განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/7---19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - თ------- ჭ---------–-ას,ადვოკატ - მ--- ტ--–-----ს,ბრალდებულ - თ-------- ფ--–---ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------- ფ--–---ას, დაბადებულის 1--- წლის 2--------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის წ---–--------------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, კ-----------–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ-------- ფ--–---ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქ.თბილისში, ყ-----------------------ის მიმდებარედ თ-------- ფ--–---ა მეუღლეს, ლ-------- მ----------ას დაემუქრა მოკვლით, ასევე მისი შვილების 13 წლის ა---- ბ-------ის, 8 წლის ნ---- ბ-------ისა და პირველი მეუღლის მ----- ბ-------ის სიცოცხლის მოსპობით. თ-------- ფ--–---ას მუქარა ლ-------- მ----------ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თ-------- ფ--–---ას ქმედებით ლ-------- მ----------ას მიადგა მორალური ზიანი.
თ-------- ფ--–---ა 2017 წლის ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქირწინებაში იმყოფება ლ-------- მ----------ასთან. 2018 წლის ივნისში ლ-------- მ----------ამ გადაწყვიტა თავისი სამი წლის შვილის დ----- რ------ის მიმღები ოჯახიდან წამოყვანა, რისი წინააღმდეგიც იყო თ-------- ფ--–---ა. 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში, გ-–--------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თანაცხოვრების 4 თვის განმავლობაში სისტემატურად, დაახლოებით კვირაში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის და უშლიდა შვილის მიმღები ოჯახიდან დაბრუნებას. შეურაცხყოფის მიყენების და დამცირების სისტემატიური ხასიათიდან გამომდინარე, ლ-------- მ----------ა განიცდიდა ტანჯვას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-------- მ----------ამ განმარტა, რომ 2017 წლიდან არის არაოფიციალურ ქორწინებაში თ-------- ფ--–---ასთან, ხოლო 2018 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში, ჰყავს სამი შვილი, 12 წლის ა---- ბ-------ი, 8 წლის ნ---- ბ-------ი და 4 წლის დ----- რ------ი. 2018 წლის 5 ნოემბერს იმყოფებოდა ყ-------------ში, სადაც მივიდა ნასვამი თ-------- ფ--–---ა და უთხრა, რომ მიდიოდა მ----- ბ-------ის მოსაკლავად, უნდა დაეჩეხა ან ციხეში გაეშვა, ბავშვებს ვერავინ დაიცავდა ნაწლავებს ამოუღებდა და მ----------ას ყელს გამოჭრიდა. ამის შემდეგ ლ--------მ დაურეკა მ----- ბ-------ს და სთხოვა ბავშვის ბაღიდან გამოყვანა. როდესაც ლ-------- მივიდა გ-–-----------------ში მ-----თან, ბავშვის წამოსაყვანად, მ-----ი კანკალებდა. მ-----მა ლ--------ს მოუყვა, რომ მასთან მისული იყო თ-------- ფ--–---ა, რომელმაც შეაგინა და უთხრა, რომ მის შვილებს ნაწლავებს ამოუღებდა. ლ-------- მ----------ამ განმარტა, რომ შვილი ჰყავდა მიმღებ ოჯახში და უნდოდა ბავშვის წამოყვანა ოჯახიდან. მ----- ბ-------ი, რომელთანაც ჰყავს ორი ქალიშვილი დაეხმარა ბავშვის მიმღები ოჯახიდან გამოყვანაში. თ-------- ფ--–---ა არაფერში არ ეხმარებოდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვს დაალპობდა მიმღებ ოჯახში და ყველაფერ გააკეთებდა, რომ მეხუთე სართულიდან გადამხტარიყო, აღნიშნულის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ პირველი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო სამი დღე დაკავებული იყო და ოჯახში იმიტომ იყო დაბრუნებული, რომ ლ-------- მ----------ა გაენადგურებინა.
ლ-------- მ----------ამ განმარტა, რომ თ-------- ფ--–---ა არ იხდიდა გადასახადებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად, მაგრამ პურის ფული სახლში არ მიჰქონდა. ატყუებდა, რომ გადასახადებს გადაიხდიდა, სახლში მიდიოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ამცირებდა, აგინებდა, გარდაცვლილ დედას აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, არ აძლევდა საშუალებას, რომ შვილი მიმღები ოჯახიდან გამოეყვანა, რის გამოც ლ-------- მ----------ა იტანჯებოდა.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ----- ბ-------მა განმარტა, რომ ცხოვრობს გ-–--------------------------------ში, იცნობს თ-------- ფ--–---ას, ხოლო ლ-------- მ----------ა არის მისი შვილების დედა. 2018 წლის 5 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში ლ-------- მ----------ამ დაურეკა და სთხოვა შვილის დ-----ის გამოყვანა ბაღიდან, დ-----ი ლ--------ს მესამე შვილია სხვა ქმრისგან. ბაღიდან გამოყვანის შემდეგ სკვერში სეირნობისას მიუახლოვდა ნასმავი თ-------- ფ--–---ა და ეკითხებოდა თუ რატომ წერდა ლ-------- მასზე საჩივრებს და რატომ ჰქონდა შემაკავებელი ორდერები, რაზეც მოწმემ განუმარტა, რომ აღნიშნული მისი საქმე არ იყო და ლ--------სთან მოეგვარებინა. თ-------- ფ--–---ამ დაიწყო უფრო აგრესიული ლაპარაკი, ხელების ქნება და გინება, ბავშმა დაიწყო ტირილი, მ----- ბ-------მა ბავშვის დასაწყნარებლად დაურეკა თავის შვილს ა----ს და სთხოვა მისვლა. ა----ს დანახვაზე თ-------- ფ--–---ა გაიქცა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ნახევარი საათის შემდეგ, მ----- ბ-------ი სეირნობდა, ელოდებოდა ლ--------ს, რა დროსაც დაინახა თ-------- ფ--–---ა, რომელიც ისევ მივიდა მ-----თან და ლ--------ს და მის შვილებს ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა, რომ დაჩეხავდა და ნაწილებს ამოუღებდა. აღნიშნულზე მ----- ბ-------მა ვერ მოითმინა და დაარტყა თ-------- ფ--–---ას მუშტი ორჯერ, რის შემდეგაც მ-----ი წავიდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ თ-------- ფ--–---ასთან შეხება აღარ ჰქონია.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა თ-------- ფ--–---ამ განმარტა, რომ ლ-------- მ----------ა არის მისი მეუღლე. 2018 წლის 5 ნოემბერს ყ-------------ის მიმდებარე ტერიტოიაზე არ ყოფილა, არ შეხვედრია ლ-------- მ----------ას, ამ პერიოდში ჰქონდა შემაკავებელი ორდერი და არ გადიოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ბრალდებულმა განმარტა, რომ არ დამუქრებია არც ლ-------- მ----------ას და არც მის შვილებს. შელაპარაკება მოსდიოდა ხოლმე მეუღლესთან, მაგრამ წინააღმდეგი არ ყოფილა ბავშვის მიმღები ოჯახიდან წამოყვანაზე. მეუღლესთვის არასდროს არ შეუგინებია. ბრალდებულის განმარტებით ლ-------- მ-----------ამ სასამართლოს იმიტომ მისცა მის წინააღმდეგ ჩვენება, რადგან უნდოდა მისი მოშორება. ლ-------- მ----------ას ურთიერთობა მ----- ბ-------თან იყო ბრალდებულისთვის პრობლემა და აღნიშნული იყო კონფლიქტის მიზეზი. ბრალდებულის განმარტებით ლ-------- მ----------ა უკრძალავდა დედასთან და ძმასთან ურთიერთობას, არ აძლევდა სახლის გასაღებს, კომუნალურ გადასახადებს თავად ბრალდებული იხდიდა. სახლში ფული მიჰქონდა იმდენი რისი საშუალებაც ჰქონდა. 5 ნოემბერს მ----- ბ-------ს შეხვდა გ-–-----------------ში შემთხვევით, რომელიც იყო ბავშთან ერთად. ბ-------მა უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა, მას შემდეგ რაც ბავშვი გაატანა ბ------მა თავის შვილებს ბრალდებულისთვის არაფერი არ უთქვამს ისე დაარტყა ხელი. ბრალდებულის განმარტებით მ---------ში შემთხვევით მოხვდა, რადგან ტაქსის მძღოლია და თბილისის მასშტაბით მოძრაობს. ფ--–---ა იმიტომ იყო წინააღმდეგი ბავშვის მიმღები ოჯახიდან გამოყვანაზე, რადგან ლ-------- მ----------ა მას სამათხოვროდ იყენებდა და თუ ბავშვს გამოიყვანდა ლ--------ც სახლში უნდა ყოფილიყო, რადგან ბავში ავადმყოფია.
ბრალდებულმა თ-------- ფ--–---ამ უარყო ძალადობის ფაქტი ლ-------- მ----------ას მიმართ. მისი განმარტებით კონფლიქტის დროს არიდებდა თავს, სახლიდან გადიოდა, რომ ლ-------- მ----------ა დაწყნარებულიყო.
2.4. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებისა, ბრალდებულის მხრიდან მუქარის და სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: სოციალური სააგენტოს წერილით, მოწმეების ხ----- თ------–---–ის, გ------- დ-------–---–ის, ა---- ბ-------ის და ნ---- ბ-------ის გამოკითხვის ოქმებით, შემავალ-გამავალი ზარების და SMS-ების დეტალური ნუსხით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, ქორწინების აქტის ჩანაწერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, დადგენილენით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ და სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
2.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
2.6. საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ სისტემატიური შეურაცხყოფა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.
2.8. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის, სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
2.9. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან თ-------- ფ--–---ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქ.თბილისში, ყ-----------------------ის მიმდებარედ თ-------- ფ--–---ა მეუღლეს, ლ-------- მ----------ას დაემუქრა მოკვლით, ასევე მისი შვილების 13 წლის ა---- ბ-------ის, 8 წლის ნ---- ბ-------ისა და პირველი მეუღლის მ----- ბ-------ის სიცოცხლის მოსპობით. თ-------- ფ--–---ას მუქარა ლ-------- მ----------ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თ-------- ფ--–---ას ქმედებით ლ-------- მ----------ას მიადგა მორალური ზიანი. თ-------- ფ--–---ა 2017 წლის ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქირწინებაში იმყოფება ლ-------- მ----------ასთან. 2018 წლის ივნისში ლ-------- მ----------ამ გადაწყვიტა თავისი სამი წლის შვილის დ----- რ------ის მიმღები ოჯახიდან წამოყვანა, რისი წინააღმდეგიც იყო თ-------- ფ--–---ა. 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში, გ-–--------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თანაცხოვრების 4 თვის განმავლობაში სისტემატურად, დაახლოებით კვირაში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის და უშლიდა შვილის მიმღები ოჯახიდან დაბრუნებას. შეურაცხყოფის მიყენების და დამცირების სისტემატიური ხასიათიდან გამომდინარე, ლ-------- მ----------ა განიცდიდა ტანჯვას.
2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა - ლ-------- მ----------ამ დაადასტურა ბრალდებულის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისაკენ მიმართული მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს იმყოფებოდა ყ-------------ში, სადაც მივიდა ნასვამი თ-------- ფ--–---ა და უთხრა, რომ მიდიოდა მ----- ბ-------ის მოსაკლავად, უნდა დაეჩეხა ან ციხეში გაეშვა, ბავშვებს ვერავინ დაიცავდა ნაწლავებს ამოუღებდა და მ----------ას ყელს გამოჭრიდა. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან სისტემატიური შეურაცყოფის ფაქტი, კერძოდ კი დამცირება, გინება, გარდაცვლილი დედის მისამართით გინება და შეურაცხყოფის მიყენება, ასვე ის, რომ არ აძლევდა საშუალებას შვილი მიმღები ოჯახიდან გამოეყვანა, რის გამოც ლ-------- მ----------ა განიცდიდა ტანჯვას.
2.11. ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- ბ-------მა, კერძოდ კი 2018 წლის 5 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში ლ-------- მ----------ამ მართლაც დაურეკა და სთხოვა შვილის - დ-----ის გამოყვანა ბაღიდან. ბაღიდან გამოყვანის შემდეგ სკვერში სეირნობისას მიუახლოვდა ნასმავი თ-------- ფარცხავა და ეკითხებოდა თუ რატომ წერდა ლ-------- მასზე საჩივრებს და რატომ ჰქონდა შემაკავებელი ორდერები, რაზეც მოწმემ განუმარტა, რომ აღნიშნული მისი საქმე არ იყო და ლ--------სთან მოეგვარებინა. თ-------- ფ--–---ამ დაიწყო უფრო აგრესიული ლაპარაკი, ხელების ქნება და გინება, ლ--------ს და მის შვილებს ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა, რომ დაჩეხავდა და ნაწილებს ამოუღებდა. აღნიშნულზე მ----- ბ-------მა ვერ მოითმინა და დაარტყა თ-------- ფ--–---ას მუშტი ორჯერ, რის შემდეგაც მ-----ი წავიდა სახლში.
2.12. დაზარალებულის ჩვენების სისწორე ასევე დადასტურებულია უდავოდ ცნობილი 2019 წლის 5 თებერვლის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს დასკვნით, რომლის თანახმად თ-------- ფ--–---ას ქმედების შედეგად ლ-------- მ----------ამ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.13. ასევე სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ არაერთ შემაკავებელ ორდერზე, რომელიც გაცემული იქნა ბრალდებულ თ-------- ფ--–---ას მიმართ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან დარღვეული იქნა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რის გამოც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამით.
2.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული 2018 წლის 5 ნოემბერს საერთოდ არ შეხვედრია ლ-------- მ----------ას ყ-------------ში, არ დამუქრებია მ----- ბ-------ის და შვილების მოკვლით, ასევე თითქოსდა ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, ასევე იმ ფაქტს, რომ მ----- ბ-------ს შემთხვევით შეხვდა გ-–-----------------ში და არც მას დამუქრებია. აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც მოწმეების ჩვენებებს, ასევე სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, შემაკავებელი ორდერებებს. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ზემოაღნიშნული ჩვენება მიმართულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით და ემსახურება სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.
2.15. შესაბამისად მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ასევე სასამართლო სხდომაზე უდავოდ გახდილ წერილობით მტკიცებულებებთან.
2.16. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. იმავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება: მეუღლე. მოცემული შემთხვევისათვის კი დადგენილია, რომ თ-------- ფ--–---ა არის ლ-------- მ----------ას მეუღლე.
2.17. სასამართლო განმარტავს, რომ აღსანიშნავია ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის კონვენცია). კონვენციის ძირითადი მიზნებია დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია, აწარმოოს სამართლებრივი დევნა და აღმოფხვრას ეს მოვლენა. წვლილი შეიტანოს ქალთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრაში, ხელი შეუწყოს ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობას და ძალაუფლებით აღჭურვოს ქალები, დაიცვას და დაეხმაროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ, დაეხმაროს ორგანიზაციებსა და სამართალდამცავ ორგანოებს ერთმანეთთან თანამშრომლობაში, რათა დაინერგოს ინტეგრირებული მიდგომა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. კონვენციის 45-ე მუხლი მოითხოვს, რომ კონვენციით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციები იმგვარი იყოს, რომ ასახავდეს ძალადობის სერიოზულობას. სანქციები უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და გადამაფიქრებელი და შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან მშობლის უფლებების ჩამორთმევას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მსხვერპლის უსაფრთხოება სხვანაირად ვერ იქნება გარანტირებული.
გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ამ გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციია და საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა.
2.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ-------- ფ--–---ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ-------- ფ--–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. თ-------- ფ--–---ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს თ-------- ფ--–---ას სოციალურ სტატუსს, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
5.4. თ-------- ფ--–---ას მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს სსკ 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და შინაპატიმრობას, ასევე თავისუფლების აღკვეთას.
5.5. ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს, სასამართლო ითვალისწინებს თ-------- ფ--–---ას მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და თვლის, რომ ზემოთდასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ თ-------- ფ--–---ას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
2 ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ფ--–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------- ფ--–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
2. თ-------- ფ--–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. თ-------- ფ--–---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 აპრილიდან.
4. 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი