გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/34-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია
მოსარჩელე - რ----- დ---–---–--ე;
წარმომადგენელი - თ------ ჟ----ა;
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო;
წარმომადგენელი - რ-------- ნა-------–---–-;
მესამე პირი - ლ---- პ-------------;
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №01760- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №01760- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 19 აპრილს დაახლოებით 16 სთ-ზე რ----- დ---–---–--ე ქალაქ სამტრედიაში რესპუბლიკის ქ.N86-ში მცხოვრებ დასთან ლ---- პ-------------სთან მივიდა და მას მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის შეწყვეტა მოსთხოვა. ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას ლ---- პ-------------მ გამოიძახა პოლიცია და განუცხადა, რომ თითქოსდა რ----- დ---–---–--ემ მას მიაყენა სიტვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული საფუძვლით რ----- დ---–---–--ე გადაყვანილი იქნა სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, სადაც უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ მის მიმართ გამოცემული იქნა N01760- შემაკავებელი ორდერი, რომელიც რ----- დ---–---–--ეს ჩაბარდა 2019 წლის 20 აპრილს. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან რ----- დ---–---–--ეს ლ---- პ-------------ს მიმართ არანაირი სახის ძალადობა არ განუხორციელებია და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა რ----- დ---–---–--ის მოთხოვნას და წარმოდგენილ მოსაზრებაში, მიუთითა, რომ 2019 წლის 19 აპრილს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიღებული 1015104 შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში გამოკითხული იქნენ ლ---- პ------------- პ/ნ 6---------- და რ----- დ---–---–--ე, პ/ნ 6----------. ლ---- პ-------------მ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 19 აპრილს დაახლოებით 16 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში ქ. სამტრედიაში რესპუბლიკის ქ N86-ში მივიდა მისი ძმა რ----- დ---–---–--ე, რომელმაც ყელში ხელის წაჭერით, სახეში ხელის გარტყმით და სიტყიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. რ----- დ---–---–--ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ იგი 2019 წლის 19 აპრილს მივიდა თავისი დის ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლში და ურთიერშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ტუჩზეც მოუხვდა ხელი და დააგდო იგი დივანზე. 2014 წლის 09 დეკემბრის N45-ე მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2019წლის 19 აპრილს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ რ-------- ნა-------–---–- მიერ, ქ. სამტრედიაში დ----- ა----–-----–ი ქუჩა N244/13-ში მცხოვრები რ----- დ---–---–--ის მიმართ, მის დაზე ლ---- პ-------------ზე განხოციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემულ იქნა N01760- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც რ----- დ---–---–--ეს, პ/ნ 6---------- აეკრძალა მსხვერპლის -ლ---- პ-------------ს საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურთან და მის ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება, მხარეებმა შემაკავებელ ორდერზე ხელი მოაწერეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია ძალაში დარჩეს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ, რ----- დ---–---–--ის მიმართ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული N01760- შემაკავებელი ორდერი, მასში მითითებული პირობებით, რადგან იგი კანონიერადაა გამოცემული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მესამე პირი ლ---- პ------------- არ დაეთანხმა შემაკავებელი ორდერის გამოცემას და განმარტა, რომ ძმას მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 19 აპრილს ლ---- პ-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაიწყო N0----------- სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 29 )
3.1.2 2019 წლის 19 აპრილს N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ----- დ---–---–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრალდებულის დაკავების ოქმი (ს.ფ 38-42 )
3.1.3. N0----------- სისხლის სამართლის საქმის მასალები ლ---- პ-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით 2019 წლის 19 აპრილს გადაეცა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი )
3.1.4. 2019 წლის 19 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ გამოცემული იქნა №01760- შემაკავებელი ორდერი მოქალაქე რ----- დ---–---–--ის მიმართ, მსხვერპლი ლ---- პ------------- (დაბადების თარიღი - 1-.0-.1--- წელი; პირადი №6----------). შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადის იმ სახლისაგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3- (ოცდაათი) დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№01760- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ.13)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ----- დ---–---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
6.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ა) პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.
6.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
6.6. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად:
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.
2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
3. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.
4. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რ----- დ---–---–--ის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტი ლ---- პ-------------ს მიმართ. ასეთის სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, იმ პირობებში, როცა ლ---- პ-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება (N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე), ზემოთ მოხმობილი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემით დარვეულ იქნა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნები.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან პირის მოძალადედ ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ 2019 წლის 19 აპრილს №01760- შემაკავებელი ორდერის გამოცემისას დარღვეულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ორდერი არ არის გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----- დ---–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------- ნა-------–---–-ს მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №01760- შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლის სახით წარმოდგენილია ლ---- პ------------- (დაბადების თარიღი -1-.0-.1--- წელი; პირადი №6----------), ხოლო მოძალადის სახით - რ----- დ---–---–--ე ( დაბადების თარიღი: 3-.0-.1---წელი, პირადი № 6----------);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03(სამი) დღის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა№1) მეშვეობით.
მოსამართლე ნონა ზარქუა