გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/29-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 აპრილი 2019წ ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
განმცხადებელი – ს-------–---–----------------------------------------------------------–------------–--ა;
წარმომადგენელი - ე------------–--ა;
სავარაუდო მსხვერპლი - მ-----–---–--–-ა;
წარმომადგენელი - ხ-----------------ა;
სავარაუდო მოძალადე – ო-------–--–-ა;
წარმომადგენელი - ი-–---------–--ე;
მესამე პირი - მ-------–-----–ია;
მოთხოვნა – დამცავი ორდერის გამოცემა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. ო-------–--–-ას მიმართ დამცავი ორდერის 6 თვის ვადით გამოცემა შემდეგი პირობებით:
- მოძალადეს, ო-------–--–-ას აეკრძალოს არასრულწლოვან მ-----–---–--–-ასთან მიახლოება, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში), ქუჩაში გადაადგილების დროს, ასევე აეკრძალოს მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.
2019 წლის 10 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ, რომლითაც მოითხოვა მოძალადე ო-------–--–-ას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მსხვერპლი მ-----–---–--–-ა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინების (მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების სეწყვეტის შესახებ) თანახმად, მცირეწლოვანი ბავშვი მ-----–---–--–-ა იცხოვრებს მამის - ო-------–--–-ას ოჯახში, ხოლო ყოველი კვირის პარასკევს დღის 14:00 საათიდან მ-----–---–--–-ას გაიყვანს სკოლიდან თუ სხვა დაწესებულებიდან დედა მ-------–-----–ია, რომელთანაც ბავშვი იცხოვრებს კვირა დღის 17:00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 17:00 საათზე დედა მ-------–-----–ია უზრუნველყოფს მ-----–---–--–-ას მამის, ო-------–--–-ას ოჯახში დაბრუნებას. 2018 წლის 1- მარტიდან დაიწყო საქმისწარმოება – აღსრულება სააღსრულებო მოქმედების ფარგლებში,რომელიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც. საქმეში ფსიქოლოგი გარკვეული პერიოდულობით იყო ჩართული აღსრულების პროცესის ხელშეყობის მიზნით, რამდენადაც მამის – ო-------–--–-ას მხრიდან იკვეთებოდა შვილზე – მ-----–---–--–-აზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება/ზეგავლენის ფაქტები, რაც ხელს უშლიდა სააღსრულებო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვას. ასეთ ვითარებაში კი საფრთხე ექმნებოდა ბავშვის ფსიქო–ემოციურ მდგომარეობას.
ბოლო სააღსრულებო მოქმედების დროს, რომელიც სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში გაიმართა 2019 წლის 15 თებერვალს მ-----–---–--–-ამ შემოსვლისთანავე დაიწყო ტირილი მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს არცერთი თანაშრომელი და დედა ბავშვს ჯერ დანანახიც არ ჰყავდა. მამას კი ჩართული ჰქონდა ვიდეოკამერა და უღებდა თავის შვილს თუ როგორ ტიროდა ის. თხოვნაზე,რომ მას დაემშვიდებია და მოფერებოდა ბავშვს, მამას რეაგირება არ მოუხდენია აგრძელებდა ვიდეოს გადაღებას და ითვლიდა წუთებს "უკვე ათი წუთი ტირის, უკვე თხუთმეტი ცუთი ტირის ..." მამას მთელი პერიოდის განმავლობაში არ უცდია ბავშვის დამშვიდება, პირიქით სრულად უგულებელყოფილი იყო ბავშვის ფსიქო– ემოციური მდგომარეობა, რომელსაც კიდევ უფრო ცდილობდა დაემძიმებია. ბავშვის თანდასწრებით დედას მოიხსენიებდა უარყოფითად, მამის კომენტარებზე ბაშვს კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა და არ წყვეტდა ტირილს. მამა მთელი პერიოდის განმავლობაში მანიპულირებდა ბავშვის მდგომარებით, უარყოფით ზეგავლებას ახდენდა ბავშვის ფსიქო–ემოციურ განვითარებაზე, ახალისებდა ბავშვის უარყოფით ემოციებს, მანიპულირებდა ამ ემოციებით. წინასწარ გამიზნულად ხელს უშლიდა დედა–შვილის პოზიტიური ურთიერთობასა და ჯანსაღი ფსიქო–ემოციურ განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მ-----–---–--–-ას ფსიქო-ემოციური ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დროულად გატარდეს ღონისძიებები ბავშვის უფლების დაცვის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებლის მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981ე მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ბავშვის უფლების დაცვის საჭიროება,რადგან ო-------–--–-ას მიერ შვილთან მ-----–---–--–-ასთან მიმართებაში განხორციელებულია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რის გამოც მოითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა ექვსი თვის ვადით.
2019 წლის 24 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ე------------–--ამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
2. მოწინააღმედე მხარის ო-------–--–-ას წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა განცხადებას და განმარტა, რომ მამის მხრიდან მ-----–---–--–-ას მიმართ ფსიქოლოგიურ მოძალადეთ მიჩნევის მოთხოვნა არის უკანონო და იგი არ ემსახურება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს, არამედ სამსახურის მიზანია მოვალეობის მოხდა. ის გარემოება, რომ ბავშვს არ სურს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან და დედასთან კონტაქტი მათი მხრიდან არასწორი მოქმედებების შედეგია. აღსრულების დროს პოლიციის გამოძახებამ განაპირობა მ-----–-- აგრესიული დამოკიდებულება. აღსრულების მიზნით მ-----–- რამდენჯერმე იქნა წარდგენილი, მათ შორის დედის საცხოვრებელ ადგილზეც. ო-------–--–-ა და მისი ოჯახი არ იყო წინააღმდეგი ბავშვის დედასთან კონტაქტის, მაგრამ დედასთან დარჩენით ვიზიტის შემდეგ თავად ბავშვმა განაცხადა უარი დედასთან შეხვედრაზე, რადგან მისივე გადმოცემით დედა და მასთან ერთად მყოფი მამაკაცი ლანძღავდნენ მამას ო-------–--–-ას. ბავშვთან ო-------–--–-ას გარეშე კონტაქტის დამყარება სკოლაში ვიზიტით რამდენჯერმე სცადა დედამ მ-------–-----–იამ და სოციალურმა მუშაკმა, ისე რომ არც მ-----–- და არც ო-------–--–-ა არ იყვნენ გაფრთხილებულები ვიზიტის შესახებ, მაგრამ არასრულწლოვანთან ურთიერთობა ვერ შედგა მისივე კატეგორიული უარის გამო. მიაჩნია, რომ ბავშვის მამისგან განრიდება უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო ემოციურ მდგომარეობაზე.
მესამე პირმა მ-------–-----–იამ განმარტა, რომ წარმოუდგენელია მამის მხრიდან ფსიქოლოგიური იძულების გარეშე შვილს არ სურდეს დედასთან ურთიერთობა და მის დანახვაზე კივილი დაიწყოს. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დავის მორიგებით დასრულების შემდგომ ო-------–--–-ა ნებაყოფლობით ასრულებდა სასამართლოს განჩინებას, ვიდრე სკოლაში ვიზიტისას ადგილი ჰქონდა მასთან კონფლიქტს. ამის შემდეგ ბავშვი ერთი კვირა არ დადიოდა სკოლაში, ხოლო შემდომ სკოლის მასწავლებლები და ბავშვის ბებია არ უშვებდნენ ბავშვს სკოლის შენობიდან რათა დედას არ შეხვედროდა. სკოლაში შემდგომი ვიზიტების დროს მ-----–- დედის დანახვაზე კიოდა უმიზეზოდ და გაურბოდა მას. დედის მიმართ მ-----–- უარყოფითად განაწყობს არა მარტო მამა, არამედ მისი ოჯახის წევრებიც, რაც ხელს უშლის მ-----–---–--–-ას ნორმალური განვითარების პროცესს. მამის ფსიქოლოგიური იძულების შედეგია მ-----–-- ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ, რის გამოც ბავშვი განრიდებული უნდა იქნეს მამისგან.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მარტს მიღებული იქნა განჩინება (მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ)რომლის თანახმად, მცირეწლოვანი ბავშვი მ-----–---–--–-ა ორშაბათ, სამშაბათ, ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეებში იცხოვრებს მამის - ო-------–--–-ას ოჯახში, ხოლო ყოველი კვირის პარასკევი დღის 14:00 საათიდან მ-----–---–--–-ას გაიყვანს სკოლიდან თუ სხვა დაწესებულებიდან წაიყვანს მასთან და კვირა დღის 17:00 საათამდე იცხოვრებს დედასთან მ-------–-----–იასთან, მის კუთვნილ ოჯახში, რომელთანაც ბავშვი იცხოვრებს კვირს დღის 17:00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 17:00 საათიდან დედა მ-------–-----–ია უზრუნველყოფს მ-----–---–--–-ას მამის, ო-------–--–-ას ოჯახში დაბრუნებას. ყველა სეზონის არდადეგებზე, არდადეგების ნახევარ პერიოდს მ-----–---–--–-ა იცხოვრებს დედასთან მ-------–-----–იასთან, ხოლო მეორე ნახევარს იცხოვრებს მამასთან ო-------–--–-ასთან. ყოველი კვირის იმ დღეებში ე.ი. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს დედას მ-------–-----–იას აქვს უფლება მოინახულოს შეუზღუდავად მ-----–---–--–-ა და იქონიოს კავშირი მასთან. ორივე მშობელი თანხმდებიან ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ყოველგვარი სახის მზრუნველობა და მოვლა-პატრონობა განახორციელონ მ-----–---–--–-ას მიმართ და იზრუნონ ორივე მშობლის პატივისცემის ჩამოყალიბებისათვის და მცირეწლოვანი შვილის ფსიქიკის სწორად განვითარებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)
-სამტრედიის რაიონულიო სასამართლოს განჩინება (ს.ფ 102-105 )
3.1.2 მ-----–---–--–-ა (დაბადებული 2--- წლის 16 ა---------) დღემდე უწყვეტად ცხოვრობს მამის მ-----–---–--–-ას საცხოვრებელ ადგილას, მამასთან ო-------–--–-ასთან და ო-------–--–-ას მშობლებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3 მ-----–---–--–-ა სწავლობს შპს „ც------“-ს სამტრედიის საშუალო სკოლის პირველ კლასში,არის წარჩინებული მოსწავლე და გამოირჩევა კარგი ყოფაქცევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)
- შპს ც------ს მიერ გაცემული დახასიათება (ს.ფ. 174)
3.1.4. ს-------–---–----------------------------------------------------------–------------–--ის 2018 წლის 07 დეკემბრის N04-06-08/2256 დადგენილებით სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვე-–--ე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ო-------–--–-ა ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზრვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება N04/3794 29.01.2019წ (ს.ფ. 7-12)
3.1.5 სამტრედიის რაიონული სასამრთლოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილებით ძალაში დარჩა ს-------–---–----------------------------------------------------------–------------–--ის 2018 წლის 07 დეკემბრის N04-06-08/2256 დადგენილება, რომლითაც ო-------–--–-ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება (ს.ფ. 1-7-173)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ო-------–--–-ას მიერ მ-----–---–--–-ას მიმართ ფსიქიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს.
სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით უტყუარად არ დგინდება ო-------–--–-ას მხრიდან მ-----–---–--–-ას მიმართ განხორციელებული ფსიქიკური ძალადობა. მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტება აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. ო-------–--–-ას მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის დადასტურებულად მიჩნევა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მ-----–---–--–-ა დედასთან ურთიერთობის წინააღმდეგია და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იგი ცნობილი იქნა სამართალდამღვევად, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული ფაქტის კონსტანტაცია ავტომატურად არ იწვევს პირის მოძალადედ მიჩნევას. ბავშვის მიმართ ფსიქიკური ძალადობის დადგენა შეუძლებელია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
განმცხადებლის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამტრედიის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ლალი კ-–--- 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნაში მითითებულია მასზედ, რომ „ სააღსრულებო საქმის წარმოების დასაწყისში მ-----–---–--–-ას ჰქონდა დედასთან დადებითი ურთიერთობა და ის რამოდენიმეჯერ გაჰყვა დედას, როგორც რამოდენიმე საათი, ასევე ღამისთევით, რასაც მოჰყვა აგრესია ო-------–--–-ას მხრიდან. აღნიშნულის შემდგომ ო----- ხ-–--–-- არ უზრუნველყოფდა ბავშვის მოყვანას სოციალური მომსახურების სააგენტოში, რასაც ხსნიდა იმით, რომ მ-----–---–--–-ა სააგენტოში წამოსვლისას იძაბება, ღიზიანდება, ტირის, ხოლო როდესაც იგებს რომ უნდა შეხვდეს დედას ხდება ავად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის მამა და მისი ოჯახი ხელს არ უწყობენ შვილისა და დედის ურთიერთობას. როგორც ო----- ხ-–--–-- აღნიშნავს, ბავშვს მ-----–---–--–-ას არ სურს დედასთან ურთიერთობა და აქვს მისი შიში. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან მაღალია მ-----–---–--–-ას ფსიქო ემოციური ტრავმირების რისკი მიზანშეწონილად მიაჩნია, ბავშვის მდგომარეობისა და მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით მ-----–---–--–-ას ფსიქო ემოციური სტაბილურობისა და მისი მშობლებთან დამოკიდებულების განსაზღვრისთვის, კერძოდ თუ რა არის მიზეზი იმისა,რომ მ-----– ხ-–--–--- არ სურს დედასთან შეხვედრა, ურთიერთობა და მისი ნახვა, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართულობა რათა ფსიქოლოგის მიერ საფუძვლიანად და სიღრმისეულად შესწავლილ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქო ემოციური მდგომარეობის გაუარესებისა და მისი დედის დანახვისას გამოხატული ქცევის მიზეზი, ასევე ხომ არ ვლინდება რომელიმე მშობლის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის/ზეწოლის არსებობის სავარაუდო ფაქტები.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგ ე-–--- გ---–----- მიერ 2018 წლის 26 ივლისს გაცემული დასკვნის თანახმად: ფსიქოლოგმა მ-----–---–--–-ასთან განახორციელა ხუთი ვიზიტი, ვიზიტები განხორციელდა, როგორც ბავშვის მამის ო-------–--–-ას ოჯახში ასევე ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რა დროსაც გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები: გამოკითხვა, ტესტები, დაკვირვება, თავისუფალი ხატვა, ტესტი ყურადღების საკვლევად, პროექციული ტესტი-დაასრულე მოთხრობა, კითხვარი-შფოთვის დონის დადგენა. დასკვნის თანახმად მიჩნეულია, რომ „ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ოჯახში და ბავშვთან დამოკიდებულებაში თბილი დადებითი ემოციური ურთიერთობები და ბავშვის შეგნებაში მშობლების მხრიდან გამოხატული ძლიერი სიყვარულის, მხარდაჭერის განცდა. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით ბავშვს აღენიშნება ტრავმული განცდების მიმანიშნებელი სიმპტომები, დარღვევები ემოციურ სფეროში და დარღვევები ქცევის დონეზე. მ-----–---–--–-ას მძაფრი დაძაბული ფონის მითითებით ფსიქოლოგიური მახასიათებლის მიხედვით მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ბავშვის ჭერშმარიტი ინტერესი და სურვილი იცხოვროს სრულფასოვან გარემოში, სადაც ბავშვი თავს ბედნიერად იგრძნობს და ექნება მშობლების მხარდაჭერა და მზრუნველობა, რაც გამოვლინდა სატესტო დავალებებში.“
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ დასკვნაში ფსიქლოგი მსჯელობს ბავშვის ტრავმული განცდების მიმანიშნებელ სიმპტომებზე და დარღვევებზე ემოციურ სფეროში და ქცევის დონეზე, მაგრამ არ არის კონკრეტული მსჯელობა ბავშვის ამ მდგომარეობის განმაპირობებელ მიზეზებზე. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა ო-------–--–-ას მიერ არასრულწლოვან მ-----– ხ–--–--- მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
რაც შეხეება იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ნ---- ვ-------------- მიერ 2019 წლის 01 თებერვლის გამოკვლევას, იგი დამცავი ორდერის გამოცემის საფუძვლად ვერ გამოდგება, ვინაიდან აღნიშნულ გამოკვლევის თანახმად ფსიქოლოგმა მ-----–---–--–-ასთან განახორციელა მხოლოდ ერთი ვიზიტი, რა დროსაც გამოყენებული იქნა პროექციული მეთოდები: CAT-ის ნეიტრალური ბარათების ტესტი, ბავშვის ქვევაზე დაკვირვება. ფსიქოლოგის დასკვნით „გამოკვლევიდან იკვეთება, რომ მ-----–---–--–-ასთან საჭიროა შემდგომი ვიზიტები შეფასების პროცესის სრულყოფის მიზნით“. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი მამის მხრიდან იმყოფება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ იმ პირობებში, როცა მიზანშეწონილად მიაჩნია ბავშვთან შემდეგი ვიზიტების დაგეგმვა მისი შეფასების პროცესის სრულყოფის მიზნით და რომ აუცილებელია ბავშვის სხვა გარემოში შეფასება. რაც მიუთითებს მასზედ, რომ ჩატარებული გამოკვლევა არასრულია, შესაბამისად იგი ო-------–--–-ას მიერ არასრულწლოვან მ-----– ხ–--–--- მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
მოსარჩელე ო-------–--–-ას მიერ მ-----–---–--–-ას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ნ---- ვ-------------- 2019 წლის 26 თებერვალს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსისადმი შედგენილ მოხსენებით ბარათზე, რომლის თანახმად, „მამა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო ემოციურ მდგომარეობაზე, წაახალისებს ბავშვის უარყოფით ემოციებს, მანიპულირებს ამ ემოციებით, უარყოფით დამოკიდებულებას უქმნის, დედისა და აღსრულების პროცესში მონაწილე პირების მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს აღსრულების პროცესს, ხელს უშლის ბავშვს დედასთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარებასა და ჯანსაღ ფსიქო ემოციურ განვითარებაში.“ აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას ავითარებს ფსიქოლოგი 2019 წლის 26 თებერვალს იმ პირობებში, როცა ამავე წლის 01 თებერვალს ფსიქოლოგიური გამოკვლევის პირველად შედეგებში უთითებს, რომ შეფასების პროცესის სრულყოფის მიზნით აუცილებელია ფსიქლოგის მუშაობის გაგრძელება და ამასთან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 01 თებერვლის შემდეგ არასრულწლოვან მ-----–---–--–-ასთან ვიზიტი არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მითითებულ მტკიცებულებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვისას ვერ მიიჩნევს სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებად ო-------–--–-ას მიერ მ-----–---–--–-ასადმი ფსიქიკური ძალადობის დასადასტურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ბავშვის უფლებების კონვენცია“;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1 “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვე-–--ე იძულება - ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
6.2. შუამდგომლობის ავტორი ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება წარმოადგენს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო მზრუნველობის განხორციელებას. შესაბამისად, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით.
6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძვე-–--ე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
6.4 “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, მოწმე ნ---- ვ-------------- ჩვენებით მხარეთა განმარტებით არ დასტურდება მ-----– ხ-–--–---- მიმართ ო-------–--–-ას მიერ ფსიქოლოგიურ ძალადობა, რის გამოც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას დამცავი ორდერის გამოცემაზე.
6.5 „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებების დაცვას, მათ შორის, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. ამდენად, განმტკიცებულია არასრულწლოვანის ინტერესის უპირატესობა.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის მშობლისგან განრიდების თაობაზე დასკვნის გასაკეთებლად უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და მეორე შემთხვევაში, მშობელთან დაშორებას. ამასთან აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (იხ. სუსგ ას-1062-996-2---, 22.01.2013წ).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ-----–---–--–-ა იზრდება მამასთან ერთად, შესაბამისად, მამასთან განრიდებით ბავშვი მიიღებს სტრესს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლოზე მიცემული ჩვენებით ფსიქოლოგი ნ---- ვ-------------. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბავშვისთვის დედის მზრუნველობა, მისი ასაკის გათვალისწინებით, შეუცვლელია, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ უკვე 6 წლის მ-----–---–--–-ას მამის მიმართ გააჩნია ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, სურს მამასთან ურთიერთობა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მის საკუთარ შეხედულებას, უფლებას - შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა, ასევე დაცულად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს მყუდრო ოჯახურ გარემოში. სასამართლოს მოსაზრებით, მამასთან მიჯაჭვულობის რღვევა ძლიერ უარყოფით გავლენას მოახდენს მ-----–---–--–-ას ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, ამ ემოციური და სტრესული ფონის შემარბილებელი და პერსპექტივაში გამანეიტრალებელი საშუალებები და გზები შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ დასკვნებში კი შემოთავაზებული არ არის, რაც მათ არასრულყოფილებაზე მიუთითებს. შესაბამისად აუცილებელია, შუამდგომლობის ავტორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული ღონისძიების გამოსაყენებლად კომპეტენტური კომპლექსური ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
6.7.სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ რომლის თანახმადაც: ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს.“ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს შემდეგს: „გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის (“CRC”-“ბუკ”) შესაბამისი დებულებები, რომლებიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში, აწესებს შემდეგს: მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”
ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა უფლების იყოს მოსმენილი გამოყენება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს რომ არ შეიძლება მოხდეს ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან, ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი მ-----–---–--–-ა სასამართლოს მიერ მოწვეული იქნა აზრის გამოხატვის მიზნით, მაგრამ მან უარი განცხადა მისი უფლების გამოყენებაზე იყოს მოსმენილი.
6.8 არასრულწლოვან მ-----–---–--–-ას უფლებათა დაცვის მიზნით ღონიძიებების გატარებისას, საამისოდ უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი გამომწვევი მიზეზები, რადგან არ მოხდეს ბავშვისთვის დედის ძლიერ ნეგატიურ ემოციებთან ასოცირება, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მასთან გაუცხოებას და დაამძიმებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. გარდა ამისა საჭიროა არასრულწლოვან მ-----–---–--–-ას მშობლებმა და ახლობლებმა გააცნობიერონ მათ შორის არსებული კონფლიქტის ბავშვის ფსიქიკაზე ზემოქმედების მექანიზმი, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ურთიერთობა შეცვალონ პოზიტიური მიმართულებით და ბავშვისთვის უზრუნველყონ სტაბილური ემოციური გარემო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 2113-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-14 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს:
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32 სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე - სამტრედია, ძმები ნინუების ქ.N1) მეშვეობით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე ნონა ზარქუა