გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2019
საქმის ნომერი
330310117002191511
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8016-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ------- ნ------ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ------ ს--------ა

 

მესამე პირი - ჯ------- ხ-----–---–ი

წარმომადგენლები - შ--–-- მ------–-–---–ი, ა-–---------- მ---------ე

 

დავის საგანი - აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. უკანონოდ იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--- ბ-------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (წერილი N-----);

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანება;

 

1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილების, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის N2-------- დამატებითი განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის Nას-9----------- განჩინების აღსრულებულად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - ჯ------- ხ-----–---–ის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სარჩელს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N---------), ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ-------ი ა---ს“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 88 687,61 ლარის გადახდა 2011 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების სახით. შპს „მ-------ი ა---ს“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ 2011 წლის 20 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის გადახდის ვადისგადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1652 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 25 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,01 პროცენტი. შპს „მ-------ი ა---ს“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 56 977,4 ლარის გადახდა მხარეებს შორის 2011 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნაგობის საფასურის სახით. შპს „მ-------ი ა---ს“ 2011 წლის 20 სექტემბრის აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდის ვადისგადაცილების გამო ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1647,9 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 25 ნოემბრიდან აღნაგობის გადაუხდელი საფასურის 0,01 პროცენტი, ვალდებულების შესრულებამდე, დანარჩენ ნაწილში თბილისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „მ-------ი ა---ს“ შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის N0------- ბრძანებაზე თანდართული და მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 10.4 და 10.5 პუნქტები. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის N0------- ბრძანებაზე თანდართული და მხარეებს შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების 8.4 და 8.5 პუნქტები. ქ. თბილისის მერიას შპს „მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საბაგიროს ღირებულების - 200 422,5 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. ქ. თბილისის მერიას შპს „მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 152 020,73 ლარის გადახდა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად. შპს „მ-------ი ა---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით. ქ. თბილისის მერიას შპს „მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4610 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. ქ. თბილისის მერიას შპს „მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების პირველი პუნქტის თანახმად (საქმე N---------), სამოქალაქო საქმეზე N---------, სს "მ-------ი ა---ს" (ს/ნ 2--------) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ------- ხ-----–---–ი (პ/ნ 0----------), ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით (საქმე N---------), გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამოქალაქო საქმეზე N---------, სს "მ-------ი ა---ს" (ს/ნ 2--------) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ------- ხ-----–---–ი (პ/ნ 0----------), მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ-------ი ა---ს“ მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (საქმე N---------) შესულია კანონიერ ძალაში.

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N---------) (ტ.1, ს.ფ. 17-39);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ (საქმე N---------) (ტ.1, ს.ფ. 40-42);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2018 წლის 11 დეკემბრის N2------ წერილი და მასზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (საქმე N---------) (ტ.2, ს.ფ. 74-77);

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინება (საქმე N2-------) (ტ.2, ს.ფ. 130-138);

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N---------) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით (საქმე N2--------), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 21 ივნისს მიღებულ იქნა დამატებითი განჩინება (საქმე N2--------), რომლის თანახმად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სს ,,მ-------ი ა---ს" უფლებამონაცვლე ჯ------- ხ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება (საქმე N2--------) (ტ.1, ს.ფ. 43-72);

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის დამატებითი განჩინება (საქმე N2--------) (ტ.1, ს.ფ. 73-76);

 

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება (საქმე N2--------) და 2016 წლის 21 ივნისის დამატებითი განჩინება (საქმე N2--------) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების/დამატებითი განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით (საქმე №ას-9-----------), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის დამატებითი განჩინება. ჯ------- ხ-----–---–ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ N2--------) ჯ------- ხ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა საკასაციო სამართალწარმოების გამო იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 800 ლარის ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით (საქმე №ას-9-----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N---------) შევიდა კანონიერ ძალაში და ამავე სასამართლოს მიერ 2017 წლის 07 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე N---------), კრედიტორის - ჯ------- ხ-----–---–ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-10 (ქ. თბილისის მერიას შპს „მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საბაგიროს ღირებულების - 200 422,5 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა) და მე-11 (ქ. თბილისის მერიას შპს „მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 152 020,73 ლარის გადახდა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად) პუნქტების იძულებით აღსრულების მიზნით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინება (საქმე №ას-9-----------) (ტ.1, ს.ფ. 77);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N---------) (ტ.1, ს.ფ. 147);

 

4.4. 2017 წლის 26 ივლისს ჯ------- ხ-----–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N---------) და მოითხოვა მოვალე - ქ. თბილისის მერიისთვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების: 200422.5 ევროსა და 152020.73 ლარის იძულებით აღსრულება.

 

2017 წლის 09 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.07.2017 წელს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულების შესახებ. აღნიშნული შეტყობინებით, მოვალე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების ერთი თვის ვადაში, ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ჯ------- ხ-----–---–ის წარმომადგენლის 2017 წლის 26 ივლისის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 143-144);

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 09 აგვისტოს შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 182-183);

 

4.5. 2017 წლის 29 აგვისტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა N1------------- წერილით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა 2017 წლის 9 აგვისტოს შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2017 წლის 7 ივლისის N--------- სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 718 134.12 ლარის გადახდა ჯ------- ხ-----–---–ის სასარგებლოდ (A-------- სააღსრულებო საქმე).

 

წერილში აღინიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2017 წლის 9 აგვისტოს მიღებული იქნა განკარგულება N2-------- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე ჯ------- ხ-----–---–ის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის N--------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------ი ა---ზე“ დაკისრებული საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასური, შესაბამისი პირგასამტეხლოებით 2013 წლის 25 ნოემბრამდე, რამაც შეადგინა 148 964.91 ლარი და 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადარიცხვის დღემდე საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 0.01%. დარჩენილი 556 020,87 ლარი კი N0---- საგადასახადო დავალების თანახმად, ჩარიცხული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანება ჯ------- ხ-----–---–ის მიმართ დაფარულია სრულად და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის 2-------- გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილს თან დაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 9 აგვისტოს განკარგულება N2-------- და 2017 წლის 16 აგვისტოს საგადახდო მოთხოვნა N0----.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილი და მასზე თანდართული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 9 აგვისტოს განკარგულება N2-------- და 2017 წლის 16 აგვისტოს საგადახდო მოთხოვნა N0---- (ტ.1, ს.ფ. 184-189);

 

4.6. 2017 წლის 04 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა NA---------------- წერილით მიმართა ჯ------- ხ-----–---–ს და მის წარმომადგენელს და აცნობა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია ქ. თბილისის მერიის 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილი ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------ი ა---ზე“ დაკისრებულ თანხებსა და ქ. თბილისის მერიის მიერ შპს ,,მ-------ი ა---ს“ სასარგებლოდ გადასახდელი თანხების ურთიერთგაქვითვის შესახებ. ამასთან, ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქ. თბილისის მერიის მიერ ჩარიცხულია 556 020.87 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრედიტორს ეთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შემჭიდროვებულ ვადაში, წერილობით ეცნობებინა ეთანხმებოდა თუ არა წერილში მოყვანილ გარემოებებს და ამცირებდა თუ არა მოვალის მიმართ მის მოთხოვნას.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 04 სექტემბრის NA---------------- წერილის პასუხად, ჯ------- ხ-----–---–ის წარმომადგენელმა 2017 წლის 08 სექტემბერს წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა წერილში მოყვანილ გარემოებებს და არ ამცირებდა მოთხოვნას მოვალის მიმართ. აღნიშნულ წერილს თან დაერთო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2016 წლის NB---------- გადაწყვეტილება შპს ,,მ-------ი ა---ს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინების (საქმე N2-----------) თანახმად, სს ,,მ-------ი ა---ს“ (ს/ნ 2--------) მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. სს ,,მ-------ი ა---“ (ს/ნ 2--------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2016 წლის NB---------- გადაწყვეტილებით გაუქმდა სს ,,მ-------ი ა---ს“ რეგისტრაცია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 04 სექტემბრის NA---------------- წერილი (ტ.1, ს.ფ. 270-271);

-ჯ------- ხ-----–---–ის წარმომადგენლის 2017 წლის 08 სექტემბრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 272-273);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (საქმე N2-----------) (ტ.1, ს.ფ. 277-279);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2016 წლის NB---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 280);

 

4.7. 2017 წლის 22 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - მ--- ბ-------–---–მა N----- წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს და აცნობა, რომ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსისა და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის საფუძველზე (კრედიტორის ჯ------- ხ-----–---–ის განცხადება, თანდართული განჩინება N2/2--------, 29.12.2015წ), თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილში მოყვანილი არგუმენტები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ჩარიცხვით - 556020.87 ლარიდან დაფარულია მხოლოდ N--------- სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხები ნაწილობრივ, კერძოდ, 152 020.73 ლარი და 200 422.50 ევროდან - 143 982.37 ევროს ექვივალენტი ლარი. ამდენად, მოვალეს ეთხოვა დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით გადახდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში განემარტა, რომ მის მიმართ გატარდებოდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები დარჩენილი დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ--- ბ-------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (N----- წერილი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა - ბ------- ნ------ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს - ბ------- ნ------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ--- ბ-------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის N----- წერილი (ტ.1, ს.ფ. 204-205);

-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის - ბ------- ნ------ის 2017 წლის 06 ოქტომბრის საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 295-299);

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 372-375).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაზე“, რომლის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს: უკანონოდ იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--- ბ-------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (წერილი N-----) და თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილების, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის N2-------- დამატებითი განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის Nას-9----------- განჩინების აღსრულებულად ცნობა.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს ჯ------- ხ-----–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N---------) და მოითხოვა მოვალე - ქ. თბილისის მერიისთვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების: 200422.5 ევროსა და 152020.73 ლარის იძულებით აღსრულება.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი განაცხადა წინადადების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2017 წლის 9 აგვისტოს მიღებული იქნა განკარგულება N2-------- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე ჯ------- ხ-----–---–ის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის N--------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------ი ა---ზე“ დაკისრებული საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასური, შესაბამისი პირგასამტეხლოებით 2013 წლის 25 ნოემბრამდე, რამაც შეადგინა 148 964.91 ლარი და 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადარიცხვის დღემდე საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 0.01%. დარჩენილი 556 020,87 ლარი კი N0---- საგადასახადო დავალების თანახმად, ჩარიცხული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანება ჯ------- ხ-----–---–ის მიმართ დაფარულია სრულად და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის 2-------- გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლა.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ--- ბ-------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (N----- წერილი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა - ბ------- ნ------ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს - ბ------- ნ------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მითითებული ბრძანების გამოცემისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის N2/2-------- უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების თანახმად (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში გასწორდა დაშვებული უსწორობა და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სამოქალაქო საქმეზე N---------, სს "მ-------ი ა---ს" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ------- ხ-----–---–ი, მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ-------ი ა---ს“ მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჩაბარებია და იგი არ არის შესული კანონიერ ძალაში, რის გამოც მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ჯ------- ხ-----–---–ი წარმოადგენს შპს ,,მ-------ი ა---ს“ უფლებამონაცვლეს ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,მ-------ი ა---ს“ მიმართ დადგენილი როგორც მოთხოვნების, ისეთი ვალდებულებების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღსრულებულია სრულად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2018 წლის 11 დეკემბრის N2------ წერილითა და მასზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (საქმე N---------), შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, ცალსახაა, რომ სამოქალაქო საქმეზე N---------, ჯ------- ხ-----–---–ი წარმოადგენს შპს ,,მ-------ი ა---ს“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ-------ი ა---ს“ მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების ჩაბარებისა და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხის კვლევა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. მეტიც, გასათვალისწინებელია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით (საქმე N2-------), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი, რაც დამატებით ადასტურებს უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტს.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ------- ხ-----–---–ი წარმოადგენს შპს ,,მ-------ი ა---ს“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ-------ი ა---ს“ მოთხოვნის ნაწილში და არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N---------) სს ,,მ-------ი ა---სთვის“ დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი მოეხდინა ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა, ვინაიდან, ჯ------- ხ-----–---–ი წარმოადგენს სს ,,მ-------ი ა---ს“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ მოთხოვნის უფლების ნაწილში და მასზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სს ,,მ-------ი ა---სთვის“ დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, ვალდებულების ნაწილში იგი არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მხარეს, რაც მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ--- ბ-------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (წერილი N-----) სრულად შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს აღმასრულებლის ქმედებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს წარდგენილ საჩივარზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 06 ნოემბერს მიღებული N5--- ბრძანების ბათილად ცნობისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილების, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის N2-------- დამატებითი განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის Nას-9----------- განჩინების აღსრულებულად ცნობის დავალების საფუძველი.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით (საქმე N3-------) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო საქმეების შეჩერება და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში (A--------, A--------, A--------) იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების აკრძალვა.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით (საქმე N3-------) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული A--------, A-------- და A-------- სააღსრულებო საქმეების შეჩერება და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის აღნიშნული სააღსრულებო წარმოებების ფარგლებში (A--------, A--------, A--------) იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების აკრძალვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე