გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5983-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - შპს ,,ნ--–ი“
წარმომადგენლები - დ--------------–---–ი; გ--------–----–---–ი
მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–--ე
მოპასუხე - შპს „ს----–-–---------------------------–-----ა“
წარმომადგენელი - ნ-----------------
მესამე პირი - შპს „ს-----ი“
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- სხდომის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე - შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს „ს-----ის“ წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენ--–ი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ მიერ 2018 წლის 13 ივნისს, სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა SPA1-------- ელექტრონული ტენდერი. სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ ვადაში წინადადება სამმა პრეტენდენტმა წარადგინა: შპს „ს-----მა“, შპს „ნ--–მა“ და შპს „N------r“-მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია SPA1-------- ელექტრონული ტენდერის თაობაზე (ს.ფ. 84-85);
- სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 86-91);
- ინფორმაცია SPA1-------- ელექტრონული ტენდერის თაობაზე (ს.ფ. 92).
4.1.2. შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 05 ივლისის №- სხდომის ოქმის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტორნული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „N------r“ დისკვალიფიცირებული იქნა SPA1-------- ტენდერიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შპს „ნ--–ს“ ეთხოვა წინამდებარე ოქმის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 05 ივლისის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 97-100).
4.1.3. შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №- სხდომის ოქმის თანახმად, შპს „ნ--–ი“ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში SPA1-------- გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამავე ოქმით დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, წინამდებარე ოქმის ატვირთვიდან მე-5 (მეხუთე) სამუშაო დღეს შპს „ნ--–თან“ უნდა გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების დღეს შპს „ნ--–ს“ დაევალა ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 6.4. მუხლის მოთხოვნების სრულად დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 103-105).
4.1.4. შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ 2018 წლის 26 ივლისის №---/0------ წერილით შპს „ნ--–ს“ ეცნობა, რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №- სხდომის ოქმით დადგენ--–ი პირობების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის შესაბამისად მოხდებოდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ტენდერიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ 2018 წლის 26 ივლისის №---/0------ წერილი (ს.ფ. 106).
4.1.5. შპს „ნ--–მა“ 2018 წლის 0-------ტოს, 19:27 საათზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შპს „ს----–-–---------------------------–-----ას“ აცნობა, რომ მიმართა შესაბამის საბანკო დაწესებულებას, თუმცა საბანკო პროცედურების გამო ვერ ასწრებდა გარანტიის წარდგენას 2018 წლის 0-------ტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნ--–მა“ ითხოვა საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის და შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების ვადის გაგრძელება 5 სამუშაო დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- შპს „ნ--–ის“ 2018 წლის 0-------ტოს წერილი (ს.ფ. 111-112).
4.1.6. შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „ნ--–ი“ დისკვალიფიცირებული იქნა SPA1-------- ტენდერიდან. ამავე ოქმის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შპს „ს-----ის“ ეთხოვა წინამდებარე ოქმის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარდგენა.
შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ პრეტენდენტს შპს „ნ--–ს“ 2018 წლის 0-------ტოს ჩათვლით არ წარუდგენია ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. კომისიამ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 31-ე მუხლის მეხუთე პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (არსებობის შემთხვევაში) გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით“. კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ნ--–ის“ მიერ 2018 წლის 0-------ტოს 19:27 საათზე ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით წარდგენ--–ი იქნა წერილი ხელშეკრულების გაფორმების ვადის გახანგრძლივების შესახებ, ხოლო კომისიის წევრებს დასრულებული ჰქონდათ სამუშაო საათები, ფიზიკურად ვერ მოხდებოდა სატენდერო კომისიის სხდომის გამართვა და შესაბამისად აღნიშნული წერილი არ განხილულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 107-110).
4.1.7. შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 24 აგვისტოს №- სხდომის ოქმით შპს „ს-----ი“ - სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში SPA1-------- გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2018 წლის 31 აგვისტოს შპს „ს----–-–---------------------------–-----ას“ და შპს „ს-----ის“ შორის, გაფორმდა №----/01 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 24 აგვისტოს №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 117-119);
- 2018 წლის 31 აგვისტოს №----/01 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 70-77).
4.1.8. 2018 წლის 13 აგვისტოს შპს „ნ--–მა“ №D--1---------02 საჩივრით მიმართა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნ--– დავების განხილვის საბჭოს და სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- სხდომის ოქმის გაუქმება მოითხოვა. 2018 წლის 14 აგვისტოს №---- განცხადებით შპს „ნ--–მა“ №D--1---------02 საჩივართან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭოს დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ნ--–ის“ 2018 წლის 13 აგვისტოს №D--1---------02 საჩივარი (ს.ფ. 127-129);
- შპს „ნ--–ის“ 2018 წლის 14 აგვისტოს №---- განცხადება (ს.ფ. 120-122)
4.1.9. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნ--–ი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილებით შპს „ნ--–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილებით დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად საბანკო გარანტია პრეტენდენტს შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარედგინა მატერიალური სახით და ასევე ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში, რათა ხელი მოეწერა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე პრეტენდენტი (წარმომადგენელი) შესაბამისი სამუშაო საათების დასრულებამდე უნდა გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში. საბჭომ მიუთითა, რომ ვადის გაგრძელების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას პრეტენდენტმა უნდა მიმართოს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენ--–ი ვადის გასვლამდე. მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული (საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტალურად) - შეიცავდეს სათანადო ობიექტურ მიზეზებს. ამდენად, პრეტენდენტს ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა უნდა წარედგინა სამუშაო საათების დასრულებამდე, რაც შპს „ნ--–ს“ არ განუხორციელებია, მან მე-5 სამუშაო დღეს, კერძოდ, სამუშაო საათის დასრულების შემდეგ 19:27 საათზე წარადგინა მიმართვა გარანტიის ვადის გაზრდის შესახებ. ამასთან საბჭომ ხაზგასმით მიუთითა, რომ ვინაიდან წერილს არ ერთვოდა დოკუმენტი/ინფორმაცია მასში აღწერილი ფაქტის/არგუმენტის გასამყარებლად და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის ფაქტის ობიექტურობის დასადასტურებლად, შპს „ნ--–ის“ წერილის/მიმართვის გაუზიარებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ვერ ჩაითვლებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნ--–ი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-126).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ნ--–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- საოქმო გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენ--–ი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნ--–ი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენ--–ი წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
სასამართლო ასევე მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“, აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.
ამდენად, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენ--–ია, რომ შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ მიერ 2018 წლის 13 ივნისს, სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა SPA1-------- ელექტრონული ტენდერი. ასევე დადგენილია, რომ შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №- სხდომის ოქმის თანახმად, შპს „ნ--–ი“ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში SPA1-------- გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამავე ოქმით დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, წინამდებარე ოქმის ატვირთვიდან მე-5 (მეხუთე) სამუშაო დღეს შპს „ნ--–თან“ უნდა გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების დღეს შპს „ნ--–ს“ დაევალა ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 6.4. მუხლის მოთხოვნების სრულად დაცვით.
შპს „ნ--–მა“ 2018 წლის 0-------ტოს, 19:27 საათზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შპს „ს----–-–---------------------------–-----ას“ აცნობა, რომ მიმართა შესაბამის საბანკო დაწესებულებას, თუმცა საბანკო პროცედურების გამო ვერ ასწრებდა გარანტიის წარდგენას 2018 წლის 0-------ტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნ--–მა“ ითხოვა საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის და შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების ვადის გაგრძელება 5 სამუშაო დღით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენ--–ი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „ნ--–ი“ დისკვალიფიცირებული იქნა SPA1-------- ტენდერიდან.
შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ პრეტენდენტს შპს „ნ--–ს“ 2018 წლის 0-------ტოს ჩათვლით არ წარუდგენია ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. კომისიამ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 31-ე მუხლის მეხუთე პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (არსებობის შემთხვევაში) გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით“. კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ნ--–ის“ მიერ 2018 წლის 0-------ტოს 19:27 საათზე ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით წარდგენ--–ი იქნა წერილი ხელშეკრულების გაფორმების ვადის გახანგრძლივების შესახებ, ხოლო კომისიის წევრებს დასრულებული ჰქონდათ სამუშაო საათები, ფიზიკურად ვერ მოხდებოდა სატენდერო კომისიის სხდომის გამართვა და შესაბამისად აღნიშნული წერილი არ განხილულა.
სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენ--–ი წესით გაასაჩივროს საბჭოში.
საქმეში არსებული მასალებით დადგენ--–ია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს შპს „ნ--–მა“ №D--1---------02 საჩივრით მიმართა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნ--– დავების განხილვის საბჭოს და სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- სხდომის ოქმის გაუქმება მოითხოვა. 2018 წლის 14 აგვისტოს №---- განცხადებით შპს „ნ--–მა“ №D--1---------02 საჩივართან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭოს დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნ--–ი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილებით შპს „ნ--–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე წერილი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინა დადგენ--–ი 5 სამუშაო დღის ვადაში, 2018 წლის 0-------ტოს, 19:27 საათზე. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო ემსჯელა მითითებულ წერილზე და გაეგრძელებინა საბანკო გარანტიის წარდგენის ვადა.
7.3. სასამართლო მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“, რომლის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში მოთხოვნ--–ია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა - სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენ--–ია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №- საოქმო გადაწყვეტილებით შპს „ნ--–ს“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რომელიც 2018 წლის 2 აგვისტოს იწურებოდა, ხოლო წერილი მითითებული ვადის გაგრძელების მოთხოვნით შემსყიდველ ორგანიზაციას ელექტრონული სისტემის მეშვეობით 2018 წლის 2 აგვისტოს 19:27 საათზე წარედგინა.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (არსებობის შემთხვევაში) გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენ--–ი იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარუდგინოს მატერიალური სახით, რაც ცალსახად მიუთითებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის დაუშვებლობაზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც შპს „ნ--–ს“ 5 სამუშაო დღე საბანკო გარანტიის მატერიალურად წარდგენისთვის განესაზღვრა, ხოლო პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მატერიალურად წარდგენის შესაძლებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის არასამუშაო საათებში არ გააჩნდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №- საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა (5 სამუშაო დღე) 2018 წლის 2 აგვისტოს, 18 საათზე, შემსყიდველი ორგანიზაციის სამუშაო საათების დასრულებისას ამოიწურა.
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარსადგენად ან/და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის/რომელთა გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენ--– ვადაში.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ნ--–ს“ დადგენ--– ვადაში (5 სამუშაო დღე) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ წარუდგენია, ხოლო აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე პრეტენდენტის წერილი შემსყიდველ ორგანიზაციას 2018 წლის 2 აგვისტოს, 19:27 საათზე, დადგენ--–ი ვადის (5 სამუშაო დღე) გასვლის შემდეგ წარედგინა, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სატენდერო კომისიის მიერ შპს „ნ--–ის“ მოთხოვნის განხილვის საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „ნ--–ს“ 2018 წლის 2 აგვისტოს წერილით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დადგენ--– ვადაში წარუდგენლობის ფაქტის ობიექტურობის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების დღეს წარდგენის ვალდებულებას სატენდერო დოკუმენტაციაც ითვალისწინებდა (სატენდერო დოკუმენტაციის 6.4 მუხლი (ს.ფ. 86-91)).
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მე-6 მუხლის თანახმად, პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენ--– ვადაში ან რომლის მიერ წარდგენ--–ი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამავე წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას თუ იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან, შპს „ნ--–ს“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დადგენ--– ვადაში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ წარუდგენია, ხოლო აღნიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნა ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარდგენ--–ი, მოსარჩელის დისკვალიფიკაცია „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონშესაბამისია და არ არსებობს შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- საოქმო გადაწყვეტილების და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენ--–ი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული შპს „ს----–-–---------------------------–-----ის“ სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №- საოქმო გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2---------ოს გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენ--–ი წესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენ--–ი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, შპს „ნ--–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ნ--–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია