გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330210018002396416
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე -გი-----ი ქო----------–------ე

წარმომადგენელი -მა-------------ა

მოპასუხე- ლე---------–------ე

დავის საგანი -იანის ანაზღაუ--ება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლე---------–------ეს, გი-----ი ქო----------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაუ--ება - 16 850 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით გი-----ი ქო----ს სარჩელი დაკმაყოფილდა და 2008 წლის 30 აგვისტოს გარდაცვლილი კა--------–------ე ცნობილი იქნა 1986 წლის 10 მარტს დაბადებული გი-----ი ქო----ს მამად და გი-----ი ქო----ს მიენიჭა მშობლების შეერთებული გვარი - ქო---- ნე---–------ე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ½ ნაწილში ნოტარიუს ტა-----------–------ის მიერ 2009 წლის 29 ივნისს ლე---------–------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა და ცვლილება შევიდა სამკვიდრო მოწმობაში. მოსარჩელემ გადაწყვეტილების საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის პაპის იუ--ი ნე---–------ის სამკვიდრო ქონებიდან ½ ნაწილი.

 

2011 წლის 11 აპრილს, 2009 წლის 29 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე: ამ------–-----ი, სო----–---–ა, ს/კ 8-----------. აღნიშნული ქონება, მოპასუხემ 2011 წლის 10 ნოემბერს გაასხვისა იო--ბ ბაკ------ეზე. ქონება რამოდენიმეჯერ გასხვისდა და დღეის მდგომარეობით მესაკუთრედ აღრიცხულია ნი----–------------–--ე.

 

მოსარჩელემ, 2009 წლის 29 ივნისს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა 2011 წლის 3 ივნისს. საქმის განხილვის პროცესში, როდესაც მოპასუხისთვის ცნობილი გახდა ხსენებული დავის შესახებ, 2011 წლის 10 ნოემბერს გაასხვისა ქონება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონების გასხვისებით მიადგა ზიანი. ზიანის მიყენების შესახებ შეიტყო 2016 წლის მარტში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერით მისთვის ცნობილი გახდა რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ნი----–------------–--ე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე არ იკვეთება მისი ბრალეულობა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში. ის გარემოება, რომ ქონება გასხვისდა სამკვიდრო ქონების გაყოფის თავიდან ასაცილებლად არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან განიკარგა პირად საკუთრებაში არსებული ქონება, რასაც მესამე პირების უფლებებზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე. იგი არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მისთვის უძრავი ქონების გასხვისების შესახებ გაცილებით ადრე გახდა ცნობილი. ვინაიდან 2011-2013 წლებში აქტიუ--ად აწარმოებდა სამაემკვიდრეო დავას.

 

2012 წლის18 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის უძრავი ქონება უკვე ირიცხებოდა იო--ბ ბაკ------ის საკუთრებაში. ამდენად, გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, უკვე უნდა სცოდნოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე. ამდენად, ობიექტუ--ად არ არის სარწმუნო, რომ მესამე პირის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2016 წელს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სარჩელის წარდგენის დროისათვის უკვე ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2009 წლის 29 ივნისს ნოტარიუს ტა-----------–------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ლე---------–------ემ, როგორც იუ--ი ნე---–------ის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) სრულად მიიღო გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 33-37)

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გი-----ი ქო----ს სარჩელი და 2008 წლის 30 აგვისტოს გარდაცვლილი კა-- იუ--ის ძე ნე---–------ე ცნობილი იქნა 1986 წლის 10 მარტს დაბადებული გი-----ი ქო----ს მამად და მას მიენიჭა მშობლების შეერთებული გვარი - ქო---- ნე---–------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ 15-20)

 

3.1.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გი-----ი ქო----------–------ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1/2 ნაწილში ნოტარიუს ტა-----------–------ის 2009 წლის 29 ივნისს ლე---------–------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა #0--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ 22-31)

 

3.1.4. 2013 წლის 30 მაისის სანოტარო აქტის საფუძველზე ცვლილება შევიდა 2009 წლის 29 ივნისს გაცემულ სამკვდრო მოწმობაში და გი-----ი ქო----------–------ემ სრულად მიიღო გარდაცვლილი პაპის იუ--ი ნე---–------ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი, ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 30 მაისის სანოტარო აქტი (ს.ფ 38-43)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ამ------–-----ი, სო----–---–ა (ს/კ 8-----------) 2011 წლის 16 ნოემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა იო--ბ ბაკ------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 45-46)

 

3.2.2. 2015 წლის 20 მაისის მდგომარეობით, უძრავი ქონება მდებარე ამ------–-----ი, სო----–---–ა, ს/კ 8-----------, 2014 წლის 5 მაისს შედგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ნი----–------------–--ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 47-48)

 

3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაუ--ების მოთხოვნის თაობაზე ხანდაზმულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯრებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.

 

მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში უთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. მისი მტკიცებით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება არა 2016 წლის მარტის თვიდან, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, არამედ 2011 წლიდან როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტუ--ებენ, რომ მოსარჩელემ სამართლებრივი მოქმედებები სამკვიდრო ქონების მისაღებად დაიწყო ჯერ კიდევ 2009 წლიდან როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მის მამად აღიარებული იქნა აწ. გარდაცვლილი კა--------–------ე, ხოლო 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მიიღო გარდაცვლილი პაპის იუ--ი ნე---–------ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი, ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

სასამართლო ყუ--ადღებას გაამახვილებს სამართლაში ე.წ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელისთვის ქონების გასხვისების თაობაზე გაცილებით ადრე გახდა ცნობილი ვიდრე სარჩელშია დასახელებული. სასამართლოს ამგავრი მოსაზრება გამყარებულია იმ გარემოებითაც, რომ მოდავე მხარეებს შორის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2011-2012 წლებში მიმდინარეობდა ქონებრივი დავა სასამართლო წესით და ალბათობის მაღალი ხარისხით მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან უნდა ჰქონოდა ინფორმაცია უძრავი ნივთის განკარგვის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სადავო უძრავი ქონება უკვე იყო სასხვისებული და 2011 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით უძრავი ქონების მესაკუთრედ ირიცხებოდა იო--ბ ბაკ------ე.

 

ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2013 წლის 30 მაისის სანოტარო აქტით ცვლილება შევიდა 2009 წლის 29 ივნისს გაცემულ სამკვდრო მოწმობაში და გი-----ი ქო----------–------ემ სრულად მიიღო გარდაცვლილი პაპის იუ--ი ნე---–------ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი, ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გი-----ი ქო----ნე---–------ეს უნდა მიემართა საჯარო რეესტრისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდებოდა სადავო უძრავი ქონების გასხვისების ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ 30/05/2013 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე განხორციელდა კიდეც სხვა უძრავ ქონებაზე ს/კ 86---------9 საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შესაბამისად არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მისთვის სადავო უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე ინფორმაცია ცნობილი იყო 2011-2013 წლისათვის. მოსარჩელემ სასამართლოს ზიანის ანაზღაუ--ების თაობაზე კი მომართა 2018 წლის 13 აპრილს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლია შემდგომ.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადის 2016 წლიდან ათვლის თაობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო უძრავ ქონებას შეეცვალა მისამართი და უძრავი ქონების მისამართად ნაცვლად რაიონი ამ------–-----ი, სო----–---–ა 2016 წლის 07 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირდება რაიონი ამ------–-----ი, სოფელი ახ--–-------–ი, ქუჩა 1---- სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან უძრავი ქონების მისამართმა ცვლილება განიცადა 2016 წელს, შესაბამისად მოსარჩელეს სწორედ სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში უნდა მოემართა სასამართლოსთვის. ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო კოდი N8----------- მისამართის ცვლილების მიუხედავად დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია, ე.წ. დადასტუ--ებული ვარაუდია და არსებობს იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. პრეზუმფციის ძირითადი წინაპირობაა ცხოვრებისეული პროცესების განმეორებადობა და მათი უ--თიერთკავშირი. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კავშირის არსებობა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ კავშირი ლოგიკუ--ი, გონივრული და აუცილებლობით განპირობებული იყოს. უნდა ითქვას, რომ პრეზუმფციებში ასახულია რეალობასთან გათანაბრებული ლოგიკუ--ი ჭეშმარიტება. ამიტომ, სამოქალაქო სამართლებრივი უ--თიერთობების მომწესრიგებელი მატერიალუ--ი სამართალი სწორედ პრეზუმფციებს ემყარება და სამართალუ--თიერთობებიც სწორედ რეალობასთან გათანაბრებული ლოგიკუ--ი ჭეშმარიტების პრინციპითაა მოწესრიგებული.

 

ამდენად, არსებული გარემოებები სასამართლოს რწმენას უყალიბებს იმ მიმართებით, რომ მოსარჩელისთვის ქონებრივი დავის განხილვის დროისათვის ცნობილი იყო ქონების გასხვისების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის, შეჩერების ან იმ გარემოების თაობაზე, რომ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული მტკიცებულება წარმოუდგენია და მასზე სარწმუნოდაც არ მიუთითებია. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა მივიჩნიოთ 2011-2013 წლებში ქონებრივი დავის სასამართლო განხილვისა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების განხორციელების პერიოდი.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს და არ მიაჩნია სარწმუნო არგუმენტად სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივი გარემოება, მასზედ რომ ქონების განკარგვის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის მარტის თვეში საჯარო რეესტრის ამონაწერიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ 15-20)

- 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ 22-31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების უ--თიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ გი-----ი ქო----------–------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 144-ე, 1008-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუ--ოს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტუ--ი ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაუ--ების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მოსარჩელის მოთხოვნაა სამკვიდრო ქონების გასხვისების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაუ--ება.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანი, რომლის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა მოხდეს ზიანის შეტყობის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია, სწორად შეფასდეს ხანდაზმულობის შესახებ სათანადო ნორმების გამოყენების საკითხი სადავო სამართლებრივ უ--თიერთობასთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალუ--ი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, მატერიალუ--ი უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატუ--ად არ ქარწყლდება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რომლის შემოწმების გარეშე, სასამართლოს მხრიდან ისეთი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენა, აზრს კარგავს.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაუ--ების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაუ--ებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა სპეციალუ--ად განსაზღვრავს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაუ--ებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიან ვადას. კანონი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანის ანაზღაუ--ებაზე ვალდებული პირის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების დროს.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კვლევის შედეგად დაადგინა, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიჩნეული უნდა იქნეს სასამართლოში 2011-2012 წლებში ქონებრივი დავის განხილვის პერიოდი. საწინააღმდეგოს დადასტუ--ება მოსარჩელემ ვერ შეძლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.

 

როგორც უკვე აღინიშნა წარმოდგენილი დავა შეეხება სამკვიდრო ქონების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანს, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა 2012 წლის 18 იანვრიდან (გადაწყვეტილების მიღების თარიღი) სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2018 წლის 13 აპრილი) გასულია, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გი-----ი ქო----------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გი-----ი ქო----------–------ეს უარი ეთქვას ლე---------–------ისათვის ზიანის 16 850 ლარის დაკისრებაზე;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსუ--ველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი