გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35336-18
საქართველოს სახელით
დამატებითი გადაწყვეტილება
15.03.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ზოია კვარაცხელია
მოსარჩელე: ნა-----–---–------
წარმომადგენელი: კა-----------ე
მოპასუხე: ლა–-------–--–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნა-----–---–------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლა–-------–--–ს (პ--------------) ნა-----–---–------ს (---------------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, მ------ ს----–--–ის (დაბადებული 2--------- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 07 დეკემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე; ლა–-------–--–ს (პ--------------) ნა-----–---–------ს (---------------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ბ-------ე ს----–--–ის (დაბადებული 0--------- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 07 დეკემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე; ლა–-------–--–ს (პ--------------) ნა-----–---–------ს (---------------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ს------ ს----–--–ის (დაბადებული 1--------- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 07 დეკემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე; ლა–-------–--–ს (პ--------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგელოდ დაიკისრა 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
მოსარჩელეს გარდა ალიმენტის მოთხოვნისა, სარჩელში მოთხოვნილი ჰქონდა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, საქმის მასალებში წარმოდგენილია ნა-----–---–------ს საქმეზე საადვოკატო მომსახურების საფასურის -500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისი ინიციატივით მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯთან მიმართებით.
საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს მოპასუხე ლა–-------–--–ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ნა-----–---–------ს მიერ გაწეული სასამართლო ხარჯიდან - 500 (ხუთასი) ლარიდან, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ - 216 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე ლა–-------–--–ს, მოსარჩელე - ნა-----–---–------ს სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლა–-------–--–ს უნდა დაეკისროს ნა-----–---–------ს სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯი 216 (ორას თექვსმეტი) ლარი.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 53-ე, 234-ე, 236-ე, 237-ე, 243-ე-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და ნა-----–---–------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისდაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ლა–-------–--–ს (პ--------------) ნა-----–---–------ს (---------------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 216 (ორას თექვსმეტი) ლარის ანაზღაურება.
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ზოია კვარაცხელია