გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.03.2019
საქმის ნომერი
010310017002153353
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017002153353

№3-754/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1-ლი მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი - ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – მე-- ბა-------ე

მოპასუხე – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი - მა----- მა----–--ე, რა---- მა-----–---–ი

– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ლე--- ბე-----

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მე-- ბა-------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა,უნივერსიტეტის 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე დავალდებულდეს მე-- ბა-------ის სასარგებლოდ გამოსცეს აქტი მე-8 სემესტრის კუთვნილი სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე 600 ლარის ოდენობით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის №0------ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავალდებულდეს გამოსცეს აქტი სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს, 415 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე, მე-- ბა-------ის სასარგებლოდ.

დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება, 1-00 ლარის ოდენობით.

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ წერილით მოსარჩელე მე-- ბა-------ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სტიპენდიის გაცემის საფუძველი, რადგანაც ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

მოსარჩელის მტკიცებით, მის შემთხვევაში არ დგინდება, უარის თქმის არცერთი გარემოება, ვინაიდან აკმაყოფილებდა სტიპენდიის გაცემის ყველა კრიტერიუმს. კერძოდ, მას არ გააჩნდა ფინანსური დავალიანება, მის მიერ სრულად იქნა ათვისებული მეოთხე სასწავლო წლის მეორე სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო კრედიტები, რაც დასტურდება ნიშნების ამონაწერითა და ცნობით, რომ სამართალმცოდენობის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასაწავლო კურსში გააჩნდა 91 და მეტი ქულა.

ბსუ-ს წერილობით კორესპოდენციაში მითითებული მე-- ბა-------ისათვის სტიპენდიის გაცემაზე უარის საფუძველი, სტუდენტის სტატუსის არ ქონა საბაკალავრო პროგრამის დასრულების გამო, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ–ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესში“ არ არის მითითებული და არც მისი შინაარსიდან არ გამომდინარეობს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უარის თქმა სტუდენტობის პერიოდში კუთვნილ სტიპენდიაზე სტატუსის არ ქონის გამო სრულიად არათანაზომიერია და მოკლებულია კანონიერების პრინციპის საფუძლველზე განხორციელებულ ქმედებას (ვინაიდან ის საფუძველი რომლითაც უარი ეთქვა, აქტით გაწერილი არ არის), არ არის კანონიერი და დასაბუთებული, არც მისი მიზანშეწონილობა აიხსნება გონივრული საფუძვლით.

სტუდენტის ჩვეულებრივი სტიპენდია გაიცემა სწავლების მეორე სემესტრიდან, ვინაიდან პირველი სემესტრის სტუდენტებს სხვა სახის სტიპენდია მიეცემათ. თუ კანონმდებლის ნება იყო მე-8 სემესტრის სტუდენტის გამორიცხვა სტიპენდიის გაცემისაგან, როგორც ეს ბსუ-ს ადმინისტრაციას მიაჩნია, კანონმდებელი მოახდენდა მის რეგლამინტირებას ნორმატიულ აქტში, მაგრამ ასეთი წესი არ არის დადგენილი.

მოპასუხე მხარის განმარტება სტატუსის არ ქონის ნიშანზე არ შეესაბამება არცერთი ნორმის განმარტების მეთოდს, ვინაიდან მე-- ბა-------ის სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს სტუდენტობის პერიოდში კუთვნილი, დამსახურებული სტიპენდიიდან, წარჩინებული სწავლით.

გარდა ამისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბსუ-ს ქმედებაში იკვეთება დისკრიმინაციული მოპყრობა მის მიმართ, სტუდენტის სტატუსის ნიშნით. განსახილველ შემთხვევაში, არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სამართალმცოდნეობის მე-8 სემესტრის სტუდენტები და მათ შორის მოსარჩელეც, რომელიც ვერ ხვდება სტიპენდიის მიმღებ პირთა შორის, თუმცა სტიპენდიის მიმღებ პირთა საერთო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, განსხვავებული მოპყრობის განმაპირობებელ ნიშანს კი, სტუდენტის სტატუსი წარმოადგენს. უნივერსიტეტი თავისი დადგენილი დისკრიმინაციული პრაქტიკით გამორიცხავს მე-- ბა-------ის, როგორც მე-8 სემესტრის სტუდენტზე, სტიპენდიის გაცემას.

რაც შეეხება 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ კორესპოდენციაში მითითებულ სტიპენდიის გაცემის მე-2 დისკრიმინაციულ საფუძველს, დამატებით, საკუთარი ინიციატივით არჩეულ საგანში 91 ქულის არ ქონამ არ უნდა მოახდინოს გავლენა, სტიპენდიის გაცემაზე. მოპასუხემაც დაადასტურა, რომ აღნიშნული გარემოების მითითება უსაფუძვლოა და უნივერსიტეტმა თეორიულად პოზიციის გასამყარებლად მიუთითა.

 

ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მეორე მოპასუხის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 22 დეკემბრის პროგრამაში ჩადებული წესის თანახმად, პროგრამით სარგებლობენ ის სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს მაღალი აკადემიური ქულა (91 და მეტი ქულა) 2016-17 წწ პირველ და მეორე სემესტრში, საბაკალავრო პროგრამით.

2017 წლის 6 სექტემბრის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი კორესპოდენციის თანახმად, კომისიის მიერ შესწავლილ იქნა მე-- ბა-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ის არ შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ყველა საგანში 91 და მეტი ქულა), მაშინ როდესაც პროგრამაში არ არის დასახელებული, ყოველ საგანში 91 ქულის მოთხოვნა. ის გარემოება, რომ დამატებით შერჩეულმა ლოგიკის საგანმა მე-- ბა-------ის ნიშნებში ჰპოვა ასახვა, ადმინისტრაციულმა ორგანომ არც კი გამოიკვლია და არ შეაფასა, თუ რასთან ჰქონდა საქმე.

მოსარჩელის მტკიცებით, მოხდა კომისიის მიერ პროგრამის კრიტერიუმების არასწორად განმარტება და პროგრამის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რე--სტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული 91 და მეტის ქულის მოთხოვნა ეხება ძირითად თუ დამატებით საგანს, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშება თუ ყოველ სასწავლო კურსს მოიცავს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის N0------ აქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება) და მე-12 (თავისუფალი განვითარების უფლება) მუხლებს, საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლს, ამავე დროს, თავად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რე--სტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამას და ამავდროულად არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდე-- საფუძვლით:

მე-- ბა-------ისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (სწავლების მე-8 სემესტრი) სტიპენდიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მე-- ბა-------ისათვის სტიპენდიის დანიშვნაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მას სტიპენდიის გაცემის პერიოდში (სტიპენდიის გაცემის პერიოდი დადგენილია წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით) აღარ ჰქონდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილების მე-6 მუხლის თანახმად, სტიპენდიის გაცემის პერიოდია სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვე (წინა სემესტრის შედეგების მიხედვით). აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ პირს, რომელიც სრულად შეასრულებს საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებს, ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და უწყდება სტუდენტის სტატუსი, მე-8 სემესტრის სტიპენდიის გაცემის სუბიექტი ვერ იქნება მომდევნო სემესტრიდან, ანუ ახალი სასწავლო წლიდან პირი ვერ იქნება, რადგან ამ დროს მას უკვე აღარ აქვს სტუდენტის სტატუსი.

სტიპენდიის გაცემის წესით დადგენილია, რომ ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაიცემა მე-2-მე-7 სემესტრის სტუდენტთათვის, ხოლო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ბოლო სემესტრის (მე-8 სემესტრი) სტუდენტებისათვის ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაცემა არ ხდება.

მოპასუხე მხარე საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს მე-- ბა-------ის მტკიცებას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესახებ, რის დასადგენად შედარება არ შეიძლება მოხდეს ბსუ-ს იმ სტუდენტებთან, რომლებიც მოსარჩელისგან განსხვავებით არიან მე-2, ან მე-3 კურსის სტუდენტები, რადგანაც სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი მათ განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს. შედარება შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო იმ პირებითან, რომლებიც იმყოფებიან მოსარჩელის მსგავს პირობებში, ანუ მეოთხე სასწავლო წლის, მეორე სემესტრის სტუდენტებთან.

უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის გაცემის წესის იმ სახით არსებობა, რომელიც სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა და მე-- ბა-------ის მოთხოვნის განხილვისას იქნა გამოყენებული, არ არღვევს მოსარჩელის არცერთ კონსტიტუციურ თუ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას და ემსახურება ლე--ტიმურ მიზანს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უნივერსიტეტის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე მხარის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელე მე-- ბა-------ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი ცნობა არ შეესაბამებოდა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რე--სტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ყველა საგანში 91 და მეტი ქულა). გარდა ამისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რე--სტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა გამომვლენი კომისიით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ერთობლივად და არაერთპიროვნულად. წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტების განხილვისა და გამოკვლევების საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია: მიუხედავად იმისა, რომ მე-- ბა-------ეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარდგენილი აქვს ცნობა, რომ საგანი „ლოგიკა“ თავისი სურვილისამებრ აირჩია, ეს სტუდენტის სასწავლო ბარათში აისახება და შეფასება არის „B“ (81 ქულა), რაც სამომავლოდ ასახვას პოვებს ასევე, დიპლომის დანართში. კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მე-- ბა-------ე ვერ მოხვდა პროგრამით მოსარგებლე სტუდენტთა სიაში.

რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 28 ივლისს წარდგენილ განცხადებას, რომლითაც ის ითხოვს, რომ მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული „ლოგიკის“ საგნის შეფასება და A კატეგორიის არქონა, მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნა მაღალი აკადემიური ქულის არსებობის სავალდებულოობის შესახებ ყველა საგანში (ფრიადი, 91 და მეტი ქულა A კატეგორია). შესაბამისად, მისი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პროგრამაში არ იყო დაზუსტებული შეფასება „ფრიადის“ მოთხოვნა ყოველ სასწავლო კურსში და გადაწყვეტილების მიღების სხვა მეთოდები - არის უსაფუძვლო და ბათილი.

იქედან გამომდინარე, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის პროგრამა“ (დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N88 განკარგულებით) უპირობოდ მოითხოვს მაღალი აკადემიური მოსწრების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების (ფრიადი, 91 და მეტი ქულა A კატეგორია) ერთჯერად დაჯილდოებას, მოსარჩელე მე-- ბა-------ემ კი ვერ დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული იმპერატიულ მოთხოვნა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მას უნდა ეთქვა უარი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მე-- ბა-------ე 2013-2017 წლებში სწავლობდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე და ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- გადაწყვეტილებით მას მიენიჭა, სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იურიდიული ფაკულტეტის 2017 წლის 14 აგვისტოს ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელე მე-- ბა-------ემ 2017 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მოითხოვა, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის გაცემა მასზე.

უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ წერილით მოსარჩელე მე-- ბა-------ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სტიპენდიის გაცემის საფუძველი, რადგანაც ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოსარჩელე მე-- ბა-------ემ 2017 წლის 28 ივლისს N8------- განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება.

მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის N0------ წერილით მე-- ბა-------ეს უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით მერვე სემესტრის შეფასებით საგან „ლოგიკაში“ მიღებული აქვს 81 ქულა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს შეფასება, 91 და მეტი ქულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის N0------ წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. მხარეები განსხვავებულად აფასებენ დავასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მე-- ბა-------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

_ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილება;

_ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N88 განკარგულებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამა“;

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის (მოქმედი რედაქციით) მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას, საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

საქართველოში უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია, რაც განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, რომელიც მიუთითებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც თავის მხრივ სხვა მრავალ საკითხთა შორის გულისხმობს უნივერსიტეტის უფლებას, და არა ვალდებულებას, დამოუკიდებლად დაადგინოს და განახორციელოს სტუდენტთა ისეთი ხელშემწყობი/წამახალისებელი ღონისძიებები, როგორიცაა სასტიპენდიო პოლიტიკა, შეღავათები სწავლის საფასურის გადახდისას და ა.შ. ამაზე მეტყველებს ისიც რომ კანონმდებლობაში არსად არ არის განსაზღვრული სტიპენდიის დანიშვნის არა თუ ვალდებულება, არამედ მისი გაცემის ზოგადი წესიც კი.

შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მისი დისკრეციული უფლებამოსილების და საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ხელშემწყობი პოლიტიკის ფარგლებში დაწესებულია რამდენიმე სახის სტიპენდიის გაცემა, რომელიც სადავო აქტის გამოცემის პერიოდში განისაზღვრებოდა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილებით და სტიპენდიის გაცემის მარეგულირებელი რაიმე წესები ბსუ-ს სხვა ნორმატიულ აქტებში და მათ შორის წესდებაშიც, გაწერილი არ არის.

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტის გამოცემის დროს მოქმედი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის პროცედურებს არეგულირებდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილება (ძალადაკარგულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 7 ნოემბრის N01 გადაწყვეტილებით).

 

6.2. სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის 1-ლი მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის (ყოველთვიურად 1-0 ლარის ოდენობით) – მიეცემა სწავლების მეორე სემესტრიდან, ბსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან სწავლაში მიღწეული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება „ფრიადი“).

ამ ნორმის მიხედვით, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსან სტუდენტზე გაიცემა სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრიდან, წინა, გავლილი (შემოდგომის) სემესტრის შედეგების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სტუდენტმა წინა, გასულ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო კურსში/საგანში მიიღო შეფასება, 91 ქულა ან მეტი.

მე-3 პუნქტის თანახმად, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის, ჩვეულებრივი სტიპენდია კარგოსნისათვის, სახელობითი სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, ერთჯერადად ექვსი თვის (სექტემბერი-თებერვალი/მარტი-აგვისტო), ხოლო სტიპენდია პირველი სასწავლო წლის სტუდენტთათვის შესაბამისი წლის 1 ოქტომბრიდან, თებერვლის ჩათვლით პერიოდისა, ერთჯერადად 5 თვის.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მე-- ბა-------ემ 2017 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მოითხოვა, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის გაცემა მასზე.

უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ წერილით მოსარჩელე მე-- ბა-------ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სტიპენდიის გაცემის საფუძველი, რადგანაც ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ წერილით სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა მეორე გარემოებაზეც, რომ საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი არჩევითი სასწავლო კურსის შეფასებაში მიღებული ჰქონდა 81 ქულა, ანუ ყოველ სასწავლო კურსში არ ჰქონდა „ფრიადი“, თუმცა საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ

სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის ეს საფუძველი თვითონვე უარყო, იმ განმარტებით, რომ ეს გარემოება სტიპენდიის გაცემას ხელს არ უშლიდა.

 

6.4. სასამართლო მიიჩნევს, სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტის გამოცემის დროს მოქმედი, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ იმ ნაწილის ანალიზს, რომელიც შეეხება ჩვეულებრივი სტიპენდიის გაცემას. მხარეები ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებში განსხვავებულ შეფასებებს ემყარებიან.

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სტიპენდიის გაცემა უკავშირდება სტუდენტის სტატუსს. კერძოდ, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის, (ყოველთვიურად 1-0 ლარის ოდენობით) რასაც მოითხოვდა მე-- ბა-------ე, სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მიეცემათ სწავლების მეორე სემესტრიდან, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან სწავლაში მიღწეული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება „ფრიადი“).

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად სტუდენტს სტატუსი უწყდება საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ე.ი. კვალიფიკაციის მინიჭებისთანავე.

უდავოა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე-- ბა-------ე ითხოვდა მისთვის სტიპენდიის გაცემას, მას ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებული ჰქონდა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ ჰქონდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი.

სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლის თანახმად, სტიპენდიის გაცემის პერიოდია სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვე. შესაბამისი ფაკულტეტების დეკანების მიერ მოწოდებული მონაცემებისა (წინა სემესტრის შედეგების მიხედვით) და სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება, სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს იმას, რომ სტიპენდიები უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით ინიშნება, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, რომელსაც რექტორს აწვდიან შესაბამისი ფაკულტეტები. მაგალითის სახით, თუ სტუდენტმა 2017-2018 სასწავლო წელს (ივლისში) დაამთავრა (ჩააბარა დასკვნითი გამოცდა) მეორე კურსი (4 სემესტრი), მისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა ახალი, 2018-2019 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის დაწყებიდან, (2018 წლის 1 ოქტომბრიდან) ერთი თვის ვადაში (2018 წლის ნოემბრის თვის დაწყებამდე) და ამ ერთი თვის ვადაში ფაკულტეტებმა უნდა უზრუნველყონ გასული სემესტრის მონაცემების დამუშავება, სტიპენდიანტთა სიის შედგენა და რექტორისთვის გადაგზავნა.

შესაბამისად, თუ სტუდენტი მე-4 კურსს დაასრულებს, მას როგორც წესი, ივლისის თვეში უკვე ენიჭება ბაკალავრის ხარისხის კვალიფიკაცია, რაც ბსუ-ს წესდების 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მაშინვე იწვევს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას/გაუქმებას, რამდენადაც, წესდების მითითებული ნორმის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების გამოცემით კი საგანმანათლებლო პროგრამა და სწავლა უკვე დასრულებულია, კვალიფიკაციის მინიჭებისთანავე.

აქედან გამომდინარე, დამამთავრებელი (მეოთხე) კურსის სტუდენტისთვის ბოლო (მერვე) სემესტრის სასტიპენდიო თანხა ვეღარ გაიცემა, რადგან სტიპენდიის გაცემის წესის თანახმად (რომელიც გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის დანაწესებიდან), სტიპენდია გაიცემა ბსუ-ს სტუდენტზე, ხოლო სტიპენდიის გაცემა კვალიფიკაციის მინიჭებიდან (სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან) სხვადასხვა აუცილებელი პროცედურებიდან გამომდინარე, ძირითადად ოქტომბრის თვიდან ხდება და ამ დროს უკვე სახეზე აღარ არის სტიპენდიის უფლების მიღების მქონე სუბიექტი - სტუდენტი.

ფაქტობრივად, სტიპენდიის გაცემის წესით დადგენილია, რომ ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაიცემა მე-2-მე-7 სემესტრის სტუდენტთათვის, ხოლო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ბოლო სემესტრის (მე-8 სემესტრი) სტუდენტებისათვის ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაცემა არ ხდება. პირველი სემესტრის სტუდენტებთან მიმართებით სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს წესით დადგენილ კრიტერიუმს ,,წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება „ფრიადი“, ხოლო მე-8 სემესტრის (ბოლო სემესტრი) სტიპენდიის გაცემის დროს აღარ გვყავს წესით განსაზღვრული სტიპენდიის მიმღები სუბიექტი - სტუდენტი. ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსით გამოირიცხება მე-8 სემესტრის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემა.

პირს, რომელიც სრულად შეასრულებს საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებს, ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და უწყდება სტუდენტის სტატუსი, მე-8 სემესტრის სტიპენდიის გაცემის სუბიექტი ვერ იქნება მომდევნო სემესტრიდან, ანუ ახალი სასწავლო წლიდან პირი ვერ იქნება, რადგან ამ დროს მას უკვე აღარ აქვს სტუდენტის სტატუსი.

შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 25 ივლისის N1- საოქმო გადაწყვეტილებით მე-- ბა-------ეს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მე-- ბა-------ისათვის სტიპენდიის დანიშვნაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი იყო სწორედ ის გარემოება, რომ მას სტიპენდიის გაცემის პერიოდში (სტიპენდიის გაცემის პერიოდი დადგენილია წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით) აღარ ჰქონდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-- ბა-------ეზე უარის თქმის შესახებ უნივერსიტეტის 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მოთხოვნებს.

ამ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ აქტს არ გამოუწვევია მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტრესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ბსუ-ს 2017 წლის 11 სექტემბრის MEშ 6 17 1------ აქტი გამომდინარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს N04 გადაწყვეტილებიდან, წარმოადგენს კანონიერების პრინციპის საფუძლველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ამასთან, მისი მიზანშეწონილობა აიხსნება გონივრული საფუძვლით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტისთვის სტიპენდიის გაცემის ვალდებულება და კონკრეტული წესი არ არის განსაზღვრული, რამდენადაც იგი განეკუთვნება უნივერისტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას და ამიტომ იგი უფლებამოსილია თვითონ დამოუკიდებლად განსაზღვროს სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები, სტიპენდიის მიმღები სუბიექტები, ოდენობა, ვადები და ა.შ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან მე-- ბა-------ის მიმართ რაიმე სახის (პირდაპირი, ან ირიბი) დისკრიმინაციული მოპყრობის გამოვლენას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებული პირი, კახა გურგენიძე ვერ გამოდგება კომპარატორად (ანალოგიურ მდგომარეობში მყოფი პირი), რამდენადაც არ არის იგივე მახასიათებლების მატარებელი, ის სხვა კურსის სტუდენტი იყო მე-5-6 სემესტრის სტიპენდიის მიღების დროს და შესაბამისად, იმყოფებოდა სხვა გარემოებებში. ამასთან, როგორც დადგენილია, მე-- ბა-------ის მსგავს შემთხვევაში, ანუ ბაკალავრის სტატუსის მქონე პირისთვის, ბსუ-ს მიერ სტუდენტის კუთვნილი სტიპენდიის გაცემას ადგილი არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია.

სასამართლო მიუთითებს დისკრიმინაციის დადგენისათვის მოქმედ იმ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ თუ არ არის კომპარატორი, არც განსხვავებულ მოპყრობაზე შეიძლება საუბარი.

სასამართლო აღნიშნავს, ორი სხვადასხვა პირის (ჯგუფის) მიმართ განსხვავებული მოპყრობის შედარებისათვის აუცილებელია დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა ისინი არსებითად თანასწორებს, ანუ არიან თუ არა, შედარებადი კატეგორიები, ხვდებიან თუ არა ამა თუ იმ შინაარსით კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში არიან თუ არა არსებითად თანასწორნი, კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში.

მოსარჩელის მიერ მითითებული შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისათვის, მე-- ბა-------ის მიმართ არსებული მოპყრობის შედარება არ შეიძლება მოხდეს ბსუ-ს იმ სტუდენტებთან, რომლებიც ზოგადად აკმაყოფილებენ სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, მოსარჩელისგან განსხვავებით არიან მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები და რომლებსაც მიეკუთვნათ სტიპენდია, რადგანაც თავად „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ აყენებს მათ განსხვავებულ მდგომარეობაში, სტიპენდიის გაცემის დადგენილი რეგულაციებით.

სწორედ ამ რეგულაციების შედეგად არის განსხვავებული მოპყრობის სუბიექტი მე-8 სემესტრის ყველა სტუდენტი და მე-- ბა-------ეც, რაც არ შეიძლება აღქმული და შეფასებული იქნას იმ ნიშნით, რომ ისინი მოსარჩელესთან ერთად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სხვა სტიპენდიის მიმღებ ჯგუფთან შედარებით, როგორც ეს მოსარჩელეს მიაჩნია. შედარება შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო იმ პირებითან, რომლებიც იმყოფებიან მოსარჩელის მსგავს პირობებში, ანუ მეოთხე სასწავლო წლის, მეორე სემესტრის სტუდენტებთან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ რომელიმე სახის სამართალდარღვევაზე საუბარი მე-- ბა-------ის მიმართ ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის გაცემის წესის იმ სახით არსებობა, რომელიც სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა და მე-- ბა-------ის მოთხოვნის განხილვისას იქნა გამოყენებული, არ არღვევს მოსარჩელის არცერთ კონსტიტუციურ თუ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას და ემსახურება ლე--ტიმურ მიზანს - უნივერსიტეტის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სტუდენტთა აკადემიური მიღწევების წახალისებას, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, სტუდენტისათვის კვალიფიკაციის დროულად მინიჭების აუცილებლობის სახით, სტიპენდიის გაცემის გარდაუვალობის შესახებ წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით და ა.შ. ეს წესი დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით არის პროპორციული და თანაზომიერი მეოთხე კურსის ბოლო სემესტრის სტუდენტისთვის სტიპენდიის გაუცემლობაზე. ამ წესით განსაზღვრული რეგულაციები არ იწვევს მე-4 კურსის ბოლო სემესტრის სტუდენტისთვის გაუმართლებლად მძიმე ტვირთს, რადგან სტიპენდია აუცილებლად უნდა გაიცეს წინა სემესტრის შედეგების შესაბამისად, ხოლო სტიპენდიის გაცემა მისი პროცედურული ხასიათიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერ მოხდება.

უნივერისტეტის მიერ დადგენილი რეგულაცია აკმაყოფილებს დისკრიმინაციის საერთაშორისოდ აღიარებულ ტესტს და არ არღვევს მას. შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის არსებული წესები კანონშესაბამისია და არსებული რეგულაციების ბათილობის საკითხი ვერ დადგება დისკრიმინაციის, თუ სხვა მიზეზების გამო.

ამდენად, არ არსებობს არავითარი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოსარჩელე მე-- ბა-------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N88 განკარგულებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამაში“ ასახულია დაფინანსების გაცემის სქემა და ასევე, პროგრამის მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი.

პროგრამის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია 2016-2017 წწ პირველ და მეორე სემესტრში არსებული შედეგების მიხედვით ერთჯერადი ჯილდოს გაცემა, რომელიც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ (ფრიადი), 91 და მეტი ქულა, A კატეგორია).

პროგრამის მიხედვით, თანხა (ჯილდო) გაიცემა 2016-2017 წწ პირველ და მეორე სემესტრში მიღებული ქულების შესაბამისად, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომლებიც რე--სტრირებული არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

ასევე, დაფინანსების გაცემის სქემაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რაც უნდა წარმოედგინა სტუდენტს დაფინანსების მისაღებად. ერთ-ერთ სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტს წარმოადგენს „ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ“, რაც თავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამით დადგენილ ზემოთ აღნიშნულ ქულათა მინიმალურ ზღვარს თითოეულ საგანში.

მოსარჩელე მე-- ბა-------ემ 2017 წლის 28 ივლისს N8------- განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება. მან გამგეობაში წარადგინა სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომლის თანახმად მას მე-8 სემესტრში გავლილი ჰქონდა 6 საგანი და მათგან ლოგიკაში შეფასებული იყო 81 ქულით, ხოლო ყველა სხვა საგანში მიღებული ჰქონდა, 91 და მეტი ქულა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის N0------ წერილით მე-- ბა-------ეს უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით მერვე სემესტრის შეფასებით საგან „ლოგიკაში“ მიღებული აქვს 81 ქულა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს შეფასება 91 და მეტი ქულა.

კომისიამ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მე-- ბა-------ეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი აქვს ცნობა, რომ საგანი „ლოგიკა“ თავისი სურვილისამებრ აირჩია, იგი სტუდენტის სასწავლო ბარათში აისახება და შეფასება არის „B“ (81 ქულა), რაც სამომავლოდ ასახვას პოვებს ასევე დიპლომის დანართში. კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მე-- ბა-------ე ვერ მოხვდა პროგრამით მოსარგებლე სტუდენტთა სიაში.

 

6.7. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მე-- ბა-------ის განცხადების განხილვისას მოხდა კომისიის მიერ პროგრამის კრიტერიუმების არასწორად განმარტება და პროგრამის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რე--სტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული, 91 და მეტის ქულის მოთხოვნა ეხება ძირითად თუ დამატებით საგანს, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშება, თუ ყოველ სასწავლო კურსს მოიცავს.

მუნიციპალიტეტის კომისიას, მე-- ბა-------ის განცხადების განხილვისას უნდა გაემახვილებინა ყურადღება და გამოეკვლია ის გარემოება, რომ უარის თქმის საფუძველს - ლოგიკის საგანს არ ითვალისწინებს სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და შესაბამისად, კომისიას არ უნდა გაეთვალისწინებინა იმ საგნის მონაცემი, რომელიც არ შედის მეოთხე კურსის მეორე სემესტრის საბაკალვრო პროგრამაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი ჯილდოს მიზანია, წაახალისოს სტუდენტი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისთვის.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ სემესტრში დაბალი ქულის მიღების თაობაზე ინფორმაცია მაინც აისახება დიპლომის დანართში, ამ შემთხვევაში ვერ იქნება მნიშვნელოვანი გარემოება, ვინაიდან ლოგიკის საგანი ზოგადად აისახება დიპლომის დანართში, როგორც გავლილი სასწვლო კურსი, თუმცა რომელ სემესტრში მოხდა აღნიშნული საგნის სწავლება, ამის მითითება არ ხდება.

სასამართლო აღნიშნავს, მართალია მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისატვის ჯილდოს გადაცემა განეკუთვნება მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესზე, რომლის თანახმად, ამ უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მოქმედებდეს კანონის ფარგლებში:

1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები.

მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილება, ამ მხრივ წინააღმდეგობაშია კანონის მითითებულ პრინციპებთან.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილება, მე-- ბა-------ისთვის ჯილდოს გაცემაზე უარის შესახებ, ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის და თავად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რე--სტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის მოთხოვნებს.

სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილება, მე-- ბა-------ისთვის ჯილდოს გაცემაზე უარის შესახებ და მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მე-- ბა-------ის მოთხოვნაზე, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 1-0 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 1-0 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 1-0 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გადახდეს მე-- ბა-------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მე-- ბაკურუძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი, სტუდენტური პროგრამით დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის №0------ გადაწყვეტილება, მე-- ბა-------ისათვის სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნაზე უარის შესახებ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მე-- ბა-------ის განცხადებაზე, სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნის შესახებ.

3. მე-- ბა-------ის სარჩელი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე