განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი ,2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- გ-------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხ---- ა---------–-- ძე გ-------, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 4------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ-----------, კ-------–- კ----–--ის ქ.#-- ბინა #3---- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- მ------ წ--------–-- ქ.#------–-
ადვოკატი - გ---–---- ჯ--------
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის აპრილის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის აპრილში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თ---–--–-- ა----–-- დ-----–---–ი, მ------ წ--------–-- ქუჩა #------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხ---- გ-------მ, შელაპარაკებისას, მეუღლეს - თ----- ჩ-----ეს ესროლა და სხეულზე მოარტყა თეფში. ძალადობის შედეგად თ----- ჩ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, თ---–--–-- ა----–-- დ-----–---–ი, მ------ წ--------–-- ქუჩა #------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხ---- გ-------მ შელაპარაკებისას, მეუღლეს - თ----- ჩ-----ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის გ-------– გ-------ს თანდასწრებით, ხელი გაარტყა სახეში. ძალადობის შედეგად თ----- ჩ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3.ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ხ---- გ------- მეუღლეს თ----- ჩ-----ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ხ. გ-------ს ქმედებებით თ----- ჩ-----ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ხ---- გ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- ჩ-----ის, მოწმეების - მ----- გ-------–---–ის, ც------ კ-----–---–--ს, მ----- ჯ-----ის და თავად ხ---- გ-------ს გამოკითხვის ოქმებს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ხ---- გ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.
ოჯახში ძალადობა (2018 წლის აპრილის ეპიზოდი)
უდავო მტკიცებულებები:
2.4. დაზარალებულ თ----- ჩ-----ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ რამდენიმე წელია რაც დაოჯახებულია ხ---- გ-------ზე და ჰყავთ ერთი შვილი 2 წლის გ-------– გ-------. თანაცხოვრების დაწყებიდანვე ყოფითი პრობლემების ნიადაგზე, ოჯახში ხშირად ჰქონდა ადგილი მეუღლეებს შორის კონფლიქტს. 2018 წლის აპრილის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, საღამოს საათებში, მეუღლემ კამათის დროს ესროლა თეფში. თეფში მოხვდა მარცხენა ფერდში. ძალადობის შედეგად თ----- ჩ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით
2.5.დაზარალებულ თ----- ჩ-----ის გამოკითხვის ოქმით ასევე დადგiნდა, რომ მეუღლემ ხ---- გ-------მ 2019 წლის 28 იანვარს, დილის საათებში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი მარჯვენა სახის არეში. ძალადობის შედეგად თ----- ჩ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილის - გ-------– გ-------ს თანდასწრებით, რომელიც მომხდარის გამო ტიროდა. მეუღლის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად დაზარალებულმა შეძლო დაერეკა სსიპ ,,112-ში“ და განაცხადა მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,...გაშალა ხელი და მარჯვენა სახის არეში გამარტყა ძლიერად, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. ამას ყველაფერს უყურებდა ჩემი 2 წლის შვილი გ-------–ი, რომელმაც ტირილი დაიწყო, მე მივედი გ-------–თან, ავიყვანე ხელში და დავჯექი საწოლზე, ავიღე ჩემი ტელეფონი, დავრეკე 112-ში, რა დროსაც ფეხებში მქაჩავდა, საწოლიდან უნდოდა ჩემი გადმოთრევა, რომ არაფერი მეთქვა 112-ის ოპერატორისთვის, მაგრამ მე მაინც მოვასწარი თქმა , რომ მეუღლემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, პირდაპირ განვაცხადე, რომ მცემათქო, რა დროსაც ჩემი მეუღლე სწრაფად გავიდა სახლიდან..., ,,...ცემის დროს ჩემს მეუღლეს ხელში ეკავა კალამი, რა დროსაც დამემუქრა, ამას გაგიყრი მუცელშიო...“.
2.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი არის ძალადობის მსხვერპლი თ----- ჩ-----ე (რეგისტრაციის #2-----, 28.01.2019, 12:19 სთ).
2.7. პატრულ-ინსპექტორის ზ---- გ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 იანვარს, საძახისით #4-- მიიღო შეტყობინება - მოქალაქე თ----- ჩ-----ე ითხოვდა დახმარებას თ---–--–-- ა----–-- დასახლება, მ------ წ-------–ის ქუჩა #------–-. პატრულ-ინსპექტორ მ----- ჯ-----თან ერთად შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა მისამართზე - თ---–---- ა----–-- დასახლება, მ------ წ--------–-- ქუჩა #------–-. მისამართზე დახვდათ დაზარალებული თ----- ჩ-----ე, რომელიც ტიროდა, თმები ჰქონდა აჩეჩილი და სახეზე აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი - სიწითლე. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ხმამაღლა ტიროდა. შეტყობინების ინიციატორმა დაადასტურა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის არეში, თან აცხადებდა, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, მეუღლე მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.
2.8. პატრულ-ინსპექტორის მ----- ჯ-----ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2019 წლის 28 იანვარს, საძახისით #4-- მიიღო შეტყობინება - მოქალაქე თ----- ჩ-----ე ითხოვდა დახმარებას თ---–--–-- ა----–-- დასახლება, მ------ წ-------–ის ქუჩა #------–-. შეტყობინების თანახმად, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მითითებულ მისამართზე პატრულ ინსპექტორებს მ. ჯ-----ს და ზ. გ------–---–ს დახვდათ დაზარალებული თ----- ჩ-----ე, რომელსაც სახეზე ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანება, სახის არეში ჰქონდა სიწითლეები, ტიროდა, თმები აჩეჩილი ჰქონდა, ხელში პატარა ბავშვი ეკავა და ითხოვდა დახმარებას. დაზარალებულმა პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ მეუღლემ ხ---- გ-------მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მარჯვენა სახის არეში დაარტყა ხელი.
2.9.დაკავების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 28 იანვარს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ხ---- გ-------.
2.10.სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თ----- ჩ-----ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში მართალია მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა, თუმცა შესამოწმებელმა პირმა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტს განუცხადა, რომ 2019 წლის 28 იანვარს, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე.
სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება
2.11.დაზარალებულ თ----- ჩ-----ის გამოკითხის ოქმით დადგინდა, თანაცხოვრების პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, ხშირ შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა მას, რითაც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესის მდგომარეობაში და განიცდიდა ტანჯვას.
2.12.ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით თ----- ჩ-----ემ, მეუღლის - ხ---- გ-------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.13. ბრალდებულმა ხ---- გ-------მ შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება. ასევე მეუღლეზე ძალადობა არასრულწოვანი შვილის თანდასწრებით.
2.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით, ასევე ბრალდებულის შესავალი, დასკვნითი და საბოლო სიტყვებით დადასტურდა, რომ 2018 წლის აპრილში, ხ---- გ-------მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.15. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი: უდავო მტკიცებულებებით, ასევე ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 28 იანვარს, ხ---- გ-------მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე თ----- ჩ-----ეზე არასრულწლოვანი შვილის გ-------– გ-------ს თანდასწრებით. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი ფიზიკური ძალადობის გარდა დასჯად ქმედებად განიხილავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის თ----- ჩ-----ის გამოკითხვის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით დამტკიცდა შეურაცხყოფის და დამცირების სისტემატურობა, რის შედეგადაც მსხვერპლმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.17.დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად, მეუღლე.
2.18. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნის და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ხ---- გ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ხ---- გ-------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის აპრილის ეპიზოდი), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ხ---- გ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე და მოძალადის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ (მცდელობა ქმედება დარჩენილიყო ლატენტური).
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა არაერთხელ - ჩადენილია 3 ეპიზოდით გათვალისწინებული ქმედება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რამაც შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს ბავშვის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. დანაშაულის ჩადენა იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მისი ასაკის გამო არის მოწყვლადი ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც დანაშაულის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ძალადობამ მსხვერპლს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. პასუხისმგებლობას ამძიმებს დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, უდავო მტკიცებულებით დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მოძალადე ცდილობდა დანაშაული ლატენტური დარჩენილიყო, მას შემდეგ რაც დამნაშავემ გაიაზრა, რომ მსხვერპლი რეკავდა ,,112-ში“ ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადა ხელშეშლას. მოძალადის ეს ქმედება მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკზე.
5.4.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ხ---- გ------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს (უარი განაცხადა მტკიცებულებების გამოკვლევაზე), დაავადებულია ქრონიკიული C ჰეპატიტით. აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის შემრიგებლური პოზიცია ნაწილობრივ აისახება სასჯელის ზომაზე და არა მოხდის წესზე და სახეზე. სასამართლოს შეფასებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს, ვერ იქნება პროპორციული და თანაზომიერი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
5.5. ძალადობის მასშტაბის, ინტენსივობის, ხერხის, დამდგარი შედეგის და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოძალადის ქცევის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია ხ---- გ-------ს იზოლაცია ოჯახისგან და თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ გააგრძელოს ოჯახში ძალადობა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.ხ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3.ხ---- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხ---- გ-------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით ხ---- გ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.
6.ნივთიერი მტკიცებულება
ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა