განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002886218
N1/35-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
23.04.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლი - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის -- თინათინ ზუბაშვილი.
ბრალდებული -თა----- ნა------–--ლი.
ადვოკატი - მი----- მუ------–--ლი.
სხდომის სახე - ღია.
საქმე: #0-----------
ბრალდებული: თა----- ნა------–--ლი;
მამის სახელი: უშ----;
პირადი ნომერი: 1-----------
დაბადების თარიღი: 21.10.1----–--–-;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: გურჯაანის რაიონის სოფელი გ-----------
დაკავების დრო: 2019 წლის 04 თებერვალი, 02:15 საათი;
ბრალდებულად ცნობის თარიღი: 04.02.2019 წელი.
ბრალდებით წარდგენილი მუხლი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,ე" ქვეპუნქტები.
კვალიფიკაცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2015 წლიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-- ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი თა----- ნა------–--ლი, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის, ბე-- ნა------–--ლის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მა----- კვ-–-–--ლს, რომელსაც 2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 20:15 საათზე, თმებში მოქაჩა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. თა----- ნა------–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა----- კვ-–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
თა----- ნა------–--ლი 2019 წლის 04 თებერვალს 02:15 საათზე დაკავებული იქნა და 2019 წლის 04 თებერვალს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე" ქვეპუნქტებით. 2019 წლის 05 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა პატიმრობა.
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-- ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი თა---- ნა------–--ლი, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის, ბე-- ნა------–--ლის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მა----- კვ-–-–--ლს, რომელსაც 2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 20:15 საათზე, თმებში მოქაჩა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. თა---- ნა------–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა----- კვ-–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა
1. მოწმე მა----- კვ-–-–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის დაზარალებული და ბრალდებულის მეუღლე. წლების განმავლობაში ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასამელს და მას აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ესწრება მათი არასრულწლოვანი შვილი - ბე-- ნა------–--ლი. ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი ოჯახური ძალადობისათვის. ყოველთვის როდესაც მას აყენებს შეურაცხყოფას შემდეგ უხდის ბოდიშს და პირობას დებს, რომ აღარ გაიმეორებს, მაგრამ წლებია გრძელდება მისი ძალადობა. 2019 წლის 3 თებერვალს სახლში იმყოფებოდა მისი მამამთილი უშ---- ნა------–--ლი ცოლთან თი-- ბე--–--ლთან ერთად. თა----- ნა------–--ლი იყო ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო ჩხუბი. მოწმეს ლანძრავდა და მამას ეუბნებოდა, რომ იგი იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი და სურდა მასთან გაყრა. შემდეგ თა---- ნა------–--ლმა მოწმეს დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა, მოქაჩა თმებში და სხეულის სხვადასხვა ადგილას სცემა. იქვე მყოფი მოხუცები ვერ მიეშველნენ, რადგან არის ძალიან მოხუცები და დაუძლურებულნი, მხოლოდ თა---- ნა------–--ლის დედინაცვალი ტიროდა. მოწმემ განაცხადა, რომ სურს თა---- ნა------–--ლმა ოჯახს დაანებოს თავი და იცხოვროს ცალკე.
2. შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, მოწმეების ბე-- ნა------–--ლის, თი-- ბე--–--ლის გამოკითხვის ოქმები, 2017 წლის 31 მაისის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი თა---- ნა------–--ლის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მა----- კვ-–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა----- ნა------–--ლმა ჩიადინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის მასალების მიხედვით დადასტურდა, რომ მა----- კვ-–-–--ლი არის თა----- ნა------–--ლის არარეგისტრირებული ცოლი, მათ ჰყავთ საერთო შვილი ბე-- ნა------–--ლი. ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აქვს სისტემატური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას.
2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
1. მოწმე მა----- კვ-–-–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის დაზარალებული და ბრალდებულის მეუღლე. წლების განმავლობაში ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასამელს და მას აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ესწრება მათი არასრულწლოვანი შვილი - ბე-- ნა------–--ლი. ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი ოჯახური ძალადობისათვის. ყოველთვის როდესაც მას აყენებს შეურაცხყოფას შემდეგ უხდის ბოდიშა და პირობას დებს, რომ აღარ გაიმეორებს, მაგრამ წლებია გრძელდება მისი ძალადობა. 2019 წლის 3 თებერვალს სახლში იმყოფებოდა მისი მამამთილი უშ---- ნა------–--ლი ცოლთან თი-- ბე--–--ლთან ერთად. თა----- ნა------–--ლი იყო ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო ჩხუბი. მოწმეს ლანძრავდა და მამას ეუბნებოდა, რომ იგი იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი და სურდა მასთან გაყრა. შემდეგ თა---- ნა------–--ლმა მოწმეს დაუწყო უცენზურო სიტყვებისთ ლანძღვა, მოქაჩა თმებში და სხეულის სხვადასხვა ადგილას სცემა. იქვე მყოფი მოხუცები ვერ მიეშველნენ, რადგან არის ძალიან მოხუცები და დაუძლურებულნი, მხოლოდ თა---- ნა------–--ლის დედინაცვალი ტიროდა. მოწმემ განაცხადა, რომ სურს თა---- ნა------–--ლმა ოჯახს დაანებოს თავი და იცხოვროს ცალკე.
2. შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, მოწმეების ბე-- ნა------–--ლის, თი-- ბე--–--ლის გამოკითხვის ოქმები, 2017 წლის 31 მაისის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი თა---- ნა------–--ლის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მა----- კვ-–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა----- ნა------–--ლმა ჩიადინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ თა----- ნა------–--ლის შვილი ბე-- ნა------–--ლი დაბადებულია 2002 წლის 04 იანვარს და არის არასრულწლოვანი, რომელიც ცხოვრობს ბრალდებულ თა---- ნა------–--ლთან და დედასთან დაზარალებულ, მა----- კვ-–-–--ლთან ერთად ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ბე-- ნა------–--ლის თანდასწრებით ბრალდებული თა----- ნა------–--ლი ხშირად ძალადობს მა----- კვ-–-–--ლზე.
2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არაერთგზის.
1. მოწმე მა----- კვ-–-–--ლის ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: იგი არის დაზარალებული და ბრალდებულის მეუღლე. წლების განმავლობაში ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასამელს და მას აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ესწრება მათი არასრულწლოვანი შვილი - ბე-- ნა------–--ლი. ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი ოჯახური ძალადობისათვის. ყოველთვის როდესაც მას აყენებს შეურაცხყოფას შემდეგ უხდის ბოდიშა და პირობას დებს, რომ აღარ გაიმეორებს, მაგრამ წლებია გრძელდება მისი ძალადობა. 2019 წლის 3 თებერვალს სახლში იმყოფებოდა მისი მამამთილი უშ---- ნა------–--ლი ცოლთან თი-- ბე--–--ლთან ერთად. თა----- ნა------–--ლი იყო ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო ჩხუბი. მოწმეს ლანძრავდა და მამას ეუბნებოდა, რომ იგი იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი და სურდა მასთან გაყრა. შემდეგ თა---- ნა------–--ლმა მოწმეს დაუწყო უცენზურო სიტყვებისთ ლანძღვა, მოქაჩა თმებში და სხეულის სხვადასხვა ადგილას სცემა. იქვე მყოფი მოხუცები ვერ მიეშველნენ, რადგან არის ძალიან მოხუცები და დაუძლურებულნი, მხოლოდ თა---- ნა------–--ლის დედინაცვალი ტიროდა. მოწმემ განაცხადა, რომ სურს თა---- ნა------–--ლმა ოჯახს დაანებოს თავი და იცხოვროს ცალკე.
2. შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, მოწმეების ბე-- ნა------–--ლის, თი-- ბე--–--ლის გამოკითხვის ოქმები, 2017 წლის 31 მაისის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი თა---- ნა------–--ლის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მა----- კვ-–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა----- ნა------–--ლმა ჩიადინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად: 1. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
თა----- ნა------–--ლი გასამართლებულია 2017 წლის 31 მაისს გურჯაანის რაიონული სასანართლოს მიერ სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ"' ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, საიდანაც სსკ-ის 50 ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად 6 თვე მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 წელი.
ამავე კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმდ ნასამართლობა გაქარწყლდება:
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის მოხდიდან არ არის გასული სამი წელი, ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი და შესაბამისად ბრალდებული თა---- ნა------–--ლი ითვლება ნასამართლევ პირად და მისი დანაშაული სწორად არის დაკვალიფიცირებული როგორც არაერთგზისი დანაშაული.
3. სამართლებრივი შეფასება
1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თა----- ნა------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე" ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თა----- ნა------–--ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
თა----- ნა------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თა----- ნა------–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თა----- ნა------–--ლის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
6. ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
თა----- ნა------–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თა----- ნა------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
2. თა----- ნა------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პარიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყოს 2019 წლის 04 თებერვლის 02:15 საათიდან.
3. განაჩენი გამოცხადებისათანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
4. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე