განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
820100119002827290
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002827290

№1-35/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა ა--–---

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - რ----- გ-------ე, თ----- გ-------ე

ადვოკატი - ი-----–- ა--–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173171218003 საქმე

 

1. ბრალდებულ რ----- გ-------ის მიმართ,მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 15.08.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი კ--------

რეგისტრირებული: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი კი------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტი.

 

2. ბრალდებულ თ----- გ-------ის მიმართ,მამის სახელი: თ------ი

დაბადებული: 07.12.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური, სოფელი კ--------

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კ--------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფრ----------–--–ის გამზ. მ----–------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტი, 111 -187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რ----- გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- გ-------ემ და მისმა ძმამ თ----- გ-------ემ 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელებისა და ფეხების დარტყმით მამას თ------ გ-------ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც თ------ გ-------ისათვის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

თ----- გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

4. ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

5. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ----- გ-------ემ და მისმა ძმამ რ----- გ-------ემ 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელებისა და ფეხების დარტყმით მამას თ------ გ-------ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც თ------ გ-------ისათვის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

თ----- გ-------ემ 2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამას თ------ი გ-------ეს იატაკზე განზრახ ძლიერად დარტყმით დაუზიანა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც ამ უკანასკნელისათვის 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ----- გ-------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თ----- გ-------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით და 111 -187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ------ გ-------ემ განმარტა, რომ მის შვილებს, რ----- და თ----- გ-------ეს, იგი არ უცემიათ და სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად, ხოლო რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, ის დაეკარგა და თ----- გ-------ეს არ დაუზიანებია.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა საქმეში არსებული ყველა დანარჩენი ბრალდების მხარის მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა რ----- და თ----- გ-------ეების მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმის ერთადერთი თვითმხილველი მოწმე გახლავთ დაზარალებული თ------ გ-------ე, რომელმაც განაცხადა, რომ რ----- და თ----- გ-------ეებს მასზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებიათ და სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად, მან ასევე განმარტა, რომ მობილური ტელეფონი დაკარგა და ის თ----- გ-------ეს არ დაუზიანებია, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმეები - გ-----------------------------–-------------–----------------–--- და სხვები მხოლოდ დაზარალებულისგან ფლობენ ინფორმაციას შესაძლო ძალადობის შესახებ, დაზარალებულმა თ------ გ-------ემ კი თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა თ----- და რ----- გ-------ეების მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, ასევე უარყო მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტი, შესაბამისად საქმეზე გამოკითხული მოწმეები, გარდა დაზარალებული თ------ გ-------ისა არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველი) და მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

სასამართლო ამავდროულად მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ----- გ-------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ----- გ-------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით და 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბრალდებული რ----- გ-------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

2.გაუქმდეს ბრალდებულ რ----- გ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

3. მსჯავრდებული რ----- გ-------ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. გამართლებულ რ----- გ-------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

5. ბრალდებული თ----- გ-------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

6. ბრალდებული თ----- გ-------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

7. გაუქმდეს ბრალდებულ თ----- გ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გადახდილი გირაოს თანხა 8000 (რვა ათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ნი---–------–--ეს /პ/ნ61---------/.

 

8. გამართლებულ თ----- გ-------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი