განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100118002596094
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

03 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---------------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ფი-----–- მა------–----- მა-------ი (დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ს------–-----------–-, თა--------–---------------;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - და---------------ძე

 

თარჯიმანი - ელ------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ფი-----–- მა-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 1,4367 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სო----–----------–აში 1100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა პა--------------ეზე. ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სო----–----------–აში დ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწმე პა--------------ისგან.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ფი-----–- მა-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 1,4367 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სო----–----------–აში 1100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა პა--------------ეზე. ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სო----–----------–აში დ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწმე პა--------------ისგან.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდოად მიჩნეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ფი-----–- მა-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ფი-----–- მა-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პა--------------ემ განმარტა, რომ ფი-----–- მა-------ი სო----–----------–აში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც იგი იქ ნარკოტიკის საყიდლად ჩავიდა. ფი-----–- მა-------მა მას უთხრა, რომ მიჰყიდდა 5 გრამ ნარკოტიკს 1100 ლარად. იმ დროისათვის მას თანხა არ ჰქონდა, ამიტომ გაცვალეს მხოლოდ ტელეფონის ნომრები. მოგვიანებით კი, როდესაც თანხა იშოვნა, დაუკავშირდა მა-------ს და მისგან 5 გრამი ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამის შემდგომ, 2018 წლის იანვრის დასაწყისში, მან გადაწყვიტა ეთანამშრომლა პოლიციასთან. ამით იგი, ერთი მხრივ, თავის თავსაც დაეხმარებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, ფი-----–- მა-------ის დაკავების შემთხვევაში, თავადაც ვეღარ შეძლებდა ფი-----–- მა-------ისგან ნარკოტიკის შეძენას და ამ გზით, ფიქრობდა, რომ თავს დაანებებდა მოხმარებას. აღნიშნული მიზნით, მოწმემ გადაწყვიტა მოეყოლა სამართალდამცავებისათვის ფი-----–- მა-------ის პიროვნების შესახებ, რაც მოგვიანებით გააკეთა კიდეც, რის გამოც, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს ფაქტზე გამოძიება. კერძოდ, ჩამოართვეს ჩვენება, ამის შემდეგ, იგი დაიბარეს მოდულის შენობაში, გადასცეს ვიდეოკამერა და ასწავლეს მისი ჩართვა-გამორთვა, ასევე, მისცეს თანხა და უთხრეს, რომ მას კვლავ უნდა შეეძინა ნარკოტიკული ნივთიერება ფი-----–- მა-------ისგან. 2018 წლის იანვრის ბოლოს, დაახლოებით 25-დან 30 იანვრამდე დროის შუალედში, შუადღისას, იგი მოდულის შენობიდან ვიდეოკამერით აღჭურვილი გავიდა და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გაემართა ფ------ლის მიმართულებით. ჩასვლის შემდეგ, იგი ავტომანქანიდან გადმოვიდა და ფეხით გააგრძელა გზის გარკვეული მონაკვეთი, რა დროსაც შეხვდა ფ---ა-------ს. ამ უკანასკნელის მანქანის დანახვისთანავე, მან ვიდეოკამერა ჩართო. ისინი ავტომობილში დასხდნენ, რა დროსაც ფ---ა-------მა სთხოვა ეჩვენებინა, ხომ არაფერი ჰქონდა თან რაიმე საეჭვო მოწმეს, რადგან ეშინოდა დაჭერის და ამავე დროს იცოდა, რომ ნარკოტიკების გაყიდვისათვის დიდი სასჯელი იყო კანონით გათვალისწინებული. მას შემდეგ კი, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ პა--------------ეს თან არაფერი საეჭვო საგანი/ნივთი ჰქონდა, ფერად პოლიეთილენში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება გადასცა ამ უკანასკნელს. თავის მხრივ, პა--------------ემ თანხა გადასცა ფ---ა-------ს და ისინი ამით ერთმანეთს დაშორდნენ. პა--------------ემ დააფიქსირა რა, რომ ფერად პოლიეთილენის შეკვრაში ნამდვილად ნარკოტიკული საშუალება იყო, გათიშა კამერა და პირდაპირ პოლიციის თანამშრომლებთან მივიდა, გადასცა მათ ნარკოტიკული საშუალება და ვიდეოკამერა, რაზეც შედგა დოკუმენტი, გაეცნო მას და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, და--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში ბრალდებულის მიმართ მოქალაქე პა--------------ის მიმართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე. პა--------------ის გამოკითხვის შემდეგ, მათ მოსამართლისგან აიღეს განჩინება მისი ვიდეოკამერით აღჭურვაზე, რის შემდგომაც, მას გადასცეს ვიდეოკამერა და თანხა, რათა ამ უკანასკნელს მოეხდინა საკონტროლო შესყიდვა ფი-----–- მა-------ისგან. იმ დღეს, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა ფი-----–- მა-------ისგან პა--------------ის მიერ საკონტროლო შესყიდვა, ისინი ახდენდნენ პა--------------ის ვიზუალურ კონტროლს. მათ მიერ გაკონტროლებული იქნა ფ---ა-------ის ავტომობილში როგორც ჩაჯდომა, ისე მისი იქიდან გადმოსვლა. მოგვიანებით კი, ფი-----–- მა-------ისგან პა--------------ის მიერ შეძენილ და შემდგომში, მოწმისგან ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. თავად ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება კი მა------------–-–---–მა განახორციელა. მან მა------------–-–---–თან ერთად აგრეთვე განახორციელა ფი-----–- მა-------ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკა, ასევე, მისი დაკავება ბრალდებულის სახით.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება ფი-----–- მა-------ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას მონაწილეობა აქვს მიღებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფი-----–- მა-------ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ადგილზე შედგა და ბრალდებულმა იგი დაადასტურა ხელმოწერით, მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბე-----------მა განმარტა, რომ 2017-2018 წლის მდგომარეობით მუშაობდა ც--------–---------------–----------–-–-------------------–------------------------ლის პოზიციაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას დავალებული ჰქონდა გაერკვია ფი-----–- მა-------ის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ მას დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია და მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგი იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტ ხანს და უნდა შემოეტანა ნარკოტიკი, რაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელ პირებს. სხვა სახის მონაწილეობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას არ მიუღია.

 

4.5. 2018 წლის 13 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 ივლისს, 07:31 საათზე, ქ.თბილისში, ს------–-----------–-, თა--------–----------------ში, პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე, ფი-----–- მა-------ი დაკავებულ იქნა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავებისას გულმკერდისა და ზურგის არეში დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლეები, რომელიც მისივე განმარტებით, აქვს კანის დაავადების გამო.

 

4.6. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარულ ვიდეოჩანაწერში აღწერილია 2018 წლის 30 იანვრის 12:50:08 სთ-დან 2018 წლის 30 იანვრის 12:53:32 სთ-მდე დროის შუალედში, ქ.თბილისი, ს------–-----------–-, ბ-----ის ქუჩაზე ერთი მხრივ, პა---------ეს ძე კუ------ის, ხოლო, მეორე მხრივ, ფი-----–- მა------–----- მა-------ის და მასთან ერთად ავტომობილში მყოფი პიროვნების შეხვედრის და საუბრის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარულის ვიდეო და აუდიო ჩაწერის მიმდინარეობა, რა დროსაც დგინდება, თუ როგორ გადაადგილდება პა--------------ე საკონტროლო შესყიდვის დროს, როგორ ხვდება იგი ფი-----–- მა-------ს, ესაუბრება თანხასა და ნარკოტიკებზე, რის შემდგომაც ხდება მათ შორის თანხისა და მუქი ფერის პარკში გახვეული შეკვრის გაცვლა. ჩანაწერში ასევე, ჩანს მათი დაშორების მომენტიც, რა დროსაც ა/მანქანა იძვრება და აგრძელებს გზას. ნარკოტიკული საშუალების მიმღები პიროვნება კი ფეხით გადაადგილდება, რა დროსაც მას ხელის გულზე კვლავ უფიქსირდება მუქი ფერის პარკში გახვეული ერთი შეკვრა ნივთი.

 

4.7. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 31 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #1------------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 2,6363 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 1,4367 გრამი.

 

4.8. აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ----------–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.

 

4.9. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #6------- დასკვნის მიხედვით: სს სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით “R-----------” 00:01:16 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმეზე, ექსპერტიზის ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 10-------3 წელს დაბადებული ფი-----–- მა------–----- მა-------ის (პN1----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმეზე, ექსპერტიზის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 10-------3 წელს დაბადებული ფი-----–- მა------–----- მა-------ის (პN1----------) ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: “R-----------”, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

4.10. აღნიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ვ------------------ძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.

 

4.11. 2008 წლის 11 სექტემბრის გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ ფი-----–- მა-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით 2008 წლის 11 სექტემბრის თბილისის საქალაქოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით დარჩა უცვლელი).

 

4.12. 2013 წლის 2--------ის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით მსჯავრდებულ ფი-----–- მა-------ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით და დარჩა მოსახდელად თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.13. ბრალდებულმა ფი-----–- მა-------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მის საბოლოო სიტყვის ეტაპზე განაცხადა, რომ კამერაში არც ფული იყო და არც ნარკოტიკი დაფიქსირებული.

 

4.14. ფი-----–- მა-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების - და-------------–---–ის, ელ---------–-----ის, მა------------–-–---–ის, სო------–-------ას, რე-------------–---–ის, რო---------------–--ის, ეთ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმს, ხმის ნიმუშის აღების ოქმს, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნას, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ და საქმის არსებითი განხილვისას პროცესზე გამოკვლეულ ნარკოტიკული საშუალების ჰეროინის შემცვლელ ნივთიერებას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ფი-----–- მა-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეების - და-------------–---–ის, ელ---------–-----ის, მა------------–-–---–ის, სო------–-------ას, რე-------------–---–ის, რო---------------–--ის, ეთ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმი, ხმის ნიმუშის ამოღების ოქმი და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.18. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.20. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

5.7. სასამართლო ბრალდებულ ფი-----–- მა-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ ფი-----–- მა-------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 1,4367 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სო----–----------–აში 1100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა პა--------------ეზე. ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა 2018 წლის 30 იანვარს, დღის საათებში, სო----–----------–აში დ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწმე პა--------------ისგან.

 

5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. კერძოდ, მოწმე პა--------------ე დეტალურად აღწერს ფი-----–- მა-------ისგან ნარკოტიკული ნივთირების შესყიდვის ფაქტის ორ შემთხვევას - პირველს - საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით განხორციელებულს, ხოლო მეორეს, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, რა დროსაც ფი-----–- მა-------მა მას გადასცა 5 გრამი („ხუთგრამიანი“ ასე მოიხსენებდა გადაცემული ნივთიერების ოდენობას როგორც გამსაღებელი, ისე მისი შემძენი) 1100 ლარის სანაცვლოდ. აღნიშნული მოწმის ჩვენება გამყარებულია ასევე, სხვა მტკიცებულებებით: კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარულ ვიდეოჩანაწერში ვიზუალურად ფიქსირდება ავტომობილში პ.კუ------ისათვის პოლიეთილენში გახვეული ნივთიერების ფი-----–- მა-------ის მიერ გადაცემის ფაქტი. ავტომობილში მყოფი პირის დადგენის კუთხით, რომელმაც პ.კუ------ეს მუქ პოლიეთილენში გახვეული ნივთიერება გადასცა, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #6------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც: ფი-----–- მა-------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ ფი-----–- მა------–----- მა-------ის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

5.9. პ. კუ------ისგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად ამოღებული ნივთიერების დადგენის კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 31 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #1------------- დასკვნას, რომლითაც დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 1,4367 გრამი.

 

5.10. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების - და------------ის, ბე-----------ის და და--------------ის ჩვენებებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და რომელთა ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, ფი-----–- მა-------ის მიერ მის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტი.

 

5.11. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, თითქოსდა, მოცემულ შემთხვევაში, არაა დადგენილი, თუ რა გადასცა ფი-----–- მა-------მა პა--------------ეს. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარდა მოწმე პა--------------ის ჩვენებისა, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ვიდეოჩანაწერიც, სადაც ნათლად ჩანს და ისმის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ფი-----–- მა-------სა და პა--------------ეს შორის საუბარი, რასაც მა-------ის მხრიდან თან ახლავს პოლიეთილენის პაკეტის გადაცემა, რომელშიც მოთავსებული ნივთიერება, როგორც შემდგომ დადგინდა, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე, ამ შემთხვევაში, უშედეგოდ შეეცადა გვერდი აევლო ვიდეოფირის ჩანაწერის ანალაზს, თუმცა, ამავე დროს, არც ის დაუსახლებია, თუ რა იყო ის შეკვრა/ფუთა, რაც ფი-----–- მა-------მა, ნარკოტიკებზე საუბრის მიმდინარეოებისას, პა--------------ეს, თანხის სანაცვლოდ გადასცა. ამასთან, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით ცალსახად დადგინდა, რომ ვიდეოგრამაში წარმოდგენილ აუდიონაწილს მონატაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ გარდა თავად პ.კუ------ისა, მოწმე და--------------ეც თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან გაკონტროლებული იქნა კუ------ის ფ---ა-------ის ავტომობილში როგორც ჩაჯდომა, ისე მისი იქიდან წამოსვლა, საიდანაც იგი პირდაპირ პოლიციის შენობაში იქნა მიყვანილი.

 

5.12. გარდა ამისა, დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლზე და ითხოვს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დაუშვებლად ცნობას, რადგან, დაცვის მხარის პოზიციით, არსებობს გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის შესახებ, რასაც, ბუნებრივია, სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუკი არსებობს გონივრული ეჭვი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას და განაჩენის დადგენისას მას ცნობს არა დაუშვებელ მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ როცა, აღნიშნული მტკიცებულება დასაშვებ მტკიცებულად უკვე იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომის მოსამართლი მიერ, არამედ მათი შეფასებისას, ასეთ მტკიცებულებას მხედველობაში არ იღებს და აქედან გამომდინარე, არ იზიარებს მას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ამ მტკიცებულების არგაზიარების/არშეფასების სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, რადგან, ჯერ ერთი, აღნიშნული მტკიცებულება სრულიად კანონიერად დასაშვებ მტკიცებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და არ არსებობს რაიმე გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის შესახებ, მეორეც, იგი პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რაც, საბოლოოდ, ქმნის ერთ საერთო სურათს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

5.13. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფი-----–- მა-------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა სულ წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 2,6363 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველობაა - 1,4367 გრამის ოდენობით. ეს უკანასკნელი ოდენობა კი, თავის მხრივ, აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

5.14. ამდენად, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-გაანალიზებით ცალსახაა, რომ დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიები/პოზიციები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რაც საფუძველი იქნებოდა იმისა, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს შეეფასებინა და შემდგომში მიეჩნია უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ თავის დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციები, აღნიშნული პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, არასარწმუნო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს.

 

5.15. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.16. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფი-----–- მა-------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ფი-----–- მა-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ.

 

7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

 

7.7. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას - ფი-----–- მა-------ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, 2008 წლის 11 სექტემბრის გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენით ფი-----–- მა-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. 2013 წლის 2--------ის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით აღნიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით და დარჩა მოსახდელად თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7.8. ცნობის ასლი - N0-------ით დგინდება, რომ ფი-----–- მა-------ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა და განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდა დაასრულა 2017 წლის 10 ივლისს. შესაბამისად, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

7.9. სასამართლო განმარტავს, რომ ფი-----–- მა-------ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.

 

7.10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ასევე, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს.

 

7.11. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

7.12. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ფი-----–- მა-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.

 

7.13. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფი-----–- მა-------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- საქმეზე პა--------------ისგან 2018 წლის 30 იანვარს ამოღების წესით ამოღებული, ფი-----–- მა-------ისგან შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რომელიც იხება ნსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი დალუქული სახით, ასევე, ერთი ცალი დისკი, მასზე არსებული ფი-----–- მა-------ის ხმის ნიმუშით - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფი-----–- მა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ფი-----–- მა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ფი-----–- მა-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.

 

3. მსჯავრდებულ ფი-----–- მა-------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს.

 

4. მსჯავრდებულ ფი-----–- მა-------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- საქმეზე პა--------------ისგან 2018 წლის 30 იანვარს ამოღების წესით ამოღებული, ფი-----–- მა-------ისგან შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის ამსახველი ერთი ცალი დისკი დალუქული სახით, ასევე, ერთი ცალი დისკი, მასზე არსებული ფი-----–- მა-------ის ხმის ნიმუშით - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე