გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002923625
№3-155/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - და---- ფი--–---–--–---–-
წარმომადგენელი - შ----- ჯი--–--ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილება
წარმომადგენელი - ო---- წუ-–-----ე
მესამე პირი - მა------- კა----------
თარჯიმანი - ზი------ ან---------
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ 2-19 წლის 31 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.2-19 წლის 01 აპრილს, და---- ფირცხალაიშვილმა (წარმომადგენელი - შ----- ჯი--–--ე) სასარჩელო განცხადებით მო----თა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ 2-19 წლის 31 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2-19 წლის 31 მარტს, ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიერ და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად და---- ფი--–---–--–---–- წარმოადგენს მოძალადეს, მა------- კა----------ს მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში.
№0----- შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, და---- ფი--–---–--–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2-19 წლის 31 მარტს, იგი თითქოსდა უთვალთვალებდა მსხვერპლს. კერძოდ, და---- ფირცხალაიშვილმა ავტომანქანით ჩაიარა ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–---- ქუჩა N2--ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც მითითებული დროისათვის იმყოფებოდა მა------- კა----------, შემდეგ კი მოძალადე სატრანსპორტო საშუალებით აედევნა მას, უკან მიჰყვებოდა ტაქსს, რომლითაც გადაადგილდებოდა მსხვერპლი.
მოსარჩელის მტკიცებით, მსხვეპრლის თვალთვალს, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მითითებულია შემაკავებელ ორდერში და რაც გახდა მისი გამოცემის საფუძველი, რეალურად ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, და---- ფი--–---–--–---–-სთვის უცნობი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მა------- კა---------- იმყოფებოდა იმ ტაქსში, რომლის უკან მიდიოდა თავისი ავტომანქანით, ეს შემთხვევითობა იყო და მას საფუძვლად არ უდევს მოსარჩელის ისეთი ქმედება, რაც ფსიქოლოგიური ძალადობის განმაპირობებელია.
№0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში ჩამოყალიბებული აკრძალვების შესახებ, და---- ფი--–---–--–---–-სთვის უცნობი იყო, ორდერი შედგენილია არასრულყოფილად, მასში არ არის მითითებული მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოყენებული რომელიმე კონკრეტული ღონისძიების შესახებ. მოცემულ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. სასამართლოში საქმის მსვლელობის პროცესში, მოსარჩელის მიმართ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა ისე, რომ ,,მოძალადის’’ მხრიდან ოდერის პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
№0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის დღეს, და---- ფი--–---–--–---–- პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა სხვა საფუძვლით, რა დროსაც მას გადასცეს ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი და მან პოლიციის თანამშრომელს მისცა ახსნა-განმარტება საქმის ირგვლივ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ორდერი უკანონოა, არ არსებობდა მისი გამოცემის არანაირი საფუძველი. როგორც ჩანს, პოლიციამ სრულად გაიზიარა მა------- კა----------ს მიერ შეთხზულ ინფორმაცია, რაც თავის მხრივ წარედგინება სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას. ეს ყოველივე კი იმ მიზანს ემსახურება, რომ შეიქმნას ფონი და---- ფი--–---–--–---–-ს მოძალადედ მიჩნევისათვის. ბრალდების მხარე მოქმედებს მიზანმიმართულად, სარგებლობს თავისი მდგო----ეობით და ბოროტად იყენებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას.
და---- ფი--–---–--–---–-ს მტკიცებით, №0----- შემაკავებელი ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ამდენად, შემაკავებელი ორდერი წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილებამ სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე და---- ფირცხალაშივილის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
2-19 წლის 31 მარტს, პოლიციის II განყოფილებაში გამოცხადდა მა------- კა----------, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული და ითხოვდა დახმარებას. აღნიშნული პირის გამოკითხვით გაირკვა, რომ მისი მეგობარი, და---- ფირცხალაიშივილი ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც მითითებულ დღეს ავტომანქანით გადაადგილებისას მა------- კა----------ს თვალთვალში გამოიხატა. ამ უკანასკნელს კი გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, ამასთან, მისივე ინფორმაციით, იცოდა, რომ და---- ფირცხალაშივილი ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, რაც მეტად განამტკიცებდა მსხვერპლის შიშს.
მა------- კა----------ს გამოკითხვის საფუძველზე, პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ 2-19 წლის 31 მარტს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი. და---- ფირცხალაშივილი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა მისი დაბარების შემდგომ და მოძალადეს გადაეცა მის მიმართ შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერი.
და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ საქმის წარმოების პროცესში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულ იქნა სრულყოფილად, კანონის მითითებული ნორმათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მოსარჩელის მტკიცება, შემაკავებელი ორდერის შედგენის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაშია კანონომდებლობის მოთხოვნებთან, რამდენადაც, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ადგენს იმპერატიულ დანაწესს, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის 11-ელი ნაწილის შესაბამისად: პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 12--ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.
2-19 წლის 23 იანვარს, ბათუმის რიიონული პროკურატურის პროკურორის მიერ მიღებულ იქნა N0--------- დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, რომლითაც N1----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, და---- ფი--–---–--–---–-ს მიერ მა------- კა----------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, 2-19 წლის 23 იანვრამდე, და---- ფირცხალაიშივილის მიმართ საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.2. მესამე პირი, მა------- კა---------- სარჩელს არ დაეთანხმა, შემდეგი საფუძვლით:
და---- ფი--–---–--–---–-ს მხრიდან, მა------- კა----------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას სისტემატური, უწყვეტი ხასიათი აქვს, რის საფუძველზეც მოძალადის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
2-19 წლის 31 მარტს, მა------- კა---------- იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–---- ქუჩა N2--ში მდებარე სილამაზის სალონში, რა დროსაც შენიშნა და---- ფი--–---–--–---–-, რომელიც ავტომანქანით შეჩერდა რამდენიმე წუთით და შემდგომ განაგრძო გზა. მა------- კა----------ს გამოძახებული ჰყავდა ტაქსი და ავტომანქანასთან მისულმა კვლავ შენიშნა და---- ფი--–---–--–---–-, რომელმაც მანქანით განმეორებით ჩაიარა სილამაზის სალონთან. მოძალადე უკან მიჰყვებოდა ტაქსით მოძრავ მა------- კა----------ს. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დარწმუნდა, რომ და---- ფი--–---–--–---–- მას სდევნიდა, გადაწყვიტა პოლიციის განყოფილებაში მისვლა. შეშინებული და აღელვებული მა------- კა---------- სწრაფად შევიდა პოლიციის განყოფილების შენობაში, ვი------ნ შიშობდა, რომ მოძალადე რაიმეს დაუშავებდა და მიაყენებდა ზიანს.
და---- ფი--–---–--–---–- თავისი ქმედებებით არა მარტო მა------- კა----------ს აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას, არამედ ხელს უშლის მის თანამშრომლებსაც მუშაობის პროცესში.
აქედან გამომდინარე, და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ შედგენილი შემაკავებელი ორდერი საფუძვლიანი და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაშია №1-6------ (N0-----------------) სისხლის სამართლის საქმე, და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
2-19 წლის 23 იანვარს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ მიღებულ იქნა N0--------- დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, რომლითაც N1----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, და---- ფი--–---–--–---–-ს მიერ მა------- კა----------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0--------- დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2-19 წლის 31 მარტს, მა------- კა---------- იმყოფებოდა თავის სამუშაოზე, ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–---- ქუჩა N2--ში მდებარე სილამაზის სალონში.
მა------- კა---------- გამოცხადდა პოლიციის II განყოფილებაში და ითხოვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა დახმარება, და---- ფი--–---–--–---–-ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც მსხვერპლის მტკიცებით მის თვალთვალში გამოიხატა.
2-19 წლის 31 მარტს, მა------- კა----------ს გამოკითხვის საფუძველზე, პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2-19 წლის 31 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2-19 წლის 1-ელ აპრილს და---- ფირცხალაიშვილმა (წარმომადგენელი - შ----- ჯი--–--ე) სასარჩელო განცხადებით მო----თა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ 2-19 წლის 31 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- და---- ფი--–---–--–---–-ს სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მისი მხრიდან 2-19 წლის 31 მარტის №0----- შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. და---- ფი--–---–--–---–-ს მტკიცებით, მითითებულ დღეს იგი გადაადგილდებოდა თავის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით და უკან არ გაჰყოლია ტაქსს, რომლითაც მგზავრობდა მა------- კა----------, შესაბამისად, არ უთვალთვალებდა მას.
მხარეები ადასტურებენ და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2-19 წლის 31 მარტს, მა------- კა---------- იმყოფებოდა თავის სამუშაოზე, ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–---- ქუჩა N2--ში მდებარე სილამაზის სალონში და ელოდებოდა გამოძახებულ ტაქსს, სადაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა და---- ფი--–---–--–---–-, რა დროსაც მათ ერთმანეთი დაინახეს. ამის შემდეგ, მა------- კა---------- ტაქსით წავიდა, ხოლო და---- ფი--–---–--–---–- უკან მიყვებოდა მას. სასამართლო არ იზიარებს და---- ფი--–---–--–---–-ს მტკიცებას, რომ მა------- კა----------ს შეეშალა და მის უკან მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალება ჩათვალა შეცდომით, და---- ფი--–---–--–---–-ს ავტომანქანად. სასამართლო მიიჩნევს, იმ წინა ფაქტობრივი მოცემულობების გათვალისწინებით, რომ მა------- კა----------მ მანამდე დაინახა მასთან სამუშაოზე მისული და---- ფი--–---–--–---–-ს ავტომანქანა, ადვილად შეძლებდა მისთვის ყურადღების მიქცევას და ბუნებრივია, დაინახავდა, როდესაც მთელი გზის მანძილზე უკან მისდევდა იგი. მა------- კა----------ს მტკიცება ამ მხრივ, შეესაბამება საქმის გარემოებებს.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს იმ უდავო გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ ორჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დადგინდა ძალადობის ფაქტი მა------- კა----------ს მიმართ. ამასთან, სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ და---- ფი--–---–--–---–- კვლავ განაგრძობს ფსიქოლოგიურ ძალადობას მა------- კა----------ს მიმართ და 2-19 წლის 31 მარტს №0----- შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მსხვერპლის თვალთვალს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მიმართა პოლიციას, ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-19 წლის 31 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს და---- ფი--–---–--–---–-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
6.2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამავე კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1-ელი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაშია №1-6------ (N0-----------------) სისხლის სამართლის საქმე, და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. 2-19 წლის 23 იანვარს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ მიღებულ იქნა N0--------- დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, რომლითაც N1----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, და---- ფირცხალაშივილის მიერ მა------- კა----------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6.3.,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მარტს, პოლიციის II განყოფილებაში შევიდა №1-6------ (N0-----------------) სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის, მა------- კა----------ს შეტყობინება, რომელიც ითხოვდა დახმარებას, და---- ფი--–---–--–---–-ს მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
ამასთან, დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მარტს, სილამაზის სალონში ყოფნისას მა------- კა----------მ შენიშნა, თუ როგორ უთვალთვალებდა მას მოძალადე, ხოლო სალონიდან გამოსვლის შემდეგ, უკან მიჰყვებოდა ტაქსს, რომლითაც მგზავრობდა მა------- კა----------, აღნიშნული მსხვერპლის მიერ აღქმულ იქნა თვალთვალად, რის გამოც დახმარების მიზნით მიმართა პოლიციას.
პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11-ე ნაწილზე დაყრდნობით, გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი.
6.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია, შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლოს მიერ არ ქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისი მხრიდან 2-19 წლის 31 მარტის №0----- შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. მხარეები ადასტურებენ და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2-19 წლის 31 მარტს, მა------- კა---------- იმყოფებოდა თავის სამუშაოზე, ქ. ბათუმში, ჰა------ აბ-–---- ქუჩა N2--ში მდებარე სილამაზის სალონში და ელოდებოდა გამოძახებულ ტაქსს, სადაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა და---- ფი--–---–--–---–-, რა დროსაც მათ ერთმანეთი დაინახეს. ამის შემდეგ, მა------- კა---------- ტაქსით წავიდა, ხოლო და---- ფი--–---–--–---–- უკან მიყვებოდა მას. სასამართლო არ იზიარებს და---- ფი--–---–--–---–-ს მტკიცებას, რომ მა------- კა----------ს შეეშალა და მის უკან მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალება ჩათვალა შეცდომით, და---- ფი--–---–--–---–-ს ავტომანქანად. სასამართლო მიიჩნევს, იმ წინა ფაქტობრივი მოცემულობების გათვალისწინებით, რომ მა------- კა----------მ მანამდე დაინახა მასთან სამუშაოზე მისული და---- ფი--–---–--–---–-ს ავტომანქანა, ადვილად შეძლებდა მისთვის ყურადღების მიქცევას და ბუნებრივია, დაინახავდა, როდესაც მთელი გზის მანძილზე უკან მისდევდა იგი. მა------- კა----------ს მტკიცება ამ მხრივ, შეესაბამება საქმის გარემოებებს.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს იმ უდავო გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიმართ ორჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დადგინდა ძალადობის ფაქტი მა------- კა----------ს მიმართ. ამასთან, სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და---- ფი--–---–--–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
ამდენად, მოძალადის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის ეტაპზე, 2-19 წლის 31 მარტის №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლად მითითებული - ფსიქოლოგიური ძალადობა, სასამართლოს მიერ დადგენილია.
შესაბამისად, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11-ე პუნქტიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია, კანონით დადგენილი დათქმის - სავალდებულოობის პირობის დაცვით.
მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ 2-19 წლის 31 მარტს №00----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს და---- ფი--–---–--–---–-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.და---- ფი--–---–--–---–-ს სარჩელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- წუ-–-----ის მიერ 2-19 წლის 31 მარტს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2.გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე