გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8842-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ტ------- ტ-----------ი (პ/ნ 0----------);
წარმომადგენელი: ვ----–---- ტ-----------ი, ნ-----–---------–---–-;
მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: თ---------------------ე;
მოპასუხე: საქართველოს მთავარი პროკურატურა;
წარმომადგენელი: ნ--------------–---;
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
თარჯიმანი: მ----------–-----;
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ტ------- ტ-----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით. (იხ. ს.ფ. 1-23; ტ. I).
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა წარმოდგენილ შესაგებლსა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო, განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2.3. მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (სხდომის დღე და საათი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).
3. ფაქტობრივი გარემოები:
3.1. 2007 წლის 11 მაისს ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N0------- საქმეზე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად - ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2007 წლის 4 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით. 2007 წლის 15 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმეზე კვლავ დაზუსტდა, კვალიფიკაცია და დაკვალიფიცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
3.2. ქალაქ თბილისის პროკურატურის 2007 წლის 28 დეკემბერის დადგენილების (წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ) თანახმად, შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N.. საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოქ. ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, პ------–--–--ის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
3.3. ქ. თბილისის პროკურატურის 2008 წლის 02 ივნისის დადგენილების (წინასწარი გამოძიების შეწყვეტის დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ) თანახმად, 1) გაუქმდა 2007 წლის 28 დეკემბერის დადგენილებ სისხლის სამართლის N.. საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 28.1.,,ა" მუხლით, პ------–--–--ის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. 2) შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N... საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოქ. ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 276.3. მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 28.1.,,ვ" ქვეპუნქტით, ვინაიდან გამოცემულია ამნისტიის აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის ბარათები (იხ. ს. ფ. 26; 34; ტ-I);
- 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება (იხ. ს.ფ. 30-31; ტ-I );
- 2008 წლის 2 ივნისის დადგენილება (იხ.ს.ფ. 70-72; ტ-I);
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 04 ნოემბრის დადგენილებით, უარი ეთქვა ტ------- ტ-----------ის ადვოკატს ნ--------------–---–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის (საქმე N--------) დადგენილებით, 1) დაზარალებულ ტ------- ტ-----------ის და მისი დამცველის საჩივარი დაკმაყოფილდა. 2) გაუქმდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილის ნ-------–---- 2008 წლის 2 ივნისის დადგენილება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 04 ნოემბრის დადგენილება, პროკურორის ზემოაღნიშნული დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ; 3) N... სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილება (იხ. ს .ფ. 41-47; ტ-II);
3.6. ქ. თბილისის პროკურატურის 2009 წლის 27 მაისის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე N... საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე“ ქვეპუნქტის მიხედვით „ამნისტიის შესახებ“ საქართელოს კანონის საფუძველზე.
3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2009 წლის 06 ივლისის დადგენილებით (საქმე N---------) მოქალაქე ტ------- ტ-----------ის საჩივარი სისხლის სამართლის N საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის ბ-------–---- 2009 წლის 27 მაისის დადგენილებისგაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
3.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2009 წლის 23 ივლისის (საქმე N--------) დადგენილებით, ტ------- ტ-----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 06 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ტ. ტ-----------ის საჩივარი, ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბ-------–---- 2009 წლის 27 მაისის დადგენილების გაუქმების თაობაზე და ძალაში დარჩა აღნიშნული დადგენილება სისხლის სამართლის N0------- საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 27 მაისის დადგენილება (იხ.ს.ფ. 192; ტ- II);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009
წლის 06 ივლისის დადგენილება (იხ. ს.ფ. 61-62; ტ- II);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2009 წლის 23 ივლისის
დადგენილება (იხ. ს.ფ. 65-69; ტ- II).
3.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 07 ივლისის (საქმე N-------) გადაწყვეტილებით, ტ------- ტ-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ტ------- ტ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პ------–--–--ეს ტ------- ტ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. სარჩელი მორალური ზიანის სახით 480 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის (საქმე N----------) განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აპრილის (საქმე N--------------) განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.07. 2010
წლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 100-110; ტ- II);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.11.2010 წლის
განჩინება (იხ. ს.ფ. 123-129; ტ- II);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.2011 წლის
განჩინება (იხ.ს.ფ. 141-151; ტ- II).
3.10. ქალაქ თბილისის პრკურატურის N----------- 2013 წლის 06 ივნისის წერილით, მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად წერილობით ეცნობა, რომ 2007 წლის 01 მაისს შსს ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N... საქმეზე. 2009 წლის 27 მაისს, 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის N... საქმეზე შეწყდა გამოძიება. აღნიშნული დადგენილება თბილისის საქალაქო სასასმართლოს 2009 წლის 06 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართოს 2009 წლის 23 ივლისის დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული.
3.11. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 15 თებერვლის N-------- წერილით მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მისი სხეულის დაზიანების ფაქტზე ქ. თბილისის პროკურატურის 2009 წლის 27 მაისის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმებას, წერილობით ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია 2007 წლის 29 ნოემბრის და 2008 წლის 21 ნოემბრის ამნისტიების საფუძველზე. შეწყვეტის დადგენილება ძალაშია, როგორც დატოვებული თბილისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოების მიერ. იმ დღის მდგომარეობით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ასეთი ბაზის შექმნის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
3.12. ქალაქ თბილისის პრკურატურის 2013 წლის 12 ივნისის N----------- წერილით, მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად წერილობით ეცნობა, რომ სისხლის სამართლის N... საქმეზე გამოძიება შეწყდა 2009 წლის 27 მაისს, საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე (2010 წლის 01 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტის დადგენილება მის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენი;ლება კანონიერად იქნა ცნობილი. ამდენად, N... სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს გამოძიების განახლების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი.
3.13. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 11 ივლისის N-------- წერილით მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მისი სხეულის დაზიანების ფაქტზე ქ. თბილისის პროკურატურის 2009 წლის 27 მაისის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმებას, წერილობით ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია 2007 წლის 29 ნოემბრის და 2008 წლის 21 ნოემბრის ამნისტიების საფუძველზე. შეწყვეტის დადგენილება ძალაშია, როგორც დატოვებული თბილისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოების მიერ. იმ დღის მდგომარეობით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ასეთი ბაზის შექმნის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
3.14. ქალაქ თბილისის პრკურატურის N----------- 2017 წლის 27 მარტის წერილით, მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად წერილობით ეცნობა, რომ 2007 წლის 01 მაისს შსს ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის N... საქმეზე დაიწყო გამოძიება, ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა გამოძიებით დაუდგენელი ავტომობილის მძღოლის ბრალეული ქმედებით. 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე 2009 წლის 27 მაისს N... სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. აღნიშნული დადგენილება თბილისის საქალაქო სასასმართლოს 2009 წლის 06 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის სესახებ არაერთხელ ეცნობა წერილობით.
3.15. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 22 მაისის N-------- წერილით მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ 2007 წლის 01 მაისს შსს ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის N... საქმეზე დაიწყო გამოძიება, ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა გამოძიებით დაუდგენელი ავტომობილის მძღოლის ბრალეული ქმედებით. 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე 2009 წლის 27 მაისს N... სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. აღნიშნული დადგენილება თბილისის საქალაქო სასასმართლოს 2009 წლის 06 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართოს 2009 წლის 23 ივლისის დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული. ყოველივე ზემოხსენებულის შესახებ არაეთზის ეცნობა წერილობით.
3.16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14/08/2017 წლის N M---------------- წერლით, მოქ. ტ------- ტ-----------ს, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში შესული მისი განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ მისი ანალოგიური შინაარსის განცხადება N... წერილით, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას, რის შესახებაც ეცნობა. განემარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, ახორციელებს პროკურატურა, შესაბამისად, გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეეძლო მიემართა პროკურატურისათვის.
3.17. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 03 აგვისტოს N-------- წერილით მოქ. ტ------- ტ-----------ს მისივე განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე 2009 წლის 27 მაისს N... სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. აღნიშნული დადგენილება თბილისის საქალაქო სასასმართლოს 2009 წლის 06 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართოს 2009 წლის 23 ივლისის დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული. ყოველივე ზემოხსენებულის შესახებ არაეთზის ეცნობა წერილობით.
3.18. ქალაქ თბილისის პრკურატურის N----------- 2017 წლის 01 ნოემბრის წერილით, მოქ. ტ------- ტ-----------ს, მისივე განცხადების პასუხად წერილობით ეცნობა, რომ 2007 წლის 01 მაისს შსს ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის N... საქმეზე დაიწყო გამოძიება, ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა გამოძიებით დაუდგენელი ავტომობილის მძღოლის ბრალეული ქმედებით. 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე 2009 წლის 27 მაისს N... სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასასმართლოს 2009 წლის 06 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის დადგენილებით. 2007 წლის 29 მაისის N3012/31 საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით, ეცნობა, რომ ექსპერტიზა ჩატარებული იქნა მისი ავადმყოფის სამედიცინო ბარათის N... საფუძველზე და აღნიშნულ დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 06 ივნისის N----------- წერილი. (იხ.ს.ფ. 57; ტ-I);
- 2013 წლის 15 თებერვლის N-------- წერილი. (იხ.ს.ფ. 47; ტ-I);
- 2013 წლის 12 ივნისის N----------- წერილი. (იხ.ს.ფ. 45; ტ-I);
- 2013 წლის 11 ივლისის N-------- წერილი. ( იხ.ს.ფ. 48; ტ-I);
- 2017 წლის 27 მარტის N----------- წერილი. ( იხ.ს.ფ. 56; ტ-I);
- 2017 წლის 22 მაისის N-------- წერილი. ( იხ.ს.ფ. 57-58; ტ-I);
- 14/08/2017 წლის N M----------------- წერლი. (იხ.ს.ფ. 61; ტ-I);
- 2017 წლის 03 აგვისტოს N-------- წერილი. (იხ.ს.ფ. 60; ტ-I);
- N----------- 2017 წლის 01 ნოემბრის წერილი. (იხ.ს.ფ. 311; ტ-II).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ტ------- ტ-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების განმარტებაზე, მითითებულ კონსტიტუციური ნორმის განმარტებებზე, სახელდობრ:
,,ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს. "
(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის."
(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015(2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), კერძოდ:
,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლით (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს.
ამ კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ კოდექსის 998.1. მუხლით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
ამ კოდექსის 999.1. მუხლით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
ამ კოდექსის 1005.1. მუხლით (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
6.6. ამრიგად, ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედება ან/და უმოქმედობა) გამოწვეული ზიანი. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო პირობას და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის ქმედების (მოქმედება ან/და უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელს პასუხისმგებლობა ეკისრება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თუ სახეზეა ამ ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი; ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) არამართლზომიერება; ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას
6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების ( საქმეზე №ბს-494-488(2კ-12) განმარტებაზე, სახელდობრ:
,,სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, რაც შეიძლება გამოიხატოს უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე კანონის ფარგლებში განხორციელებული ქმედებებიც წარმოადგენდეს ზიანის წარმომშობ ქმედებებს. ამასთან, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სავალდებულო არ არის ზიანის მიმყენებლის ბრალის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენა, რადგან შესაძლოა ზიანის წარმომშობი ქმედება არ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. უფრო მეტიც, პირს, შესაძლოა, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინაც კი დაეკისროს, როდესაც ამ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. ამასთან, ბრალის სამოქალაქო და სისხლის-სამართლებრივი გაგება არაიდენტურია."
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე ნორმის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, კერძოდ: არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
6.9. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა."
ამავე საქმეზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ: ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს."
6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, იმ საფუძვლით, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელე ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება წარიმართა არაობიქტიურად .
6.11. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2007 წლის 11 მაისს ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N ... საქმეზე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად - ტ------- ტ-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის (საქმე N--------) დადგენილებით, დაზარალებულ ტ------- ტ-----------ის და მისი დამცველის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილის ნ-------–---- 2008 წლის 2 ივნისის დადგენილება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის 2008 წლის 04 ნოემბრის დადგენილება, პროკურორის ზემოაღნიშნული დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ. N... სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას.
- ქ. თბილისის პროკურატურის 2009 წლის 27 მაისის დადგენილებით, შეწყდა სისხლის სამართლის საქმე N... საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე“ ქვეპუნქტის მიხედვით „ამნისტიის შესახებ“ საქართელოს კანონის საფუძველზე.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 06 ივლისის დადგენილებით, მოქალაქე ტ------- ტ-----------ის საჩივარი სისხლის სამართლის N... საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის ბ-------–---- 2009 წლის 27 მაისის დადგენილების შესახებ, არ დაკმაყოფილდ, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის (საქმე N--------) დადგენილებით
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 07 ივლისის (საქმე N-------) გადაწყვეტილებით, ტ------- ტ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პ------–--–--ეს ტ------- ტ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. სარჩელი მორალური ზიანის სახით 480 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც უცლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის (საქმე N----------) განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის (საქმე N--------------) განჩინებით.
- მოსარჩელე ტ------- ტ-----------მა არაერთგზის, 2011, 2012, 2013 წელს და 2017 წელს მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს ქ. თბილისის პროკურატურის 2009 წლის 27 მაისის დადგენილების გაუქმებისა და გამოძიების განახლების მოთხოვნით, რაზედაც წერილობით გაეგზავნა პასუხები, მათ შორის 2013 წლის 15 თებერვლის N-------- წერილით, 2013 წლის 06 ივნისის N----------- . 2013 წლის 12 ივნისის N-----------, 2013 წლის 11 ივლისის N--------, 2017 წლის 27 მარტის N----------- , 2017 წლის 22 მაისის N--------, 14/08/2017 წლის N M-----------------, 2017 წლის აგვისტოს N--------, N----------- 2017 წლის 01 ნოემბრის წერილებით, კერძოდ, განემარტა: გამოძიებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა გამოძიებით დაუდგენელი ავტომობილის მძღოლის ბრალეული ქმედებით. 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს სსკ-ის 28.1.,,ვ" მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის 2009 წლის 27 მაისს N... სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, რაც უცვლელად იქნქ დატოვებული თბილისის საქალაქო სასასმართლოს 2009 წლის 06 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის დადგენილებებით.
6.12. სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ქმედებით (მოქმედება/უმოქმედობა), არამართლზომიერად მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს, ასევე უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს ( ზიანი) შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ, ადმინისტრაციული ორგანოსათვის (თანამდებობის პირის) ზიანის (მატერიალური და მორალური) ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთან, თავისთავად ზიანის არსებობის ფაქტი არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს შორის (მატერიალური და მორალური), რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
6.13. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე ტ------- ტ-----------ის სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მორალური ზიანის სოლიდარულად, ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,მ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ტ------- ტ-----------ი განთავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24-ე; 261.3. 331.; მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ტ------- ტ----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი