გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
100210019002852970
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100210019002852970

#2/38-19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.04.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“

წარმომადგენელი: ს-------- შ-------–---–ი

 

მოპასუხე: გ------- ვ------ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“-ს (პ/ნ 4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - გ------- ვ------ის (პ/ნ 3----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 26 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო მიწოდების (ნასყიდობის) ხელშეკრულება ზეპირი ფორმთ, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა პროდუქცია, კერძოდ „აისი“, „ჰაინეკენი“, ლიმონათი „ბერიკა“ და სხვა; პროდუქციის მიწოდება პერიოდულად, გაყიდვების მაჩვენებლისა და მოპასუხის შეკვეთის გათვალისწინებით ხორციელდებოდა 2017 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 14 ივლისამდე. პროდუქციის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მიწოდებისთანავე, ნაღდი ანგარიშსწორების გზით შენატანები დასტურდებოდა მოსარჩელის თანამშრომელთა შესაბამისი ცხრილის შექმნითა და კონტროლით. მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ოდნობამ ჯამში შეადგინა 20114.22 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა შეადგენს 16213.70 ლარს. შესაბამისად არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 3900.52 ლარს. რომლის გადახდას, მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ახორციელებს მოპასუხე. მოპასუხისათვის, გაყიდვების მაჩვენებლის ხელშეწყობისა და მარკეტინგული მომსახურების გაწევისთვის მოპასუხისა და მოსარჩელის შორის ასევე 2017 წლის 5 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცემდა სამაცივრო დანადგარს, კერძოდ მაცივარი ერთ კარიანი dynamic icy (დინამიქ აისი), საქონლის კოდი ref-000557, რომლებიც წარმოდგენდა მოსარჩელის საკუთრებას და განკუთვნილი იყო, მხოლოდ მისი პროდუქციის სარეალიზაციოდ; მხარეთა შორის, 2018 წლის 14 ივლისის შემდეგ აღარ განხორციელებულა პროდუქციის მიწოდება, ამიტომაც მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, რათა დაებრუნებინა მის სარგებლობაშ არსებული ნივთები და სიტყვიერად შეატყობინა ხელშეკრულების (ქონების დროებით სარგებლობაშ გადაცემის შესახებ) შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთი გაფრთხილებისა თუ თხვნისა, მოპასუხე მხარე არ ახორციელებს ნივთის (მაცივარიdynamic icy) დაბრუნებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის უკანონო სარგებლობაში არსებული ნივთის მაცივრის dynamic icy-ის ღირებულება არის 643.79 ლარი, რაც დასტურდება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით. ამასთან მოსარჩელემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებები და მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებას - გამარტივებულ წარმოებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოპასუხე არ დათანხმდა მორიგების ფარგლებში მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ პირობებს. შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელე ითხოვს აპლიკაციის საფასურის 100 ლარის ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - გ------- ვ------ეს ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს დავალიანება - 3900.52 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე გ------- ვ------ის მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, კანონით დადგენილი წესით, სადაც მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე გ------- ვ------ემ სარჩელი ცნო მთლიანად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. მხარეებს მიეცათ დამატებითი ვადა მორიგებისათვის, მათი მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო მიწოდების (ნასყიდობის) ხელშეკრულება ზეპირი ფორმთ, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა პროდუქცია, კერძოდ „აისი“, „ჰაინეკენი“, ლიმონათი „ბერიკა“ და სხვა;

პროდუქციის მიწოდება პერიოდულად, გაყიდვების მაჩვენებლისა და მოპასუხის შეკვეთის გათვალისწინებით ხორციელდებოდა 2017 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 14 ივლისამდე. პროდუქციის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მიწოდებისთანავე, ნაღდი ანგარიშსწორების გზით შენატანები დასტურდებოდა მოსარჩელის თანამშრომელთა შესაბამისი ცხრილის შექმნითა და კონტროლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 17-91)

- მხარეთა ახსნა- განმარტება

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ოდნობამ ჯამში შეადგინა 20114.22 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა შეადგენს 16213.70 ლარს. შესაბამისად არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 3900.52 ლარს. რომლის გადახდას, მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ახორციელებს მოპასუხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 17-91)

- ანგარიშბრუნვა (ს.ფ.92-93)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

3.2.3. დადგენილია რომ მოპასუხისათვის, გაყიდვების მაჩვენებლის ხელშეწყობისა და მარკეტინგული მომსახურების გაწევისთვის მოპასუხისა და მოსარჩელის შორის ასევე 2017 წლის 5 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცემდა სამაცივრო დანადგარს, კერძოდ მაცივარი ერთ კარიანი dynamic icy (დინამიქ აისი), საქონლის კოდი ref-000557, რომლებიც წარმოდგენდა მოსარჩელის საკუთრებას და განკუთვნილი იყო, მხოლოდ მისი პროდუქციის სარეალიზაციოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის სასაქონლო ზედნადებები; (ს.ფ.94)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივლისის შემდეგ აღარ განხორციელებულა პროდუქციის მიწოდება, ამიტომაც მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, რათა დაებრუნებინა მის სარგებლობაში არსებული ნივთები და სიტყვიერად შეატყობინა ხელშეკრულების (ქონების დროებით სარგებლობაშ გადაცემის შესახებ) შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთი გაფრთხილებისა თუ თხოვნისა, მოპასუხე მხარე არ ახორციელებს ნივთის (მაცივარიdynamic icy) დაბრუნებას.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის უკანონო სარგებლობაში არსებული ნივთის მაცივრის dynamic icy-ის ღირებულება არის 643.79 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინვენტარის საბალანსო ღირებულება (ს.ფ.95)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებას - გამარტივებულ წარმოებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოპასუხე არ დათანხმდა მორიგების ფარგლებში მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ პირობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გამარტივებული წარმოების გადახდის რეკვიზიტები (ს.ფ.96)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად მოპასუხე - გ------- ვ------ეს შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3900.52 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.“

 

დადგენილია, რომ მოპასუხე - გ------- ვ------ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად 1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. 2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეთა შორის სადაო არ არის და ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო მიწოდების (ნასყიდობის) ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა პროდუქცია, კერძოდ „აისი“, „ჰაინეკენი“, ლიმონათი „ბერიკა“ და სხვა;

პროდუქციის მიწოდება პერიოდულად, გაყიდვების მაჩვენებლისა და მოპასუხის შეკვეთის გათვალისწინებით ხორციელდებოდა 2017 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 14 ივლისამდე. პროდუქციის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მიწოდებისთანავე, ნაღდი ანგარიშსწორების გზით შენატანები დასტურდებოდა მოსარჩელის თანამშრომელთა შესაბამისი ცხრილის შექმნითა და კონტროლით.

მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ოდნობამ ჯამში შეადგინა 20114.22 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების ოდენობა შეადგენს 16213.70 ლარს. შესაბამისად არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 3900.52 ლარს. რომლის გადახდას, მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ახორციელებს მოპასუხე.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის სარგებლობაში არსებული ნივთის მაცივრის dynamic icy-ის ღირებულება არის 643.79 ლარი.

 

6.4.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.5. ამდენად სასამართლო თვლის, არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟი-50 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე - შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“-ს (ს.ნ.4--------) სარჩელი გ------- ვ------ის მიმართ დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - გ------- ვ------ეს შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3900.52 (სამი ათას ცხრაასი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე - შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“-ს (ს.ნ.4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 139.33 (ასოცდაცხრამეტი ლარი და 33 თეთრი) ლარი - (საგადახდო დავალება №390, გადამხდელის ბანკი - სს ”საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის თარიღი 04.02.2019, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 139.33 ლარი, გადამხდელის დასახელება - შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“) კანონით დადგენილი წესით.

 

3. მოპასუხე - გ------- ვ------ეს, შპს „გ-–-----– ბ---- ჯ--------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქ. N3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი