გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1715-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ--–---- ჩ-----–---–ი
წარმომადგენელი - თ-- შ------ე
მოპასუხე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
წარმომადგენლები - თ---------- ქ-–---–---–ი და ო-–--- დ------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №D------------------------------.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანება.
1.3. მოსარჩელე აღდგენილი იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
1.4. მოპასუხეს დაეკისროს მ--–---- ჩ-----–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, ანუ 2017 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 840 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2016 წლის 25 ნოემბრის №D---------------- ბრძანებით, მ--–---- ჩ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–-------------------–---–-----ს თანამდებობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2016 წლის 25 ნოემბრის №D---------------- ბრძანება (ს.ფ. 14).
3.1.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურმა, 2017 წლის 1 თებერვალს, ამავე დეპარტამენტის უფროსს წარუდგინა №3- დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 24 იანვარს, შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურში განსახილველად შევიდა ამავე დეპარტამენტის კ-------------------–--------------–-------------ის - ბ---- მ-------–---–ის №D---------------- მოხსენებითი ბარათი, რომელსაც თან ერთვოდა კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–---------------ს - ზ------- ქ----–--ის მ/წლის 24 იანვრის №D---------------- და №D---------------7 მოხსენებითი ბარათები, ამავე სამმართველოს გ-----------–---------------–---------–------------------------------–-----------–------–------------------–---–-----ს - მ--–---- ჩ-----–---–ის მიერ ავტომანქანის („მ-–----–-------“, სახ. ნომრით - A--------) არასწორი ექსპლუატაციის შედეგად დაზიანებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტებზე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ კ------------------–------------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–--------------ს - ზ------- ქ----–---ს და ამავე გ---------–-------------- სპეციალისტებს - მ--–---- ჩ-----–---–ს, ლ---- წ------ს, მ--–---- მ-------–---–ს, ა-–---------- შ---–--–---–ს და გ---–--– ა----–---–ს, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. 2016 წლის 24 დეკემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–--------------- სპეციალისტები - მ--–---- ჩ-----–---–ი და ლ---- წ------, სამუშაო სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, სამსახურებრივი ავტომანქანით - „მ-–----–-------“, სახ. ნომრით A--------, პატრულირებას ახორციელებდნენ სიღნაღი - დედოფლისწყაროს მიმართულების სამოქმედო ტერიტორიაზე, რა დროსაც, ა/მანქანა გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც, აღნიშნულ დღეს მათ მოუხდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეწყვეტა.
მ. ჩ-----–---–ი და ლ. წ------ თავიანთ ახსნა-განმარტებაში მიუთითებენ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს, მორიგეობისას, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ნამდვილად დაუზიანდათ სამსახურებრივი ა/მანქანა - „მ-–----–-------“, სახ. ნომრით A--------. კერძოდ, ჯერ ავტომანქანის გამათბობელი გამოვიდა მწყობრიდან და გაითიშა, ხოლო მოგვიანებით, ავტომანქანის წყლის გაგრილების სისტემამ აადუღა წყალი, რის გამოც იძულებულნი გახდნენ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ა/მანქანა გაეჩერებინათ სოფ. ჩ--–----ნის საპატრულო პოლიციის განყოფილებასთან და დაკეტილ მდგომარეობაში გადაებარებინათ საპატრულო პოლიციის განყოფილების მორიგისთვის, თავად კი დაბრუნებულიყვნენ სამსახურში.
2. 2017 წლის 7 იანვარს, მ. ჩ-----–---–ი მეწყვილესთან - კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–------------------–---–----თან - მ--–---- მ-------–---–თან ერთად, პატრულირებას ახორციელებდა ყვარელი-ლაგოდეხის მიმართულების სამოქმედო ტერიტორიაზე. აღნიშნულ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მ. ჩ-----–---–ი ესტუმრა ყვარლის რ-ნის სოფ. შ--–---ში მცხოვრებ თავის ნაცნობს, რომელთან ოჯახშიც იმყოფებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც იქიდან გამოვიდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
მ. ჩ-----–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2017 წლის 7 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საღამოს დაახლოებით 8-9 საათისთვის, ის ტელეფონით დაუკავშირდა სოფ. შ--–---ში მცხოვრებ მისივე ნაცნობს (რომლის ვინაობის გამხელაც არ ისურვა), რომელსაც სამსახურისთვის საჭირო საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით სთხოვა შეხვედრა, რაზედაც მან მიიღო თანხმობა, რის შემდეგაც მ. ჩ-----–---–ი, მის მეწყვილესთან მ. მ-------–---–თან ერთად მივიდა ზემოხსენებული პირის საცხოვრებელ სახლში. მ. ჩ-----–---–ის განმარტებით, მის ნაცნობს მოერიდა მეწყვილის თანდასწრებით საქმეზე საუბარი, რის შემდეგაც სახლში შევიდნენ, სადაც მ. ჩ-----–---–ი იმყოფებოდა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რომლის მანძილზეც არკვევდა მისთვის საინტერესო თემას. სახლიდან გამოსვლის შემდგომ, მეწყვილისგან შეიტყო, რომ მისი სახლში ყოფნის პერიოდში, აღნიშნულ მისამართზე მისული იყო ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების გ---------–--------------ი - ზ------- ქ----–---, რომელმაც თან წაიღო იმ ავტომანქანაში დამონტაჟებული ვიდეო რეგისტრატორის მეხსიერების ბარათი, რომლითაც მოვალეობას ასრულებდნენ მ. ჩ-----–---–ი და მისი მეწყვილე. მ. ჩ-----–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა ზ. ქ----–---ს და სთხოვა განემარტა მისი ქმედების საფუძველი და მიზანი. მ. ჩ-----–---–ის განმარტებით, ზ. ქ----–---მ მას უთხრა, რომ ის და მისი მეწყვილე აღარ სჭირდებოდა და სურდა მათი მორიგეობიდან მოხსნა, რის შემდეგაც დატოვა ისინი ავტომანქანის გარეშე, ხოლო მ. ჩ-----–---–ი იმ ღამეს სამსახურში ტაქსის საშუალებით დაბრუნდა, სადაც ღამე გაათენა. მ. ჩ-----–---–მა კატეგორიულად უარყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დღეს, 2017 წლის 7 იანვარს, მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, რასაც მისი განმარტებით, დაადასტურებდნენ მისი მეწყვილე - მ--–---- მ-------–---–ი, მისი ნაცნობი და ნაცნობის ოჯახის წევრები. ასევე მან განმარტა, რომ ის მკურნალობს და საჭიროების შემთხვევაში, წარადგენდა მკურნალობის დამადასტურებელ სამედიცინო დოკუმენტაციას.
მ. მ-------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, მ/წლის 7 იანვარს, ის და მისი მეწყვილე - მ. ჩ-----–---–ი, სამსახურებრივი ა/მანქანით - ,,ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------ პატრულირებას ახორციელებდნენ ყვარელი-ლაგოდეხის მიმართულებაზე. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 19:00–20:00 სთ-ზე, მ. ჩ-----–---–ი ტელეფონით ესაუბრა თავის ნაცნობს, რომელსაც შეუთანხმდა შეხვედრაზე და გადაწყვიტა მასთან სახლში - სოფელ შ--–---ში მისვლა. მ. მ-------–---–ის განმარტებით, მოგვიანებით, სოფელ შ--–---ში მისვლის შემდეგ, მ. ჩ-----–---–ი შევიდა ნაცნობის ოჯახში, ხოლო მ. მ-------–---–ი, მას გარეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ელოდებოდა. ამ დროის გასვლის შემდეგ, მან შენიშნა სამსახურის ა/მანქანა - ,,მ-–----–-------“, სახ. ნომრით C--------, რომელშიც მათი გ---------–--------------ი - ზ------- ქ----–--- და თანამშრომლები - გ---–--– ა----–---–ი და ა-–---------- შ---–--–---–ი ისხდნენ. მ. მ-------–---–მა განმარტა, რომ ზ. ქ----–---მ მას შეკითხვით მიმართა, თუ რა მიზეზით იმყოფებოდნენ ის და მისი მეწყვილე აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ხნის განმავლობაში, რაზედაც მ. მ-------–---–მა პასუხად მიუგო - ,,არ ვიცი“- ო. ამის შემდეგ, ზ. ქ----–---მ ა/მანქანის („ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------) ვიდეორეგისტრატორიდან ამოიღო მეხსიერების ბარათი და იმავე ეკიპაჟით, რომლითაც იყო მოსული, დატოვა მიმდებარე ტერიტორია. მ. მ-------–---–ის განმარტებით, იგი უფროსის დავალების საფუძველზე ა. შ---–--–---–მა წაიყვანა სახლში, ხოლო მ. ჩ-----–---–ი დარჩა თავისი ნაცნობის ოჯახში.
ა. შ---–--–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, მ/წლის 7 იანვარს, ის და მისი მეწყვილე - გ. ა----–---–ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ა/მანქანით - „მ-–----–-------“, სახ. ნომრით C-------- პატრულირებდნენ ახმეტა-თ--–--ის მიმართულებაზე. დაახლოებით 22:00-23:00 საათის შუალედში, მის მეწყვილეს ტელეფონზე დაურეკა გ---------–--------------მა - ზ. ქ----–---მ, რომელმაც სთხოვა სამმართველოში მისვლა, ხოლო მისვლის შემდეგ ზ. ქ----–---სთან ერთად გაემართნენ სოფელ შ--–---ში. სოფელში შესვლისას შენიშნეს სამმართველოს ა/მანქანა „ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------ და გაჩერდნენ მის გვერდით. ა. შ---–--–---–ის განმარტებით, ზ. ქ----–--- გადავიდა ა/მანქანიდან და გაემართა მეორე ეკიპაჟის მიმართულებით, ხოლო თვითონ და გ. ა----–---–ი დარჩნენ ა/მანქანაში. ზ. ქ----–--ის დაბრუნების შემდეგ, მათ დატოვეს ტერიტორია და სოფლიდან გამოსვლამდე ზ. ქ----–---მ მას დაავალა, რომ მეორე ეკიპაჟის წევრები - მ. მ-------–---–ი და მ. ჩ-----–---–ი დაეტოვებინა სახლებში, ხოლო თავად წაეყვანა ეკიპაჟის ა/მანქანა „ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------ და დაბრუნებულიყო სამმართველოში. ა. შ---–--–---–ის განმარტებით, მ. ჩ-----–---–ი დარჩა თავისივე ნაცნობის ოჯახში, ხოლო მ. მ-------–---–ის სახლში მიყვანის შემდგომ, ავტომანქანა წაიყვანა და დაბრუნდა სამმართველოში.
აღნიშნული გარემოებები დაადასტურა ასევე გ. ა----–---–მა თავის ახსნა - განმარტებაში და ასევე მიუთითა, რომ ვერ გაარჩია იყვნენ თუ არა მისი თანამშრომლები - მ. ჩ-----–---–ი და მ. მ-------–---–ი ნასვამები, ხოლო მ. მ-------–---–ი მათ ავტომანქანასთან მისვლისას იყო ნამძინარევი.
ზ. ქ----–--ის ახსნა-განმარტების თანახმად, მ/წლის 7 იანვარს, გ. ა----–---–თან და ა. შ---–--–---–თან ერთად განახორციელა მ. მ-------–---–ის და მ. ჩ-----–---–ის ეკიპაჟის გადამოწმება, რომლებიც GPS საძიებო სისტემის მიხედვით სოფელ შ--–---ში იმყოფებოდნენ და მათი მანქანის („ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------) პარკირების დრო 3 საათს აღემატებოდა, ხელმძღვანელობა კი გაფრთხილებული არ ყოფილა. ადგილზე გადამოწმებისას, ზ. ქ----–--ის განმარტებით, მ. ჩ-----–---–ი ესაუბრებოდა უცნობ პირს, ხოლო მ. მ-------–---–ი მანქანაში იჯდა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლთან მდგომი 5-7 ავტომანქანის მიხედვით, ზ. ქ----–---ს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ოჯახში სტუმრიანობა იყო და მ. ჩ-----–---–ი და მ. მ-------–---–ი სწორედ ამ ოჯახიდან იყვნენ გამოსულები. ზ. ქ----–--ის შეკითხვაზე, თუ რატომ იყვნენ მ. ჩ-----–---–ი და მისი მეწყვილე - მ. მ-------–---–ი არაფხიზელ მდგომარეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მ. ჩ-----–---–მა იმ დღის მნიშვნელობაზე - შობის დღესასწაულზე მიუთითა, ხოლო მ. მ-------–---–მა სინანულით მოუბოდიშა. ამის შემდგომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზ. ქ----–---მ გადაწყვიტა მოეხსნა ეკიპაჟი მორიგეობიდან. მათ სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი ა/მანქანის („ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------) ვიდეო რეგისტრატორიდან, რომელიც გამორთული იყო დენის კვების წყაროდან, ამოიღო მეხსიერების ბარათი და დაბრუნდა ა/მანქანაში, რომელშიც ისხდნენ გ. ა----–---–ი და ა. შ---–--–---–ი. ზ. ქ----–---მ ა. შ---–--–---–ს დაავალა მ. ჩ-----–---–ისა და მ. მ-------–---–ის საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბინავება და ა/მანქანის სამმართველოში წაყვანა, თავად კი გ. ა----–---–თან ერთად დატოვა სოფელი შ--–---. ზ. ქ----–--ის განმარტებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას ტელეფონზე ურეკავდა მ. ჩ-----–---–ი, რომელიც არასამსახურებრივი ტონით ესაუბრებოდა. ამის შესახებ, მან იმ დღესვე სიტყვიერად აცნობა კ------------------–------------------–-------------ს - ბ---- მ-------–---–ს, რომელსაც მოგვიანებით, მ. ჩ-----–---–თან სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერიც მიაწოდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის დასკვნა №3- (ს.ფ. 16-23).
3.1.3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურმა ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებითა და შესწავლილი მასალებით დაადგინა, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–-----------------------------------–---–------მა - მ--–---- ჩ-----–---–მა და ლ---- წ------მ, სამსახურებრივი ა/მანქანით - „მ-–----–-------“, სახ. ნომრით A-------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არ მისული სოფელ ჩ--–----ანთან, 15:50 სთ-ზე ა/მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ დროულად აცნობეს ხელმღვანელობას, რომელთან შეთანხმების საფუძველზეც ა/მანქანა 16:00 სთ-ზე გააჩერეს სოფ. ჩ--–----ნის საპატრულო-პოლიციის განყოფილებასთან და დაკეტილ მდგომარეობაში გადააბარეს საპატრულო პოლიციის განყოფილების მორიგეს, ხოლო თავად დაბრუნდნენ ქ. თ--–--ში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–-------------–--ში. აღნიშნული ა/მანქანის ვიდეო რეგისტრატორიდან ამოღებული მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორმაციის შემოწმებით, მ. ჩ-----–---–ის ბრალეულობა არ დადასტურდა.
სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ 2017 წლის 7 იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–----------------------------------–---–------ი - მ--–---- ჩ-----–---–ი და მ--–---- მ-------–---–ი, ნამდვილად იმყოფებოდნენ სოფელ შ--–---ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც გამოვიდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებად სამსახურმა მიიჩნია მტკიცებულებები: კერძოდ, GPS სისტემის მეშვეობით მოძიებული ინფორმაცია, რომლითაც ნათლად ჩანდა, რომ აღნიშული ეკიპაჟის სამსახურებრივი ა/მანქანა „ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------, სოფ. შ--–---ში პატრულირებდა მ/წლის 7 იანვრის დღის უმეტეს დროს და 2 შემთხვევაში მისი პარკირების დრო 3 საათს აღემატებოდა. ამას გარდა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან გარკვევით შეინიშნებოდა მ. ჩ-----–---–ის აგდებული ტონი უშუალო ხელმძღვანელთან მიმართებაში და ზ. ქ----–--ის მისამართით ნათქვამი უცენზურო სიტყვა, რაც მ. ჩ-----–----–ის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე მეტყველებდა. აღნიშნული ფაქტების მიხედვით სამსახურმა დაასკვნა, რომ სახეზე იყო მ. ჩ-----–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა და ასევე დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი. სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ასევე გ. ა----–---–ის ახსნა-განმარტებაზე მ. მ-------–---–ის ნამძინარეობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც იმ დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (შობის დღესასწაული), დიდი ალბათობით, ასევე მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული, რაც ასევე მ. მ-------–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობასა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელზე მიუთითებდა. კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–---------------ს მიერ ეკიპაჟის მოხსნა მორიგეობიდან და ა. შ---–--–---–ისთვის დავალების მიცემა, მ. ჩ-----–---–ი და მ. მ-------–---–ი დაებინავებინა, მხოლოდ ამყარებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ეკიპაჟის ორივე წევრი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც კონკრეტულ მარშუტზე არსებულ გარემოზე კონტროლის განხორციელებას სრულიად შეუძლებელს ხდიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–--------------- სპეციალისტების - მ--–---- ჩ-----–---–ისა და მ--–---- მ-------–---–ის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან განთავისუფლება“ (განხილვის მდგომარეობით მოქმედი დისციპლინური გადაცდომა არ აქვთ).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის დასკვნა №3- (ს. ფ. 16-23)
3.1.4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურმა, 2017 წლის 1 თებერვლის 3- დასკვნაში მუთითა ასევე, რომ ა/მანქანის (,,მ-–----–-------", სახ. ნომრით A--------) ვიდეორეგისტრატორიდან ამოღებული მეხსიერების ბარათის შემოწმებისას გამოვლინდა თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების უფროს სპეციალისტებს - გ------ი ზ------–---–სა და გ------ი ნ------ეს, რომლებიც სამუშაო სამორიგეო გრაფიკის მიხედვით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ 2016 წლის 23-24 დეკემბერს, ღამის განმავლობაში გარკვეული დროის მანძილზე ეძინათ, რაც მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა. ასევე, აღნიშნული ეკიპაჟის მორიგეობის მარშუტი გადამოწმებული იქნა GPS საძიებო სისტემის მეშვეობით, რის შედეგადაც დადასტურდა ა/მანქანის („მ-–----–------”, სახ. ნომრით - A--------) ღამის საათებში ერთსა და იმავე ადგილზე 8 საათზე მეტ ხანს პარკირების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–--------------- სპეციალისტების - გ------ი ზ------–---–ისა და გ------ი ნ------ის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო, გამოყენებული უნდა ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „შენიშვნა“ (განხილვის მდგომარეობით მოქმედი დისციპლინური გადაცდომა არ აქვთ).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის დასკვნა №3- (ს.ფ. 16-23).
3.1.5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე, 53-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის უფროსის 2017 წლის 1 თებერვლის №D--------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის დასკვნა №3--ის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–-------------------–---–----- - მ--–---- ჩ-----–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 თებერვლიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანება (ს.ფ. 15).
3.1.6. 2018 წლის 7 მაისს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------–--ნ მ----–-–---–მა განმარტა, რომ მ--–---- ჩ-----–---–ი მასთან იმყოფებოდა სტუმრად 2017 წლის 7 იანვარს. მოწმემ განმარტა, რომ მითითებულ დღეს მის ოჯახში სტუმრიანობა არ ყოფილა და მ--–---- ჩ-----–---–თან პირადი საუბარი ჰქონდა. მისი ოჯახის წევრების რიცხოვნების გათვალისწინებით, ოჯახს 3 მანქანა ყავს და სახლთან ყოველთვის დგას აღნიშნული მანქანები. იმ ფაქტზე მითითებით, რომ მ--–---- ჩ-----–---–ი ოჯახის ყველა წევრს იცნობს, აღნიშნული გარემოებით მოხდა მისი შეყოვნება მასთან სახლში. მოწმის გადმოცემით, მისთვის ცნობილია მ--–---- ჩ-----–---–ის ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მკურნალობის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ------–--ნ მ----–-–---–ის განმარტება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი (ს.ფ. 124-125).
3.1.7. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მ--–---- ჩ-----–---–ი არის C ვირუსული ჰეპატიტის გადამტანი. ასევე დადგენილია, რომ იგი დარეგისტრირებულია C ჰეპატატის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 9 თებერვლის ავერსის ცნობა (ს.ფ. 25);
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 24).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--–---- ჩ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის №D---------------- დასკვნა №3- წარმოადგენს არა დამოუკიდებელ აქტს, არამედ ზემოთ მითითებული ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად ისინი ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასთან, ასევე, მოპასუხისათვის მ--–---- ჩ-----–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან, ანუ 2017 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 840 ლარის ოდენობით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად - საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. მათ შორის „ბ“ ქვეპუნქტით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--–---- ჩ-----–---–ს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–-------------------–---–-----ს თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, რომელთა შორის არის - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია, რომ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი თუ მის გარეთ.
აღნიშნული კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
ამასთან, ამავე კანონის 732-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის ქცევის ზოგად წესებს საჯარო სამსახურში. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე, 53-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის უფროსის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის №3- დასკვნის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–-------------------–---–----- - მ--–---- ჩ-----–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 1 თებერვლიდან.
ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს კი წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის უფროსის 2017 წლის 1 თებერვლის №D--------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის დასკვნა №3-.
აღნიშნული დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 7 იანვარს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–----------------------------------–---–------ი - მ--–---- ჩ-----–---–ი და მ--–---- მ-------–---–ი, ნამდვილად იმყოფებოდნენ სოფელ შ--–---ში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც გამოვიდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებად სამსახურმა მიიჩნია მტკიცებულებები: კერძოდ, GPS სისტემის მეშვეობით მოძიებული ინფორმაცია, რომლითაც ნათლად ჩანდა, რომ აღნიშული ეკიპაჟის სამსახურებრივი ა/მანქანა „ტ-------------–-----“, სახ. ნომრით C------, სოფ. შ--–---ში პატრულირებდა მ/წლის 7 იანვრის დღის უმეტეს დროს და 2 შემთხვევაში მისი პარკირების დრო 3 საათს აღემატებოდა. ამას გარდა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან გარკვევით შეინიშნებოდა მ. ჩ-----–---–ის აგდებული ტონი უშუალო ხელმძღვანელთან მიმართებაში და ზ. ქ----–--ის მისამართით ნათქვამი უცენზურო სიტყვა, რაც მ. ჩ-----–---–-ს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე მეტყველებდა. აღნიშნული ფაქტების მიხედვით სამსახურმა დაასკვნა, რომ სახეზე იყო მ. ჩ-----–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა და ასევე, დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი. სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ასევე, გ. ა----–---–ის ახსნა-განმარტებაზე მ. მ-------–---–ის ნამძინარეობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც იმ დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (შობის დღესასწაული), დიდი ალბათობით, ასევე, მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რაც ასევე მ. მ-------–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობასა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელზე მიუთითებდა. კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–---------------ს მიერ ეკიპაჟის მოხსნა მორიგეობიდან და ა. შ---–--–---–ისთვის დავალების მიცემა, რომ მ. ჩ-----–---–ი და მ. მ-------–---–ი დაებინავებინა, მხოლოდ ამყარებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ეკიპაჟის ორივე წევრი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც კონკრეტულ მარშუტზე არსებულ გარემოზე კონტროლის განხორციელებას სრულიად შეუძლებელს ხდიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–--------------- სპეციალისტების - მ--–---- ჩ-----–---–ისა და მ--–---- მ-------–---–ის მიმართ, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისათვის უნდა გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან განთავისუფლება“ (განხილვის მდგომარეობით მოქმედი დისციპლინური გადაცდომა არ აქვთ).
6.5. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია, რომ მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც სახეზეა პირის სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით.
სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, ანუ - იმ წესების ერთობლიობას, რაც განსაზღვრავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლითაც სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ.
მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების გამოცემის საფუძველში - დასკვნაში, ყურადღება გამახვილებული იქნა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 7 იანვარს მოსარჩელე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის და მიუთითებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ მკურნალობს და მისთვის ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები (ს.ფ. 24-25), რომლითაც დგინდება, რომ მ--–---- ჩ-----–---–ი არის C ვირუსული ჰეპატიტის გადამტანი.
მოსარჩელის არაფხიზელი მდგომარეობის განსაზღვრისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მ. ჩ-----–---–ისა და ზ. ქ----–--ის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სადაც შეინიშნებოდა მ. ჩ-----–---–ის აგდებული ტონი და უცენზურო სიტყვა უშუალო ხელმძღვანელთან მიმართებაში. ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–------------------------------–---------------ს მიერ ეკიპაჟის - მ. ჩ-----–---–ისა და მ. მ-------–---–ის მოხსნა მორიგეობიდან და ა. შ---–--–---–ისთვის დავალების მიცემა, რომ ისინი დაებინავებინა, მიუთითებდა აღნიშნული პირების არაფხიზელ მდგომარეობაზე.
სასამართლო, დასკვნაში ასახულ ზ------- ქ----–--ის ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ დღეს შემთხვევის ადგილას 5-7 ავტომანქანა იდგა და სახლიდან გამოსულ პირთა რიცხოვნებამ, მას სტუმრიანობის შთაბეჭდილება შეუქმნა, მიუთითებს საქმის განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხულ დ------–--ნ მ----–-–---–ის განმარტებაზე, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ მისი ოჯახის წევრების რიცხოვნების გათვალისწინებით, ოჯახს 3 მანქანა ყავს და სახლთან ყოველთვის დგას აღნიშნული მანქანები. მოწმემ განმარტა, რომ მითითებულ დღეს მის ოჯახში სტუმრიანობა არ ყოფილა და მ--–---- ჩ-----–---–თან პირადი საუბარი ჰქონდა. ხოლო იმ ფაქტზე მითითებით, რომ მ--–---- ჩ-----–---–ი ოჯახის ყველა წევრს იცნობს, აღნიშნული გარემოებით მოხდა მისი შეყოვნება მასთან სახლში. მისი განმარტებით, მისთვის ცნობილია მ--–---- ჩ-----–---–ის ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მკურნალობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოიკვლია. კერძოდ, მოპასუხე მხარის მიერ არ მოხდა იმ პირების გამოკითხვა, რომლის ოჯახშიც იმყოფებოდა აღნიშნულ დღეს მოსარჩელე მხარე და საერთოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის და მისი მეწყვილის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი არ ყოფილა სათანადოდ და შესაბამისად უტყუარად დადგენილი, ხოლო სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა არ შეიძლება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გახდეს.
6.6. სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მ--–---- ჩ-----–---–ის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით, მაგრამ მითითებული უფლებამოსილება არ შეიძლება იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ ზომად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება.
სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გამოირიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის კუთხით და ასევე მიღებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის დასაბუთება, სადაც არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის სავალდებულობას.
შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის მიმართ სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, ანუ იმ საკითხს, მ--–---- ჩ-----–---–ის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს, საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კ-------------------–--------------–----------------–---------------–--------------–----------------------------------–---–------ის - გ------ი ზ------–---–ისა და გ------ი ნ------ის მიმართ, რომელთაც მოსარჩელის მსგავსად მოქმედი დისციპლინური გადაცდომა არ ჰქონდათ, სახდელის სახით გამოეცხადათ „შენიშვნა“, ხოლო შენიშვნის გამოცხადების საფუძველს წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება, კერძოდ ის რომ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დღეს, 2016 წლის 23-24 დეკემბერს, ღამის განმავლობაში, გარკვეული დროის მანძილზე ეძინათ, რის გამოც დაფიქსირდა მათი ეკიპაჟის ერთსა და იმავე ადგილზე 8 საათზე მეტ ხანს პარკირების ფაქტი. ხოლო მოსარჩელესთან მიმართებით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 7 იანვარს 2 შემთხვევაში მისი ეკიპაჟის პარკირების დრო 3 საათს აღემატებოდა.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, საკითხის ხელახლა შესწავლისას უნდა გამოარკვიოს მოსარჩელისა და მისი მეწყვილის სიმთვრალე-სიფხიზლის საკითხი და ამის შემდეგ, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად გამოიყენოს შესაბამისი დისციპლინური სახდელი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანება, მ--–---- ჩ-----–---–ის განთავისუფლების შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ბრძანება და მოპასუხე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.8. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის, ასევე, მოპასუხისათვის მ--–---- ჩ-----–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება, გათავისუფლების დღიდან, ანუ 2017 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად 840 ლარის ოდენობით.
იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სადაო აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და არ მომხდარა მ--–---- ჩ-----–---–ის სამსახურში აღდგენა, სასამართლო ვერ იმსჯელებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–---- ჩ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის D---------------- დასკვნა №3, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გ-----------–--------------------–---------------------------------ის 2017 წლის 1 თებერვლის №D---------------- ბრძანება და მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი