გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
020210117002166502
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 02021-1-7--------- (2------17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.03.2019 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს "ალ---ი",დირექტორი/წარმომადგენელი ნუგ------------ა, მე-------------ა,მოპასუხე შპს "მა---------ი"

დირექტორი/წარმომადგენელი პაა--------------–---–ი, ქე--------------

დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,მა---------ს" შპს ,,ალ---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 921-5 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხეს არა აქვს გადახდილი მის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულება მის მიერ არიარებულია წერილობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მისი მტკიცებით სარჩელი უსაფუძვლოა და ამავე დროს ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელემ მოპასუხეს 201- წლის 24 ოქტომბრიდან 214 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით მიაწოდა 921-5 ლარის ღირებულების ოჯალეშის ჯიშის ყურძენი.

 

24.1-.201- წ -5430 კგ- ღირებულებით 162-- ლარი.

 

30.1-.2012 წ - 3950 კგ - ღირებულებით 1-850 ლარი.

 

12.1-.201- წ. - 1-525 კგ - ღირებულებით 34575 ლარი.

 

08.1-.20-- წ. - 9800 კგ - ღირებულებით 29400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-სასაქონლო ზედნადები #1-

-სასაქონლო ზედნადები #0--------0

-სასაქონლო ზედნადები#00-------9

-სასაქონლო ზედნადები #01-------6

 

3.2. 20-- წლის 29 ნოემბერს მოპასუხემ წერილობით აღიარა არსებული დავალიანება და და გადახდის ვალდებულება. შესაბამის წერილში მიუთითა, რომ დავალიანება უახლოეს ხანში იქნება დაფარული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმის ჩვენება, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 1-0-ე, 1-7-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

 

დასახელებული კოდექსის 1-0-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-7-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საქმეში წარმოდგენილია 29.1-.20-- წ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი სადაც მოპასუხე აღიარებს დავალიანებას. მოპასუხემ იშუამდგომლა აღნიშნული დოკუმენტის ამორიცხვა მტკიცებულებათა სიიდან, თუმცა სასამართლომ არ იზიარებს მხარის მსჯელობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე და 1-6-ე მუხლის დანაწესებით წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები,საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტის ფოტოასლი, დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ და მას უნდა მიენიჭოს მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

 

აღნიშნული დასკვნებით სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღიარებული ვალის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასასრგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გაღებული საპროცესო ხარჯი 250 ლარი და ხოლო სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ 251-, 45 ლარი, რაც წარმოადგენს სხვაობას დავის საგნის ღირებულების 3 %-სა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილ თანხას შორის.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1-.1-.2017 წ განჩინებით ყადაღა დაედო შპს ,,მა---------ის" (ს.კ. 4--------) საბანკო ანგარიშებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში სარჩელის ფასის 921-5 ლარის ფარგლებში.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20.12.2017 წ განჩინებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის 921-5 ლარის შეტანის (სს ,,ვი---------კი, საგადახდო დავალება 2741, თარიღი 15.12.2017, გადამხდელი შპს მა---------ი, ს/ნ 4--------, მიმღები სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, მიმღების ანგარიში GE-------------------6, სს თი---------ი, ბანკის კოდი T------2, დანიშნულება შპს ალ---ის სარჩელის უზრუნველსაყოფად, საქმის #2------17) სანაცვლოდ გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს1-.1-.2017 წ განჩინებით /საქმე № 02021-1-7--------- (2------17)/ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,მა---------ის" (ს.კ. 4--------) საბანკო ანგარიშებს.

 

შპს ,,მა---------ს" აეკრაძალს მის მიერ სსიპ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე GE-------------------6 შეტანილი თანხის 921-5 ლარის განკარგვა ამ საქმეზე დავის დასრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -243-ე, 244-ე, 248-ე,249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2.შპს ,,მა---------ს" შპს ,,ალ---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 921-5 ლარის გადახდა.

3. შპს ,,მა---------ს" შპს ,,ალ---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა

3. შპს ,,მა---------ს" სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 251-, 45 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა