გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
130210119002882300
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210-19002882300

2-151-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 აპრილი, 20-9 წელი, ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,კ------------ი“

წარმომადგენელი გ------------–--ცი

მოპასუხეები ჯ------–----–------ი და ე-----------------–-ძე

ჯ------–----–------ის წარმომადგენელი - ე-------------------ე

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ჯ------–----–------------------------------–---- სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,კ------------ის“ სასარგებლოდ 1 537 ლარი და 75 თეთრი;

1.2. მოპასუხე ჯ------–----–------ს დაეკისროს 456 ლარის და 5 თეთრის გადახდა სააქციო საზოგადოება ,,კ------------ის“ სასარგებლოდ;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20-7 წლის 14 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, ჯ------–----–------მა მიიღო სესხი 4 500 ლარი 24 თვით, წლიური 24% -ით. მოპასუხემ იკისრა სიცოცხლის დაზღვევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო;

20-7 წლის 12 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებით, ე-----------------–-ძემ, ,,კ------------ის“ წინაშე, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ჯ------–----–------ის ვალდებულების შესრულებაზე;

20-8 წლის დეკემბრის შემდეგ, მოპასუხეს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაუხდია და 20-9 წლის 6 მარტის მდგომარეობით, გადასახდელი აქვთ: - ჯ------–----–------------------------------–---- - სოლიდარულად - 1 537 ლარი და 75 თეთრი, საიდანაც 1 338 ლარი და 07 თეთრი ძირი თანხაა, 95 ლარი და 41 თეთრი - პროცენტი, 60 ლარი და 04 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 54 ლარი და 61 თეთრი - პირგასამტეხლო, ჯ------–----–------ს - 456 ლარის და 05 თეთრი, საიდანაც 370 ლარი და 84 თეთრი ძირი თანხაა, 2 ლარი და 16 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 83 ლარი და 05 თეთრი - პირგასამტეხლო;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე ორივე მოთხოვნაზე - ძირი თანხის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოზე კი განაცხადა, რომ ისინი შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა მათი შემცირება;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-7 წლის 25 14 ივნისს, სააქციო საზოგადოება ,----------------“ და ჯ------–----–------ს შორის დადებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ მიიღო სესხი 4 500 ლარი 24 თვით, წლიური 24% განაკვეთით. ხელშეკრულებით, გათვალისწინებული იყო მოპასუხის მიერ სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდა და პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. 20-7 წლის 12 ივნისს, ,,კ------------თან“ დადებული ხელშეკრულებით, ე-----------------–-ძე თავდებად დაუდგა ჯ------–----–------ს და სოლიდარული ვალდებულება იკისრა კრედიტორის წინაშე მსესხებლის ვალდებულებების შესრულებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 34-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. 20-8 წლის 12 ოქტომბერს ,----------------“ და ჯ------–----–------ს შორის დადებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ მიიღო სესხი 445 ლარი 12 თვით, უპროცენტოდ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო და კრედიტორის მიერ სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.39-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.4. მოპასუხე მხარეს 20-8 წლის დეკემბრის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია და ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 20-9 წლის 6 მარტის მდგომარეობით, კრედიტორის წინაშე აქვს დავალიანება სარჩელში მითითებული ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.50);

- მხარეთა ახსნა-განმარტება ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში ჯ------–----–------სა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 20-8 წლის იანვრიდან, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ჯ------–----–------ისა და ე-----------------–-ძისაგან, რომელიც თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მისი ვალდებულების შესასრულებლად;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა, ვალდებულების შეუსრულებლობას არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის;

სესხის ხელშეკრულებებით გაცემული და სარჩელით მოთხოვნილი თანხების ოდენობის, იმ პერიოდის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც ვალდებულება არ სრულდება, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მომზადების სტადიაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო მხოლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 89 ლარი და 12 თეთრი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს (48 ლარი და 22 თეთრი - სოლიდარულად გადასახდელად მოთხოვნილი თანხის 3%, რაც მოპასუხე მხარემ ცნო + 40 ლარი და 90 თეთრი მხოლოდ ჯ------–----–------ისათვის დასაკისრებლად მოთხოვნილი თანხის 3%, რაც მოპასუხემ ცნო = 89.12);

მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ 26 ლარი და 78 თეთრი (1 ლარი და 78 (იმ თანხის 3% რა ნაწილშიც სარჩელი არ ცნო მოპასუხემ)+ სარჩელის უზრუნველყოფის 25 ლარი), მხოლოდ ჯ------–----–------ს უნდა გადახდეს 9 ლარი და 10 თეთრი - იმ თანხის 3%, რა ნაწილშიც სარჩელი არ ცნო;

მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, წარმოდგენილი დოკუმენტებით, არ დგინდება მოსარჩელის მიერ ამ მიზნით ხარჯის გაწევა.

 

8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 14 მარტის განჩინებით, საქმეზე მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დაედო ჯ------–----–------ის (პირადი ნომერი 1100-0-8929) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მოდელი - VOLKSWAGEN PASSAT, სანომრე ნიშანი A--------, ფერი შავი, გამოშვების წელი 1995, შასის ნომერი WVWZ-------------, ტექნიკური პასპორტის ნომერი O--------, რეგისტრაციის თარიღი 2---------.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. ჯ------–----–------------------------------–---- სააქციო საზოგადოება ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 1 537 ლარის და 75 თეთრის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც 1 338 ლარი და 07 თეთრი ძირი თანხაა, 95 ლარი და 41 თეთრი - პროცენტი, 60 ლარი და 04 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 54 ლარი და 61 თეთრი - პირგასამტეხლო;

1.2. ჯ------–----–------ს სააქციო საზოგადოება ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 456 ლარის და 05 თეთრის გადახდა, საიდანაც 370 ლარი და 84 თეთრი ძირი თანხაა, 2 ლარი და 16 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 83 ლარი და 05 თეთრი - პირგასამტეხლო;

2. სააქციო საზოგადოება ,,კ------------ს“ დაუბრუნდეს 89 ლარი და 12 თეთრი;

3.ჯ------–----–------------------------------–---- სააქციო საზოგადოება ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 26 ლარი და 78 თეთრი, მხოლოდ ჯ------–----–------ს - 9 ლარი და 10 თეთრი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი