განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
170100117002107101
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/45-17

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------–----------–---------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: წ--–--- რაიონი, სოფელი ხ------.

 

ადვოკატი - ა---------–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდება:

 

1. 2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ. წ--–--–-, ბ-–---–---- ქუჩა #12-ში მდებარე ა-–----------------–---- მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ა---------–----------, გ-------------------–-–---–- და ლ---------–---–---–- წინასწარი შეთანხებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თოკებისა და ლ---------–---–---–-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის (ს/ნ M--------) გამოყენებით დაეუფლნენ ა-–----------------–---- კუთვნილ სამ ძროხას, რითაც მას მიაყენეს 4000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ. წ--–--–-, ბ-–---–---- ქუჩა #12-ში მდებარე ა-–----------------–---- მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ა---------–----------, გ-------------------–-–---–- და ლ---------–---–---–- წინასწარი შეთანხებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თოკებისა და ლ---------–---–---–-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის (ს/ნ M--------) გამოყენებით დაეუფლნენ ა-–----------------–---- კუთვნილ სამ ძროხას, რითაც მას მიაყენეს 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. უპირველესად სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლო ფაქტებს განიხილავს ქმედების შემდეგი სამართლებრივი ელემენტების მიხედვით: სხვისი მოძრავი ნივთი; ფარული დაუფლება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქმედების განხორციელება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2017 წლის 23 ივლისს. #17----- შეტყობინების თანახმად (განმცხადებელი თ------------–---), განმცხადებლის მამამ ბაზარში ნახა საქონელი, რომელიც 3 დღის უკან მოპარეს.

 

5. დაზარალებულმა ა-–----------------–---- განაცხადა, რომ წ--–--–-, ბ-------–---–-- ქუჩაზე, დილით აღმოაჩინა, რომ 3 სული საქონელი არ იყო, აქედან 2 დეკეული, სახეზე ორივე თეთრია, ხოლო ყურზე ნიშანი აქვთ, რომელიც კოლექტივის დროინდელია და დღესაც იყენებს ყველა მის საქონელზე. კვირას თავად გავიდა მარნეულის საქონლის ბაზარზე, იქ ნახა თავისი 2 დეკეული, როცა დააფასებინა უთხრეს 1700 ლარი ორივეში, შემდეგ პოლიცია მივიდა, როცა მისი დაკითხვის ოქმში აღწერილი ნიშნები დეკეულებს შეადარეს დაემთხვა, საქონელი წაიყვანეს პოლიციაში. შემდეგ დაურეკეს ძროხაზეც, ამოსაცნობად მიიყვანეს, მაშინვე იცნო მისი ძროხა და აკოცა, ძროხა ძაღლივით მისდევდა. 3000 ლარამდე ზარალი მიადგა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ალბათ თოკებით იყვნენ დაბმულები, ყველა ისეთ თოკს ხმარობს (საუბარია პრესის თოკზე). ასევე ადასტურებს ა---------–----------სთან შეხვედრას და საუბარს ძროხების დაკარგვასთან დაკავშირებით.

 

6. 2017 წლის 23 ივლისის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ქ. წ--–--–-, 25 მარტის ქ. #66-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა ორი სული დეკეული, რომელთაგან ერთი არის დაახლოებით 100 კგ., ღია წითელი, სახეზე თეთრი ნიშნით, მოკლე შავი რქებით, მარჯვენა ყურზე ქვედა მხარეს აქვს ძველი ამოჭრილი ნიშანი, რომელიც უკვე შევსებულია ბალნით, ხოლო მეორე დეკეული არის დაახლოებით 100კგ., ღია წაბლისფერი, შავი მოკლე რქებით, მარჯვენა ყურზე ქვედა მხარეს აქვს ძველი ამოჭრილი ნიშანი, რომელიც უკვე შევსებულია ბალნით.

 

7. 2017 წლის 24 ივლისის ამოცნობის ოქმების მიხედვით, მ-------------------, ე-–------------------ და ი------------------- ამოიცნეს გ-------------------–-–---–-, როგორც ის პიროვნება, რომლისგანაც იმავე წლის 23 ივლისს იყიდეს 2 დეკეული. მოწმე თ-----------–---- (გამომძიებელი) დაადასტურა ამოცნობის ჩატარება.

 

8. მოწმეებმა ე-–------, მ------- და ი------- მ------------ განაცხადეს, რომ 2017 წლის 22-23 ივლისს იმყოფებოდნენ მარნეულის საქონლის ბაზარში, ვაჭრობენ საქონლით, უცნობისგან შეიძინეს 2 დეკეული 1280 ლარად (12 100-ლარიანი, 1 50-ლარიანი, 1 20-ლარიანი და 1 10-ლარიანი კუპიურა), გამყიდველი ქართულად საუბრობდა, თავიდან უთხრა 1500, მაგრამ შეევაჭრნენ, გამყიდველი ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაცას, რომელიც თარგმანში დაეხმარა. გამყიდველმა უთხრა, რომ წ--–------ იყო, გ------- ერქვა. პასპორტი სთხოვეს, თან არ ჰქონდა. თავს იზღვევენ, რომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს მომავლში, ამიტომ ფოტოთი დააფიქსირეს ყიდვისა და ფულის გადაცემის მომენტი, ასევე დააფიქსირეს გამყიდველის ტელეფონის ნომერი, ზარი გაუშვეს. აღნიშნული დეკეულები იმავე დღეს გადაყიდეს მეზობლებზე - ხ------------------ და ა---------------- 1350 ლარად, თუმცა საქონელი აღმოჩნდა მოპარული. ამის შემდეგ წ--–--- პოლიციაში ნახა ის პიროვნება ამოცნობისას. დეკეულებს თოკები ებათ, მათ არ მოუხსნიათ, 10 წელზე მეტია ამ საქმიანობას მისდევენ და არც ის პიროვნება ენახათ მანამდე და არც ა---------–----------ს იცნობენ.

 

9. 2017 წლის 24 ივლისის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ე-–------ დ--–---–---–-- სახლის ეზოში მდებარე ბოსლიდან ამოღებულ იქნა ერთი სული ძროხა, მოწითალო, დაახლოებით 200 კგ., დაახლოებით 120 სმ. სიმაღლის, შუბლზე მოთეთრო ფერით, მარჯვენა ყურის ძირზე 2 სმ. სიგრძის ჭრილით, წინა ფეხების შუაში მოთეთრო ფერის ლაქებით, რომელიც იყო დაბმული სადგომის პირველივე ოთახში. აღნიშნული ასევე დასტურდება შესაბამისი ფოტოსურათებით. ჩხრეკის ოქმზე დართულ ფოტოებზე, სადაც გადაღებულია ძროხა, თოკი არ უკეთია.

 

10. 2017 წლის 24 ივლისის ხელწერილის მიხედვით, ნ-----–------–---–---–-- (ლ---------–---–---–-ს დედა) შესანახად ჩაიბარა აღნიშნული ძროხა, რომელიც მისი განცხადებით, მისმა შვილმა ლ---------–---–---–-- მიიყვანა სახლში. მისივე ჩვენების მიხედვით, მისი შვილი 3 წელია ვაჭრობს საქონლით, წ--–--–- ყიდულობს და მ--------––- ყიდის. ივლისში, გამთენიისას თავიანთი თეთრი ფერის ე.წ. „მარშუტკით“ სახლში მიიყვანა 2 დეკეული და 1 მოგებული ძროხა, დეკეულები ბაზარში გაყიდეს, ხოლო ძროხა დაიტოვეს სახლში. ძროხებს თოკი არ ჰქონდათ, ბაზარში პრესის კანაფებით აბამენ საქონელს.

 

11. მოწმე ე-–------ დ--–---–---–-- (ლ---------–---–---–-ს მამა) დაადასტურა, რომ მისი შვილი საქონლით ვაჭრობს, დამხმარედ ჰყავს მეზობელი გ-------------------–-–---–-, ივლისში მათ 3 სული მიიყვანეს სახლში მისი მანქანით („მარშუტკით“), 1 კარგი ძროხა იყო 200 კგ-მდე და შესთავაზა სახლში დატოვება, ის ორი კი ბაზარში გაყიდეს კვირა დილას. 24 ივლისს ღამით მივიდა პოლიცია, ხოლო მეორე დღეს ჩავიდა დაზარალებული, ძროხამაც იცნო პატრონი. ძროხებს თოკი არ ჰქონდა, ისე შერეკა, თავისი ჯაჭვებით დააბა. თავისი სახლის თოკები მოაბეს დეკეულებს და ისე წაიყვანეს ბაზარში.

 

12. 2017 წლის 24 ივლისის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ა-–----------------–---- ამოიცნო თავისი ძროხა მოწითალო ფერით, სახეზე თეთრი ლაქითა და მარჯვენა ყურზე ჭრილით. მოწმე გ--–---------–----- (გამომძიებელი) განაცხადა, რომ ბრალდებულს იცნობს, რომელიც იყო ძებნილი საქონლის ქურდობაზე (ხონში ან ოზურგეთში) და მან დააკავა 2002 თუ 2005 წელს. დ--–---–---–-- ოჯახში ჩაატარა ჩხრეკა, ამოიღეს მოწითალო-მონაცრისფრო ძროხა, თეთრი შუბლით, მეწველი. ამოცნობაში, ოთხი სული საქონლიდან თეთრნიშნიანი ამოიცნო ა-–----------------–----, ყურზე ნიშანი ჰქონდა, ჭრილი, ფაქტიურად ძროხამ ამოიცნო ისეთი შეხვედრა ჰქონდათ. არ უნახავს ძროხა ასე ეფერებოდეს პატრონს, ხმაზე იცნო პატრონი და დაიწყო ბღავილი. მოწმე ნ-----–----–------- (გამომძიებელი) განაცხადა, რომ საქონლის ამოცნობისას, როგორც კი დაინახა დაზარალებული მიუვარდა ძროხას და აკოცა, თოკები არ ახსოვს. მოწმეებმა ლ-–------–------ და დ-------------–---–--– (გამომძიებელი) დაადასტურეს 2017 წლის 24 ივლისს ე-–------ დ--–---–---–-- სახლში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, თუმცა ვერ გაიხსენეს თოკები. მოწმე კ-------------–---–-- (გამომძიებელი) განმარტებით, 2017 წლის ივლისში, სოფელ ე------–- ე-–------ დ--–---–---–-- სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ძროხას ეძებდნენ, თოკი არ ახსოვს. ანალოგიური განაცხადა მოწმე ი-----–--–-------- (ექსპერტ-კრიმინალისტი), რომ ლ---------–---–---–-ს სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა, დაასურათეს ბოსელი, ძროხას ის ნიშნები აღენიშნებოდა, რაც დაზარალებულს ჰქონდა აღნიშნული, ყურზე ჭრილი ჰქონდა, თოკი ან რაიმე კვლები არ ამოუღიათ.

 

13. სასამართლოს შეფასებით ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული 2 დეკეული და 1 ძროხა ეკუთვნოდა დაზარალებულ ა-–----------------–----.

 

14. მოწმე ე-–------ ა----------–-–---–-- (გ-------------------–-–---–-ს მამა) დაადასტურა, რომ მისი შვილი ლ---------–---–---–- დასდევდა დამხმარე მუშად, წ--–------ მიჰყავდათ საქონელი და ყიდიდნენ მ--------––-.

 

15. 2017 წლის 24 ივლისის ამოღების ოქმის მიხედვით, ლ---------–---–---–-საგან ამოღებულ იქნა „ნოკიას“ ფორმის მობილური ტელეფონი, ასევე 12 100-ლარიანი და 2 50-ლარიანი კუპიურა, რაც დაილუქა. აღნიშნული ფული დათვალიერდა სასამართლო სხდომაზეც.

 

16. 2017 წლის 24 ივლისის ამოღების ოქმის მიხედვით, ლ---------–---–---–-სგან ამოღებულ იქნა მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტი“ ს/ნ M--------, რაც დაილუქა. ავტომანქანა დათვალიერდა სასამართლოში საქმის განხილვისას, თეთრი ფერის, მანქანას აქვს ორი განყოფილება მძღოლის გვარედით 2 ადგილით, ასევე უკან გადაკეთებულია საბარგო დანიშნულებით და წარმოადგენს ერთიან სივრცეს, ეჭვს არ იწვევს, რომ შესაძლებელია 3 ძროხის განთავსება.

 

17. 2017 წლის 24 ივლისის ამოღების ოქმის მიხედვით, გ-------------------–-–---–-სგან ამოღებულ იქნა „სამსუნგის“ ფორმის მობილური ტელეფონი „დუოსი“, რაც დაილუქა.

 

18. მოწმე ლ---------–---–---–-- განაცხადა, რომ დაახლოებით 3 წელია საქონლით ვაჭრობს, წ--–--–- ყიდულობს და ყიდის, მ-------- შეიძინა ერთხელ ხ------დან 8 სული. 2017 წლის 19 ივლისს, იქნებოდა ღამის 11 საათი, დაურეკა ა---------–, იგივე მ--------------- და უთხრა რომ საქონელი იყო წასაყვანი, რაც შეატყობინა თავის დამხმარეს გ------- ა----------–-–---–-. დაახლოებით ღამის 2-3 საათზე სოფელ ი--------- დაურეკა გ--------- და ჰკითხა სად მისულიყვნენ. წ--–--–- შესვლისას ხიდთან უნდა შეხვედროდნენ, რომ გადაუხვიეს წ--–---კენ იქ იდგა გ--------, უთხრა მანქანა იქვე გაეჩერებინა, შიგნით იყო საქონელი და უნდა გამოეყვანათ. რამდენჯერმე გაუმეორა თუ რაში იყო საქმე, ანუ მოპარვას ეხებოდა, გ-------ს უთხრა გაყოლოდა, ის 15 წუთში მიბრუნდა და უთხრა რომ საქონელი დაბმული იყო და წასულიყო. 150-200 მეტრში შევიდნენ ჩიხში და იქ იყო საქონელი და მ----- ეჭირა ორი დეკეული და ერთი ძროხა, ჩასხეს საქონელი მანქანაში, მანქანაში ჰქონდა ერთი თოკი, მეტი არ ახსოვს, დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის, ძროხები მანქანაში არ დაუბიათ. აზერბაიჯანელებმა იგივე თოკებით წაიყვანეს, რაც ებათ დეკეულებს, ძროხა კი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, ძროხის საფასური იქნება 1000-1200 ლარი. ამის შემდეგ გამოტრიალდნენ და ტრასამდე ჩამოვიდა მ----- 2150 ლარი მისცა გ--------- აღნიშნული საქონლის წინასწარ, დანარჩენს შემდეგ გაარკვევდნენ. ხიდზე გასვლისას გ--------მ უთხრა, რომ 2400 ლარის ფარგლებში მაინც უნდა გაყიდულიყო, თანხის განაწილებაზე არ უსაუბრიათ. საქონელი სახლში ჩამოიყვანეს, 2 დღეში კი 2 დეკეული გაიყვანა ბაზარში გ-------ს დახმარებით და გაყიდეს 1280 ლარად. ძროხა სახლში დაიტოვა. მანვე განმარტა, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან ნებაყოფლობით, თქვა სრული სიმართლე, რამდენმე დღის შემდეგ მ----- დაურეკა ნახვა უნდოდა მისი და სთხოვდა თავიანთ თავზე აეღოთ და უპატრონებდა. მანვე დაადასტურა ვიდეოჩანაწერის რეალურობა და მის მიერ გადაღების ფაქტი და განაცხადა, რომ ის, გ-------------------–-–---–- და ა---------–---------- არიან მონაწილე პირები, თეთრი მაისურით ა---------–----------ა. 2150 ლარი, რაც ისმის ვიდეოჩანაწერში, საუბარია აღნიშნული საქონლის საფასურზე. შეხვედრისას მ---- სთხოვდა, რომ ეთქვათ, თითქოს ის არ ყოფილა საქონლის მოპარვისას, ვიდეოჩანაწერში საუბარი ეხება ამ კონკრეტულ ქურდობას. მოწმის განმარტებით გ--------მ წყალი სთხოვა და გავიდა. აღსანიშნავია, რომ კადრში ჩანს, თუ როგორ სვამს ა---------–---------- ჭიქით წყალს. მოწმის განმარტებით, გ--------- ლოგიკა, რომ დახმარებას სთავაზობდა იმის სანაცვლოდ, რომ დაუსახელებდა იმ პირებს, ვინც ხელს ადებინებდა მასზე, არასწორია და ასეთი საუბარი არ ყოფილა. მ----------–--–---–- იყო მათთან ერთად ჩაწერის მომენტში, თავად უნდა ჩაერთოთ ჩამწერი, აღჭურვა მოხდა თბილისში.

 

19. 2017 წლის 24 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, გადამოწმდა ლ---------–---–---–-ს ჩვენება, კერძოდ, ექსპერიმენტის მონაწილეები ლ---------–---–---–-ს მითითებით მივიდნენ ქ. წ--–--- გასასვლელში, ა---–---------- ქუჩაზე, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ 2017 წლის 19 ივლისს 03:30 საათზე დახვდათ მ---- გ--------, სადაც გააჩერეს მიკროავტობუსი, მ----- და გ-------მ აიღეს თოკები, ასევე მიუთითა გზაზე საითკენაც წავიდნენ მ---- და გ------- საქონლის წამოსაყვანად, ხოლო თავად დარჩა ადგილზე მანქანაში. ლ---------–---–---–-- ასევე მიუთითა შენობის ძველ ნანგრევებთან, ქვედა მხარეს, საიდაც ის შუქჩამქრალი მივიდა მიკროავტობუსით და სადაც მათ ავტომანქანაში აიყვანეს 2 დეკეული და 1 ძროხა, რის შემდეგაც გავიდნენ წ--–--- გასასვლელში და მ----- მანქანიდან წასვლისას უთხრა, რომ აღნიშნულ საქონელში 2400 ლარი უნდოდა. აღნიშნული ადგილები დაფიქსირებულია ფოტოსურათებზე.

 

20. მოწმე გ-------------------–-–---–-ს განმარტებით, 2017 წლის 19 ან 20 ივლისს ა---------–----------მ დაურეკა ლ---- ა----------–-–---–- საქონელთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელმა კი მას. წავიდნენ ლ----ის მანქანით, ფორდით, მ---- დახვდათ წ--–--–-, უთხრა რომ საქონელი იყო და უნდა წამოეყვანათ. ლ----იმ უთხრა რომ არ დაეღუპა, მ----- უთხრა, რომ „ატვეჩაი“ იყო. მხოლოდ ის გაყვა, ლ----ი მანქანაში დარჩა, თოკი თავად მიაწოდა მ-----, მივიდნენ ის და მ---- ადგილზე, მ----- მოაბა ორ სულს თოკები, ჩამოიყვანეს ნაძვებში, მ----- მას უთხრა რომ ლ----ისთვის დაეძახა, მანაც შეატყობინა ლ----ს, ლ----მა დაქოქა მანქანა და მივიდნენ ადგილზე, ორი დეკეული და ერთი ძროხა იყო, სანამ მივიდოდნენ მესამე ძროხა დაეჭირა მ-----, პრესის თოკი ჰქონდა მესამეს, სამივემ ჩასვა ძროხები მანქანაში, დეკეულებს თოკი მოხსნენს, წამოვიდნენ, მ---- ხიდზე ჩამოსვეს, ისინი ე------–- წავიდნენ, სანამ ჩამოსვამდნენ მ----- უთხრა, რომ 2150 ლარი სჭირდებოდა და მერე გასწორდებოდნენ, ლ----იმ მისცა თანხა, ამ საქონლის იყო. საქონელი ჰყავდათ 3-4 დღე სახლში, მერე ჩაიყვანეს მარნეულის ბაზარზე, ძროხა დაიტოვეს სახლში, ხოლო დეკეულები გაყიდა 1280 ლარად. ფული ლ----ს მისცა. მ-----თვის არ დაურეკიათ თუ სად ყიდიდნენ დეკეულებს. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩანაწერში ბრალდებული საყვედურობს ლ---------–---–---–-ა და გ------- ა----------–-–---–-, რომ იქ არ უნდა გაეყვანათ. მოწმის განმარტებით, მ---- შეხვედრას რომ ითხოვდა, უკვე იცოდა რომ დასაჭერად დასდევდნენ და ლ----ის ეუბნებოდა თავად დაებრალებინა და უშველიდა, მათ გადაუღეს მ---- გ---------, მათი ინიციატივით ითანამშრომლეს. ასწავლეს, როგორ უნა ჩაერთოთ, თბილისში დაუმონტაჟეს, ვიდეოჩანაწერის წარდგენისას დაადასტურა, რომ მასზე დამაგრებული კამერით იყო გადაღებული, თეთრმაისურიანი იყო მ---- გ--------, მეორე დ--–---–---–-- სამ სულ ძროხაზეა საუბარი, ფულით ეხმარებოდა მ----- საუბარი 2150 ლარზე ეხება იგივე თანხას, საქონლის საფასურს. მათი საუბარი სრულადაა ჩაწერილი. შეხვედრის ინიციატორი იყო მ----, დაურეკა, რომ მათთან მიდიოდა, ლ----იმ უთხრა, რომ სახლში იქნებოდნენ. გ-------- შეპირდა 5000 ლარს. მოწმის განმარტებით არაფერი იცის ხელის გამოშვერაზე, არც ვინმე დ-------- და თ--------. მოწმის განმარტებით, გ---------თვის უნდა ეჩვენებინა ის პირები, ვინც ლ----ს და მას დასდევდნენ და არა გ---------.

 

21. 2017 წლის 24 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, გადამოწმდა გ-------------------–-–---–-ს ჩვენება, კერძოდ, ექსპერიმენტის მონაწილეები გ-------------------–-–---–-ს მითითებით მივიდნენ ქ. წ--–--- გასასვლელში, ა---–---------- ქუჩაზე, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ 2017 წლის 19 ივლისს 03:30 საათზე დახვდათ მ---- (იგივე ა---------–) გ--------, სადაც გააჩერეს ლ---------–---–---–-ს მიკროავტობუსი, აიღეს თოკები, ასევე მიუთითა ადგილზე შენობის ძველ ნანგრევებთან, სადაც მ--------------- მიიყვანა და ჩუმად უთხრა შენობის კედელთან გაჩერებულიყო, ასევე მიუთითა ადგილზე, საიდანაც მ----- გამოიყვნა 2 სული ერთმანეთზე თოკებით გადაბმული დეკეული, რომლებიც ერთად ჩარეკეს 10 მეტრში არსებულ ნაძვნარში, რომლის შემდეგაც გ------- ა----------–-–---–-- მოიყვანა ლ---------–---–---–- მიკროავტობუსით და მიუთითა ადგილზე, საიდანაც აიყვანეს ორი სული დეკეული და ერთი ძროხა. აღნიშნული ადგილები დაფიქსირებულია ფოტოსურათებზე.

 

22. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განაჩენით, ლ---------–---–---–- და გ-------------------–-–---–- ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეუნქტებით და მიესაჯათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დანაშაული იდენტურია ა---------– გ--------- მიმართ წარდგენილი ბრალდებისა.

 

23. მოწმე კ--------------------- (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ უნდა გასულიყვნენ საგამოძიებო ექსპერიმენტზე ქურდობის ფაქტზე. დაიძრნენ პოლიციიდან, პირველი ლ---------–---–---–- იყო, უთითებდა იმ ადგილებზე, საიდან და რა ვითარებაში გამოიყვანეს 3 სული საქონელი და სად წაიყვანეს. იგივე ჩაატარეს გ------- ა----------–-–---–----. ეს უკანასკნელები ახსენებდნენ მ-----, რომელსაც უნდა შეხვედროდნენ გარკვეულ ადგილას და სადღაც ნანგრევებში მიიყვანეს.

 

24. 2017 წლის 26 ივლისის თანხმობის შესახებ ოქმების თანახმად, გ------- ა----------–-–---–-- და ლ---------–---–---–-- თანხმობა განაცხადეს მათი მეშვეობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. 2017 წლის 27 ივლისს გაიცა განჩინება ფარული აუდიოჩაწერისა და ვიდეოჩაწერის თაობაზე (31 ივლისს აღმოიფხვრა უზუსტობა). 2017 წლის 31 ივლისის ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმის #109-ის მიხედვით, აღნიშნული მოქმედება განხორციელდა 2017 წლის 31 ივლისის 21:24:16 – 21:34:02 საათების შუალედში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ე-------- ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, გ------- ა----------–-–---–-ა და ლ---------–---–---–- და, მეორე მხრივ, ა---------–----------ს შორის, რა დროსაც გამოყენებულ იქნა ორი ცალი კომუფლირებული CCD კამერა მიკროფონებით, ორი ცალი სპეციალური პორტატული ვიდეო/აუდიო ჩამწერი OCOLUS, დისკის ჩამწერი მოწყობილობა კომპიუტერი ASUS. ინფორმაცია ჩაწერილ იქნა 2 ცალ DVD-R დისკზე. მოპოვებული მასალები გაშიფრული და გაგზავნილია 1 აგვისტოს, რაც დასტურდება კრებსით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს 2017 წლის 1 აგვისტოს #6/2/2-829ს წერილით.

 

25. სასამართლოს შეფასებით ლ---------–---–---–-სა და გ-------------------–-–---–-ს მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერები იდენტურია, ფიგურირებს 3 პირი, თავად ჩამწერები და ა---------–----------, რაც თავად ა---------–----------საც არ უარყვია, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მხოლოდ საუბრის ერთ მონაკვეთს არ ხდის სადავოდ, დანარჩენი მონტაჟია. ვიდეოჩანაწერში ძირითადად ლ---------–---–---–- და ა---------–---------- საუბრობენ, კერძოდ: საუბრის დასაწყისში ბრალდებულს ქუდი არ ახურავს და ზის სკამზე კედელთან, ლ---------–---–---–- ეუბნება, რომ 4-დან 7 წლამდე „სროკია“, ფულის თემაზე უშვებენ და 10000 სჭირდება და ბრალდებულს ეკითხება თუ შეუძლია დახმარება. ბუნებრივია, ყველა პირისთვის ცნობილია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ა-–----------------–---- კუთვნილი საქონლის ქურდობის ფაქტზე და ლ---------–---–---–- და გ-------------------–-–---–- სწორედ ამ ფაქტს გულისხმობენ. ა---------–---------- პასუხობს, რომ რას ჰქვია, სულელი ხომ არაა, რაც მის მზაობაზე მიუთითებს. ლ---------–---–---–- ეუბნება, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს, ხოლო გ-------- პასუხობს, რომ დედას მ....ვს (იგინება), და 3000 ლარს სთავაზობს. ლ---------–---–---–- საყვედურობს, რომ ხომ უთხრა, ნუ დაღუპავდა, ხოლო ა---------–---------- პასუხობს „იქ რამ გაგაყვანია“ და თავს გვერდით ატრიალებს, სახეში ვერ უყურებს პირდაპირ, აღნიშნულზე ლ----ის რეპლიკაა, რომ რა იცოდა თუ ეს მოხდებოდა, ა---------–---------- კი კვლავ მის შეცდომაზე მიუთითებს საქონლის გაყიდვის არასწორ ადგილზე: „ეგენი იქ არ უნდა გაგეყვანა, სხვაგან უნდა მომხდარიყო“. აღსანიშნავია, რომ გ-------------------–-–---–-ს ჩვენებით ა---------–----------მ არ იცოდა, თუ სად გაყიდიდნენ საქონელს, რაც ამ საუბრის შინაარსობრივ სისწორეზე მიუთითებს და არ ეწინააღდმეგება საქმეზე დადგენილ ფაქტებს, ხოლო ა---------– გ--------- პასუხები პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი საქმის კურსში იყო ამ ფაქტის შესახებ. ამის შემდეგ, ა---------–---------- ახსენებს, რომ სამი სულის პატრონი გუშინ ნახა. ეს სწორედ ის მომენტია ვიდეოჩანაწერიდან, რასაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, რაც ასევე იმასაც ადასტურებს, რომ საუბარი ჩანაწერის მონაწილეებს შორის სწორედ მოცემულ საქმეს, ა-–----------------–---- 3 სულ საქონელს ეხება. ლ---------–---–---–- კვლავ ეკითხება ა---------–----------ს, თუ რითი შეუძლია მას დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ რითაც უნდა, არ დაიძინებს „ხო არ გაგიჟდი ბიჭო, ხომ აბა დაგტოვებთ ბიჯოო“. კვლავ ლ---------–---–---–-ს საყვედურია, რომ ხომ უთხრა არაერთხელ არ უნდოდა და ნუ დაღუპავდა, ხოლო გ------- იხსენებს ქურდობის დეტალებს, რომ სანამ ბრალდებული საქონელს თოკებს მოაბამდა გ-------ს უთხრა, რომ კედელთან დამალულიყო, რაზეც ა---------–---------- ადასტურებს ამგვარ ფაქტს. ეს მომენტიც ასევე შესაბამისობაშია ლ---------–---–---–-სა და გ-------------------–-–---–-ს ჩვენებებთან და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში ასახულ ინფორმაციასთან, აღსანიშნავია, რომ ა---------–---------- არაფერს აპროტესტებს და არაფერს ამბობს იმის საწინააღდმეგოს, რასაც ჩამწერი პირები ამბობენ. ამის შემდეგ გ-------- მათთან შეხვედრის მიზეზსაც ასახელებს, რომ ხო უნდა გაეგო რა ხდებოდა და „ჩამშვების“ მისამართით დედაზე იგინება. ლ---------–---–---–- კვლავ საყვედურობს, რომ „სროკზე“ მიდის ძროხების გამო და ხომ ეუბნებოდა, რომ არ უნდოდათ, რასაც ა---------–---------- არ აპროტესტებს, ასევე გ-------------------–-–---–- აგრძელებს: „სად მოვდიოდი მეცა ბიჭო“, ხოლო ბრალდებული „ამშვიდებს“: „ეგ დამთავრდა ახლა რაღა“, ლ----იც უდასტურებს: „ხო, რასაც არ ეშველება, არ ეშველება“, ხოლო გ------- კვლავ ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი სამი სულის გამო ხდება, რასაც ასევე არ აპროტესტებს ა---------–---------- და პასუხობს, რომ გამეორება არ სჭირდება და ამაღამვე მიხედავს, ასევე ეკითხება თუ ვისი ხელით გაუგზავნოს თანხა. ამის შემდეგ ლ---------–---–---–-ს კამერა ზევით იყურება, ანუ ლ---------–---–---–- დგება ფეხზე, ვინაიდან მანამდე იგი ჩაცუცქული იყო, ხოლო გ-------------------–-–---–-ს ჩანაწერში ა---------–---------- კვლავ ჩანს და ა---------–---------- ეკითხება „ესე იგი ჩემი დამძახნელი არავინ არ არის?“, რაზეც გ------- პასუხობს, რომ ლ----ი იღებს თავის თავზე, ლ----იც უდასტურებს. რამდენიმე წამში ლ---------–---–---–-ს ჩანაწერში კვლავ ჩნდება ა---------–----------, სადაც მას ქუდი ე.წ. „კეპი“ ახურავს, მანამდე ლ----ი სიგარეტს უკიდებს და ეს მომენტი დაფარულია, ხოლო გ-------------------–-–---–-ს ჩანაწერში ეს მომენტი უწყვეტად ჩანს, თუ როგორ იხურავს ქუდს ა---------–---------- და კვლავ აძლევს პირობას, რომ დაეხმარება და შემდეგ მიდის, ორივე ჩანაწერში გ------- და ლ----ი მიდიან სახლისკენ, სადაც, როგორც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდანაც ირკვევა, გამომძიებლის ხმაც ისმის გათიშეს თუ არა და ჩანაწერი სრულდება. ქუდის დახურვის მომენტი კიდევ ერთი საკვანძო მომენტი აღმოჩნდა იმის შესაფასებლად უნდა შეეტანა თუ არა ეჭვი სასამართლოს აღნიშნული ჩანაწერების სისწორეში და ბრალდებულის ვერსიის ნამდვილობაში. აღსანიშნავია, რომ, როდესაც აღნიშნული ჩანაწერების წარდგენა მოხდა ბრალდებულისთვის, პირველად ლ---------–---–---–-ს ჩანაწერის, სადაც ქუდის დახურვის მომენტი არ ჩანს, როგორც ბრალდებულმა, ისე მისმა ადვოკატმა გაოცებული ტონალობით აღნიშნეს და თანაც არაერთხელ, რომ იყო მონტაჟი და არ იცოდნენ, თუ საიდან მოვიდა ქუდი, ხოლო ადვოკატის შეკითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა, რომ შემოსვლიდან გარეთ არ გასულა, ხოლო ქუდი მანქანაში ედო და ვერ დაუდასტურებდა სასამართლოს, თუ საიდან გადაიღეს (იგულისხმება ვიდეოგადაღება) ქუდი. სხდომის ოქმის აღნიშნული ეპიზოდის აუდიო წესით მოსმენა ობიექტურ მსმენელს მხოლოდ იმაში დაარწმუნებს, რომ დაცვის მხარე ყველა გზით, მათ შორის, გაუზარებლადაც კი ცდილობდა ეჭვი შეეტანა ჩანაწერების რეალურობაში, რაც კარგად გამოჩნდა რადენიმე წუთში გ-------------------–-–---–-ს ვიდეოჩანაწერის წარდგენისას, სადაც აშკარად გამოჩნდა ქუდის დახურვის მომენტი და დაცვასაც ავტომატურად გაუქარწყლდა ის იმედი, რასაც ამ ეპიზოდზე ამყარებდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ა---------–----------ს არ უარყვია, რომ ვიდეოჩანაწერში თავადაა, მხოლოდ ვერბალურ ნაწილს ხდის სადაოდ. სასამართლო ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, კითხვები და პასუხები ლოგიკური თანმიმდევრობითაა, ა---------– გ--------- ვერბალური ნაწილი სრულად შეესაბამება მის მიმიკებსა და ქცევებს, ემოციებს, ტუჩების, თავისა და ხელების მოძრაობებს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო დაახლოებით წელიწადნახევარი იხილავდა მოცემულ საქმეს, ეჭვი არ ეპარება, რომ სწორედ ა---------– გ--------- ხმა ისმის, ასევე ამაში მარტივია დარწმუნება, თუ ზოგადად ა---------– გ--------- საუბრის მანერას და კილოკავს მიექცევა ყურადღება, თუნდაც მხოლოდ საბოლოო სიტყვას რომ მოვუსმინოთ და შემდეგ ამ ჩანაწერებს, ამაში მარტივად დარწმუნდება ობიექტური შემფასებელი, სადაც ბრალდებული ხმარობს სიტყვათა ისეთ ფორმებს როგორიცაა: „მოგიწვდიო“, გაგაყვანია“ და ა.შ. ისიც აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩაწერასა და ჩანაწერის გადაცემას შორის დროის ინტერვალი იმდენად მცირეა, რომ ვიდეოჩანაწერები ამ თვალსაზრისითაც არ ბადებს იმგვარ ეჭვებს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, კერძოდ ჩანაწერი გაკეთებულია 31 ივლისის საღამოს, ხოლო ტექნიკური-დეპარტამენტი მას უკვე 1 აგვისტოს აგზავნის. სხვა მხრივ, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული შეკითხვები, უფრო მეტად კი ა---------– გ--------- შეკითხვები და პასუხები პირდაპირ მიუთითებს ასევე მისი მონაწილეობით ა-–----------------–---- სამი სული საქონლის ქურდობაზე, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ლ---------–---–---–-სა და გ-------------------–-–---–-ს ჩვენებებს. ასევე ეჭვი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ა---------–----------სა და ჩამწერ პირებს შორის შეხვედრა ბრალდებულის ინიციატივით მოხდა და იგი თავად მივიდა ლ---------–---–---–-ს სახლში. ისიც აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩანაწერში არსად ირიბი მითითებაც კი არ არის ბრალდებულის მიერ წამოჭრილ ვერსიაზე, თითქოს იგი ფულს იხდიდა იმ პირების დასახელებაში, რომლებსაც თითქოსდა უნდოდათ ა---------– გ--------- პასუხისგებაში მიცემა. საუბრის ამგვარი შინაარსი დასტურდება ასევე 2017 წლის 1 აგვისტოს კრებსით. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია მსჯელობა რაიმე პროვოკაციაზე ბრალდებულთან მიმართებით, არავითრი ეჭვი არსებობს, რომ ბრალდებულს რაიმე წამოაცდენინეს და მას არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ თუ ამ ჩანაწერს დაცვის მხარე პროვოკაციის შედეგად აფასებს, მაშინ ადასტურებს კიდეც მის რეალურობას მაშინ, როდესაც დაცვის მხარე ძირითადად უარყოფდა მის შინაარსს, რაც დაცვის მხარის წინააღმდეგობრივი პოზიციაა. აქედანაც ჩანს, თუ რამდენად სპონტანური და გაუაზრებელი პოზიციებითაც (მათ შორის ქუდის ეპიზოდი) ცდილობდა დაცვის მხარე დამაჯერებელი გაეხადა ვერსია, თითქოს ა---------–---------- „მსხვერპლია“, სინამდვილეში კი ამ საქმეში ერთადერთი მსხვერპლი დაზარალებული ა-–----------------–---- და თანაც ა---------– გ--------- მოქმედებების.

 

26. მოწმე მ----------–--–---–-- (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში შევიდა შეტყობინება, ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კოორდინაციას უწევდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. მისი განმარტებით, ლ---------–---–---–-- და გ------- ა----------–-–---–-- თავად ითანამშრომლეს, რომ ყველაფერში მიიღებდნენ მონაწლეობას, რაც სიმართლეს დაადგენდა. როგორც მან იცის ზ----------------- მისულა გ-------- და უთხოვია, რომ შეეხვედრებინა დ--–---–---–-- (სწორედ ეს ზ------- ბრალდებული, რომ ეუბნება დ--–---–---–- ინდობა თუ არაო, რომელთან კომუნიკაციასაც თავად ბრალდებულიც ადასტურებს ჩვენებაში და თავად ახსენებს მის სახელს ვიდეოჩანაწერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ვიდეოჩანაწერის ნამდვილობას) ასევე დაუტოვებია ტელეფონის ნომერი, რომელზეც უკავშირდებოდნენ. ამის გამო გადაწყდა აღჭურვა, თავად მოშორებით იყო, არ ესმოდა საუბარი, ყველაფერი გაკეთდა ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში და მათ გადაეცათ. თოკები არ ამოუღიათ.

 

27. ბრალდებულ ა---------– გ--------- განმარტებით, 2017 წელს 19 ივლისს იყო წ--–--–- გ-------–---–-----------, ღამის 12-1 საათამდე იქნებოდა, სტუმარი ჰყავდა, ლუდი დალიეს, დაკეტა მაღაზია და წავიდნენ სახლში. მისი მეუღლე მ------------ იყო ღამის სმენა სამსახურში 19 ივლისს 12:00 საათზე (ღამე) ჰქონდა შესვენება, 1 საათი იქნებოდა ან 2 ღამის, როდესაც დაურეკა და უთხრა, რომ სახლში იყო. მას არ მოუპარია აღნიშნული საქონელი, იმ მანქანაში არასდროს მჯდარა. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა თ-----------–---- პოლიციის თანამშრომელმა და უთხრა, რომ წ--–--- რაიონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსულებელ დ----------–---------- იყო დაბარებული, მივიდა პოლიციაში, შევიდა დ----------–------ კაბინეტში, მ----------–--–---–-ც (გამომძიებელი) შევიდა კაბინეტში. პირველი შეკითხვა იყო თუ რა ტელეფონით სარგებლობდა და მან აჩვენა თავისი ტელეფონიც და ნომერიც, სხვა არ ჰქონდა. ფოტოსურათები აჩვენეს და მიუთითა ლ---- დ--–---–---–---, რომელსაც გასულ წელს 11 სული საქონელი მიჰყიდა, ხოლო 2017-ში შეხება არ ჰქონია, უარყო, რომ მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა ა-–----------------–---- საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შეხვდა ა-–----------------–----, რომელსაც აუხსნა, რომ ის არაფერ შუაში იყო. ერთ კვირაში დაუკავშირდა ზ------ (იგულისხმება ზ------------. იხ. მ----------–--–---–-ს ჩვენება ზევით.) და სთხოვა ლ----თან შეხვედრა, რადგან ურეკავდა და არ პასუხობდნენ ტელეფონს. მივიდა ლ----თან სახლში, უთხრა, რომ 5000 ლარს მისცემდა იმის სანაცვლოდ, თუ ეტყოდა, ვინ დაადებინა მასზე ხელი. ლ---------–---–---–-- და გ------- ა----------–-–---–-- ორივემ ერთდროულად უთხრეს, რომ მოეცადა და ორივე გავიდა, ლ----მა თქვა პირველად, რომ წყალზე გავიდოდა, და ერთდროულად დაბრუნდნენ, ამ დროს უკვე ჩართული ჰქონდათ, არ აინტერესებდა რაზეც ელაპარაკებოდნენ, ის ესაუბრებოდა ა-–----------------–------, ამის შემდეგ წამოვიდა სახლში. 5---------ის გარდა სხვა ნომერი არ ჰქონია. თავად კედელზე იყო მიყუდებული, ლ----ი მარჯვნივ დაუდგა, გ------- - მარცხნივ, ლ----მა დაუწყო საუბარი რაღაც მარნეულის ამბავზე და მას არ აინტერესებდა ეს. ის იძახდა, რომ გარკვეული რაოდენობის ფული სჭირდებოდა და თავიანთ დანაშაულზე ესაუბრებოდნენ. 2 წელია იცნობს ლ---------–---–---–- და მასთან მხოლოდ ხსენებული ნომრით ჰქონდა კომუნიკაცია. ბრალდებულის მოსაზრებით როცა ლ----ი მიიყვანეს დაკითხვაზე შეეკითხნენ თუ ვის იცნობდა წ--–--–- და იმან უპასუხა ა---------–----------ს და რადგან წარსულში ნასამართლევი იყო, ამიტომ მოხდა მის მიმართ დევნა. თ-----------–----, დ----------–------ და მესამე არ უნდა, რომ დაასახელოს, შეიმუშავეს მისი პასუხისგებაში მიცემის გეგმა.

 

28. სასამართლოს შეფასებით, საერთოდ არაფრით დასტურდება ბრალდებულის ეს ვერსია, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამგვარი გარემოებები არალოგიკურია, საქმეზე დაკითხულმა არცერთმა მოწმემ დაადასტურა რაიმე დაინტერესება ა---------– გ--------- მიმართ. თავად ბრალდებულმაც კი არ დაასახელა ვიღაც მესამე თუ ვინ იყო და რა დაინტერესება შეიძლება ჰქონოდა მის მიმართ, რაც ბუნებრივია მხოლოდ პასუხისმგებლობის არიდებისკენაა მიმართული და რაიმე რეალურ სურათს არ ასახავს. სხვათა შორის, წყალზე გასვლის მომენტი რატომ აყენებს ჩრდილს ვიდეოჩანაწერის უტყუარობას აუხსნელი დარჩა სასამართლოსთვის, რადგან ჩანაწერში აშკარად ჩანს, თუ როგორ სვამს მოთეთრო ჭიქით ა---------–---------- წყალს და ბუნებრივია ეს ჭიქა სხვანაირად ვერ გაჩნდებოდა სხვას რომ არ მიეტანა მისთვის, ხოლო ის თუ რაზე ჰქონდათ საუბარი ვიდეოჩაწერამდე მასში მონაწილე პირებს, არაფრით მტკიცდება, ხოლო ამ საუბრის შესახებ ბრალდებულის ვერსიის არალოგიკურობაზე არსებული ვიდეოჩანაწერი და ლ---------–---–---–-სა და გ-------------------–-–---–-ს ჩვენებებიც მიუთითებს. ბრალდებული კი, ბუნებრივია, ყველა გზით ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა. მის ალიბს დაცვის მოწმეებიც კი ვერ ადასტურებენ, კერძოდ, მოწმე კ--------–------ განცხადებით, ა---------–---------- მისი ახლობელია, ლ---------–---–---–- იცნობს დიდი ხანია სასტუმროდან გამომდინარე, ჩადიოდა და ქირაობდა ნომერს, მას თეთრი „მარშუტკა“ ჰყავდა, საქონელზე მუშაობდა. 2017 წლის 19 ივლისს როცა სახლში მივიდა, დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, დაურეკა ტელეფონზე ლ----მა, სასტუმრო უნდოდა, უარი უთხრა ადგილი არ ჰქონდა. ამის შემდეგ აღარ უნახავს. ა---------–----------სთან ერთად არ უნახავს ლ----ი. ეს ინფორმაცია არაფერს ცვლის არც საქმისთვის და მით უმეტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო მოწმე გ-------–---–------- (ბრალდებული მიუთითებდა მასზე ჩვენებაში) აღნიშნა, რომ მისი ძმისშვილი უ---–---–------ ავიდა მასთან სოფელში, რომელიც გაგზავნა ლუდზე, გ--------ც მივიდა და გვიანობამდე სვამდნენ, დაღლილი იყო და აიყვანეს სახლში ნ-------–------ მანქანით, მანქანაში იყო ძმისშვილიც, მას არ ახსოვდა თუ როგორ წაიყვანეს სახლში. ახსოვს, რომ სამნი სვამდნენ, 7 საათის შემდეგ დაიწყეს, როგორ დასრულდა არ ახსოვს. მოწმის ჩვენება ბუნდოვანია და არ გამოდგება რაიმეს სამტკიცებლად, რადგან მოწმეს საერთოდ არ ახსოვს დასასრული, რაც მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა. ამასთან, მოწმე ნ-------–------ განმარტა, რომ უ---–---–------- მეგობარია, ის კონკრეტული დღე არ ახსოვს იყო თუ არა 19 ივლისი, თუმცა, როდესაც წ---–--------- სახლში წაიყვანა იქ გ-------- არ უნახავს, ხოლო იქნებოდა 22:00 საათი. ზუსტად მხოლოდ ის იცის, რომ ივლისში უ-------------- წ---–--------- მხოლოდ ერთხელ ჰყავს სახლში წაყვანილი. აღნიშნული ჩვენება ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის ალიბს, ასევე ბრალდებულის განცხადება, რომ მისმა მეუღლემ დაურეკა ღამის 1 თუ 2 საათზე, არ გამორიცხავს ბრალდებულის ქურდობაში მონაწილეობას, ვინაიდან, ჯერ ერთი, ტელეფონით მისი მეუღლე ვერ დაადგენდა მის ადგილმდებარეობას და ეს არაფერს ადასტურებს (არც მეუღლე დაკითხულა), ხოლო, მეორე მხრივ, ლ---------–---–---–- და გ-------------------–-–---–- უთითებენ 3 საათის შემდგომ პერიოდზე და არა 1-2 საათზე, რაც ასევე გამორიცხავს ბრალდებულის ალიბს.

 

29. გარდა ამისა, მთელი პროცესის განმავლობაში დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ არ ამოღებულა თოკები, რომლებითაც ძროხები იყვნენ დაბმულნი და არ აიღეს კვლები, რომლებიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ა---------– გ--------- მონაწილეობას. სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ ამგვარი მოქმედებები გამოძიების ფარგლებში არ ჩატარებულა არ გამორიცხავს ა---------– გ--------- პასუხისმგებლობასა და მონაწილეობას დანაშაულში. არავის დაუდასტურებია, რომ თუნდაც ასეთი ობიექტები ამოღებულიყო, ის იქნებოდა ავთენტიკური, რადგან მოწმეებმა აღნიშნეს განსხვავებული ფაქტები თოკებთან დაკავშირებით. ისიც აღსანიშნავია, რომ როდესაც გ-------------------–-–---–- უთითებს მანქანაში თოკის არსებობაზე პოლიციის განყოფილებაში მისვლისას, შემთხვევიდან გასულია რამდენიმე დღე და ზუსტად ის თოკი იყო თუ არა მანქანაში ამაზე კატეგორიული მითითება გამორიცხულია, რადგან მისივე განცხადებთ ამ დროს თავად იყო პოლიციის განყოფილებაში და მანქანის დათვალიერებას არ დასწრებია. თუნდაც ამგვარი თოკები ამოღებული ყოფილიყო და მასზე არ აღმოჩენილიყო ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა, ბუნებრივია ეს ვერ გამორიცხავდა მის მონაწილეობას დანაშაულში, რადგან არავის დაუდგენია, რომ ამგვარი კვალი აუცილებლად დარჩებოდა თოკებზე. ამდენად, დაცვის მხარის ეს არგუმენტი მხოლოდ აბსტრაქტული, განუხორციელებელი ვერსიაა და წარმოადგენს უპერსპექტივო მცდელობას ეჭვი შეიტანოს იმ ფაქტში, რომ ა---------–---------- მონაწილეობდა საქონლის ქურდობაში.

 

30. ასეთივე უპერსპექტივოა მითითება იმაზე, რომ ლ---------–---–---–-- და გ------- ა----------–-–---–-- საპროცესო შეთანხმების შედეგად მსუბუქი სასჯელის გამო დაადეს ხელი ა---------–----------ს, რაც არალოგიკურია, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების დეტალურმა განხილვამ აშკარად უჩვენა ა---------– გ--------- დანაშაულში მონაწილეობაზე და აღნიშნულ პირებს ნამდვილად არ სჭირდებოდათ რაიმეს მოგონება იმისთვის, რომ დანაშაული დაებრალებინათ ვინმესთვის. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები ამიტომაც განიხილა ასე დეტალურად, რათა ეჩვენებინა ის ფაქტი, რომ ყოველი დეტალი ამ საქმეში სინამდვილეს შეესაბამება და რეალურია ა---------– გ--------- დანაშაულში მონაწილეობის ჩათვლით.

 

31. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ა---------–----------სა და ლ---------–---–---–- შორის, ასევე გ------- ა----------–-–---–- შორის განხორციელებულ კომუნიკაციაზე ტელეფონის საშუალებით. უპირველესად აღსანიშნავია, რომ ლ---------–---–---–- და გ-------------------–-–---–- ცალსახად უთითებენ შემთხვევის დღეს ა---------–----------სთან კომუნიკაციაზე.

 

32. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით, ბრალდების მხარეს ნება მიეცა შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ნომრებზე - 5--------------–---------–---–---–--------------------------------------–-–---–------------------------------ (ა---------–----------). 2017 წლის 7 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის მიხედვით, შპს მაგთიკომიდან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია 1 დისკზე. 2017 წლის 10 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის მიხედვით, შპს ჯეოსელიდან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია 1 დისკზე.

 

33. ასევე 2017 წლის 27 ივლისის გაიცა განჩინება გ-------------------–-–---–-ს „სამსუნგ გალაქსი ჯ1 მინი პრაიმის“ და ლ---------–---–---–-ს „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის მოხსნის თაობაზე. 2017 წლის 21 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, გ-------------------–-–---–-ს „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონზე იმეი კოდით: 3----------------- და 3-----------------, სააბონენტო ნომით 5--------, 2017 წლის 23 ივლისს 00:57 საათზე ფიქსირდება შეუნახავი (უარყოფილი) ზარი +9----------- ნომრით, ასევე იმავე დღეს 13:44 საათზე 5-------- ნომრიდან ფიქსირდება შემავალი ზარი, რომლის ხანგრძლივობაა 23 წამი, ასევე 2017 წლის 22 ივლისს 14:05 საათზე ფიქსირდება სმს შეტყობინება 5-------- ნომრის ხაზზე ყოფნის შესახებ. 2017 წლის 21 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, ლ---------–---–---–-ს „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონზე იმეი კოდით: 3--------------- სააბონენტო ნომით 5--------, 2017 წლის 20 ივლისს 08:33 საათზე +9----------- ნომრიდან ფიქსირდება შემავალი ზარი 52 წამის ხანგრძლივობით. ასევე 2017 წლის 21 ივლისს 23:21 საათზე კონტაქტი წარწერით “მ----“ +9----------- ნომრიდან ფიქსირდება შემავალი ზარი ხანგრძლივობით 01:12 წუთი, 23 ივლისს 00:54 საათზე 5-------- ნომრიდან ფიქსირდება შემავალი ზარი 42 წამის ხანგრძლივობით, 23 ივლისს 01:00 საათზე ამავე ნომერზე გამავალი ზარი 20 წამის ხანგრძლივობით, 20 ივლისს 21:17 საათზე ამ ნომრიდან უპასუხო ზარი, 21 ივლისს 13:48 საათზე კონტაქტი წარწერით „მ----“ +9----------- ნომრიდან ფიქსირდება უპასუხო ზარი. აღნიშნული ტელეფონები სასამართლოშიც დათვალიერდა.

 

34. უდავოა ის გარემოებები, რომ ლ---------–---–---–-ს ნომერია 5-----------, გ-------------------–-–---–-ს - 5-----------, ხოლო ა---------– გ--------- - 5-----------. პირველ რიგში სასამართლო ამ ნომრებზე ზემოაღნიშულ პირთა კავშირზე გაამახვილებს ყურადღებას. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ლ---------–---–---–-ა და ა---------–----------ს შორის კომუნიკაციას აღნიშული ნომრებით ადგილი ჰქონდა მრავალჯერ 2017 წლის 17, 12, 10, 9, 8, 7, 5, 2, 1 ივლისს, 30, 28, 27, 26, 25, 23, 19, 15, 14, 13, 10, 9, 6, 4, 3 ივნისს და ა.შ. ანუ შემთხვევამდე მათ შორის, რომ თითქმის ყოველდღიური კავშირი არსებობდა აშკარაა და ის ფაქტი, რომ ისინი მხოლოდ წელიწადში ერთხელ კი არ კონტაქტობდნენ, არამედ ძალიან ხშირად, უფრო აშკარას ხდის მათ ერთობლივ მონაწილეობას დანაშაულში. რაც შეეხება მეოთხე სატელეფონო ნომერს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს და ა---------–---------- გამორიცხავს, რომ ის მას ეკუთვნის, სასამართლო ამასაც ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად აღსანიშნავია, რომ ლ---------–---–---–-ა და ა---------–----------ს შორის საუბრები აშკარად შედგა 2017 წლის 19 ივლისს, რაზეც მიუთითებს ლ---------–---–---–-სა და გ-------------------–-–---–-ს ჩვენებები; ლ---------–---–---–-ს მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა კონტაქტი წარწერით „მ----“ ნომრით +9-----------; მ---- იგივე ა---------–----------ა, რაც უდავო ფატია; აღნიშნულ ნომერსა და ლ---------–---–---–- შორის კონტაქტი დაფიქსირებულია 2019 წლის 18 ივლისს, სამჯერ, 19 ივლისს 5 ჯერ, კეროდ: 14:23, 22:27, 22:29, 22:45 და 23:41 საათზე, ხოლო 20 ივლისს, ანუ ქურდობის დროს - 01:12, 01:25, 02:16, 02:57, 03:22, ასევე 10:47 და 11:07 საათებზე, რაც ზუსტად ასახავს დროის იმ განზომილებას, რომელშიც ა---------– გ--------- მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული განხორციელდა; გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, წ--–--- მომსახურე ანძის კოდებია 8---------------------, ხოლო ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში +9----------- ნომრის მფლობელის ადგილსამყოფელია წალკა, კოდით 8------; გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, თუ შევადარებთ დროის მოკლე ინტერვალში 6 დღის მონაცემებით, 2017 წლის 18-23 ივლისის პერიოდში, ლ---------–---–---–-ს მობილურ ტელეფონში მითითებულ კონტაქტზე „მ----“, ნომრით - 5--------, რომლის კუთვნილებასაც ბრალდებული უარყოფს, შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხასა და ა---------– გ--------- მიერ მითითებულ ნომერზე - 5-----------, 7 დღის ინტერვალში, 11-17 ივლისის პერიოდში, იგივე მონაცემებს, ანუ ჯამში მიმდევრობით 12 დღის განმავლობაში, აღმოჩნდება, რომ ორივე ნომერზე არაერთი შემავალი და გამავალი ზარი ფიქსირდება ერთი და იმავე ნომერზე, ხოლო ამ მოკლე პერიოდში ლ---------–---–---–-ს ნომრის გარდა ასეთი სულ მცირე 10 ნომერია, კერძოდ: 5--------------------------------------------------------------------------------------------------------------, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს რწმენას ამ ორი ნომრის საერთო მფლობელის შესახებ. აღნიშნული კი ნათელს ფენს იმ გარემოებას, რომ ა---------–---------- და ლ---------–---–---–- სწორედ აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომრით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს 2017 წლის 19-20 ივლისს, შემთხვევის დროს. ის ფაქტი, რომ ეს ნომერი ვერ ამოიღეს, ან იგი ოფიციალურად ა---------–----------ზე არ არის გაფორმებული, ვერ გააქარწყლებს არაერთი ფაქტით გამყარებულ მტკიცებას ამ ნომრის ა---------– გ---------ადმი კუთვნილებაზე. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი დამატებითი გარემოებაა, რაც მიუთითებს ა---------– გ--------- კავშირზე აღნიშნულ დანაშაულში.

 

35. სასამართლო ცალსახად აცხადებს, რომ ა-–----------------–---- 3 სული საქონელი ლ---------–---–---–--, გ------- ა----------–-–---–-- და ა---------–----------მ ერთად შეთანხმებულად მოიპარეს, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაზეც მიუთითებს, მათი ერთობლივი და უშუალო მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში, ლ---------–---–---–-ს მიერ ერთი ძროხის საკუთრებაში მოქცევა, ორი დეკეულის გაყიდვა და გადაწყვეტილება ა---------–----------სთან ერთად ფულის განაწილების თაობაზე. რაც შეეხება მნიშვნელოვანი ზიანის საკითხს, მოცემულ საქმეში უტყუარად არ დადასტურდა, რომ ზიანმა შეადგინა 4000 ლარი. დაზარალებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას მიადგა 3000 ლარის ზიანი, რასაც სასამართლო იზიარებს და მიაჩნია, რომ უფრო მეტად ლოგიკური თანხაა, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ლ---------–---–---–-ს განცხადებით ის ძროხა, რომელიც დაიტოვა დაახლოებით 1000-1200 ლარი ეღირებოდა, ხოლო ორი დეკეულის ღირებულებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ასევე დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც მათი აღმოჩენისას იკითხა ფასი და 1700 ლარი დაუსახელეს, ასევე ის ფაქტი, რომ მ------------ ისინი 1350 ლარად გაყიდეს, რაც ჯამში 3000 ლარიან ნიშნულთან უფრო რეალურია. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, მნიშვნელოვანი ზიანი 150 ლარს ზევით ზიანია. ამ მხრივ კი კვალიფიკაციის კონტექსტში არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ დანაშაულით მიყენებულმა ზიანმა 150 ლარზე მეტი შეადგინა.

 

36. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წ--–--- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 30 ივლისის #2-- ბრძანებით ა---------–---------- დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად ხ------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო 2017 წლის 30 ივნისს მასთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება იმავე პოზიციაზე, რაც ასევე დაადასტურა მოწმე ე-------------–--–----- წ--–--- მერიის თანამშრომელმა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

37. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------–----------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა---------– გ--------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ა---------– გ--------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

38. ა---------– გ--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ისეთი სამსახურებრივი ურთიერთობის დროს, რომელიც მას აკისრებდა ვალდებულებას ყოფილიყო თანასოფლელების „გვერდით“ მაშინ, როდესაც მან თავისი ქმედებით პირიქით ზიანი მიაყენა ერთ-ერთ მათგანს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

39. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

40. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

41. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შესაბამისად ა---------– გ--------- მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

42. ა---------– გ--------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე მხედველობაში იღებს, იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის და მიაჩნია, რომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სამართლიანი და პროპორციული მასთან მიმართებით. სასამართლო გამორიცხავს მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ასევე სასჯელის მაქსიმალური ზომა გადაჭარბებული იქნება, შესაბამისად არჩევანი უნდა გაკეთდეს საშუალო ვადაზე, რაც 5 წელი და 6 თვეა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ერთმანეთს აბალანსებს, ხოლო მის ოჯახურ მდგომარეობასა და ნასამართლობის არქონაზე მითითებით შესაძლებელია კიდევ 6 თვით სასჯელის შემსუბუქება, რაც ა---------–----------სთან მიმართებით სასჯელის ქვედა ზღვარია და მისი კიდევ შემცირება არავითარ არგუმენტს არ ექვემდებარება, იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად, ადამიანებისთვის, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი, დაზარალებულისათვის ძირითადი სარჩო სწორედ საქონელია, რომლის მოვლა-პატრონობას დიდი შრომა სჭირდება და დამნაშავის ერთი მოქმედებით მშრომელ მოქალაქეს ხელიდან აცლის მისთვის მთავარს, თანაც ის პირი, რომელსაც წესით ამ მოქალაქეებზე ზრუნვა უნდა ჰქონდეს მთავარ მიზნად გადაქცეული. სასამართლო ასევე ვერ მსჯელობს დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩათვლაზე ვინაიდან ა---------–---------- არ აღიარებს დანაშაულს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ა---------–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს წინამდებარე განაჩენის საფუძველზე მისი დაკავების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

3. მსჯავრდებულ ა---------– გ--------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განჩენის აღსრულებიდან 1 თვეში ყადაღა მოეხსნას გირაოს 20000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით 20000 ლარის ნაწილში ა) ა---------– გ--------- (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი: 9999.00 მ2, მდებარე: წ--–--- რაიონის სოფელ ხ------ში, ს/კ 8-----------; ბ) ა-–-----------–-–--–---- (პ/ნ 5----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი 10000.00 მ2, მდებარე: წ--–--- რაიონის სოფელ ხ------ში, ს/კ 8-----------; გ) თ------–-–--–---- (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი: 10000.00 მ2, მდებარე: წ--–--- რაიონის სოფელ ხ------ში, ს/კ 8-----------; დ) მ--–---- გ--------- (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი: 10000.00 მ2, მდებარე: წ--–--- რაიონის სოფელ ხ------ში, ს/კ 8-----------.

 

4. ნივთმტიცებები: 2 კომპაქტ-დისკი შპს „ჯეოსელიდან“ და „მაგთიკომიდან“ ამოღებული ინფორმაციით, ასევე 2 დისკი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 3 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს დაზარალებულ ა-–----------------–----; ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტი“ ს/ნ M--------, ასევე „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ლ---------–---–---–-; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს გ------- ა----------–-–---–-; ფულადი თანხა 1300 ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი