განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 01010-1180--689065
საქმეN1-956/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29.03.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ზუ---------–--–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზუ---- ვა---------ია
მამის სახელი: ჯუ-----ი
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმ----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი ჭი---------------
ბრალდებულის ადვოკატები - რა--------ძე, ტუ--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1712409180-3
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზუ---- ვა---------იას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების არსი:
2018 წლის 24 სექტემბერს, დღის საათებში, ზუ---- ვა---------იამ, ქ. ბათუმში, დ. თა-----------–ის ქ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ თავის მეუღლეს ნი-----------ძეს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, ფეხი დაარტყა მარცხენა მუხლის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ზუ---- ვა---------ია უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ზუ---- ვა---------ია მ ჩაიდინა ძალადობა , კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს ნი-----------ძემ შეატყობინა პოლიციის მეოთხე განყოფილებას , მისი განცხადებით ზუ---- ვა---------იამ მის დედაზე და-–--–-------–--–-ვაზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ბათუმში, თა-----------–ის ქუჩაზე მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა; ( იხ ს.ფ. 103) ;
2.2. საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნი-----------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს შუადღე იქნებოდა, დაუკავშირდა მისი დედა და-–--–-------–--–-ვა და აცნობა, რომ ზუ---- ვა---------ია დახვდა სკოლასთან ერთი ბავშვი ყავდა სკოლაში დატოვებული, მეორე ახლდა, რომელიც ზუ----ის არ მიეკარა და ამის გამო სიდედრს მიაყენა შეურაცხყოფა, მთელს ქუჩას ესმოდა მისი ხმა; დედამ სახლიდან დაურეკა და ამის შესახებ უამბო და კითხა რჩევა, რა უნდა მოემოქმედა; მან უთხრა, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია და რეაგირებას მოახდენდნენ; თავად სამსახურში იყო, შემდეგ წავიდა განყოფილებაში, რომელიც ტერიტორიულად ეკუთვნოდა იმ ადგილს, სადაც ინციდენტი მოხდა; პუ–----ს კვეთასთან შეხვდა ზუ---- ვა---------იას; გაყვა უკან, ის მიდიოდა ჭა------ის ქუჩის მიმართულებით და ეუბნებოდა თუ შვილები უნდოდა სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, ამაზე გაბრაზებული ზუ----ი შემობრუნდა და ფეხი მიარტყა მუხლზე, იგრძნო ძლიერი ტკივილი, მივიდა განყოფილებაში და განაცხადა, მეორე დღეს მოახდინეს მისი სხეულის დათვალიერება გადაუღეს სურათები;
უკან მიყვებოდა იმიტომ რომ აგინებდა, ემუქრებოდა და აღნიშნულზე პასუხს თხოვდა; ნასვამიც იყო ალბათ, ფეხი გაკრა, რამდენიმე დღის შემდეგაც ჰქონდა ჩალურჯება; უშუალოდ ინციდენტი მოხდა სახლის საპირისპირო მხარეს მრავალსართულიანი სახლის დასაწყისში; ფეხი ჰქონდა ჩასისხლიანებული, ძლივს მივიდა სკოლამდე;
პირველად იმ დღეს შეხვდა სახლიდან გამოსული მეოთხე სკოლაში პუ–----ს ქუჩასთან მისვლამდე, გადაკვეთა თა-----------–ის ქუჩა პუ–----ს მიმართულებით, ახლოს იყო პუ–----ს ქუჩასთან; მის ძმა შა-–----------ძე და ახლობელი ალ----------------–--–-ვა იმ ინციდენტის დღეს ნახა მოგვიანებით, მის ძმას სამსახურის მანქანა ყავს, თეთრი ფ----ს ფურგონის; მასთან ხშირად მოდის ბავშვებს ნახულობს; საქმეში არსებულ ფოტოსურათზე ჩანს რომ მსგავსი მანქანაა;
ზუ----თან შეხვედრისას ისაუბრეს 1-2 წუთი დაახლოებით და გააგრძელა გზა ჭა------ის მიმართულებით; ის ამ დროს გადმოსული იყო პუ–----ს მხარეს; ამ დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენებული არ ჰქონდა; გაყვა უკან იმიტომ, რომ ისეთი სიტყვები იკადრა, - გაბრაზდა, ზუ----ი თან ბრუნდებოდა გზადაგზა აგინებდა და აგრძელებდა გზას; მისდევდა უკან იმ მიზნით, რომ უნდოდა ეკითხა, თუ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა მის დედას თან ბავშვის თანხლებით; იქ პირველად შეხვედრისას ისე იგინებოდა, ეს ვერ მოახერხა; მისდევდა იმიტომ, რომ პასუხი უნდა მიეღო მის საქციელზე; ამ დარტყმამდე ის მიდიოდა ჭა------ის მიმართულებით ბინასთან ახლოს კუთხეში, ბინის მოპირდაპირე მხარეს გადასული არ იყო; ამის შემდეგ მობრუნდა უკან, გააგრძელა გზა სკოლისკენ; ამის შემდეგ ის ამავე ქუჩაზე ისვე მოხვდა, ამ ინციდენტის შემდეგ გამოიყვანა ბავშვის სკოლიდან დატოვა ჩანთა, სახლიდან მეოთხე სკოლამდე და დაბრუნდა; მანძილის გათვლას ვერ ახდენს; ერთი საათი არ დაჭირდებოდა, ნახევარ საათზე მეტი დაჭირდა თუ არა, ვერ ამბობს; საქმის მასალებში სურათზე გამოსახული ტერიტორია არის სასტუმრო „ფ----ა“, თა-----------–ის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ასასვლელი არის ჭა------იდან ; მისი მოძრაობა რაც აღწერილი ჩანაწერით ამ ქუჩაზე ჭა------ის ქუჩისკენაა მიმართული; ეს ის დროა, სანამ სკოლაში მივიდოდა; ამ დროს ინციდენტი არ არის მომხდარი, შეხვდა და მიყვება უკან; ფოტოსურათზე გამოსახულ დროს მიუთითებს, რომ ზუსტადაა; დროში სხვაობაა 4 წუთი; პიროვნება რომელიც სურათზე ჩანს ვერ აზუსტებს, რომ შალვაა ვერ ხედავს, რა ეცვა იმ დღეს შალვას, არ იცის, მისი ძმა იმ დღეს მოგვიანებით ნახა; ეცვა მაისური ;
ადასტურებს, რომ პუ–----ს ქუჩის კვეთაში, თა-----------–ის ქუჩაზე არის მაღაზიები;
მის დედას და-–--–-------–--–-ვას არ აქვს მობილური ტელეფონი, მან დაურეკა სახლის ტელეფონით; ადასტურებს, რომ ბავშვის ნახვას მეუღლეს არ უშლიდა თავად ბავშვები იკავებდნენ თავს მასთან შეხვედრისას, არ ეკარებოდნენ; ასევე ადასტურებს დავის არსებობას სამოქალაქო წესით; (იხ სხდომის ოქმი 28.01.2019წ, 11:08:38სთ-11:49:41სთ);
2.3. მოწმის სახით დაკითხვისას და-–--–-------–--–-ვამ განაცხადა, რომ ერთი ბავშვი დატოვა სკოლაში; გადმოკვეთა ქუჩა, ახლდა თან მეორე, პატარა ბავშვი, დაინახა ყოფილი სიძე ზუ----ი ვა---------ია; მიახლოებისას ბავშვმა დაიწყო ტირილი, შემობრუნდა და დაიწყო გინება, თავად ცდილობდა გაეჩუმებინა; გადავიდა 3-—40 მეტრის მოშორებით და კიდე ესმოდა ხმა; თან შეურაცხყოფა მიაყენა და თან ხელები მოუჭირა მაგრად , ისე, რომ ძალიან ეტკინა, თუმცა ამის თაობაზე განყოფილებაში, როცა გამოკითხეს, არ უთქვამს; ზუ----ი ისე იყო აღელვებული, რომ რას ჩადიოდა, თავადაც არ იცოდა; დარეკა 112-ში მალევე მოვიდნენ, გამოიძახეს სასწრაფო და ამის შემდეგ რა ხდება არ იცის; განყოფილებაში წავიდა მოუყვა რაც მოხდა; ხელებიც აჩვენა იქ დალურჯებული ჰქონდა, მიუხედავად პოლიციის თანამშრომლის მიმართვისა, არ დააფიქსირა და არ წასულა ექსპერტიზაზე შესამოწმებლად; ზუ----ის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის; შემდეგ გაიგო, რომ იმ დღეს მისი შვილისთვის ასევე მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს მისი შვილის გადმოცემით იცის; (იხ სხდომის ოქმი 28.01.2019წ, 11:54:11სთ-12:21:35სთ);
2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ალ----------------–--–-ვამ განაცხადა, რომ ის მუშაობდა მამიდაშვილთან შა-–----------ძესთან ერთად და იმ დღეს 2018 წლის 24 სექტემბერს გაიგო რომ მამიდასთან, და-–--–-------–--–-ვასთან ყოფილ სიძეს მოსვლია შელაპარაკება, საღამოს გააგებინა მამიდამ ამის თაობაზე; ზუ---- ვა---------იასა და ნი-----------ძეს შორის კონფლიქტია, ისინი განქორწინებულები არიან; ადრე შა-–----------ძესთან ერთად მუშაობდა; იმ დღეს საერთოდ არ შეხვედრია ზუ---- ვა---------იას; მამიდამ უთხრა დაახლოებით საღამოს ექვსი - შვიდი საათი იქნებოდა, მამიდაშვილთან იყო მანქანაში, შა-–----------ძემაც გაიგო; შალვა გაბრაზდა; დედამისს ამის შემდეგ უკვე პოლიციაში გაცხადებული ჰქონდა და განყოფილებაში იმყოფებოდა; მამიდამ, როცა მას დაურეკა, მასთან სახლში იყვნენ ყავას სვამდნენ; მამიდამ როგორც იცის მობილურით დაურეკა; თითქმის ყველა დღე დადიოდნენ იმ ქუჩაზე; სამსახურებრივი ავტომანქანა თეთრი ფ----საა; გამოკითხვის ოქმით მითითებული აქვს ჩვენება, რაც სწორია; 24 სექტემბერს მათ არ უნახავთ ზუ---- ვა---------ია; (იხ სხდომის ოქმი 28.01.2019წ, 12:3-:38სთ-12:51:29სთ);
2.5. შა-–----------ძემ განაცხადა, რომ არის დაზარალებულის, ნი-----------ძის ძმა, იმ დღეს 2018 წლის 24 სექტემბერს მუშაობდა; გაიგო ინციდენტის თაობაზე, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ მაშინვე მოეხდინა რეაგირება; მხოლოდ მოგვიანებით მივიდა სახლში; კონფლიქტის შესახებ გადმოცემით შეიტყო, რომ ჯერ მის დედას შეხვდა და მიაყენა შეურაცხყოფა ზუ----მა, ხოლო შემდეგ მის დასთან მომხდარა შეკამათება, მის დას დაზიანება მუხლთან ჰქონდა; იმ დღეს თავისი ავტომანქანით იმყოფებოდა თუ არა არ ახსოვს, ისე ზოგადად ხშირად უწევს ამ ქუჩაზე ყოფნა, თითქმის ყოველდღე, ძირითადად აჩერებს ავტომანქანას იქ, სადაც მისი და ცხოვრობს და გადადის ფეხით; არ ახსოვს ზუსტად იმ დღეს სად გააჩერა და როდის; იმ დღეს შეიძლება იყო იმ ქუჩაზე, ზუსტად ის დღე არ ახსოვს; საქმის მასალებში არსებულ ფოტოსურათებზე გამოსახული ავტომანქანა შეიძლება იყოს და შეიძლება არც იყოს მისი ავტომანქანა; პუ–----ს ქუჩაზეც მაღაზიაში თითქმის ყოველდღიურად უწევდა მისვლა; ზუ---- ვა---------იასთან დაკავშირებას უარყოფს, მას ზარი ზუ----ის ტელეფონზე არ განუხორციელებია, ასევე უარყოფს მასთან შეხვედრას; შუადღე გადასული იქნებოდა, იყო ალ----------------–--–-ვასთან ერთად; არც უცდია დაკავშირება, იმ დროს დაკავებული იყო და ცოტა გვიან მივიდა სახლშიც; არანაირად არ ადასტურებს ასევე ცემის და ფიზიკური შეუარცხყოფის მიყენების ფაქტს; მან მისი და ნი-----------ძე სახლში ნახა გვიან; არ დაკავშირებია არანაირად; მანამდე იცის რომ ზუ----ის მიმართ შემაკავებელი ორდერი არსებობდა;(იხ ოქმი 22.0-.2019წ 11:20:47სთ-11:29:16სთ);
2.6. მოწმის სახით დაკითხვისას კო----------–--ლმა განაცხადა, რომ ზუ---- ვა---------იას მეუღლის ძმა შა-–----------ძე დაუკავშირდა და თხოვა მიეცა ზუ----ის ტელეფონის ნომერი და ამის შემდეგ მასთან კავშირი არ ჰქონია; შა-–----------ძის მეუღლეს და ზუ----ს მისი მეუღლე იცნობდა და მას ჰქონდა მათი ტელეფონის ნომრებიც; თუ არ ცდება გასული წლის 24 სექტემბერი იყო; მისმა მეუღლემ უთხრა რომ ზუ----ის ნომერს კითხულობდნენ, არ დაინტერესებულა რატომ ესაჭიროებოდა ეს ნომერი; ზუ----მა კი დაუდასტურა რომ მისი ნომერი იყო შესული და იცის რომ შეხვდნენ, კონფლიქტი მოუვიდა; ზუ----ისგან გაიგო რომ სცემა ნი-----------ძის ძმამ და მამიდაშვილმა, ზუ----მა უთხრა რომ ცემეს; (იხ ოქმი 26.0-.2019წ 13:33:50სთ-13:43:11სთ );
2.7. ინ-----------ძემ განაცხადა, რომ ბათუმში თა-----------–ის ქ. #--ში შენობის პირველ სართულზე აქვს მაღაზია, მაღაზიას შემოსასვლელი აქვს, როგორც პუ–----ს ქუჩის, ისე თა-----------–ის ქუჩის მხრიდან; დაახლოებით 3- მეტრში დაინახა, სამი მამაკაცი და ერთი ქალი კამათობდნენ; არცერთს არ იცნობდა, ერთი მამაკაცი დაბლა იყო წაქცეული და ორი ზემოდან ცემდა; იყო გაწევა, შემდეგ მანქანიდან ბიჭები გადმოვიდნენ გააშველეს, ჩასვეს და წაიყვანეს; ახსოვს რომ იქ მყოფ ქალს წითელი თმა ჰქონდა, რა ეცვა არ ახსოვს, თავდაპირველად მაღაზიასთან ჩამოიარეს საუბრით, მაგრამ, რომ გაიარეს ქუჩა, იქ მოხდა შეკამათება და ცემა; მისი მაღაზია ზუსტად მდებარეობს თა-----------–ის ქუჩაზე პუ–----ს და შაუმიანის ქუჩების კვეთასთან, ჭა------ის ქუჩიდან მომავალისთვის მარცხენა მხარეს; მათი მხრიდან პუ–----ს ქუჩა გადაკვეთილი იყო და უკვე მარჯვენა მხარეს იყო ჩხუბი და თავად მარცხენა მხარეს იყო, მწვანე ფ----ს ერთ სართულიან სახლთან; ისინი ერთმანეთს ცემდნენ ერთი ქალი და სამი ბიჭი ჩანდა; (იხ ოქმი 04.03.2019წ, 11:50:36სთ-11:65:0-სთ);
2.8. ბრალდებულმა ზუ---- ვა---------იამ განახადა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს სურდა ბავშვისთვის სკოლაში მიეკითხა, აინტერესებდა რომელ სკოლაში მიიყვანდნენ; ჯერ პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ელოდებოდა; შემდეგ გაიგო, რომ ეს უბანი ეკუთვნოდა მეოთხე საჯარო სკოლას, შესაძლებელი იყო, რომ იქ შეიყვანდა ბავშვს; იდგა სკოლასთან; ბავშვები შესულები იყვნენ; არც დაუნახავს ყოფილი სიდედრი, რომა გაიარა, თავად მიუბრუნდა და დაუწყო საუბარი, თან ახლდა უმცროსი ბავშვი; შეეცადა ბავშვთან მისვლას, მაგრამ ბავშვმა არ მოისურვა; ქალბატონმა და-–--–-------–--–-ვამ განაცხადა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ასეთი რამ არ ყოფილა, ბავშვებს საერთოდ არ ახვედრებენ, მათი სურვილია, რომ მათთან შეხება არ ჰქონდეს; ამის შედეგ წავიდა სახლში მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ შა-–----------ძე, ნი-----------ძის ძმა ეძებდა მისი ტელეფონის ნომერს; იყო კიდეც შემოსული ზარი, ტელეფონი დატოვებული ჰქონდა სახლში და შესაბამისად ვერც უპასუხა; მოგვიანებით გადაურეკა, მაგრამ არავინ არ უპასუხა; მანქანით მოძრაობდა, ჭა------იდან თა-----------–ის ქუჩის კვეთაში შუქნიშანზე გაჩერდა, მარჯვენა მხრიდან გაჩერდა ასევე შუქნიშანთან მანქანა და ანიშნეს გაეჩერებინა ; გადაკვეთა პუ–----ს ქუჩა და თა-----------–ის ქუჩაზე გააჩერა; მანქანიდან რომ გადმოვიდა უკვე ახლოს იყვნენ, წინ მოდიოდა ალ----------------–--–-ვა უკან მოყვებოდა ნი-----------ძე და მისი ძმა შა-–----------ძე, სიტყვაც არ უთქვამთ და პირდაპირ დაარტყეს; ჩხუბი მოხდა, გააშველეს, გადმოიყვანეს პუ–----ს ქუჩით და წამოვიდა ჭა------ის ქუჩის მხარეს ფანტანისკენ, რომ პირი დაებანა, პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი; ამის შემდეგ შეხვდა მისი მეგობარი ოთ--------------ნი, მან ურჩია, რომ დაესვენა და შემდეგ წასულიყო; გადავიდნენ, იქვე სკვერში დაჯდა, ოთარმა ხელსახოცი მიუტანა; სახლში იყო, როცა მიაკითხეს განყოფილებიდან; დაზიანებები რაც ექსპერტმა დაადგინა, მიიღო ჩხუბის დროს, ვინ სად მიაყენა, ვერ იტყვის კონკრეტულად, პირველად დაარტყა ალ----------------–--–-ვამ ; ყბაში თითით პირში უკან ექაჩებოდა ნ---- იყო თუ მისი ძმა არ იცის, ისინი ორივე უკანა მხრიდან იდგნენ, ხოლო ალ----------------–--–-ვა იყო წინ; ზურგის არეში ჰქონდა ასევე დაზიანება, კონკრეტულად ვინ უკბინა არ იცის; მას დაზიანება ნი-----------ძისათვის იმ დღეს არ მიუყენებია, არც მანამდე და არც შემდეგ ფიზიკური შეეხება რა ყოფილა; ნი-----------ძემ შესაძლებელია დაზიანება მიიღო ჩხუბის დრო ; მას არ მიუყენებია; ეს ინციდენტი მიმდინარეობდა დაახლოებით 5 წუთამდე; ჩხუბი მოხდა და მის შემდეგ სწრაფად დაშორდნენ; ვიდეოჩანაწერით არსებული ორი პირიდან , რომლებიც მას მიყვებიან ამ კამათის შემდეგ, როცა წყალს ეძებდა ერთი - ოთ--------------ნია, მეორეს არ იცნობს, მას ახლდა; მივიდნენ წყალთან , შემდეგ წავიდნენ სკვერში დასაჯდომად, და ავტომანქანაც იქ ყავდა; ფიქრობს მაღაზიის ხალხი იყო ვინც გააშველა, ზუსტად არ იცის; (იხ ოქმი 0-.03.2019წ 11:12:48სთ-11:28:59სთ)
2.9. მოწმის სახით დაკითხვისას ჯუ----- ქა-------–-–---–მა განაცხადა, რომ ის ზუ---- ვა---------იას წარმომადგენელია სამოქალაქო სამართალწარმოების საქმეებზე, დავა მიმდინარეობს 2015 წლიდან ზუ---- ვა---------იასა და ნი-----------ძეს შორის, დავის საგანია განქორწინება, შვილების ნახვის დღეების განსაზღვრა და ქონებრივი სკითხები; მხარესთან შეხვედრა მორიგებასთან დაკავშირებით ჰქონია; ქალბატონი ნი-----------ძე არ აძლევდა უფლებას ენახა ბავშვები ზუ---- ვა---------იას და ამ პრობლემის გამო მიმართა სასამართლოს; გამოიცა დროებითი განკარგულება, დადგინდა ბავშვის ნახვის დღეები, სოციალურმა სამსახურმა სცადა განჩინების აღსრულება, მაგრამ იყო დაპირისპირებები და შეხვედრების ჩაშლა ხდებოდა; ქალბატონმა განაცხადა პოლიციაში რომ მეუღლემ იძალადა, ამასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდა ზუ----ი და თხოვა გაყოლოდა განყოფილებაში; გამოკითხვის შედეგად შედგა შემაკავებელი ორდერი და ზუ----ს აეკრძალა მიახლოება, გაასაჩივრა და მხოლოდ ბავშვების ნახვის ნაწილში გააუქმა სასამართლომ, აღსრულების პროცესი გრძელდებოდა ნი-----------ძის ქმედებების გამო სოციალურმა სამსახურმა სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინა; ის ბინა, სადაც ეს ქალბატონი ცხოვრობს, არის ზუ----ის საკუთრებაც და მას იქ ცხოვრების საშუალებას არ აძლევს; იმ დღეს განყოფილებაში ზუ----ის გამოკითხვისას იცის, რომ კვლავ შემოვიდა შეტყობინება, რომ მეუღლემ იძალადა თითქოს ნი-----------ძეზე და თავად განყოფილების თანამშრომლებიც მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე პირის მიმართ იგივე პირის მხრიდან შემოვიდა შეტყობინება და ქალბატონი მეუღლის ძალადობაზე ატყობინებდა პოლიციას, რომ თითქოს ეს ხდებოდა და ამ დროს ზუ---- ვა---------ია იმყოფებოდა განყოფილებაში, დასაბუთებულად სავარაუდო რა თქმა უნდა იყო ის ფაქტი, რომ ნი-----------ძე პოლიციის განყოფილებას აწვდიდა ცრუ ინფორმაციას; პოლიციის თანამშრომლებმაც ამ შეტყობინებაზე როგორც იცის რეაგირებაც უკვე აღარ მოახდინეს, რადგან აშკარად ცრუ ინფორმაცია იყო, სავარაუდო მოძალადე პოლიციის განყოფილებაში იყო იმ დროს და გამოირიცხებოდა მისგან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა; (იხ ოქმი 04.03.2019წ; 11:58:59სთ-12:0-:12სთ);
2.10 მოწმე ლა–--------–--ემ განაცხადა, რომ სოციალურ სამსახურში მუშაობდა და მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა ბავშვების ნახვის დღეების თაობაზე გამოტანილი განჩინების აღსრულება; კონკრეტულად მოცემულ მხარეებს შორის განჩინება ნაწილობრივ აღსრულდა ნი-----------ძის წინააღმდეგობების გამო; პოლიციის თანამშრომლების ჩარევაც ხდებოდა ზოგჯერ საჭირო; (იხ ოქმი 0-.03.2019წ 10:53:59სთ-11:0-:09სთ);
2.11. სხდომაზე საჯაროდ გამოქვყნდა მოწმის ოთ--------------ნის ჩვენება, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 16:0- საათიდან 17:0- საათამდე პერიოდში გადაადგილდებოდა ბათუმში თა-----------–ის ქუჩაზე, შენიშნა ზუ---- ვა---------ია , რომელიც მიდიოდა პუ–----ს მიმართულებით, დაუძახა, შემობრუნებისას დაინახა, რომ სახეზე დიოდა სისხლი და იყო დაკაწრული, გაფითრებული და აღელვებული, მოიკითხა მისი მდგომარეობა, კითხვაზე ზუ----მა უპასუხა, რომ ცემეს ყოფილმა ცოლისძმამ, ცოლის ბიძაშვილმა და ყოფილმა მეუღლემ; , გამვლელების თვალწინ დააგდეს ქვაფენილზე და უმოწყალოდ ცემეს; წაიყვანა პუ–----ს და თა-----------–ის ქუჩების კვეთაში, დასვა სკვერში, მიუტანა წყალი და დაეხმარა, რომ მოებანა სისხლიანი ადგილები; იქ ისხდნენ დაახლოებით 40 წუთი; ცოტა დამშვიდდა და ამის შემდეგ წავიდა თავისივე ავტომანქანით; ის ზუ---- ვა---------იას იცნობს, როგორც გაწონასწორებულ და მშვიდ პიროვნებას; მას არ უკითხავს ჩხუბის მიზეზზე და არც ამ ფაქტს შესწრებია თავად;(იხ ოქმი 0-.03.2019წ 11:08:33სთ- 11:10:59სთ);
2.12. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 29.10.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ნი-----------ძეს აღენიშნებოდა ნაჭდევი; არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ დასკვნა) ;
2.13. ღუღ------------–--ლმა განაცხადა, რომ 2018 წლის 25 სექტემბერს დადგენილების საფუძველზე ნი-----------ძის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე გაცემული იქნა დასკვნა; ნაჭდევი არის 4,2 X 2,7 ზომით, ის მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებითაა განვითარებული; შესამოწმებელი პირის მიერ გადმოცემული აღწერილობაა მითითებული დასკვნის ნაწილში; მას დაზიანება შეეძლო მიეღო სხვა ვითარებაშიც, ვითარების დადგენა მისი კომპეტენცია არ არის, მან უბრალოდ რაც დააფიქსირა შესამოწმებელმა პირმა, განაცხადა; (იხ სხდომის ოქმი 22.0-.2019წ, 11:12:0- -11:13:51სთ)
2.14. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 0-.11.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებისა (27.09.18წ, 14:13სთ) ზუ---- ვა---------იას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ დასკვნა) ;
2.15. მოწმის სახით დაკითხვისას ლე----------------ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 27 სექტემბერს ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხვადასხვა ადგილზე სულ 7 ნაჭდევი და ერთი სისხლნაჟღენთი; ეს ერთჯერადი მოქმედებით არაა გამოწვეული; შესამოწმებელი პირის გადმოცემით მიუთითა დასკვნაში, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, თავად აღნიშნულს არ განსაზღვრავს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის; (იხ სხდომის ოქმი 26.0-.2019წ 12:12:19სთ-12:18:08სთ);
2.16. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ზუ---- ვა---------ია დაკავებულია 2018 წლის 24 სექტემბერს , დაკავების ზუსტი დრო: 21:3-სთ; დაკავების ადგილი: ბათუმი ჭი--------------- ის მიმდებარე ტერიტორია; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა: სახის და შუბლზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები , მარჯვენა ხელის მკლავზე და იდაყვზე აქვს ნაკაწრები; ნაკაწრები აქვს მკერდის ზედა, კისრის წინა და უკანა მიდამოებში; ზურგის უკანა მარცხენა მხარეს და შუაში ბეჭებს შორის აქვს სხვადასხვა ზომის ფუფხები ; ასევე აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრები ზურგის ქვედა მარცხენა ნაწილში; მარცხენა ხელის იღლიის ფოსოში აქვს წვრილ-წვრილი ფუფხები; (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.16-22) ;
2.17. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 03.10.2018 წ დადგენილია, რომ ზუ---- ვა---------იამ მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 24 სექტემბერს დღის საათებში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა შა-–----------ძემ და ალ----------------–--–-ვამ, რომელთაც თან ახლდა ნი-----------ძე; ზუ---- ვა---------იას მითითებით ავტომანქანა გააჩერა თა-----------–ის და პუ–----ს ქუჩების კვეთაში, სადაც მარჯვენა მხარეს გაუჩერა ავტომანქანა შა-–----------ძემ და ანიშნა რომ გაჩერებულიყო; ამის შემდეგ ავტომანქანით გადავიდა თა-----------–ის ქუჩაზე და დაახლოებით 15 მეტრში გააჩერა , გადმოვიდა ფეხით სავალ ნაწილზე, რა დროსაც მასთან მიახლოებულმა ალ----------------–--–-ვამ შა-–----------ძემ და ნი-----------ძემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; რის შედეგადაც ცხვირიდან და პირის ღრუდან მოდიოდა სისხლი , სისხლის მოსაბანად გადაკვეთა პუ–----ს ქუჩა და თა-----------–ის ქუჩაზე მივიდა მრავალსართულიანი კორპუსის წინ განთავსებულ ფანტანთან; იქ შეხვდა მისი მეზობელი ოთ--------------ნი , ის დაყვეს სკვერში რამდენიმე ხანი ,.... აღნიშნული თან დასურათებულია, რაც დაერთო ოქმს(იხ ს.ფ. 91-99);
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 04.10.2018წ დადგენილია, რომ ნი-----------ძემ აჩვენა ჭა------ის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა, რა დროსაც მას ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; (იხ 101-110);
2.18. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა სასტუმრო „ფ----ადან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 24 სექტემბერს 16:3-:50 საათზე კადრში ჩანს, რომ დ. თა-----------–ის ქუჩაზე ჭა------ის ქუჩის მხრიდან პუ–----ს ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება ნი-----------ძე;
16:35:14 საათზე კადრში ჩანს, რომ გადაადგილდება ზუ---- ვა---------ია თა-----------–ის ქუჩაზე პუ–----ს ქუჩის მხრიდან ჭა------ის ქუჩის მიმართულებით, 16:35:22 საათზე კადრში ჩანს, რომ მას უკან მიყვება ნი-----------ძე , ორივე მათგანი გადაადგილდება ჭა------ის ქუჩის მიმართულებით;
16:37:03 საათზე ნი-----------ძე ბრუნდება უკან თა-----------–ის ქუჩაზე და ჭა------ის ქუჩიდან პუ–----ს ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება;
16:39:36 საათზე კადრში შემოსული მამაკაცი - ზუ---- ვა---------ია თა-----------–ის ქუჩაზე გადაადგილდება ჭა------ის ქუჩის მხრიდან პუ–----ს ქუჩის მიმართულებით ; 16:40:16 საათზე ის ბრუნდება უკან პუ–----ს ქუჩიდან ჭა------ის მიმართულებით; 16:41:19 საათზე კადრში ჩანს სამი მამაკაცი, რომლებიც ფეხით მოძრაობენ ავტომანქანებისთვის განკუთვნილ ტროტუარზე, და რომელთაგან ერთი არის ზუ---- ვა---------ია;
მეორე ჩანაწერის მიხედვით რომლითაც დაფიქსირებულია სასტუმრო „ფ----ას“ ქუჩის მხარე პუ–----ს ქუჩის მიმართულებით 16:3-:56 საათზე კადრში ჩანს, ამავე მიმართულებით მოძრავი ნი-----------ძე, 16:35:0- საათზე კადრში ჩანს ზუ---- ვა---------ია, რომელიც გადაადგილდება ჭა------ის ქუჩის მიმართულებით , მას რამოდენიმე მეტრის დაშორებით მოყვება ნი-----------ძე ; 16:37:10 საათზე ნი-----------ძე ფეხით ბრუნდება უკან ; 16:39:41სთ კადრში შემოსული მამაკაცი ზუ---- ვა---------ია გადაადგილდება პუ–----ს ქუჩის მიმართულებით მარტო, ზუ---- ვა---------ია მალევე ბრუნდება ისევ უკან ჭა------ის ქუჩის მიმართულებით;
განმეორებით ვიდეოფაილის ჩვენებისას 16:3-:56საათზე კადრში ნი-----------ძის ფეხით გადაადგილების დროს ჩანს „ფურგონის“ ტიპის ავტომანქანა, ის ჩერდება მარჯვენა მხარეს ტროტუართან, იქედან გადმოდის ორი მამაკაცი, ნი-----------ძის განმარტებით ავტომანქანა გავს მისი ძმის შა-–----------ძის სამსახურებრივ ავტომანქანას, ასევე მანქანიდან გადმოსული მამაკაცი გავს მის ძმას, თუმცა დაზუსტებით ვერ აცხადებს, ამასთან განმარტავს, რომ მას მისი ძმა იმ დროს - ფეხით გადაადგილებისას არ შეუმჩნევია; კადრში ჩანს, რომ ნი-----------ძე გზას აგრძელებდა პირდაპირ პუ–----ს ქუჩის მიმართულებით; 16:38:24 საათზე აღნიშნული ავტომანქანა იწყებს მოძრაობას პუ–----ს ქუჩის მიმართულებით; (იხ ს.ფ. 119-122);
2.19. ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მომართვით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს თა-----------–ისა და პუ–----ს კვეთაში არსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება შეუძლებელია, რადგან დღის აღნიშნულ მონაკვეთში მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები; (იხ ს.ფ. 89);
2.20. საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებული და გამოკვლეული იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერები და ფოტოსურათები, ასევე ფოტოსურათები, რომლებიც ასახავენ საგამოძიებო მოქმედებას, - საგამოძიებო ექსპერიმენტს;
მხარეები დათვალიერებისას აღნიშნავენ ჩანაწერში არსებულ ტერიტორიაზე ჭა------ის ქუჩის მიმართულებას;
ჭა------ის ქუჩის მიმართულებით მიმავალ ნი-----------ძეს ვიზუალურად ეტყობა მუხლთან არსებული დაზიანების კვალი;
დაზარალებული ნი-----------ძე მიუთითებს, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჭა------ის ქუჩის კვეთაში, იმ მიმართულებით მიმავალს კი უკვე დაზიანების კვალი ეტყობა; კერძოდ:
საქმის განხილვისას დათვალიერებით დასტურდება შემდეგი: 16:3-:56 საათზე ქუჩაში მოძრაობს პუ–----ს ქუჩისკენ ნი-----------ძე; 16:35:17 საათზე ზუ---- ვა---------ია მოძრაობს ჭა------ის ქუჩის მიმართულებით და მას 16:35:25 საათზე უკან მოყვება ნი-----------ძე ; უკვე ისინი ამ დროს მიდიან ჭა------ის მიმართულებით;
16:37:13 სთ ნი-----------ძე ბრუნდება უკან სწრაფი ნაბიჯებით;
16:39:39 სთ ზუ---- ვა---------ია მოდის პუ–----ს ქუჩაზე 16:40:17 სთ მიდის ჭა------ის ქუჩის მიმართულებით; 16:41:19 საათზე ბრალდებული გადაადგილდება ორ პირთან ერთად;
მეორე ჩანაწერის დათვალიერებით დასტურდება, რომ ბრალდებული ზუ---- ვა---------ია გადაადგილდება ავტომანქანით 16:3-:0-სთ, სავარაუდოდ ის ჩერდება შუქნიშანთან, გვერდით ასევე შუქნიშანთან ჩერდება თეთრი ფ----ს ფურგონის ტიპის მანქანა;
16:3-:57სთ ნი-----------ძე მოძრაობს და მას აჩერებს მამაკაცი, სავარაუდოდ მისი ძმა, მაგრამ კომუნიკაცია არ ჩანს 16:35:0- სთ-ზე ზუ---- ვა---------იას აღელვებული მოსდევს ნი-----------ძე
2.21. დათვალიერებისას დაცვის მხარის განმარტებით იქვე არის ფანტანი და ბრალდებული მოდის ნაცემი ფანტანისკენ, რომ მოიბანოს სისხლი და მას უკან მოყვება ნი-----------ძე უკვე დაზიანებული ფეხით;
16:35:22 წთ-ზე დაცვის მხარე აღნიშნავს რომ დაზარალებულს მუხლთან უკვე აქვს დაზიანება და ამ დროს მიდის ჭა------ის ქუჩის მიმართულებით; დაზრალებული განმარტავდა გამოკვლევისას, რომ მას დაზიანება ზუ---- ვა---------იამ მიაყენა ჭა------ის ქუჩის კვეთასთან, რაც წინაარმდეგობაში მოდის ბრალდებულის ჩვენებასთან და ასევე წინააღმდეგობაში მოდის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან;
2.22.მხარეთა მიერ გამოკვლეული ჩანაწერის მიხედვით ბრალდებული და დაზარალებული ისინი ნამდვილად მიემართებიან ჭა------ის ქუჩისკენ, თუმცა ჭა------ის ქუჩაზე გასვლამდე ჩანაწერით და ჩანაწერიდან ამოღებული ფოტოსურათების ჩანს, რომ დაზიანება უკვე სახეზეა და ეჭვს გარეშეა რომ ბრალდებული და დაზარალებულიც უკვე დაზიანებებითაა ამ ჩანაწერში; (იხ ოქმი 26.0-.2019წ 12:24:18სთ 13:26:0-სთ);
2.23. სასამართლოს ხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ . საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებლები - დიანა კონცელიძე, თენგიზ ქობულაძე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი პაატა საფარიძე, ექსპერტები არჩილ ავალიანი და ბონდო ანთაძე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
2.24. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.25. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზუ---- ვა---------იას მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუინებელი განაჩენის გამოტანას;
2.26. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით დადასტურებულია და იგი გამომდინარეობს საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან. კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ ზუ---- ვა---------იამ 2018 წლის 24 სექტემბერს განახორციელა ძალადობა ნი-----------ძის მიმართ; საქმის განხილვით გამოიკვეთა არაერთი საეჭვო გარემოება, რომლის ახსნაც ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოახდინა; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტრკიცებულებებით, ფაქტის თვითმხილველი არის მხლოდ დაზარალებული, ესაა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელთანაც სავალდებულოა, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები სრულად, ან მათი ნაწილი, რაც იქნებოდა საკმარისი ბრალის დასადასტურებლად;
ბრალდებული უარყოფს რა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ის განმარტავს, რომ მას პირიქით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მასზე ძალადობა განახორციელეს მისი ყოფილი მეუღლის ძმამ, ბიძაშვილმა და თავად ყოფილმა მეუღლემ; ბრალდებული დეტალურად აღწერს იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მასზე განხოციელებული ძალადობის ფაქტს, გადაადგილებას, მათთან შეხვედრას და ა. შ. ; საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბრალდებული საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, განმარტავდა აღნიშნულზე, მას მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვისას არ განუცხადებია ამის შესახებ, უფრო მეტიც, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო ესქპერიმენტია ჩატარებული და შემოწმებულია ბრალდებულის ზუ---- ვა---------იას მიერ გამოკითხვისას ნაჩვენები ფაქტები, ასევე საგულისხმოა, რომ თავად დაცვის მხარე ცდილობდა, რომ დაედასტურებინა თა-----------–ის ქუჩაზე მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და შუამდგომლობდა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვას, მიმართა კიდეც შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ჩანაწერი არ აღმოჩნდა; იმ პერიოდის ჩანაწერი არ ინახებოდა იქ არ ინახებოდა იმ დროს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო; (იხ მომართვა საქმეში);
სასამართლო მხარეთა (როგორც ბრალდების ისე დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით მიიჩნევს, რომ მითიტებული ფაქტები და გარემოებები ნამდვილად წარმოშობდა ეჭვებს, სწორედ ამიტომაა, რომ ბრალდების მხარემ ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და უფრო მეტიც, ზუ---- ვა---------იას მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება; მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ზუ---- ვა---------იას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით; (იხ. დადგენილება 23.10.2018წ ს.ფ.153); შესაბამისად, სასამართლოსთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფაქტები, რომლებსაც ბრალდებული პირდაპირ უკავშირებს მის მიმართ წარდგენილ კონკრეტულ ბრალს; ამ მოცემულობაში კი მნიშვნელოვანია ყველა მტკიცებულებას მიეცეს სათანადო შეფასება ; საქმის განხილვისას მოწმეებმა შა-–----------ძემ და ალ----------------–--–-ვამ უარყვეს ზუ---- ვა---------იასთან შეხვედრა საერთოდ იმ დღეს, თუმცა არცერთმა მათგანმა არ გამორიცხა იმ ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილების და ყოფნის ფაქტი; მოწმეებმა ურაყვეს ასევე რაიმე სახის ძალადობის განხორციელება, თუმცა უტყუარად დადასტურებულია, რომ ზუ---- ვა---------იას მიყენებული აქვს მხრავლობითი დაზიანება, მათ შორის ზურგის არეშიც, მოწმის ინ-----------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ ორი მამაკაცი და ერთი ქალი (წითელი თმით) ერთმანეთს ეკამათებოდნენ და ერთი პირი ძირს ეგდო და მასზე ორი პირი ძალადობას ახორციელებდა, ისინი გააშველეს; შესაძლებელია მოცემული მოწმის ჩვენება ბრალდების მხარისთვის საინტერესოა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანს წარმოადგენდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზეც, ჩნდება ეჭვი, რომ ნი-----------ძემ დაზიანება ზუ---- ვა---------იასაგან მიიღო, თუ კამათის დროს, რაზეც ბრალდებული დეტალურად მიუთითებს; ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შემოწმებისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს ვიდეოჩანაწერი, კერძოდ ვიდეოჩანაწერის და ფოტოსურათების დათვალიერებით, მათიმ გამოკვლევით, დასტურდება მნიშვნელოვანი გარემოება: ნი-----------ძე ჭა------ის ქუჩისკენ გდააადგილებისას, როც უკან მიყვება ზუ---- ვა---------იას, ფეხზე უკვე დაზიანება აქვს, ეს ნათლად ჩანს როგორც ჩანაწერით ისე ჩანაწერიდან გადაღებული ფოტოსურათით; ნი-----------ძე კი აჩვენებს, რომ მას ზუ---- ვა---------იამ დაზიანება მიაყენა ჭა------ის ქუჩის კვეთასთან, როცა ამ ტერიტორიამდე მისვლამდე დაზიანება უკვე აქვს; ანუ როცა ის უკან მიყვება ზუ---- ვა---------იას და ორივე გადაადგილდებიან ჭა------ის ქუჩისკენ, ნი-----------ძეს დაზიანება უკვე აქვს ფეხზე, სწორედ იმ ადგილზე, სადაც მითითებული აქვს ექსპერტს თავის დასკვნაში; სხვა სახის დაზიანებას ბრალდება ზუ---- ვა---------იას არ ედავება;
ასევე ჩანაწერით დასტურდება, რომ ჭა------ის ქუჩის მიმართულებით მიმავალ ზუ---- ვა---------იას უკვე დაზიანებები აქვს სახეზე;
2.27. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ზუ---- ვა---------იას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3.2. ამდენად, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათი გამოკვლევისას არადამაჯერებლია. პირველ რიგში უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ზუ---- ვა---------იას ჰქონდა განზრახვა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ნი-----------ძისათვის და არც ის გარემოება, რომ მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელს; მოცემული სახის დანაშაულისათვის აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს პირის სუბიექტური განზრახვა და მოქმედება განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მაშინ როდესაც საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან თვითმხილველი მხოლოდ თავად დაზარალებულია, რომლიც რამდენიმე წელია კონფლიქტურ ურთიერთობაშია ბრალდებულთან (ამ დრომდე მიმდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმეების განხილვა); ასევე დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ვიდეოსათვალთვალო კამარების ჩანაწერებთან და საგამოძიებო მოქმედებას - საგამოძიებო ექსპერიმენტთან; გამოკვლეული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებენ, რომ ზუ---- ვა---------იამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება, უფრო მეტიც, ისინი გამორიცხავენ რიგ გარემოებებს, არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ჩნდება ეჭვი; გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებებით ბრალდებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ის თანმიმდევრულია და არ ეწინააღმდეგება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და ფაქტებს;
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას წარმოშობილ ეჭვს ვერ გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები და საგულისხმოა, რომ ირიბ ჩვენებას იძლევიან მოწმე სამართალდამცავები, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ვერ გახდება აღნიშნული მტკიცებულებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“.
ამასთან პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც თავისი ჩვენების გასამყარებლად მონაწილეობს ბრალდებული, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში ინფორმაციის უშუალო წყაროს წარმოადგენს დაზარალებული, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადასტურებს დაზიანების მიყენების ფაქტს და ადგილს, აღწერს ვითარებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა გამოკვლეულ მტკიცებულებებთან;
3.4. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის ინტერესზე, რომ გამოეთხოვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რაც მისი განმარტებით დაააგენდა მისი ჩვენების სიზუსტეს; შესაბამისად, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მასზე შესაძლოა ასახული ყოფილიყო სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი, კერძოდ ზუ---- ვა---------იას მიმართ განხორციელებული ძალადობა; საგულისხმოა, რომ ეს გარემოება გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე იყო ცნობილი სამართალდამცავებისთვის, მათ გამოყვეს ცალკე წარმოებად ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, ასევე ცნობილია, რომ იმ პერიოდისთვის ვიდეოსათვალთვალო კამერები არ ინახავდა ჩანაწერებს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, თუმცა არცერთი სხვა სახის საგამოძებო მოქმედება არ ჩატარდა, თუნდაც იმ პირების მოძიებით და გამოკითხვით, ვინც შესაძლებელია შეესწრო მოცემულ ფაქტს; ხსენებული მტკიცებულებები კი ნათელს მოჰფენდა ყოველგვარ ბუნდოვანებას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში და გამორიცხავდა ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რაც წარმოიშვა საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას.
3.5. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზუ---- მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
3.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა, რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს; კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისას წარმოიშვა არაერთი კითხვა ზუ---- ვა---------იას ბრალეულობასთან მიმართებაში, რაც პასუხგაუცემელი დარჩა; შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს რა ბრალდებულის სასარგებლოდ, ზუ---- ვა---------ია უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ყადაღის და ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. ზუ---- ვა---------იას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ - ჯუ----- ვა---------იას (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ჭი------------ : (ზონა - ბათუმი 0-, სექტორი - 3-, კვარტალი - 0-, ნაკვეთი - 0--) - 10 0-- /ათი ათასი/ლარის წილს
4.2. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: საგამოძიებო ექსპერიმენტების ფოტოების ამსახველი 0- ცალი CD დისკი და ინდ მეწარმე ,,ჯე---–----------გან“ წარმოდგენილი (სასტუმრო ფ----ა) ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების განკარგვა უნდა მოხდეს დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ზუ---- ვა---------ია ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ზუ---- ვა---------იას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ზუ---- ვა---------იას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ჯუ----- ვა---------იას (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ჭი------------ : (ზონა - ბათუმი 0-, სექტორი - 3-, კვარტალი - 0-, ნაკვეთი - 0--) - 10 0-- /ათი ათასი/ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება _ ბრალდებულთან და დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ფოტოების ამსახველი 0- ცალი CD დისკი და ინდ მეწარმე ,,ჯე---–----------გან“ წარმოდგენილი (სასტუმრო ფ----ა) ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთო საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე