განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–--–---–-–---–-,დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------ შ-------–---–ი,ბრალდებული - შ----- მ-------ის ძე ყ---–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პ/ნ 0---------1, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო: გ---–- მ---------–ი 2013 წელს დაქორწინდა შ----- ყ---–--ეზე და მათ ჰყავთ საერთო შვილი - 2014 წელს დაბადებული ა-------ია ყ---–--ე. 2019 წლის 11 თებერვალს, ქ------–-----------------------------------------------ში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა შ----- ყ---–--ემ, გ---–- მ---------–ს უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და ყვირილი. გ---–- მ---------–ი ცდილობდა არ მიექცია ყურადღება მეუღლისთვის, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა შ----- ყ---–--ე, მივარდა გ---–- მ---------–ს, სწვდა თმებში და ჩამოაგდო საწოლიდან, რის შედეგად თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა გაშლილი ხელი. გ---–- მ---------–ი ითხოვდა შველას, თუმცა ამის მიუხედავად შ----- ყ---–--ე აგრძელებდა მის ცემას, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და დამცირებას, აგინებდა დედის მისამართით, აფურთხებდა სახეში, ფეხებს და ხელებს ურტყამდა თავის, ტანისა და ფეხების არეში. აღნიშნულის შემდეგ, შ----- ყ---–--ე, სამზარეულოდან გამოტანილი დანის გამოყენებით, მოკვლით დაემუქრა გ---–- მ---------–ს. ყვირილზე მათთან შევიდა დედამთილი ნ----- ყ---–--ე, რომელმაც შ----- ყ---–--ეს დანა წაართვა. გ---–- მ---------–ი გავიდა სახლიდან და დაიმალა სადარბაზოს კართან, რათა მეუღლეს კვლავ არ გაეგრძელებინა მისი ცემა. ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც შ----- ყ---–--ემ დაუძახა გ---–- მ---------–ს ეს უკანასკნელი დაბრუნდა სახლში, რის შედეგად შ----- ყ---–--ემ კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინებდა, აფურთხებდა სახეში და ფეხებს ურტყამდა წვივის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად გ---–- მ---------–მა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს, ღამის საათებში, ქ------–---------------------------------------------- - ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი შ----- ყ---–--ე, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს გ---–- მ---------–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
შ----- ყ---–--ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ გ---–- მ---------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, კ-----------–---–ის, მ------ ჯ------ს, რ----- კ--–------ისა და გ------ი თ-------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთით, სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N----–- დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შ----- ყ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
შ----- ყ---–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია რაც დასტურდება სანოტარო აქტით დამოწმებული ხელწერილით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა - ქრონიკული „ც“ ჰეპატიტი; ბრალდებულს პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ----- ყ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, შ----- ყ---–--ეს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
შ----- ყ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 თებერვლიდან;
გაუქმდეს შ----- ყ---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/