 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. ამასთან, არ არის სადავო შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ამდენად მითითებული თანხაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვ--–--წინებელია მოვ--–-- მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვ--–--წინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვ--–--წინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 30.06.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვ--–--წინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს 8484807.83 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ნარდობის ხელშეკრულების მე-15 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ხელშეკრულბის პირობების შეუსრულებლობის, ან/და დაგვინებით შესრულების შემთხვევში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირეულების 0,3% ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსზღვრულ ვადაში, გეგმა-გრაფიკის დაცვით (სკ-ის 361-ე მუხლის შესაბამისად), შესრულებული იქნა 84679,26 ლარის ღირებულების სამუშაო, ამდენად პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს, დარღვეული ვალდებულების თანხის ოდენობიდან, რომელიც შეადგენს - 61793.67 ლარს. პირგსამტეხლოს განსაზღვრა სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს მითითებული პერიოდისათვის, კერძოდ 21.12.2017წ-02.07.2018წ.-მდე, სულ 193 დღე. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის Nას-840-840-2018 განჩინებასთან.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვ--–--წინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2017 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი, შესრულებული სამუშაოს ხარისხი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვ--–--წინებით, 2017 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულებით გათვ--–--წინებულ პირგასამტეხლო 0.3% უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს 0.0625%-ით და მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან - 61793.67 ლარიდან, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა (193 დღე) გათვ--–--წინებით შეადგენს 7476,82 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 29801.99 (37278.81-7476.82) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. 2017 წლის 30 ივნისს ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს და ა---––---- მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №134 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს 7476.82 ლარით.
1.2. ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 29801.99 ლარის გადახდა.
2. ა---––---- მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ქ--------- ს----–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვ--–--წინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი