გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210019002880849
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/4595 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - ი- პ-------

მოპასუხე - ვ------- ლ--------

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვ------- ლ---------ათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-- ლ--------- (------------–--------–-–--------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ორასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 05 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე ი- პ------- და მოპასუხე ვ------- ლ-------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1--- წლიდან 2--- წლამდე. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------------–- თ---- ლ-------- და 2----–-–-------------- დაბადებული ნ-- ლ--------. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------. არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- არის სკოლის მოსწავლე, ხოლო თ---- ლ-------- გახდა სტუდენტი. არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- ემზადება სხვადასხვა საგნებში და ასევე ჩართულია სპორტულ აქტივობაში, შესაბამისად, ყოველთვიურად აუცილებელ ხარჯებთან ერთად (კვება, ჩაცმა), გასათვალისწინებელია ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანის ფიზიკური, გონებრივი განვითარებისათვის და ემსახურება მის სამომავლო კეთილდღეობას. მოპასუხე ვ------- ლ-------- არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ნ-- ლ--------- აღზრდა-განვითარებაში. იგი ვალდებულია სათანადო და სტაბილური მატერიალური დახმარება გაუწიოს არასრულწლოვან შვილს განათლების, კვების, ტანსაცმლისა თუ სხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, ნ-- ლ--------- სასარგებლოდ ყოველთვიურად კონკრეტული თანხის ოდენობით ალიმენტის გადახდის თაობაზე. მოპასუხე მხარე შესაძლებლობის ფარგლებში ისედაც უწევს მატერიალურ დახმარებას როგორც უფროს შვილს, თ---- ლ--------ს, ასევე, არასრულწლოვან ნ-- ლ--------ს და მომავალშიც დაეხმარება მათ. სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს.

(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ი- პ------- და მოპასუხე ვ------- ლ-------- 1--- წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2-----–-–-----------------------–- თ---- ლ-------- დაა 2----–-–------------- დაბადებული ნ-- ლ--------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 19);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 20).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეები, ი- პ------- და ვ------- ლ-------- განქორწინდნენ 2----–-–------------; თ---- ლ-------- და არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- ცხოვრობენ დედასთან, ი- პ-------სთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ი- პ------- ქორწინებაშია სხვა პირთან. მას მეორე ქორწინებაში შეეძინა შვილი; ი- პ------- სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–--------–----------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- სწავლობს ს---------–-------------------------–-–-. ნ-- ლ-------- 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ინგლისური ენის ცენტრ ,,ი---–---–--ის მოსწავლე. ამჟამად, ცენტრში სწავლების ყოველთვიური საფასური შეადგენს 120 ლარს;

ნ-- ლ-------- დადის ასევე ფრენბურთის წრეზე, სადაც ყოველთვიური გადასახადი არის 60 ლარი. იგი დამატებით ემზადება მათემატიკაშიც, რომლის სწავლების საფასური თვეში 80 ლარია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინგლისური ენის ცენტრ ,,-----ის მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ი- პ-------ს მიერ 2013 წლის მაისის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე მის სახელზე შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის.

ი- პ------- ამჟამად დასაქმებულია დამწყები ბუღალტრის პოზიცია სამშენებლო კომპანია ,,--------ში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე ი- პ------- სარგებლობს სადაზღვევო კომპანია ,------------ ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევის პაკეტით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 168 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 23);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2--------- წელს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 32);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.6. ვ------- ლ-------- და ქ------- ჟ----–---–---- ქორწინებაში არიან 2015 წლის 3------------------- მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი ნ-–- ლ--------. მოპასუხე ვ------- ლ-------- მეუღლესთან და არასრულწლოვან ნ-–- ლ--------სთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ-------–---------–----------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 44);

_ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 45);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 48).

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 22 მარტამდე მოპასუხე ვ------- ლ--------- მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 6093.75 ლარს, თებერვლის თვეში - 375 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 3792.5 ლარს, ივნისის თვეში - 4437.5 ლარს, ივლისის თვეში - 6075 ლარს, ნოემბრის თვეში - 14 000 ლარს, დეკემბრის თვეში - 2500 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს, თებერვლის თვეში - 127.55 ლარს და 1250 ლარს;

მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი არის ელექტრო გაყვანილობის სპეციალისტი და მუშაობს დაკვეთით ელ. გაყვანილობის მონტაჟზე. მისი განმარტებით საშუალო შემოსავალი თვეში შეადგენს დაახლოებით 1000 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2--------- წელს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 32-33);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, ვ------- ლ--------- მამამ თ---–--–-, ვ-–----–----–-------------- მდებარე საცხოვრებელი ბინა გაყიდა და მიღებული ნასყიდობის საფასურის ნახევარი გადასცა ვ------- ლ--------ს. ამ თანხით მოპასუხემ განახორციელა პირველადი შენატანი საცხოვრებელი ბინის შესაძენად, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. სამშენებლო კომპანიასთან არსებული შიდა განვადებით, ნასყიდობის საფასური იფარება ეტაპობრივად და ყოველთვიურად გადასახადელი თანხა შეადგენს დაახლოებით 700 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, მას მატერიალურად ეხმარებიან როგორც თავისი, ასევე მეუღლის მშობლებიც;

საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც ვ------- ლ--------- მიმართ საბანკო დავალიანების არსებობას დაადასტურებდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხე ვ------- ლ--------ს მეტნაკლებად აქვს სტაბილური ურთიერთობა (უფრო ხშირად კი სატელეფონო) თ---- ლ--------სთან. მოპასუხე თავის შვილს, თ---- ლ--------ს ხშირად ეხმარება მატერიალურად და ურიცხავს ყოველდღიურად სახარჯ ფულად თანხას, რასაც მოსარჩელე ი- პ------- ნაწილობრივ ეთანხმება. მოპასუხე ვ------- ლ--------ს პირადი ხასიათის ურთიერთობა არასრულწლოვან ნ-- ლ--------სთან აქვს საკმაოდ იშვიათად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის, ნ-- ლ---------ათვის ფინანსური დახმარების გაწევის ფაქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ი- პ-------მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------- დაბადებული ნ-- ლ--------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ი- პ------- და ვ------- ლ-------- 1--- წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------------–- თ---- ლ-------- დაა 2----–-–------------- დაბადებული ნ-- ლ--------. თ---- ლ-------- სრულწლოვანია. იგი სტუდენტია. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------. თ---- ლ-------- და არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- ცხოვრობენ დედასთან, ი- პ-------სთან. როგორც მოსარჩელე მხარის განმარტებიდან ირკვევა, ი- პ------- ქორწინებაშია სხვა პირთან. მას მეორე ქორწინებაში შეეძინა შვილი. ი- პ------- სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–--------–---------------------. არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- სწავლობს ს---------–-------------------------–-–-. ნ-- ლ-------- 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ინგლისური ენის ცენტრ ,,ი---–---–--ის მოსწავლე. ამჟამად, ცენტრში სწავლების ყოველთვიური საფასური შეადგენს 120 ლარს;

ნ-- ლ-------- დადის ფრენბურთის წრეზე, სადაც ყოველთვიური გადასახადი არის 60 ლარი. იგი დამატებით ემზადება მათემატიკაშიც, რომლის სწავლების საფასური თვეში 80 ლარია. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, ნ-- ლ--------- აღზრდა-განვითარების მიზნით მატერიალური ხარჯის გაწევის ფაქტზე მიუთითებდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ი- პ-------ს მიერ 2013 წლის მაისის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე მას შემოსავალი არ უფიქსირდება 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამჟამად დასაქმებულია ბუღალტერის პოზიცია სამშენებლო კომპანია ,,--------ში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ი- პ------- სარგებლობს სადაზღვევო კომპანია ,------------ ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევის პაკეტით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 168 ლარს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ ვ------- ლ-------- და ქ------- ჟ----–---–---- ქორწინებაში არიან 2015 წლის 3------------------- მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი ნ-–- ლ--------. მოპასუხე ვ------- ლ-------- მეუღლესთან და არასრულწლოვან ნ-–- ლ--------სთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, ვ------- ლ--------- მამამ თ---–--–-, ვ-–----–----–-------------- მდებარე საცხოვრებელი ბინა გაყიდა და მიღებული ნასყიდობის საფასურის ნახევარი გადასცა ვ------- ლ--------ს. ამ თანხით მოპასუხემ განახორციელა პირველადი შენატანი საცხოვრებელი ბინის შესაძენად, სადაც ამჟამად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. სამშენებლო კომპანიასთან არსებული შიდა განვადებით, ნასყიდობის საფასური იფარება ეტაპობრივად და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 700 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, მას მატერიალურად ეხმარებიან როგორც მეუღლის, ასევე თავისი მშობლები. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც ვ------- ლ--------- მიმართ საბანკო დავალიანების არსებობას დაადასტურებდა. მოპასუხის განმარტებით, მას საკუთრებაში ჰყავს სატრანსპორტო საშუალება, ოპელი, გამოშვების წელი 20--, რომლითაც დღესაც სარგებლობს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ვ------- ლ--------ს აქვს მატერიალური შემოსავალი. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 22 მარტამდე მოპასუხე ვ------- ლ--------- მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 6093.75 ლარს, თებერვლის თვეში - 375 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, მაისის თვეში - 3792.5 ლარს, ივნისის თვეში - 4437.5 ლარს, ივლისის თვეში - 6075 ლარს, ნოემბრის თვეში - 14 000 ლარს, დეკემბრის თვეში - 2500 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს, თებერვლის თვეში - 127.55 ლარს და 1250 ლარს. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი არის ელექტრო გაყვანილობის სპეციალისტი და მუშაობს დაკვეთით ელ. გაყვანილობის სამონტაჟოებში. მისი განმარტებით საშუალო შემოსავალი თვეში შეადგენს დაახლოებით 1000 ლარს. საწინააღმდეგო სახის გარემოებაზე მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს და არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც მოპასუხე მხარის მიერ სხვა დამატებითი შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, მოპასუხე ვ------- ლ--------ს მეტნაკლებად აქვს სტაბილური ურთიერთობა (უფრო ხშირად კი სატელეფონო) თ---- ლ--------სთან. მოპასუხე თავის შვილს, თ---- ლ--------ს ხშირად ეხმარება მატერიალურად და ურიცხავს ყოველდღიურად სახარჯ ფულად თანხას, რასაც მოსარჩელე ი- პ------- ნაწილობრივ ეთანხმება. მოპასუხე ვ------- ლ--------ს პირადი ხასიათის ურთიერთობა არასრულწლოვან ნ-- ლ--------სთან აქვს საკმაოდ იშვიათად. იგი სტაბილურად არ ნახულობს არასრულწლოვანს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ნ-- ლ-------- ცხოვრობს დედასთან - ი- პ-------სთან და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. ბავშვი სწავლობს სკოლაში და მონაწილეობს სხვადასხვა (მათ შორის სპორტულ) აქტივობებში. არასრულწლოვნის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნას ყოველთვიურად ალიმენტის სახით თანხის გადახდის შესახებ და მიუთითებს, რომ იგი თავს არ არიდებს შვილზე ზრუნვის და მისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ვალდებულებას. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი სტაბილური შემოსავლის არსებობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის საკმარისი თანხით. მშობლის შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების წინაპირობებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხე მხარის კმაყოფაზე მეორე არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიც.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი- პ-------ს მოთხოვნა - ვ------- ლ---------ათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე ი- პ------- სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე ვ------- ლ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი- პ-------ს (პირადი N------------ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

დაკისროს ვ------- ლ--------ს (პირადი N------------ არასრულწლოვანი შვილის ნ-- ლ--------- (------------–-------–-–--------------- სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს 2019 წლის 05 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. დაეკისროს ვ------- ლ--------ს (პირადი N------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3 .გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე