გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210018002559123
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/220----8

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ა-----–ი, 20-- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი

მოსარჩელე – ეთ----------ე.

წარმომადგენელი - პა-----------ე.

მოპასუხე - მა--------------ე.

წარმომადგენელი - ფი--------------ე.

დავის საგანი - უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. მა--------------ეს აეკრძალოს ეთ----------ის მიმართ ქ. თბილისში, ამ----–---------ა №---ში (საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4) არსებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე სადარბაზოთი, ამ უკანასკნელიდან საერთო სარგებლობის დერეფანთან დამაკავშირებელი ღიობითა და დერეფნიდან ეზოში ჩასასვლელი კიბით სარგებლობის ხელის შემშლელი ქმედების განხორციელება.

1.2. მა--------------ეს დაევალოს ქ. თბილისში, ამ----–---------ა №---ში ქუჩის მხრიდან არსებულ სადარბაზოში საერთო სარგებლობის დერეფანთან დამაკავშირებელ ღიობში მოწყობილი კარის დემონტაჟი.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ქ. თბილისში, ამ----–---------ა №---ში (საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4) მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, სადაც მისი ინდივიდუალური საკუთრების საგანი არის საცხოვრებელ სახლში მდებარე 65,85 კვ. მეტრი ფართი. აღნიშნულ ფართზე მისი საკუთრების უფლება წარმოიშვა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო მანამდე ფართი წარმოადგენდა ამავე მისამართზე მოპასუხე მა--------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ 8/16 ნაწილში შემავალ საცხოვრისს.

 

მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ორსართულიან შენობა-ნაგებობას და ფაქტობრივად მას მრავალბინიანი სახლის ფუნქცია გააჩნია, რომელშიც ინდივიდუალური საკუთრების გარდა არსებობს საერთო საკუთრებაში შემავალი ფართები, მათ შორის, დამხმარე დანიშნულების ობიექტები, რომლებიც მოიცავს, როგორც მობინადრეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართებთან, ისე საერთო საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებთან დამაკავშირებელ ელემენტებს, კერძოდ, ქუჩის მხრიდან შენობაში შესასვლელ სადარბაზოს, დერეფანს და კიბეს, რომელთა სარგებლობის შედეგად მოსარჩელეს მის საცხოვრისთან მისვლის შესაძლებლობა ექნება. მა--------------ე არ აძლევს მოსარჩელეს საერთო სარგებლობაში არსებული ობიექტით სარგებლობის შესაძლებლობას. მას თვითნებურად აქვს გადაკეტილი ქუჩის მხრიდან შენობაში მოწყობილი სადარბაზოს მეშვეობით საერთო სარგებლობის დერეფანთან და ეზოში ჩასასვლელ კიბესთან დამაკავშირებელი გზა, რის შედეგადაც ეთ----------ე იძულებულია საკუთარ ბინაში მისასვლელად საცხოვრებელი სახლის შემოვლითი გზის სხვა ქუჩაზე მდებარე ჩიხის მეშვეობით ისარგებლოს და ორას მეტრზე მეტი მანძილის გავლით შეაღწიოს საკუთარ ეზოსა და სახლში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მა--------------ემ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის განმარტებით სასამართლოს 19-- წლის 2 ა-----–ის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე სვე---–-------------ის ასული იაკ--------ს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საერთო საკუთრებაში არსებული ფართის აივნის, ინდივიდუალური სარგებლობაში გადაცემა. საქმეზე ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით მხარეთა მიერ, ანუ იაკ--------ს და ხუ--–---–-ს მიერ დაკავებული ბინების სრული იზოლაციის მიზნით მეორე სართულზე მდებარე აივანი (სადაო საგანი) შეიძლება გამოეყოს მოსარჩელე იაკ--------ს, ხოლო იმავე ექსპერტიზის დასკვნით აივნის გამოყოფით მოპასუხე მხარის ხუ--–---–-ს ინტერესები არ ილახება, რადგან ის შეიძლება ჩავიდეს ეზოში ისე, რომ არ გავიდეს ქუჩაში მის სარგებლობაში (იაკ--------) არსებული აივნით. სასამართლო დავა დასრულდა სვ----–--ა იაკ--------ს სასარგებლოდ და მხოლოდ მას გადაეცა ინდივიდუალურ სარგებლობაში აივანი, რომლიდანაც არის გასასვლელი სადარბაზოში, საიდანაც უნდა ისარგებლოს მოსარჩელემ. სვ----–--ა იაკ-------- არის მა--------------ის დედა, რომელმაც თავის შვილს ჩუქებით გადასცა აღნიშნული უძრავი ქონება. შესაბამისად სადაო ფართი მა--------------ეს დაკავებული აქვს კანონიერად. მოსარჩელემ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მოიპოვა მისი მამის მიერ 19-- წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალით ნიკ---–------------მ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თავად შეიზღუდა თავი არ ესარგებლა ქუჩიდან შესასვლელით და შესაბამისად არც აივნით, არამედ მას უნდა ევლო ეზოდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ამ----–---------ა №--, დაზუსტებული ფართობი 850 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გურ-----------–--ლის, ეთ----------ის, მა--------------ის, მარ--------ას და ქეთ--------------–--ის საკუთრების უფლებით, მათ შორის: ეთ----------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 65,85 კვ. მეტრი ფართი; მა--------------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 8/16 ნაწილი გარდა 65,85 კვ. მეტრი ფართისა; გურ-----------–--ლის და ქეთ--------------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 3/16 ნაწილი და მარ--------ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა №1-ში პირველ სართულზე - საერთო ფართი 105,12 კვ. მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

 

3.1.2. დადგენილია, რომ მა--------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ამ----–---------ა №--, (საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4) 8/16 ნაწილი გარდა 65,85 კვ. მეტრი ფართისა, მათ შორის მისაღები 14,25 კვ. მეტრი, მისაღები ოთახი 14,30 კვ. მეტრი, საძინებელი ოთახი 14,25 კვ. მეტრი, ჰოლი - 7,50 კვ. მეტრი, სამზარეულო 9,80 კვ. მეტრი, სანკვანძი 2,35 კვ. მეტრი, სათავსო N1 – 2,25 კვ. მეტრი, სათავსო N2 – 1,15 კვ. მეტრი), რეგისტრირებულია 20-- წლის 24 მ---ს მა--------------ესა და სვ----–--ა იაკ--------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

- 20-- წლის 24 მ---ის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 63-64);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავ--ნთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მისამართზე. ქ. თბილისი, ამ----–---------ა №---ში მდებარე №0-.15.05.0--.0-4 საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული უძრავი ქონება წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს და კორპუსის ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ამ----–---------ის მხრიდან არსებული სადარბაზოდან ამჟამად მა--------------ის მიერ დაკავებული აივნის გავლით. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მა--------------ეს მის მიერ დაკავებული აივანი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ აქვს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1- ო---------ის გადაწყვეტილება (ს.ფ. 99) და 20-- წლის 27 ნ-------ის სხდომის ოქმი მხარეთა განმარტება).

 

ამასთან სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ მოსარჩელეს შეეძლო ესარგებლა მარ--------ას სახელზე რეგისტრირებული ფართით, თუმცა მან აღნიშნული უფლება შეიზღუდა თავად, როდესაც თანხმობა განაცხადა მარ--------ას საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა უძრავი ნივთი, კერძოდ: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სადარბაზო წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ამ----–---------ა №---ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში შესაძლებელი იყო შესვლა სადარბაზოს გავლით, რომელიც გადის ამჟამად მოპასუხის მიერ დაკავებულ აივანზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კორპუსის ეზოში შესასვლელი იყო ამჟამად მარ--------ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართის გავლით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ მა--------------ის მიერ დაკავებული სადაო ფართი წარმოადგენს ამ----–---------ა №---ში (საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4) მდებარე საცხოვრებელ სახლის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობის ფართს, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მთ-–----------------ს 19-- წლის 2 ა-----–ის №2---- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დაკმაყოფილდა სვ----–--ა იაკ--------ს სარჩელი მოპასუხე ზვ--დ ხუ--–---–-ს მიმართ საერთო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ღია აივნით სარგებლობის წესის განსაზღვრის შესახებ. საქმეში მესამე პირებად ჩართული იყვნენ ზილ-----------–--ლი და ლალ---–------–---–ი. დადგინდა, რომ ქ. თბილისში, და-----–---–-ს ქ. №---ში მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ ,,ვ’’ შენობის მეორე სართულზე მოსარჩელე სვ----–--ა იაკ--------ს პირად საკუთრებაში მქონე №14 ოთახის წინ მდებარე ,,ვ’’ ღია აივანი ფართით 6,4X2,45 კვ. მეტრი, სარგებლობისათვის მიეკუთვნა სვ----–--ა იაკ--------ს (ს.ფ. 123-126).

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხე მა--------------ე არის სვ----–--ა იაკ--------ს შვილი (იხ. მ. მა------ის დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, განქორწინების მოწმობა, იხ. ს.ფ. 58-60).

 

ქ. თბილისის მთ-–----------------ს 19-- წლის 2 ა-----–ის №2---- გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების, ანუ სარგებლობის უფლების სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციას ამჟამად მოქმედი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი, ისევე როგორც ადრე მოქმედი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი (2005 წლის) და მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი (1996 წლის) არ ითვალისწინებს. ამასთან გადაწყვეტილებით მოპოვებული უფლება სვ----–--ა იაკ--------ს და შესაბამისად ამჟამად მოპასუხე მა--------------ეს რეალიზებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხოლოდ მა--------------ის ოჯახის მიერ სადაო აივნით სარგებლობის ფაქტი დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა (იხ. სხდომის ოქმი 27.1--1-). შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ ქ. თბილისის მთ-–----------------ს 19-- წლის 2 ა-----–ის №2---- გადაწყვეტილების აღსრულება ვეღარ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აივანი, რომლიდანაც არის გასასვლელი სადარბაზოში და საიდანაც სურს ისარგებლოს მოსარჩელემ, სასამართლო გადაწყვეტილებით სარგებლობისათვის მიკუთვნებული ჰქონდა სვ----–--ა იაკ--------ს და ამავე უფლებით იგი გადავიდა მა--------------ესთან. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეთ----------ე არ იყო მონაწილე პირი ქ. თბილისის მთ-–----------------ს სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში, ვერ გახდება საფუძველი მა--------------ეს ჩამოერთვა უფლება უძრავი ნივთის სარგებლობაზე, რომელიც მას მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. დასახელებული გადაწყვეტილებით სვ----–--ა იაკ--------ს უფლება აივნით სარგებლობაზე მოპოვებული ჰქონდა არა მხოლოდ კონკრეტული მოპასუხის (ზვ--დ ხუ--–---–-ს) მიმართა, არამედ ზოგადად ფართზე და ამ----–---------ა №---ში (საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4) მდებარე უძრავი ნივთზე ახალი თანამესაკუთრის რეგისტრაცია, არ მიანიჭებს ამ უკანასკნელს რაიმე უპირატესობას მოპასუხის მფლობელობაში არსებულ აივანთან მიმართებაში.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მთ-–----------------ს 19-- წლის 2 ა-----–ის №2---- გადაწყვეტილება მოძიებული ვერ იქნა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ როგორც არქივის უფროსის 20-- წლის 30 ი-----ის მომართვით ირკვევა - სამოქალაქო საქმე №2---- მოსარჩელე სვ----–--ა იაკ-------- - მოპასუხე ზვ--დ ხუ--–---–-, რეგისტრირებულია მთაწმინდის 1990 წლის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც ასევე რეგისტრირებულია 19-- წლის სამოქალაქო საქმეთა სარეგისტრაციო ჟურნალში 2--- ნომრით. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით განხილული სამოქალაქო საქმე რეალურად იყო სასამართლოს წარმოებაში. ამასთან თავად ამავე გადაწყვეტილებაზე მითითებული შენიშვნით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 19-- წლის 23 მ---ის №0----- განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინა მრავალბინიან სახლში არის მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.

 

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ამ----–---------ა №--, დაზუსტებული ფართობი 850 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 0-.15.05.0--.0-4, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გურ-----------–--ლის, ეთ----------ის, მა--------------ის, მარ--------ას და ქეთ--------------–--ის საკუთრების უფლებით, მათ შორის: ეთ----------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 65,85 კვ. მეტრი ფართი; მა--------------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 8/16 ნაწილი გარდა 65,85 კვ. მეტრი ფართისა; გურ-----------–--ლის და ქეთ--------------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 3/16 ნაწილი და მარ--------ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა №1-ში პირველ სართულზე - საერთო ფართი 105,12 კვ. მეტრი.

 

ვინაიდან მისამართზე ქ. თბილისი, ამ----–---------ა №---ში მდებარე, №0-.15.05.0--.0-4 საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული უძრავი ქონება წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს, შესაბამისად მესაკუთრეთა შორის ურთიერთობა, რაც უკავშირდება უძრავ ქონებას, წესრიგდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონით.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის საერთო სარგებლობის აივნები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სარგებლობა არ წარმოადგენს ცალკე აღებული სარგებლობის რაიმე ფორმას, იგი მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ქონება შეიძლება, სარგებლობაში ჰქონდეს რამდენიმე პირს და თითოეული მათგანს ჰქონდეს უფლება ისარგებლოს ამ ქონებით. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ამ----–---------ა №---ში მდებარე №0-.15.05.0--.0-4 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება ზემოაღნიშნული კანონით, მა--------------ის მიერ დაკავებული სადაო აივანი ვერ იქნება განხილული საერთო სარგებლობის აივნად, ვინაიდან იგი ზემოდასახელებული კანონის ამოქმედებამდე ქ. თბილისის მთ-–----------------ს 19-- წლის 2 ა-----–ის №2---- გადაწყვეტილებით, სარგებლობის უფლებით მიკუთვნებული ჰქონდა მა--------------ის დედას სვ----–--ა იაკ--------ს და შესაბამისად ასეთივე უფლებით გადავიდა ამხანაგობის ახალი წევრის მა--------------ის სარგებლობაში, რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია იმავე ბინაზე, რომლის მესაკუთრეც იყო სვ----–--ა იაკ--------.

 

სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესს შეიცავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით.

 

აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საერთო ქონებით სარგებლობის უფლება აქვს ამხანაგობის ნებისმიერ წევრს, ამასთან, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სარგებლობა არ უნდა ემსახურებოდეს კერძო ინტერესს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი ვითარების შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს განსაზღვრავს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო აივანი არ არის ამ----–---------ა №---ში მდებარე ამხანაგობის წევრთა საერთო სარგებლობის საგანი, ვინაიდან იგი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა მხოლოდ სვ----–--ა იაკ--------ს და ამაჟამად ეს უფლება გადასულია მა--------------ეზე. შესაბამისად გამოყენებული ვერ იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის ძალითაც ეთ----------ეს, როგორც მესაკუთრეს ექნებოდა შესაძლებლობა ესარგებლა სადაო აივნით, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს არ დაეკისრება მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 414-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ეთ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვ--ნეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე