განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100119002861003
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/----19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც------ ც---–---ე,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ო-–--- გ------,ბრალდებული - დ----- ო-----ს ძე დ---–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ----- დ---–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - თ----ა ჭ---------ძეზე წლების განმავლობაში, სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა. აღნიშნული გამოიხატებოდა ხელების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმით, თმების მოქაჩვით, სხვადასხვა ნივთების სხეულზე სროლით და ძიძგილაობით. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ყოველივე ამით თ----ა ჭ---------ძე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ: 2018 წლის 15 ივნისს, ქ------–-------–------------------------------------------------------------ - ში დ----- დ---–-–---–მა შელაპარაკებისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----ა ჭ---------ძეს. ასევე, მივარდა და მარჯვენა ყურის ბიბილოდან ჩამოგლიჯა საყურე, რითაც წარუშლელი დაზიანება მიაყენა ყურის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ----ა ჭ---------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. 2018 წლის 27 აგვისტოს, ქ-------–--–-----–-----------------------------------------------------------7 - ში დ----- დ---–-–---–მა შელაპარაკებისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----ა ჭ---------ძეს. ასევე, აიღო ლითონის ხილის დასაწყობი ვაზა და ესროლა, რაც მოხვდა მარჯვენა ფეხის ქუსლის მიდამოში და მიიღო ჭრილობა. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ----ა ჭ---------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. 2019 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ.-----–-------–-----------------------------------------------------------ში დ----- დ---–-–---–მა შელაპარაკებისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----ა ჭ---------ძეს. ასევე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგად თ----ა ჭ---------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.-----–-------–------------------------------------------------------------ში დ----- დ---–-–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს - თ----ა ჭ---------ძეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ----- დ---–-–---–ის ქმედების შედეგად, თ----ა ჭ---------ძეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

დ----- დ---–-–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ თ----ა ჭ---------ძის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა: ნ---- ბ-–--ის, მ------ნი ჭ---------ძის, გ------ი გ-------–-ს, ლ--–- ბ-–--ის, ე------ დ---–-–---–ის, ა---- ს-----–---–ისა და ბ----–--ა მ-----ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ფოტოსურათებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----- დ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

დ----- დ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- დ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დ----- დ---–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

დ----- დ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 იანვრიდან;

 

გაუქმდეს დ----- დ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ამოღებული ლითონის სახილე დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ამოღებული დანა განადგურდეს, ხოლო 1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, მასზე განთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო მასალით შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/