გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
180210016001417313
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/464-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.04.2019 წ. ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ო

წარმომადგენელი - ეკა ხუ–--ე

მოპასუხე - ი/მ კა-- ბა----ანი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის 10146.23 ლარის გადახდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამ--------ოს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს და სს „ენერგია XXI“-ის გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს გადმოეცა სს „ენერგია XXI“-ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის, შპს „დი-----ე“-ს მიმართ 10146.23 ლარის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად.

2018 წლის 15 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე. მისი განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით (აბონენტის ნომერი, ბილინგის ფორმის ქვითარი) დასტურდება, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის დავალიანება ეკისრება ი/მ „კა-- ბა----ანს“ (პ/ნ 46001004671). მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „დი-----ე“ შეიცვალა სათანადო მოპასუხით ი/მ „კა-- ბა----ანით“ (პ/ნ 46001004671). მოსარჩელეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა დაზუსტებული სარჩელის წარმოსადგენად.

2018 წლის 07 თებერვალს საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ომ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ი/მ კა-- ბა----ანის მიმართ. დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამ--------ოს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს და სს „ენერგია XXI“-ის გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს გადმოეცა სს „ენერგია XXI“-ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის, ი/მ „კა-- ბა----ანის“ მიმართ 10146.23 ლარის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად. მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისათვის 10146.23 ლარის დაკისრება.

2019 წლის 20 თებერვალს საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ომ მცხეთის რაიონულ სასამართლოს მომართა ახალი დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეების ი/მ „კა-- ბა----ანის“ და ,,ხუნდაძის შპს ფირმა დი-----ე“-ს მიმართ. 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსა--ლველად მიღებაზე.

1.2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე „კა-- ბა----ანმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო. იგი უარყოფს სს „ენერგია XXI”-ის წინაშე რაიმე დავალიანების არსბობის ფაქტს. მოპასუხისათვის, ასევე, უცნობია რა სა--ს დავალიანებაზეა საუბარი მაშინ, როდესაც სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“-ს მიმართ ყველანაირი გადასახადი გადახდილი აქვს და არ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები. ამასთან, მან სასამართლოს ყურაღდება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ფაქტობრივი გარემოებები

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1.1. სსიპ „საწარმოთა მართვის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რიონჰესის“, სს „გუმათჰესების კასკადის“, სს „ლაჯანურჰესის“, სს „ძევრულჰესის“, სს „შაორჰესის“, შპს „აწჰესის“, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“, შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ ერთმანეთთან შერყმა და შეიქმნა სს „ენერგია XXI“, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. ამ რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- სსიპ „საწარმოთა მართვის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრაძნება

2.1.2. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამ--------ოს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს და სს „ენერგია XXI“-ის გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონ-----ისა და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს გადმოეცა სს „ენერგია XXI“-ის (ყოფილი სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიუციო ენერგო კომპანია") დებიტორული დავალიანებები, მათ შორის, შპს ი/მ კა-- ბა----ანის მიმართ 280,24 ლარის მოთხოვნის უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება

- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1 დავალიანება წარმოშობილია ყოფილი სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიუციო ენერგო კომპანიის" მიმართ ი/მ კა-- ბა----ანის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო. სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან, მოპასუხემ სასამართლოს მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 477-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland, 32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც გულისხმობს, კონტრაჰენტის არჩევის, გარიგების შინაარსის და ფორმის განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე, პირის უფლებას არ დადოს ხელშეკრულება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. განსა--ლველ დავაში მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულ წინაპიროებებს ადგენს უძრავი და მოძრავი ნივთის ნასყიდობის დროს. პირველ შემთხვევაში გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა სავალდებულოა, მაშინ როცა, მოძრავი ნივთის შემთხვევაში თავად მხარეებს აქვთ უფლება განსაზღვრონ გარიგების ფორმა.

 

განსა--ლველ საქმეში სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“-ს და ი/მ „კა-- ბა----ანი“-ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების/ნასყიდობის შესახებ, რაც ორივე მხარეს აკისრებს შემხვედრ ვალდებულებებს. ერთის მხრივ სადისტრიბუციო კომპანის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტისგან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებას.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსა--ლველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

6.5. განსა--ლველ შემთხვევაში, სასამართლოში, სამოქალაქო წესით განსა--ლველი დავის საგანს წარმოადგენს მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს სსკ-ის 477-ე მუხლიდან, რაც გამყიდველს ავალდებულებს მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო კოდექსში არ არის მოცემული მოძრავი ნივთის ცნება. საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. შესაბამისად, მოქმედებს იურიდიული ფიქცია - ნივთი, რომელიც არ არის უძრავი, ითვლება მოძრავ ნივთად. იმისათვის, რომ საგანი მიჩნეულ იყოს ნივთად, არ არის აუცილებელი, რომ იგი მყარი მატერიისაგან შედგებოდეს. ნივთი შეიძლება იყოს თხევადი ან აეროვანი საგანი, რამდენადაც მისი ფლობა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია. მაგალითად, ელექტროენერგიის, მილებში არსებული ბუნებრივი გაზის ან წყლის გაზომვა შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენების გზით. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და წყალი წარმოადგენს ნივთს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ნივთების ერთმანეთისგან განცალკევება და შემოსაზღვრა.

 

6.7. მოპასუხე სადავოდ ხდის დავალიანების არსებობის ფაქტსაც და ამავდროულად მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებაზე, კერძოდ, ხანდაზმულობაზე.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

 

6.9. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს წესი, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

6.10. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი, "ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე).

 

6.12. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

განსა--ლველ შემთხვევაში მყიდველს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა არა ერთდროულად, არამედ, ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

 

6.13. უდავოა, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, მყიდველს ნასყიდობის თანხა მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. ამიტომაც, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).

 

6.14. განსა--ლველ დავაში აბონენტის ბარათით დასტურდება, რომ დავალიანება დაგროვებულია 2005 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის ივნისის ჩათვლით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა თითოეული თვის დავალიანებისათვის დაიწყო იმ თარიღში, როდესაც მოთხოვნა რეალურად დადგა აბონენტის მიმართ. უდავოა ისიც, რომ მოსარჩელემ მისი მოთხოვნის უფლების რეალიზება დაიწყო მაშინ, როდესაც მან სასამართლოს მიმართა სარჩელით მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. ამასთან, 2016 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ აღძრა სარჩელი სხვა მოპასუხის შპს ,,დინოსეს" მიმართ, ხოლო ამჟამინდელ მოპასუხის ი/მ კა-- ბა----ანის მიმართ კი შედავება მოახდინა 2018 წლის 15 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, როდესაც შეცვალა მოპასუხე. ანუ, შედეავება მოხდა მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სამი და მეტი წლის შემდგომ, (თუნდაც ეს ვადა აითვალოს უკანასკნელი თვის საბონენტო დავალიენებიდან - 2007 წლის ივნისიდან). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსა--ლველ საქმეში არ დადგენილა და შესაბამისად, არც სახეზეა სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა, რაც ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძველი და მოთხოვნის ხანდაზმულობის სხვა დროიდან ათვლის განმაპირობებელი გახდებოდა.

 

6.15. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად წარმოშობილი ყოველთვიური დავალიანების მოთხოვნისათვის ხანდაზმულობის ვადა აითვლება ცალ-ცალკე, რაც ერთმნიშვნელოვნად მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსა--ლველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2-ე მუხლის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსა--ლველ დავაში მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არც მოპასუხეს დაეკისრება სასამართლო ხარჯების გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. საქართველოს ეკონ-----ის და მდ------ი გან-------ების სამ--------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი