გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.03.2019
საქმის ნომერი
330310018002563399
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/4716-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - გ-------------------–ი

წარმომადგენლები - ვ----–---------–-–---–ი, შ----------------–-–---–ი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

მესამე პირი - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

მესამე პირი - თ-----------–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №8----------- განცხადებით მოთხოვნილი, სარეგისტრაციო კოდით 0-.1-.0-.0--.0-- რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა და აწ. გარდაცვლილი შ--–-------------ლის წილის რეგისტრაცია გ-------------------–ის სახელზე, როგორც შ--–-------------ლის მემკვიდრეზე, მისამართზე: ქ. თბილისი, კ---–---ის ქ. №91 (ყოფილი ნ-----–----ის 1).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. მესამე პირი - თ-----------–---–ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ქ. თბილისში, კ---–---ის ქ. №91-ში (ნ-----–----ის I ქუჩა №91) მდებარე სახლთმფლობელობის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალით (სააღრიცხვო ბარათი საინვენტარიზაციო ნომრით №0-----, აღრ. 1959 წელს) ირკვევა, რომ აღნიშნული სახლთმფლობელობა აღრიცხულია მ-----–------–---–ის და ა-----–-----------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალა (188-213).

 

4.1.2. 20-8 წლის 23 მარტს გ-------------------–მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ნ-----–----ის დასახლება, კ---–---ის ქუჩა, №91 (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--), მემკვიდრეობის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; 3) ცნობა-დახასიათება; 4) საინვენტარიზაციო გეგმა; 5) 1----–-–----- დეკემბრის გადაწყვეტილება; 6) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ-------------------–ის 20-8 წლის 23 მარტის №8----------- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 129-141).

 

4.1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 29 მარტის №TT 2--------- ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავ ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ნ-----–----ის დას. კ----–---ის ქ. №91-ში, წარმოადგენს მ-----–------–---–ისა და ა-----–-----------ის თანასაკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 29 მარტის №TT 2--------- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 163-164).

 

4.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 აპრილის №8------------06 „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მისამართზე მესაკუთრეებად ფიქსირდებოდნენ ა-----–-----------ი და მ-----–------–---–ი. შესაბამისად, ვინაიდან განმცხადებელი მოითხოვდა ა-----–-----------ის კუთვნილის წილის რეგისტრაციას, წარსადგენი იყო სათანადო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 აპრილის №8------------06 „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ გადაწყვეტილება (ს.ფ. 147-148).

 

4.1.5. 20-8 წლის 02 მაისს, გ-------------------–მა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით წარუდგინა განცხადება, სამკვიდრო მოწმობა და ხელშეკრულება ბუნებრივი გაზით მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფი სახლების გაზმომარაგებაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მისამართზე მოითხოვდა აწ გარდაცვლილი მამის - შ--–-------------ლის, როგორც მართლზომიერი მფლობელის წილის რეგისტრაციას, რაც დასტურდებოდა წარდგენილი 1----–-–----- დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით და საინფორმაციო ბარათებით, ხოლო ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში დაშვებული იყო შეცდომა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ-------------------–ის 20-8 წლის 02 მაისის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 151-159).

 

4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 მაისის №8------------0- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს - გ-------------------–ს ეცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 07 მაისის №8------------0- გადაწყვეტილება (ს.ფ. 160).

 

4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 08 მაისის №8------------10 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვის შედეგად, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 08 მაისის №8------------10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 161);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 162).

 

4.1.8. 20-8 წლის 07 ივნისს გ-------------------–მა №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ-------------------–ის 20-8 წლის 07 ივნისის №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 93- 119).

 

4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს უარი ეთქვა 20-8 წლის 7 ივნისის №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ არ დასტურდება ქ. თბილისში, ნ-----–----ის დასახლებაში, კ---–---ის ქ. №91-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--) შ--–-------------ლის საკუთრების უფლება, ვინაიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის თანახმად, (№TT 2--------- ( 29.03.20-8)) ქ. თბილისში, ნ-----–----ის დასახლებაში, კ---–---ის ქ. №91-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს მ-----–------–---–ისა და ა-----–-----------ის თანასაკუთრებას. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მოთხოვნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თაობაზე კანონიერია და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ნორმებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-127).

 

4.1.10. 200- წლის 14 დეკემბრის გარდაცვალების აქტის ჩანაწერით ირკვევა, რომ ა-----–-----------ი გარდაიცვალა 1998 წლის 20 ოქტომბერს. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-9 წლის 11 თებერვლის №1------ წერილის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1998 წლის 5 მარტს გარდაცვლილი ა-----–-----------ის დანაშთი ქონების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 200- წლის 14 დეკემბრის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 288-289);

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-9 წლის 11 თებერვლის №1------ წერილი (ს.ფ. 348).

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-------------------–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- და 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2 სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-8 წლის 23 მარტს გ-------------------–მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ნ-----–----ის დასახლება, კ---–---ის ქუჩა, №91 (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--), მემკვიდრეობის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; 3) ცნობა-დახასიათება; 4) საინვენტარიზაციო გეგმა; 5) 1----–-–----- დეკემბრის გადაწყვეტილება; 6) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 აპრილის №8------------06 „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მისამართზე მესაკუთრეებად ფიქსირდებოდნენ ა-----–-----------ი და მ-----–------–---–ი. შესაბამისად, ვინაიდან განმცხადებელი მოითხოვდა ა-----–-----------ის კუთვნილის წილის რეგისტრაციას, წარსადგენი იყო სათანადო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.

 

20-8 წლის 02 მაისს, გ-------------------–მა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით წარუდგინა განცხადება, სამკვიდრო მოწმობა და ხელშეკრულება ბუნებრივი გაზით მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფი სახლების გაზმომარაგებაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მისამართზე მოითხოვდა აწ გარდაცვლილი მამის - შ--–-------------ლის, როგორც მართლზომიერი მფლობელის წილის რეგისტრაციას, რაც დასტურდებოდა წარდგენილი 1----–-–----- დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით და საინფორმაციო ბარათებით, ხოლო ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში დაშვებული იყო შეცდომა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

დადგენილია ასევე, რომ 20-8 წლის 07 ივნისს გ-------------------–მა №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს უარი ეთქვა 20-8 წლის 7 ივნისის №3-----/1- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება უძრავ ნივთზე (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--) აწ გარდაცვლილი შ--–-------------ლის მართლზომიერი მფლობელობა, ხოლო ტექბიუროს ცნობა-დახასიათებაში დაშვებულია შეცდომა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საკითხი - წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველს. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და სახეზე იყო თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით სხვა დოკუმენტაციის დამატებით წარდგენის აუცილებლობა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-0 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციას“, რომლის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე/თანამესაკუთრეები, ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა) გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალაზე (სააღრიცხვო ბარათი საინვენტარიზაციო ნომრით №0-----, აღრ. 1959 წელს), რომლითაც ცალსახად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, კ----–---ის ქ. №91-ში (ნ-----–----ის I ქუჩა №91) მდებარე სახლთმფლობელობა აღრიცხულია მ-----–------–---–ის და ა-----–-----------ის სახელზე და აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში შ--–-------------ლის უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არის დაცული.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში შ--–-------------ლი არ არის მითითებული და სააღრიცხვო ბარათში ასევე არ ინახება შ--–-------------ლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 29 მარტის №TT 2--------- ცნობა-დახასიათება გაცემულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი მოთხოვნების დაცვით და შესაბამისობაშია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალის მონაცემებთან. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მხოლოდ გაცემის ვალდებულებას ითვალისწინებს, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალა (სააღრიცხვო ბარათი საინვენტარიზაციო ნომრით №0-----, აღრ. 1959 წელს) ძალაშია და არ გაუქმებულა, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ განმცხადებელ გ-------------------–ის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი არ იყო შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ დოკუმენტაციასთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე სამართლებრივი ნორმის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 1----–-–----- დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსზე და მიიჩნევს, რომ გ-------------------–ს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელეს მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით უნდა წარედგინა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გ-------------------–ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით არ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე და ამასთან, მოსარჩელე მხარემ სასამართლოშიც ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 1-8.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 20--ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება, ასევე კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილება, რომლითაც გ-------------------–ს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 10 მაისის №8-------------- და 20-8 წლის 29 ივნისის №2----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ-------------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია