განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თ----- შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გ-------–------–-–---–ი, გ---------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ც------ თ------ის ძე გ----------–---–ი - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------------------------------------------------------------------ში
ადვოკატები - ს---–-----------ე, გ----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, 108-ე მუხლი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ქ.თბილისში, ვ---------–ის მ-------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული სეიფიდან ც------ გ----------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მამის, თ------ გ----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს №A------ და საბრძოლო მასალას.
2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, გ------- ფ------–---–ი მეუღლესთან, თ----ა ბ---------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, ვ---------–ი 3---------–-----------------------------ის მე-3 სადარბაზოში, რა დროსაც ც------ გ----------–---–მა, ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, პირადი მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა გ------- ფ------–---–ს. თავის მიდამოში მიყენებული ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გ------- ფ------–---–ი ადგილზე გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც ც------ გ----------–---–მა მოკლა გ------- ფ------–---–ი, გასროლის ხმაზე, აღნიშნული სადარბაზოს მიმართულებით გაემართა იმავე კორპუსში მცხოვრები ლ-–- ქ--------–-–---–ი. ც------ გ----------–---–მა, გ------- ფ------–---–ის მკვლელობის დაფარვის მიზნით, დამამძიმებელ გარემოებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლის განზრახვით ესროლა ლ-–- ქ--------–-–---–ს და მიაყენა გულმკერდის ცეცხლნასროლი შემავალი გამჭოლი ჭრილობა, მარცხენა მხრის და ბეჭის სისხლმდენი ჭრილობა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლ-–- ქ--------–-–---–ის გადარჩენა მოხერხდა.
გ------- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობისა და ლ-–- ქ--------–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის დაფარვის მიზნით, ც------ გ----------–---–მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება თ----ა ბ---------ეს, კერძოდ, თმებში მოკიდა ხელი და ძალის გამოყენებით, იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვა ,,ოპელის’’ მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით L------), რომელსაც მართავდა ვ-----–ი ვ----------ი. აღნიშნულის შემდეგ, ც------ გ----------–---–მა ვ-----–ი ვ----------ზე ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინა, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებისა და თ----ა ბ---------ის მიმართ განხორციელებული აგრესიული ქმედების გამო ვ-----–ი ვ----------ი შეშინდა, იძულებული გახდა დამორჩილებოდა ც------ გ----------–---–ის კატეგორიულ მოთხოვნას, ავტომობილი დაეძრა და ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ადგილისაკენ გამგზავრებულიყო. ც------ გ----------–---–ის მითითების შესაბამისად, ავტომობილის მძღოლმა ის და თ----ა ბ---------ე მიიყვანა მახათას მთიდან ,,ელიას’’ დასახლებისკენ მიმავალი საავტომობილი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ც------ გ----------–---–ი გადმოვიდა ავტომობილიდან და მისი მოთხოვნით თ----ა ბ---------ემაც დატოვა ავტომობილი. თ----ა ბ---------ე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ზ/აღნიშნულ ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ც------ გ----------–---–მა მისცა წასვლის უფლება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ თ----ა ბ---------ის ჩვენებით, 2013 წლის 19 თებერვლიდან არის გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის მეუღლე და ჰყავთ ორი საერთო არასრუწლოვანი ქალიშვილი. თავდაპირველ ეტაპზე მეუღლეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ კი დროთა განმავლობაში გაუუარესდათ სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგ: ბრალდებულის შვილი პირველი ქორწინებიდან მათთან გადავიდა საცხოვრებლად და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია; გ---------–---–ის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება; მეორე შვილის ლ---- ფ------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - თანდაყოლილი დაავადება, რასაც თ----ა უკავშირებდა გ---------–---–ის ცხოვრების წესს, მეუღლის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობა და სტრესი და სხვ.) და მათი ქორწინება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა - ერთ სახლში ცხოვრება განპირობებული იყო მხოლოდ ლ----ს მკურნალობისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. დაზარალებულის განმარტებით, ამ მძიმე პერიოდში მის ცხოვრებაში გამოჩნდა ც------ გ----------–---–ი, რომელიც როგორც კლიენტი გაიცნო მაღაზიაში, სადაც თავად დასაქმებული იყო. მალევე ძალიან დაახლოვდნენ და მათ შორის ჩამოყალიბდა სასიყვარულო ურთიერთობა, რაც დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა. დაზარალებულის ჩვენებით, ც------ს გაცნობა არ გამხდარა მეუღლესთან ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ეს პროცესი ბრალდებულის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე იყო დაწყებული. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ---------–---–მა გარდაცვალებამდე არაფერი იცოდა მისი და ც------------–---–ის ურთიერთობაზე.
დაზარალებულის ჩვენებით, სასიყვარულო ურთიერთობის პერიოდში, ც------მ დაკარგა სამსახური, დაუგროვდა ვალები და მათ გადასახდელად თანხას ითხოვდა თ----ასაგან, ამ უკანასკნელს კი უწევდა სხვადასხვა ნაცნობისაგან სხვადასხვა ოდენობით სესხების აღება და შემდეგ მათი გასტუმრება. სწორედ აღნიშნული ქცევა და ც------ს ცხოვრების წესი გახდა თ----ასა და ბრალდებულს შორის ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი, რის გამოც დაზარალებულს სურდა ც------------–---–თან დაშორება.
დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წლის 8 აგვისტოს, მეუღლემ გ------- ფ------–---–მა შესთავაზა მისი მეგობრის წვეულებაზე გაყოლა, თ----ამ კი უარი განაცხადა, ვინაიდან თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამასთან მათი ფორმალური თანაცხოვრებიდან გამომდინარე, არ სურდა საზოგადოებაში ისე გამოჩენილიყო, როგორც გ---------–---–ის მეუღლე (მეუღლეები აპირებდნენ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად განქორწინებას). მიუხედავად უარისა, საბოლოოდ, თ----ა მაინც წაყვა მეუღლეს რესტორანში, წვეულებაზე ყოფნის დროს კი მას განუწყვეტლივ ურეკავდა ბრალდებული. შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მომიზეზებით, დაზარალებულმა მოისურვა სახლში წასვლა და მეუღლის სუფრასთან დატოვება, თუმცა გ---------–---–მა გადაწყვიტა თავად წაეყვანა თ----ა და უკან დაბრუნებულიყო რესტორანში. დაახლოებით 20:00 საათისათვის მივიდნენ კორპუსთან და ა/მანქანა გ---------–---–მა გააჩერა ეზოს შიდა მხარეს. სადარბაზოში შესულები ლიფტის გამოსაძახებლად შეჩერდნენ, თ----ა სახით სადარბაზოს შესასვლელისკენ, მისი მეუღლე კი თ----ას პირისპირ, ზურგით - სადარბაზოს შესასვლელისკენ. მოულოდნელად თ----ამ გაიგო ფეხის ხმა და დაინახა სადარბაზოში იმავე მხრიდან შესული ც------ გ----------–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი. ბრალდებული გაჩერდა გ------- ფ------–---–ის უკან და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ერთხელ ესროლა მიბჯენით თავში და გ------- იმავე წამში ძირს დაეცა. დაზარალებულის განმარტებით, შეშინებულმა, რომ მისთვისაც შესაძლოა ესროლა ც------ს, თავდაცვის მიზნით ხელი ჰკრა ბრალდებულს. მომხდარით შოკირებულ დაზარალებულს შემდეგ განვითარებული მოვლენები ახსოვს ბუნდოვნად, კერძოდ: ც------მ თმებში მოკიდა ხელი და მისი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით მუხლებით გაახოხა და ისე გაათრია სადარბაზოდან (ფეხსაცმელიც კი არ ეცვა), ჩასვა ა/მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. საბოლოოდ, მივიდნენ ე.წ. „კუ--ის სასაფლაოზე“, რა დროსაც შეიარაღებული ც------ს მოთხოვნით დატოვა ა/მანქანა და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უსიტყვოდ გაყვა მას. დაზარალებულის შეკითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა დანაშაული ან თავად თ----აც რატომ არ მოკლა, ბრალდებულმა უპასუხა, „შენ როგორ მოგკლავდი, ხომ იცი როგორც მიყვარხარო“. აღნიშნულის შემდეგ, ც------მ თ----ა იქვე დატოვა და თავად წავიდა, მიღებული სტრესის ფონზე დაზარალებულმა გონება დაკარგა, მოგვიანებით ბრალდებულის ხმამ გამოაფხიზლა, ც------ს მისთვის ტანსაცმელი მოეტანა, რომ არ გაცივებულიყო. თ----ა ბ---------ის ჩვენებით, ც------ს უთხრა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და მისივე თხოვნით, ბრალდებულმა მისცა წასვლის უფლება, მას შემდეგ კი ერთმანეთი აღარ უნახავთ. დახმარების ძიების პროცესში, თ----ას გამოეკიდნენ ძაღლები, სირბილისას დაეცა და მიიღო დაზიანებები, როგორღაც მიაღწია დასახლებულ პუნტს და პირველივე შემხვედრს სთხოვა დაერეკა პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის. დაზარალებულის განმარტებით, მომდევნო დღეებში შეიტყო, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს ც------ს იარაღით დაუჭრია ლ-–- ქ--------–-–---–იც.
მოწმე ვ-----–ი ვ----------ის ჩვენებით, ც------ გ----------–---–ს იცნობს უბნიდან, ხშირად დაყავდა სამსახურში. დაახლოებით 5 წელია კუთვნილი, მუქი მწვანე ფერის „ოპელ ასტრას“ მარკის ა/მანქანით ახდენს მგზავრების გადაყვანას, ტაქსის მძღოლების ე.წ. „ბირჟა“ კი მდებარეობს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის - ვ---------–ის 3---------------------------------------ის მიმდებარედ.
მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 8 აგვისტოს, შებინდებისას ორ მეგობარ ტაქსის მძღოლთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, თონესთან და ნარდს თამაშობდნენ. შემოესმა საკუთარი ა/მანქანიდან სიგნალის ხმა და დაინახა მასში მჯდომი ც------, რომლის თხოვნითაც, მივიდნენ ვ---------–ის პირველ მ/რ-ნში მდებარე გრძელ, ოვალურ კორპუსთან (ნაცნობი კორპუსი იყო, სადაც არაერთხელ მიუყვანია დაზარალებული თ----ა ბ---------ე ც------ს თხოვნით), რომლის შიდა ეზოში მოძრაობისას შეხვდათ შავი ფერის დიდი ჯიპი. ბრალდებულის მითითებით, ვ------------ი უკან გაყვა ხსენებულ მანქანას, შემდეგ კი გაჩერდა მის უკან დაახლოებით 10 მეტრში. მოწმის ჩვენებით, შავი ჯიპიდან ერთდროულად გადმოვიდნენ გოგო და ბიჭი, როგორც შემდეგ აღმოაჩინა თ----ა ბ---------ე და მისი მეუღლე გ------- ფ------–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ თ----ას იცნობდა ც------სგან, არაერთხელ მიუცილებია ც------ს ქალბატონი სახლთან მისი მანქანით და მგზავრობის საფასურიც გადაუხდია. გოგონასა და მისი მეუღლის მანქანიდან გადასვლისთანავე (გაემართნენ სადარბაზოსკენ), 2-3 წამში ც------ც გადავიდა ტაქსიდან და ვ------------ს დაუბარა არ წასულიყო, რადგან მალე დაბრუნდებოდა. მოწმის განმარტებით, ც------ს სადარბაზოში შესვლიდან მალევე გაიგონა ზედიზედ 2 გასროლის ხმა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, იფიქრა, რომ ბავშვები თამაშობდნენ. გასროლებიდან დაახლოებით 10 წამში, სადარბაზოდან გამოვიდნენ ც------ და თ----ა, რომლის თმებშიც ჰქონდა წავლებული ხელი ბრალდებულს და მეორე ხელში კი იარაღი ეჭირა. ც------მ თ----ას მოსთხოვა მანქანაში ჩაჯდომა, რის შემდეგაც ქალბატონი თავისი ნებით ჩაჯდა, ბრალდებულმა კი ვ------------ს მოსთხოვა დაეძრა მანქანა და სიტუაციიდან „მომტყდარიყო“. მოწმის განმარტებით, შექმნილმა ვითარებამ - გასროლებმა, თ----ა ბ---------ის მიმართა განხორციელებულმა იძულებამ, შეიარაღებული და აგრესიული ც------ს დანახვამ აიძულა დამორჩილებოდა ბრალდებულს და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მომსახურებოდა კუთვნილი ა/მანქანით. მოწმის ჩვენებით, მგზავრობისას ბრალდებული ეჩხუბებოდა თ----ას, მისგან მოითხოვდა პასუხს, თუ რატომ იყო იმ ბიჭთან და რატომ იჯდა მის ა/მანქანაში, დაზარალებული კი პასუხობდა, რომ სასაუბროდ იყვნენ გასულები. თ----ა სთხოვდა ც------ს, რომ ისიც არ მოეკლა, ბრალდებული კი პასუხობდა, რომ ასეთი სურვილის შემთხვევაში, მასაც იქვე მოკლავდა. ბრალდებულის მითითებით, ვ------------მა ც------ და თ----ა აიყვანა მახათას მთაზე, მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ც------მ თ----ა მანქანიდან გადაიყვანა და ტაქსის მძღოლს წასვლის ნება დართო, თან გააფრთხილა, რომ მათი შეხვედრის თაობაზე არაფერი ეთქვა. ვ------------ის განმარტებით, მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში მყოფმა შეიტყო, რომ ერთი მამაკაცი იყო გარდაცვლილი, მეორე კი - დაჭრილი.
მოწმე ა----- ნ-----–-–---–ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის დედა. მისი ყოფილი რძლის თ----ა ბ---------ისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან გ---------–---–ის გარდაცვალებამდე, თ----ასა და გ-------ს ჰქონდათ იდეალური ოჯახი, მათ შორის არათუ ჩხუბს, არამედ ხმამაღალ სიტყვასაც კი არ ჰქონია ადგილი, ბავშვები იზრდებოდნენ მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში, გ------- პატივს სცემდა და საჩუქრებით ანებივრებდა მეუღლეს, მეუღლეები არასოდეს დაშორებიან ერთმანეთს და არც ცალ-ცალკე უცხოვრიათ. მოწმის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც თ----ა აფორიაქებული იყო და ამ გადასახედიდან ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ის პერიოდები იყო, როდესაც დაზარალებული დაკავებული იყო ბრალდებულისათვის თანხების შეგროვებით. როგორც შვილის გარდაცვალების შემდეგ ნაცნობ-მეგობრებისგან შეიტყო, თ----ას არაერთი მათგანისაგან ნასესხები ჰქონია გარკვეული თანხები.
მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 8 აგვისტოს, მან გ------- ფ------–---–ი და თ----ა ბ---------ე სახლიდან გააცილა გ-------ს მეგობრის წვეულებაზე, შვილიშვილები კი თავად დაიტოვა. წასვლიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, აივანზე ბავშვებთან ერთად მყოფ ნ.ა--–---–---–ს მოესმა სროლის ხმა, რის გამოც შვილიშვილები სახლში შეიყვანა, თავად კი აივანზე დაბრუნდა, საიდანაც დაინახა ა/მანქანიდან გადმოსული მეზობელი ბიჭი და მისი მეუღლე, ხსენებული ბიჭი გაემართა სადარბაზოსკენ და მოწმემ გაიგონა მეორე გასროლის ხმა, რის გამოც იფიქრა, რომ სწორედ მეზობელს დახვდა ვიღაც სადარბაზოში და ესროლა. მოწმის ჩვენებით, ეზოში შეიკრიბა ბევრი ხალხი და პოლიციის თანამშრომლები, გაიგო შვილის მეგობრის ხმაც, რომელიც ყვიროდა „ძმაკაცი მოგვიკლესო.“ მოწმემ შვილსა და რძალს სმს მიწერა და ურჩია მალე არ დაბრუნებულიყვნენ რესტორნიდან, რომ კორპუსთან შექმნილ მძიმე სიტუაციას არ შესწრებოდნენ, თუმცა მისი შეტყობინება უპასუხოდ დარჩა. გვიან ღამემდე ელოდა ნ.ა--–---–---–ი შვილის სახლში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ, მეორე დღეს კი შეიტყო მისი მკვლელობის თაობაზე.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ------- ფ------–---–ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის შვილი პირველი ქორწინებიდან. მოწმის განმარტებით, მამამისსა და თ----ა ბ---------ეს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, ყოველგვარი კონფლიქტებისა და პრობლემების გარეშე. 2018 წლის 8 აგვისტოს მოწმემ დაურეკა მამას, რომელმაც არ უპასუხა ტელეფონზე. ამის შემდეგ გადაურეკა ბებიას, რომელმაც არაფერი იცოდა იმ დროისთვის მომხდარის თაობაზე, თუმცა უთხრა შვილიშვილს, რომ მათ ეზოში იყო ძალიან ბევრი პოლიციელი. გ------- ფ------–---–ის განმარტებით, მოგვიანებით მეგობრებისაგან შეიტყო მამის მკვლელობის თაობაზე.
მოწმე ნ---- ე-–--------–---–ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის და. მოწმის განმარტებით, გ-------სა და თ----ა ბ---------ეს ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა, თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის კამათიც კი არ ყოფილა, არათუ განშორება. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 8 აგვისტოს საღამოს საათებში იმყოფებოდა სტუმრად უფროსი ძმის ოჯახში, რა დროსაც დედისაგან, ნ.ა--–---–---–ისაგან მიუვიდა სმს, რომლითაც დედა ატყობინებდა, რომ მათ სადარბაზოში იყო გასროლა და სთხოვდა, მოეკითხა გ-------სა და თ----ას ამბავი. ნ---- ე-–--------–---–მა მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ძმასთან და რძალთან დაკავშირება, არცერთი არ პასუხობდა ტელეფონს. მოწმის ჩვენებით, მას ასევე დაუკავშირდა რამდენჯერმე ძმისშვილი გ------- ფ------–---–ი, რომელიც მამის ადგილსამყოფელს კითხულობდა. ძმის სახლთან მისულ ნ---- ე-–--------–---–ს, ეზოში დახვდა ბევრი პოლიციის თანამშრომელი და გაიგო, რომ მისი ძმა ცოცხალი აღარ იყო. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით შეიტყო, რომ საღამოს სახლში დაბრუნებულ გ------- ფ------–---–სა და თ----ა ბ---------ეს, სადარბაზოსთან დახვედრის თ----ას შეყვარებული ც------ გ----------–---–ი, რომლსაც მოუკლავს მისი ძმა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ--------ემ, გ------ მ-----–--ემ და დ----- ჩ-------მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 8 აგვისტოს 19:00 საათზე, რესტორან „ქართულ სახლში“ გ------- ნ--------ის მიერ გამართულ წვეულებაზე დაპატიჟებული იყვნენ მისი მეგობრები და ნათესავები, დაახლოებით 20-25 ადამიანი. რესტორანში გ------- ფ------–---–ის ა/მანქანით მივიდნენ, ეს უკნასკნელი, მისი მეუღლე თ----ა ბ---------ე, გ------ მ-----–--ე და მისი მეუღლე. სუფრაზე თ----ასა და გ-------ს შორის ხმამაღალი ან დაძაბული საუბარი არ ყოფილა, თუმცა მეგობრებმა შენიშნეს, რომ თ----ა ხშირად ტოვებდა სუფრას, აღელვებული იყო და ამბობდა, რომ გული აწუხებდა. დაახლოებით 20:30 საათისათვის, გ-------მ გადაწყვიტა თ----ას სახლში წაყვანა, თუმცა მეგობრებს არ დამშვიდობებია, ვინაიდან დაიბარა, რომ მალევე დაბრუნდებოდა. გ-------სა და თ----ას წასვლიდან 40-45 წუთში გ------- ნ--------ემ და სხვა მეგობრებმა დაურეკეს აწგარდაცვლილ გ-------ს, თუმცა მან აღარ უპასუხა. მოგვიანებით, დაახლოებით 1,5 საათში რესტორანში შეკრებილთ შეიტყვეს, რომ გ------- ფ------–---–ი მოუკლავს მისი მეუღლის, თ----ა ბ---------ის შეყვარებულს. გ------- ფ------–---–ი მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაახასიათეს უაღესად დადებით პიროვნებად, მათვე განმარტეს, რომ გ-------სა და თ----ას ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, მათ შორის კონფლიქტისა და პრობლემების თაობაზე არაფერი სმენიათ. მოწმე დ---------მა დამატებით განმარტა, რომ გ------- ფ------–---–ს იარაღი არასოდეს უტარებია და არც ოდესმე ჰქონია ვინმესთან რაიმე კონფლიქტი.
მოწმე ლ-–- ქ--------–-–---–ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ გ------- ფ------–---–ის მეგობარი და მეზობელი. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 20-21 საათისათვის, მეუღლესთან ერთად სახლში დაბრუნებულმა, ა/მანქანა გააჩერა მოშორებით და გაემართა მაღაზიისკენ, რა დროსაც გაიგონა სადარბაზოდან გასროლის ხმა. ყურადღება არ გაამახვილა, ვინაიდან ე.წ. საბავშვო „ასაფეთექებელის“ ხმას გავდა, თუმცა მალევე გაიგო ქალის წამოკივლება და სადარბაზოსაკენ გაემართა. სადარბაზოში შევლისთანავე დაინახა ლიფტის წინ, კიბის უჯრედზე ღია ფერის ტანსაცმლიანი გოგონას სილუეტი და 2 მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთი ეგდო ძირს. სილუეტების აღქმაც კი ვერ მოასწრო, იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხვდა ტყვია ლავიწის ძვალსა და აორტას შორის და ძლიერი დარტყმის შედეგად უკან გადააგდო. სადარბაზოსთან მყოფ მეუღლეს უთხრა, რომ სიტუაციას გარიდებოდა, თავად დაჭრილი კი როგორღაც შევიდა სადარბაზოს გვერდით მდებარე აფთიაქში დახმარების სათხოვნელად. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ლ----------–-–---–ი გადაიყვანა კლინიკაში და ჩაუტარდა ოპერაცია. დაზარალებულის განმარტებით, ც------ გ----------–---–ს არ იცნობს, გ------- ფ------–---–ი კი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და უკონფლიქტო პიროვნება.
მოწმე მ------ ნ------ის ჩვენებით, არის ბრალდებულ ც------ გ----------–---–ის ახლობელი და მეგობარი. 2018 წლის 8 აგვისტოს, წვიმიანი დღეს, მასთან სახლში, სვანეთის უბანში მივიდა აღელვებული ც------, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა ერთიანად სველი. ბრალდებულმა მ------ს უთხრა, რომ ერთ პიროვნებას ესროლა და „დააგდო“, ასევე ესროლა მეორესაც, თუმცა არ იცოდა მას რა მოუვიდა. მოსმენილით გაოგნებულმა მ------მ ც------ს ჰკითხა, მომხდარის შემდეგ მასთან რატომღა მივიდა სახლში, მისცა ტანსაცმელი გამოსაცვლელად და 10 ლარი მგზავრობისთვის. ც------მ ასევე წაიღო მ------ს დის, შ------ა ნ------ის ხალათი, მისივე განმარტებით თ----სათვის. მოწმის განმარტებით, დილით გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ ც------ გვიან ღამით დაბრუნებულა მის სახლში და ეძინა ტახტზე. მ------მ გააღვიძა ბრალდებული და მოსთხოვა მისი სახლის დატოვება, რაც ც------მ შეასრულა. აღნიშნულის შემდეგ, მ------მ ტელევიზორიდან შეიტყო, რომ ვ---------–ში მოხდა მკვლელობა, რაც დაუკავშირა ბრალდებულის წინა ღამით მონაყოლ ამბავს. მოწმის განმარტებით, მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა ც------სთან თ----ა ბ---------ის გამო, ვინაიდან არ სურდა ბრალდებულს ურთიერთობა ჰქონოდა შვილებიან ქალთან, ბრალდებულის მშობლებიც სთხოვდნენ მ------ს, რომ ამ თემაზე დალაპარაკებოდა ც------ს.
მოწმე შ------ა ნ------ის ჩვენებით, ბრალდებული ც------ გ----------–---–ი მისი ოჯახის ახლობელია. 2018 წლის 9 აგვისტოს 02:00 საათზე, მათთან მივიდა ბრალდებული. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ც------ შ------ას ძმასთან, მ------სთან გავიდა ცალკე ოთახში და მას მერე აღარ უნახავს, მხოლოდ ფანჯრიდან დაინახა, როგორ ეწეოდა სიგარეტს აივანზე. მოწმის განმარტებით, შემდეგ გაიგო, რომ ც------ს მისი ხალათი წაუღია იმ ღამით. შ------ა ნ------ემ განმარტა, რომ ფლობდა ინფორმაციას ც------სა და თ----ას ურთიერთობაზე, იცოდა, რომ თ----ა ქმარს გაშორებული იყო, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, ბრალდებულს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვალები.
მოწმე ნ----- კ-----–---–ის ჩვენებით, არის თბილისში, ვ---------–ი 3---------–--------------ე კორპუსში მდებარე შპს „ნიუ ფარმის“ აფთიაქის თანამშრომელი. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათამდე, სამსახურში მყოფმა გაიგონა გასროლების ხმა და დაინახა მათი აფთიაქისკენ მომავალი ლ-–- ქ--------–-–---–ი, რომელსაც იცნობს როგორც მათ მომხმარებელს. ლ-–-მ აფთიაქის თანამშრომლებს უთხრა, რომ დაჭრეს და დახმარება ესაჭიროებოდა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს, რომელსაც გულის არედან მოსდიოდა სისხლი, ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მოწმის ჩვენებით, ლ----------–-–---–ს თან ახლდა მეუღლე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ყვიროდა, რომ იქვე სადარბაზოში იყო მეორე დაჭრილი პირი და მასაც ჭირდებოდა დახმარება. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით შეიტყო, რომ გარდაცვილი იყო იმავე კორპუსში მცხოვრები გ------- ფ------–---–ი, რომელიც დაახასიათა დადებით პიროვნებად.
მოწმე ს-------- ჭ---–---–ის ჩვენებით, არის თბილისში, ვ---------–ი 3---------–--------------ე კორპუსში მდებარე შპს „ნიუ ფარმის“ აფთიაქის თანამშრომელი. 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათამდე, სამსახურში მყოფმა გაიგონა მცირე ინტერვალით ორი გასროლის ხმა და გასროლებიდან მალევე მათ აფთიაქში შევიდა დაჭრილი ლ-–- ქ--------–-–---–ი. მოწმის განმარტებით, ლ-–- დაჭრილი იყო მხარში და მოსდიოდა სისხლი. მას მალევე უკან შეყვა აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი მეუღლეც. მოწმემ დაადასტურა, რომ სადარბაზო, სადაც მოხდა მკვლელობა, არის მათი აფთიაქის გარე სამეთვალყურეო კამერის ხედვის არეში.
მოწმე თ------ გ----------–---–ის ჩვენებით, არის ბრალდებულ ც------ გ----------–---–ის მამა (ბოლოს შვილი ნახა 2019 წლის 8 აგვისტოს დილით, სამსახურში წასვლამდე). მოწმე ოჯახთან, მათ შორის ბრალდებულთან, ერთად ცხოვრობს თბილისში, ვ---------–ის მ----------------------------------------------ში. 1977 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, არის წოდებით ვიცე-პოლკოვნიკი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი. მოწმემ განმარტა, რომ მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულია რამდენიმე სანადირო და ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, განსახილველი დანაშაულის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდითა და თითოეულში 4-4 ვაზნით. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებული „მაკაროვიდან“ გასროლილი მასრები ინახება შსს-ს კართოტეკაში. თ------ გ----------–---–ის ჩვენებით, იარაღებს ინახავდა სპეციალურ რკინის საცავში, ე.წ. სეიფში, გასაღებს კი მალავდა სხვადასხვა, მხოლოდ მისთვის ცნობილ ადგილზე. მოწმის განმარტებით, კვირაში 2-3-ჯერ ამოწმებდა იარაღებს და პერიოდულად წმენდდა მათ.
მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 8 აგვისტოს იმყოფებოდა დასთან სართიჭალაში, რა დროსაც დაუკავშირდნენ სამართალდამცავები და სთხოვეს პოლიციაში გამოცხადება. განყოფილებაში მისული გამოკითხეს მის სახელზე რეგისტრირებული და მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის თაობაზე. მოწმემ პოლიციელებს განუმარტა, რომ მასზე ირიცხებოდა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და რამდენიმე სანადირო თოფი. 9 აგვისტოს დაახლოებით 05:00 საათზე, თ------ გ----------–---–ი პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში და აღმოაჩინა, რომ მისი სეიფი (რომელიც ბოლოს ნახა 8 აგვისტოს დილით, სამსახურში წასვლამდე) გახსნილი იყო და წაღებული იყო „მაკაროვი“ ორივე მჭიდით.
მოწმის განმარტებით, გ------- ფ------–---–სა და თ----ა ბ---------ეს არ იცნობდა, ც------სა და თ----ას ურთიერთობის თაობაზე კი ცნობილია მხოლოდ ზედაპირულად. თ------ გ----------–---–ის ინფორმაციით, ც------ პირად ცხოვრებაზე მასთან არ საუბრობდა, თუმცა მისი მეგობრებისაგან ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ბრალდებულს ჰქონდა პრობლემები.
ბრალდებულ ც------ გ----------–---–ის ჩვენებით, თ----ა ბ---------ე გაიცნო 2015 წლის 9 ოქტომბერს სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“. მასთან ჩამოუყალიბდა იდეალური ურთიერთობა და მათ შორის იყო ჭეშმარიტი სიყვარული. თ----ასაგან ფლობდა ინფორმაციას ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი სიტუაციის თაობაზე, თუ როგორ იტანჯებოდნენ თ----ა და მისი არასრუწლოვანი შვილები გ---------–---–თან განშორების მიუხედავად, მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ გ------- ფ------–---–მა იცოდა მისი და თ----ას ურთიერთობის თაობაზე და 2018 წლის თებერვალსა და შემდეგ თვეებში რამდენჯერმე ჰქონდათ შეხვედრა და უსიამოვნო საუბარი. დეტალებზე საუბრისგან ბრალდებულმა თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ მის მიმართ იყო მუქარა გ---------–---–ის მხრიდან, რის გამოც ბოლო 6 თვე სახლიდან გასვლისაგანაც კი თავს იკავებდა და რამდენჯერმე მამის კუთვნილი იარაღის აღებაც კი დასჭირდა თავდაცვის მიზნით.
ბრალდებულის ჩვენებით, 2018 წლის 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 16:30 საათზე გავიდა სახლიდან და მეგობრებთან ერთად ლუდი მიირთვა. მან დაურეკა თ----ას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგების მიზნით, თუმცა მან არ უპასუხა. მეგობარმა კუთვნილი ა/მანქანით მიიყვანა და დატოვა თ----ას კორპუსთან, ვინაიდან ბრალდებულს აინტერესებდა, დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხომ არ ჰყავდა გამოძახებული. მოგვიანებით, ვ------------ის ტაქსით კვლავ მივიდა თ----ას კორპუსთან, ვინაიდან მისთვის ფული უნდა დაეტოვებინა სადარბაზოში წინასწარ შეთანხმებულ სამალავში, რომელსაც დაზარალებული აიღებდა. მოულოდნელად დაინახა ა/მანქანიდან გადასული გ------- ფ------–---–ი და თ----ა ბ---------ე, რომლებიც გაემართნენ სადარბაზოსკენ. ბრალდებულის განმარტებით, გ------- ფ------–---–მა დაინახა მისი მანქანის უკან, დაახლოებით 7-8 მეტრში მდგომ ვ------------ის ა/მანქანაში ც------ და რამდენჯერმე გახედა მას. გ-------სა და თ----ას სადარბაზოში შევლის შემდეგ, ბრალდებულიც გადავიდა ა/მანქანიდან და უკან გაყვა, რათა ფული მოეთავსებინა სამალავში. ბრალდებულის განმარტებით, სადარბაზოში შესულს მეუღლეები კვლავ პირველ სართულზე, ლიფტთან დახვდნენ, მის დანახვაზე კი გ-------მ კიბეზე ჩამოსვლა და მის მარცხენა ხელში არსებული დანის მოქნევა სცადა ც------სთვის, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა, ყოველგვარი წინასწარი განზრახვისა და დაგეგმვის გარეშე გაისროლა. გასროლას მოყვა თ----ას განწირული კივილი, მეორე გასროლისა და აღნიშნულის შედეგად ლ-–- ქ--------–-–---–ის დაჭრის თაობაზე კი შეიტყო მხოლოდ 2019 წლის 25 აგვისტოს, პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულის განმარტებით, გასროლის შემდეგ თ----ა გაარიდა სიტუაციას, ხელი მოკიდა, ჩასვა ვ------------ის მანქანაში და წააყვანინა მახათას მთაზე, პატარა მონასტრის ეზოსთან, გზაში კი უყვიროდა დაზარალებულს, თუ რატომ არ პასუხობდა ტელეფონს მთელი საღამო. აღნიშნული ადგილიდან თ----ასთან ერთად მივიდა სასაფლაოს ტერიტორიაზე, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, დაზარალებული მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ ვერ იჯერებდა მომხდარ ფაქტს. ც------ გ----------–---–ის განმარტებით, მან თ----ა დროებით დატოვა სასაფლაოზე და წავიდა მისთვის ტანსაცმლის მოსატანად, ვინაიდან წვიმდა და დაზარალებული დასველდა. უკან დაბრუნებულმა თ----ას შესთავაზა წასვლა და პოლიციისათვის მომხდარის შეტყობინება, დანაშაულის იარაღი კი ტაქსიდანვე გადააგდო მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ---------- ქ----–--ემ და ც------ მ---------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, მოქალაქე გ------- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, ქალა-სარქველის და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობით, თავის ტვინის მთლიანობის დარღვევით.
გ------- ფ------–---–ის გვამზე აღენიშნებოდა თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი ხვრელით მარცხენა თვალბუდის მიდამოში, თვალბუდის ზედა კიდეზე, მარცხენა წარბის გარეთა კიდის პროექციაზე, ტერფის ძირიდან 171სმ დაშორებით, შემავალი თავის ქალას ღრუში, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, ქალას სარქველისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების მთლიანობის დარღვევით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით 16სმ. ჭრილობის არხის ბოლოს, თავის რბილი საფარის ქვეშ მარჯვნივ, კეფის მიდამოში, დვრილლისებული მორჩის მიმდებარედ, ტერფის ძირიდან 168სმ დაშორებით მეტალის უცხო სხეული (ტყვია). სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, სისხლჩაქცევა მარცხენა თვალის ლორწოვანზე. დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლილსათვის სახიფათო და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სროლა ნაწარმოებია მიბჯენით. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევის მომენტამდე გასულია დაახლოებით 6-საათი.
ქიმიური-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, გ------- ფ------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 0,18 % ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები: ოპიატები, ბუპრენოფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციკლოპიროლონის ნაწარმებიდან - ზოპიკლონი, იმიდაზოპირიდინის ნაწარმებიდან - ზოლპიდემი, პირაზოლოპირიმიდინის ნაწარმებიდან - ზალეპლონი.
შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფირმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ფოსფორორგანული და ქლოროორგანული პესტიციდები, დარიხშანი, სინდიყი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------- ც-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, სისხლის სამართლი №------------ საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:
- 2 (ორი) ცალი მასრა წარმოადგენს მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ), სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (АПС). აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნების (საბრძოლო მასალის) შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის. ორივე (2) მასრა გასროლილია ერთი და იგივე 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტში (ПМ) ან სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტში.
- 2 (ორი) ცალი 9 მმ კალიბრის მასრა გასროლილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის №A------ პისტოლეტში (აღსანიშნავია, რომ მაკაროვის კონსტრუქციის №A----- პისტოლეტი არის სწორედ ის იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია თ------ გ----------–---–ის სახელზე და მისგან მალულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბრალდებული, იმავდროულად წარმოადგენს გ---------–---–ის მკვლელობისა და ლ----------–-–---–ის მკვლელობის მცდელობისას ც------------–---–ის მიერ გამოყენებულ იარაღს).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ----- ნ-----–-----–---–მა და მ------ მ-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ც------ გ----------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ც------ გ----------–---–ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ც------ გ----------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ც------ გ----------–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ც------ გ----------–---–ი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ც------ გ----------–---–ი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში ც------ გ----------–---–ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
ც------ გ----------–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ----- ნ-----–-----–---–მა და მ------ მ-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, თ----ა ბ---------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით თ----ა ბ---------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს ჩვენება. თ----ა ბ---------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. მას ფსიქიკური ნაკლი არ აქვს. მომხდარი ინციდენტის შედეგად თ----ა ბ---------ემ გადაიტანა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------- რ----------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტყვია არის 1951 წლის ნიმუშის, 9X18მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. წარმოდგენილი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის;
2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტყვია გაასროლილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის №A------ პისტოლეტის ლულიდან (აღსანიშნავია, რომ მაკაროვის სისტემის №A------ პისტოლეტი რეგისტრირებულია თ------ გ----------–---–ის სახელზე).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №5--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, „ალ.ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა“-ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №6-------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. თ----ა ბ---------ე სტაციონალურ მკურნალობას იტარებდა 09.08.18წ-10.08.18წ. დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით შუბლის არეში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა, ზედა და ქვედა კიდურებზე მრავლობითი ექსკორიაციები.
01.11.18წ. №5--------- წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარმოდგენილი კტ კვლევის CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის ნ-----–---- ს----–---–ის მიერ, რომლის დასკვნის თანახმად „არსებულ კტ გამოსახულებებზე ფიქსირდება კანქვეშა-სუბაპონევროზული ჰემატომა შუბლის არეში. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (08.08.18) წინააღმდეგობაში არ არის“ (29.11.18წ. ბიუროს რეგისტრაციის №1---------);
აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებანი - თავის ტვინის შერყევის და შუბლის მიდამოში არსებული ჰემატომის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 8 აგვისტოს. ექსკორიაციების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, გ------- ფ------–---–ის განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ლ-–- ქ--------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის, მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი, მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თ----ა ბ---------ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ც------ გ----------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ზ/აღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად დადასტურდა ც------ გ----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი სიკვდილის სახით.
მოცემულ შემთხვევაში გარდა სხვა არაერთი მტკიცებულებისა, თავად ბრალდებულის ჩვენებითაც დადგენილია ფაქტი, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს პირველ სართულზე, ც------ გ----------–---–მა თ----ა ბ---------ის თვალწინ, თანნაქონი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გ------- ფ------–---–ს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე დადგენილია დანაშაულის ჩადენის მოტივი, კერძოდ, თ----ა ბ---------ესა და ც------ გ----------–---–ს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით განიზრახა საყვარელი ქალის მეუღლისათვის სიცოცხლის მოსპობა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მამის, თ------ გ----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დაელოდა გ------- ფ------–---–სა და თ----ა ბ---------ეს და ესროლა გ------- ფ------–---–ს თავის არეში, რამაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია. აღსანიშნავია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ გ------- ფ------–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი ხვრელით მარცხენა თვალბუდის მიდამოში, თვალბუდის ზედა კიდეზე, მარცხენა წარბის გარეთა კიდის პროექციაზე, სროლა კი ნაწარმოებია მიბჯენით, რაც ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას, რომ გასროლა იყო შემთხვევითი. რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას, რომ გ---------–---–სა და მას შორის შეხვედრისას, გ------- კიბეზე ჩამოდიოდა, ხოლო თავად ადიოდა, რა დროსაც გ-------მ დანა მოუქნია, რის საპასუხოდაც ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმხილველი მოწმის, თ----ა ბ---------ის ჩვენებას, იმავდროულად ამ ვერსიის სანდოობას გამორიცხავს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე არ არის აღმოჩენილი არანაირი ცივი იარაღი დანა, გ---------–---–ის გვამის მდებარეობა (თავით კიბისკენ, გულაღმა) და მის თავთან სისხლის გუბე კი ცალსახად გამორიცხავს ც------------–---–ის ვერსიას, რომ გ---------–---–ი კიბეზე აპირებდა ჩასვლას, ვინაიდან ასეთ პირობებში სროლისას გვამისა და სისხლის გუბის მდებარეობა პრაქტიკულად შეუძლებელია ყოფილიყო ისეთი, როგორიც ფოტოსურათებზეა აღბეჭდილი (ამასთან დადგენილია, რომ გ---------–---–ის ცხედარი არავის გადაუადგილებია, რასაც გარდა თავად ც------------–---–ისა და თ-----------ის ჩვენებებისა, ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც), ამ ვერსიის სიცრუეზე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, გ---------–---–ის ჭრილობის არხის მიმართულებაც - „ოდნავ ზემოდან ქვემოთ“, ვინაიდან ალოგიკურია რამდენიმე (სავარაუდოდ 10 კიბით) კიბით დაბლა მდგომ, თუნდაც უფრო მაღალ ც------------–---–ს მიბჯენით, ოდნავ ზემოდან ქვემოთ განეხორციელებინა „შემთხვევითი“ გასროლა გ---------–---–ის მიმართ, უფრო მეტიც, ზ/აღნიშნული ჭრილობის ლოკალ----ცია და არხის მიმართულება სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ ც------------–---–ი უკნიდან მიუახლოვდა გ---------–---–ს და იმავე კიბის უჯრედზე მდგომმა, მიბჯენით, ბრალდებულისა და გარდაცვლილის სიმაღლის გათვალისწინებით, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, ესროლა მას. გარდა ამისა, ც------------–---–ის ვერსია, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს შემთხვევით აიღო მამის იარაღი და შემთხვევით აღმოჩნდა თ-----------ისა და გ---------–---–ის სადარბაზოსთან წინააღმდეგობაშია მოწმე ვ------------ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის მითითებით უკან აედევნა გ---------–---–ის მანქანას და ამ უკანასკნელისა და თ-----------ის სადარბაზოში შესვლისთანავე, ც------------–---–იც უმალვე შეყვა მათ, რასაც მოყვა გასროლის ხმა. ბრალდებულის ჩვენება, რომ გ---------–---–ისაგან მომდინარე საფრთხის გამო არაერთხელ მოუწია მამის იარაღის აღება სახლიდან წინააღმდეგობაშია თავად თ------------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ თითქმის ყოველდღიურად ამოწმებდა იარაღებს სეიფში და შეუძლებელია ერთხელ მაინც ვერ შესწრებოდა იმ მომენტს, როდესაც იარაღი ც------ს ჰქონდა წაღებული.
ყოველივე ზ/აღიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და გეგმაზომიერება, თ------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, სადარბაზოსთან ჩასაფრება და ვ------------ის ადგილზე შეყოვნება დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიბჯენით სროლა (ისე, რომ გ---------–---–ს ბრალდებული არც კი დაუნახავს), გ---------–---–ისათვის მიყენებული დაზიანების ლოკალ----ცია და ხასიათი ცალსახად და ნათლად ადასტურებს, რომ ც------ გ----------–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიბჯენით ესროლა გ------- ფ------–---–ს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გამიზნულად სწორედ იმ ადგილას, სადაც ცეცხლნასროლი ჭრილობა გარდაუვალად იწვევს ადამიანის სიკვდილს.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობის მცდელობას მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. აღნიშნული დანაშაულის განხორციელების აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ ც------ გ----------–---–ის მოქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ლ-–- ქ--------–-–---–ის მიმართულებით მიზნად ისახავდა დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერ შემხებლობაში მყოფი, გ---------–---–ის მკვლელობის ფაქტობრივად თვითმხილველი მოწმის ლ----------–-–---–ის სიცოცხლის მოსპობას, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან სადარბაზოს შესასვლელთან მდგომმა ლ----------–-–---–მა დაზიანების მიუხედავად მოახერხა ქუჩაში გამოსვლა და დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლის შენარჩუნება (ლოგიკურია, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით განხორციელებული გასროლის შემდეგ, ც------------–---–ი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ლ----------–-–---–ს ქუჩაში აღარ გაჰყოლია), სახეზეა პირის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედების მცდელობა და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც------------–---–ის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით სწორია.
ც------------–---–ის მხრიდან ლ----------–-–---–ის მოკვლის განზრახვას და აგრეთვე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - სხვა დანაშაულის დაფარვის მიზანს ნათლად ადასტურებს:
· დაზარალებულ ლ----------–-–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ სადარბაზოში შესულმა დაინახა რა ძირს დაგდებული მამაკაცის გვამი, იმწამიერად განხორციელდა მისი მიმართულებით გასროლა. აღსანიშნავია, რომ ლ----------–-–---–ს არ დაუდასტურებია თ-----------ის მხრიდან ც------------–---–ისათვის ხელის კვრის ფაქტი, თავის მხრივ, თ-----------ესაც არ უჩვენებია, რომ მის ხელის კვრას მოჰყვა ც------ს მხრიდან მეორე გასროლა, შესაბამისად, გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია, რომ ც------ გ----------–---–მა გაუფრთხილებლობით მოახდინა მეორე გასროლა და ტყვია შემთხვევით მოხვდა ლ----------–-–---–ს, რომელიც თითქოსდა არც კი დაუნახავს.
· მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტი კ-–-----–---–ი) და აღნიშნული დასკვნით დადგენილი ლ----------–-–---–ისათვის მიყენებული დაზიანების ლოკალ----ცია და ხარისხი, კერძოდ, ლ----------–-–---–ს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - გულმკერდის ცეცხლნასროლი შემავალი გამჭოლი ჭრილობა, მარცხენა მხრის და ბეჭის სისხლმდენი ჭრლობა, მარცხენა ბეჭის ძვლის კიდის მოტეხილობა, მარცხნივ მე-2 ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი.
· ც------------–---–ის მხრიდან ლ----------–-–---–ის მიმართულებით გასროლის შემთხვევითობას გამორიცხავს ასევე შემთხვევის ადგილი და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს ბრალდებულისა და ლ----------–-–---–ის ადგილმდებარეობა, კერძოდ: ლ----------–-–---–ი იმყოფებოდა სადარბაზოს შესასვლელთან, ც------------–---–ი კი პირველ სართულზე, ლიფტთან, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებიდან გამომდინარე, დაახლოებით 10 კიბით მაღლაა ვიდრე სადარბაზოს კარი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება თ-----------ის ხელის კვრის შედეგად მეორედ გასროლის ფაქტი, ბრალდებულისა და ლ----------–-–---–ის ადგილმდებარეობისა და მათ შორის მანძილის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელისათვის მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ლოკალ----ცია ნათლად მიუთითებს ც------------–---–ის განზრახვაზე, რომ სიცოცხლის მოსპობის მიზნით ესროლა ლ----------–-–---–ს, პირს, რომელსაც ც------------–---–ის შეცნობით, შეეძლო გაეხმაურებინა მის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - გ---------–---–ის მკვლელობა.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუვალობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
სხდომაზე დაკითხული თ-----------ისა და ვ------------ის ჩვენებების, აგრეთვე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ც------ გ----------–---–ის მიერ განხორციელდა თ----ა ბ---------ის ხელშეუხებლობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, კერძოდ, ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ (აღსანიშნავია, რომ თ----ას არათუ ჩანთა და პირადი ნივთები, არამედ ფეხსაცმელიც კი შემთხვევის ადგილზე დარჩა მის მიმართ განხორციელებული იძულების გამო), ეს უკანასკნელი იარაღის დემონსტრირებითა და ძალის გამოყენებით - თმებში ხელის მოკიდებით, ქალბატონის კიბეებზე მუხლებით ჩამოთრევითა და ყვირილით ჩასვა ვ------------ის ა/მანქანაში და ქალაქის ერთი დასახლებული პუნქტიდან (ვ---------–იდან) გადაადგილა სხვა პუნქტში (მახათას მთაზე), შესაბამისად მთელი ამ დროის განმავლობაში და ასევე მახათას მთაზე ყოფნისას (ერთობლიობაში რამდენიმე საათით) ბრალდებულმა თ-----------ეს აღუკვეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა ყურადსაღებია, რომ თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს და დამთავრებულია თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მაკვალიფიცირებელი გარემოებებიც - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის (ამ შემთხვევაში გ---------–---–ის მკვლელობისა და ლ----------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის) დაფარვის მიზნით (იმდენად, რამდენადაც თ-----------ე იყო ორივე უმძიმესი დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველი მოწმე) და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რასაც ნათლად ადასტურებს გარდა თ-----------ის ჩვენებისა, მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად, დაზარალებულისათვის მიყენებული როგორც ფიზიკური, ისე მორალური ზიანი.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით კრიმინალიზებულია ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო. ხსენებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე მოქმედება, იმის მიუხედავად შეასრულა თუ არა მან აღნიშნული ქმედება, ქმედების სუბიექტური მხარე კი გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, ვ------------ის, თ-----------ისა და თავად ც------------–---–ის ჩვენებითაც კი, ცალსახად დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, გ---------–---–ის მკვლელობისა და ლ----------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, თ-----------ის მიმართ ძალის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ვ------------ის ა/მანქანაში იძულებით ჩასმის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და აგრესიულობით ფსიქიკური ზემოქმედება განახორციელა ვ------------ზე, რამაც ეს უკანასკნელი აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ დამორჩილებოდა ც------------–---–ის მითითებას, დაეძრა ა/მანქანა, დაეტოვებინა შეთხვევის ადგილი (ბრალდებულისავე სიტყვებით, „მომტყდარიყო“) და ძალადობის მსხვერპლ თ----ა ბ---------ესთან ერთად მიეყვანა მახათას მთაზე, მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებულმა ვ------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მართალია, უშუალოდ მას ც------------–---–ი სიტყვიერად არ დამუქრებია, მაგრამ სწორედ შექმნილმა სიტუაციამ - ბრალდებულის ხელში ცეცხლსასროლმა იარაღმა და მისი მხრიდან თ-----------ის მიმართ აგრესიამ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და ფსიქიკური იძულების შედეგად, იძულებული გახდა შეესრულებინა მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება - ბრალდებულის კატეგორიული მოთხოვნით, კუთვნილი ა/მანქანით დანიშნულების ადგილამდე მიეყვანა ც------------–---–ი და თ-----------ე.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს:
1. დანაშაულის სუბიექტი ანუ პირი, რომელმაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება;
2. ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მფლობელობის მოპოვება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით;
3. დანაშაულის სუბიექტი კანონიერი უფლების გარეშე უნდა ატარებდეს ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მათ შორის, ფარულად შეძლებს ზემოთჩამოთვლილი ნივთების ამოღებას სხვა პირის მფლობელობიდან, დაეუფლება მას და მიეცემა შეხედულებისამებრ მათი განკარგვის შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ თ------------–---–ისა და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს წერილები ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვ), მათ შორის, ბრალდებულ ც------ გ----------–---–ის აღიარებითი ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს, ბრალდებული ც------ გ----------–---–ი (რომელზეც შსს-ს ინფორმაციით, რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი არ არის რეგისტრირებული) ფარულად, ნებართვის გარეშე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მამის, თ------ გ----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის №A------ პისტოლეტს, გადაადგილდა აღნიშნული პისტოლეტით საცხოვრებელი სახლიდან გ---------–---–ის საცხოვრებელ სახლამდე და შემდეგ მახათას მთაზე, შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ატარებდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ც------------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და ტარებას ასევე ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადგენენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 მასრა და გ---------–---–ის გვამიდან ამოღებული ტყვია გასროლილია სწორედ თ------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის №A------ პისტოლეტიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გამოძიების მიერ ვერ იქნა ამოღებული დანაშაულის იარაღი - 9მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის №A------ პისტოლეტი, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, კერძოდ, 2007 წლის 26 სექტემბრის №604-აპ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი არაა ამოღებული, ქმედება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მაინც უნდა დაკვალიფიცირდეს, თუკი აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი, მაგ: ამოღებულია იარაღის მასრა. მოცემულ შემთხვევაში კი არათუ მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, არამედ თავად ც------------–---–ის ჩვენებითაც უტყუარად დადგენილი და იდენტიფიცირებულია ც------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩასადენად გამოყენებული, სროლისათვის ვარგისი კონკრეტული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების ფაქტი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუც------ დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუც------ სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ც------ გ----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
· განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;
· განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
· ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით;
· ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;
· თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულების დაფარვის მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით;
· ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ც------ გ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 236-ე და 237-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების აღიარება;
4.2. ც------ გ----------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალ----ცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.
კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:
· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალ----ციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.
· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.
· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენც------ საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.
· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალ----ციას.
მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.
დამნაშავის რესოციალ----ცია - რესოციალ----ციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალ----ციის მიზნის უზრუნველყოფა.
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.
სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.
ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალ----ციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალ----ციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენც------ მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალ----ციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.
მოცემულ შემთხვევაში, ც------ გ----------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გარემოებას:
· დანაშაულების ხასიათი - რამდენიმე მძიმე კატეგორიის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მეორე ადმიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მაშინ, როდესაც ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია კანონით. სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სიცოცხლის უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისგან გადახვევა დაუშვებელია. კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება ფატალური შემთხვევების არსებობისას. უფრო მეტიც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეში - W. V. the U№ited Ki№gdom a№d Irela№d - განაცხადა, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების პოზიტიური ვალდებულება - დაიცვან სიცოცხლე, რა თქმა უნდა, იმას კი არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს პირადი მცველით, არამედ გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, აღძრან სამართალწარმოება, ჯეროვნად გამოიძიონ კონკრეტული შემთხვევები და მოიძიონ პირი, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, რათა წარუდგინონ იგი მართლმსაჯულებას. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს (B. v. Croatia).
· დანაშაულის მოტივი - სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოცემულ შემთხვევაში დადგენილი დანაშაულის მოტივი - შურისძიება (გ---------–---–ის განზრახ მკვლელობის ნაწილში) და სხვა დანაშაულის დაფარვა (ლ---------–---–ის განზრახ მკვლელობისა და თ-----------ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში), კერძოდ, ც------ გ----------–---–ის მიერ უმძიმესი დანაშაულების ჩადენის საფუძველი გახდა შურისძიება და მცდარი წარმოდგენა, რომ „სიყვარულის სახელით“ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და თ-----------ის გადარჩენა თითქოსდა „მოძალადე მეუღლისგან“ იძლევა მისი ქმედებების შემსუბუქების თუ გამართლების საფუძველს.
· ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება - ც------ გ----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თანმიმდევრობა და გეგმაზომიერება, 2018 წლის 8 აგვისტოს განვითარებული მოვლენების ჯაჭვი, საბოლოო მიზნის მისაღწევად მთელი რიგი ძალადობრივი დანაშაულების განხორციელებისათვის მზაობა და მათი განხორციელება ნათლად მიუთითებს, რომ ც------ გ----------–---–ის ნება 6 სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისას იყო მტკიცე და ურყევი, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს სასჯელის ზომაზე დამძიმების თვალსაზრისით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ც------ გ----------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი არაერთი დამამძიმებელი გარემოება (აღსანიშნავია, რომ გ---------–---–ის მკვლელობის ფაქტი ბრალდებულმა დაადასტურა, თუმცა მიაწერა შემთხვევითობას და არც უმძიმესი დანაშაულის ჩადენის გამო სინანულის გრძნობაზე უსაუბრია), შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, ც------ გ----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის, დაზარალებულების: თ-----------ის, ლ----------–-–---–ისა და ვ------------ისათვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის, გ---------–---–ის ოჯახისათვის გამოწვეული გამოუსწორებელი ზიანის, აგრეთვე სს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ც------ გ----------–---–ის საზოგადოებისგან მხოლოდ მაქსიმალური ვადით იზოლირება შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს და უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც------ გ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც------ გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ც------ გ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 აგვისტოდან.
სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· დისკები და მეხსიერების ბარათები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
· სუნის ნიმუშები, ორი ცალი მასრა, მიკრონაწილაკები, ანაწმენდის ნიმუშები, ქსოვილის ამონაჭრები მოწითალო ლაქებით, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, თმის ღერი, სიგარეტის ნამწვები, ხელის კვალი, ანაბეჭდები, ფრჩხილის, ანაწმენდის, ნერწყვის და ნაცხის ნიმუშები, ტყვიის გულა, გ---------–---–ის დაქტილობარათი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· ც------ გ----------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული 5 ერთეული თოფი, ასევე 5 ერთეული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, თოფის დაუმუხტავი ვაზნები (227 ერთეული) და ვაზნები (66 ერთეული) დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
· შავი ფერის თვლიანი საყურე სამაგრთან ერთად, მოთეთრო ფერის მაისური მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, მოთეთრო ფერის შარვალი ქამრით (შარვალს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები), კომპიუტერის პროცესორი, პერსონალური კომპიუტერი (ე.წ ,,ლეპტოპი’’), პლანშეტი (,,აიპედი’’) და ელექტროსადენი (დამტენი), ხალათი, ლ----------–-–---–ის ტანსაცმელი, გ---------–---–ის ტანსაცმელი, პირადი ნივთები და ფულადი თანხა, თ-----------ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს, ხოლო გ---------–---–ის კუთვნილი ნივთები - დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
· მ------ ნ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ერთეული სათესი ,,კანაფის’’ მცენარის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია