გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
120210019002868946
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2868946-2/105-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ქ------- ჭ---–-----ე

მოპასუხე - ზ------ კ-----–---–ი

ვ--–------- კ-----–---–ი

ნ-------ა მ-----–--ე (დასწრების გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ზ------ კ-----–---–ს, ვ--–------- კ-----–---–ს და ნ-------ა მ-----–--ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 10278.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7075.96 ლარი, პროცენტი - 1113.75 ლარი, პირგასამტეხლო - 2088.60 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ზ------ კ-----–---–ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 1880 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 360 ლარი, პირგასამტეხლო - 720 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 25 აპრილს სს ,,ს----------–--------ს’’ და ზ------ კ-----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ------ კ-----–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 10000 ლარი, წლიური 21% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

2017 წლის 25 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------სა’’ და ვ--–------- კ-----–---–ს და ნ-------- მ-----–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 000 ლარით.

 

2017 წლის 10 ნოემბერს მსესხებელ ზ------ კ-----–---–ზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველვვადაგადაცილებულ დღეზე. სამომხმარებლო კრედიტი თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 45 ლარით, პერიოდულობა თვეში ერთხელ, ყოველი თვის 12 რიცხვში.

 

სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის/საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. 2018 წლის 6 ივნისის შემდეგ შეწყდა გადახდები.

 

ზ------ კ-----–---–ს, ვ--–------- კ-----–---–ს და ნ-------ა მ-----–--ეს, მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ. მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ზ------ კ-----–---–მა და ვ--–------- კ-----–---–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხი ძირი თანხა. ზ------ კ-----–---–მა ასევე ცნო სესხის ძირითადი თანხა 10.11.2017 წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

2.2. მოპასუხე ნ-------ა მ-----–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცახდებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აპრილს სს ,,ს----------–--------სა’’ და ზ------ კ-----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 ლარი, 36 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 21%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 25 აპრილს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვ--–------- კ-----–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20000 ლარით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 25 აპრილს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნ-------ა მ-----–--ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20000 ლარით.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ზ------ კ-----–---–ზე გაიცა კრედიტი 800 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სამომხმარებლო კრედიტის თანხის სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 45 ლარით, პერიოდულობა თვეში ერთხელ ყოველი თვის 12 რიცხვში.

 

3.1.5. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.04.2017წ. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის განაცხადი;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

- ვ--–------- კ-----–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.04.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- ნ-------ა მ-----–--ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.04.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- საბანკო მომსახურების პირობები;

- N4974319 სესხის დაფარვის გარფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 23.04.2017-20.02.2019წ;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 10.11.2017-20.02.2019წ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 22.02.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების ზ------ კ-----–---–ის, ვ--–------- კ-----–---–ის და ნ-------ა მ-----–--ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 25.04.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10278.31 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7075.96 ლარი, პროცენტი - 1113.75 ლარი და პირგასამტეხლო 2088.60 ლარი;

 

3.2.2. მოპასუხე ზ------ კ-----–---–ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 10.11.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11600 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 360 ლარი;

 

3.2.3. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შესაბამისად ზ------ კ-----–---–ს არ უნდა დაკისროს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.04.2017წ. მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის განაცხადი;

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

- ვ--–------- კ-----–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.04.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- ნ-------ა მ-----–--ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.04.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- საბანკო მომსახურების პირობები;

- N4974319 სესხის დაფარვის გარფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 23.04.2017-20.02.2019წ;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 10.11.2017-20.02.2019წ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 22.02.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ზ------ კ-----–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა ბანკსა’’ და ზ------ კ-----–---–ს) შორის გაფორმებული 2017 წლის 25 აპრილის და 2017 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ზ------ კ-----–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. 2017 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხეშეკრულებაზე მოპასუხემ ზედიზედ ორზე მეტ გადახდას გადააცილა და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 25.04.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 7075.96 ლარს, ხოლო 10.11.2017წ. საკრედიტო ხელშეკურლებიდან - 800 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, კერძოდ 25.04.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1113.75 ლარის და 10.11.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 360 ლარის დაკისრების ნაწილში. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და ზ------ კ-----–---–ს შორის 2017 წლის 25 აპრილს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ ვ--–------- კ-----–---–ს და ნ-------ა მ-----–--ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ვ--–------- კ-----–---–მა და ნ-------ა მ-----–--ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 20000 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 25 აპრილის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა 25.04.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 25.04.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2088.60 ლარი უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 500 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პრგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. პირგასამტეხლო არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალის მიერ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას გულისხმობს. ამასთან, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.

 

დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს’’ და ზ------ კ-----–---–ს შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება 2017 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, წერილობით არ დადებულა, შეთანხმება მოხდა ზეპირად. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, ზ------ კ-----–---–სა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის 2017 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ზ------ კ-----–---–მა და ვ--–------- კ-----–---–მა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნეს. მოპასუხე ნ-------ა მ-----–--ემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ნ-------ა მ-----–--ეს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 212.28 ლარის გადახდა ასევე ნ-------ა მ-----–--ე, ზ------ კ-----–---–ს და ვ--–------- კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 48.41 ლარის გადახდა. ხოლო ზ------ კ-----–---–ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 22.8 ლარის გაადხდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ზ------ კ-----–---–ს, ვ--–------- კ-----–---–ს და ნ-------ა მ-----–--ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 8689.71 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7075.96 ლარი, პროცენტი - 1113.75 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ზ------ კ-----–---–ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 1160 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 360 ლარი.

 

2. სს ,,ს----------–--------ს’’ უარი ეთქვას 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

3. მოპასუხე ნ-------ა მ-----–--ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 212.28 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ნ-------ა მ-----–--ეს, ზ------ კ-----–---–ს და ვ--–------- კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 48.41 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე ზ------ კ-----–---–ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 22,8 ლარის გადახდა.

 

6. სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს 2019 წლის 22 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 364.75 ლარიდან 12 ლარი, რეფერენსის N190222123.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი