გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2019
საქმის ნომერი
330310118002563927
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე № 3/4717-18

გადაწყვტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები - მამუკა გიორგანაშვილი,ნუცა კაპანაძე, გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - ა(ა)იპ მ–-------–-----------ა

წარმომადგენლები - ნ----------------ე, ი-------------ე

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - ზ--------------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წარმომადგენლები - გ---------–-----ა, დ-------------ა

მესამე პირი - შპს „ე--------------ი“

წარმომადგენელი - ს--–---------------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №2-1-- „შპს ე--------------ი“-ს მიერ დ--–-----------–----–------–-, ქ-------------–---------------იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „მ–-------–-----------ა“-ს ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-1-- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს „ე--------------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. შპს „ე--------------მა“ 2017 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (ასლი ასევე გაეგზავნათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს). განცხადებით სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის 4-----------ს, დ--–-----------–----–-------- გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: დ--–-----------------–---------- გაიმართებოდა შპს „ე--------------ის“ მიერ განსახორციელებელი ქ-------------–------- შემაერთებელი 5----- ეგხ-ს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა. ინფორმაცია საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ „-----------–-------------–---------- წლის 11 ოქტომბრის №--- ნომერში. განცხადებით სამინისტროს წარედგინა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ე--------------ი“-ს 13.10.2017 წლის წერილი (ტ. 2, ს.ფ. 223);

- თანდართული დოკუმენტაცია (ტ. 2, ს.ფ. 21-219);

 

4.2. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე--------------ის“ მიერ წარმოდგენილი 5----- ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და GIS Shape ფაილები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე.

 

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე--------------ის“ მიერ წარმოდგენილი 5----- ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე.

 

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილით სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე--------------ის“ მიერ წარმოდგენილი 5----- ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და GIS კოორდინატები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის 2018 წლის 2 მარტის №8-- წერილით, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეცნობა, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტში შპს „ე--------------ის“ მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოდგენილი იყო 5-----. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელსაც თან ახლდა საპროექტო ტერიტორიის GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა) კოორდინატები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორია ან მისი ნაწილი განთავსებული იყო ტყის ფონდში, 2018 წლის 5 მარტამდე ეცნობებინათ პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული ტყის ფონდის ტერიტორიის ფართობი და მიეწოდებინათ ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებული როგორც წითელი ნუსხის, ისე სხვა სახეობებთან დაკავშირები, რა სახის შემარბილებელი/საკომპენსაციო ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული.

 

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №06/---- წერილით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტს ეცნობა მათივე 2018 წლის 2 მარტის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 225);

- საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილი (ტ.2, ს.ფ. 229);

- საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილი (ტ.2, ს.ფ. 234);

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის 2018 წლის 2 მარტის №8-- წერილი (ტ.2, ს.ფ. 235);

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №06/---- წერილი (ტ.2, ს.ფ. 236);

 

4.3. 2017 წლის 4-----------ს, 14 საათზე, ქ. დ--–-----------–----–-------- გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა 5------იანი ელექტროგადამცემი ხაზის ქ--------------–-----ას მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა.

 

აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №9--- წერილით შპს „ე--------------ს“ ეთხოვა მოცემული შენიშვნების გათვალისწინება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე.

 

შპს „ე--------------ის“ მიერ გათვალისწინებული შენიშვნების შემდეგ შედგა 5------იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 5------იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის სხდომის ოქმი (ტ. 3, ს.ფ. 240-249);

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №9--- წერილი (ტ.2 ს.ფ. 220-222);

- ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (ტ. 3, ს.ფ. 1-247);

 

4.4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის შპს „ე--------------ის“ მიერ დ--–-----------–----–------–-, ქ-------------–---------------იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ №2-1-- ბრძანებით დამტკიცდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება №--- 09.03.2018წ და მიენიჭა საქმინობის განხორციელების უფლება შპს „ე--------------ის“ ქ-------------–---------------იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის შპს „ე--------------ის“ მიერ დ--–-----------–----–------–-, ქ-------------–---------------იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ №2-1-- ბრძანება (ტ.2 ს.ფ. 244-247);

 

4.5. ა(ა)იპ მ–-------–-----------ამ 2018 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობას წარუდგინა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 13 მარტის №2-1-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. 1, ს.ფ. 30-38).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს კანონის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი; გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ ქცეული საქართველოს მთავრობის უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-1-- ბრძანება არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.

 

7.2. საქართველოს კანონის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ??????????? ?????? ??????????????? ???????? VI ????? ????????? ????? , გარდა ?? ??????? 26 ?2 ?? 26?3 ???????? გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს ??????????? ?????? ??????????????? ???????? 78-? ?????? გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თანახმად: 1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. 3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა; ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – გზშ) არის დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე;

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა (ხოლო ამ კანონის მე4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე). 2. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება. 3. დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას; ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის, ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიების) გაცნობა; გ) საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს. 4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიები; ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები; გ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 50 და არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა. 5. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 6. გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

 

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების მე-31 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მოაწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად წარდგენამდე (ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე).

 

ამავე დებულების 32 მუხლის თანახმად: 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საჯარო განხილვიდან 5 დღეში უზრუნველყოს საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში). 2. საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებსა და შენიშვნებს და უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი არგუმენტები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისას. 3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა და ავტორისათვის (ან ავტორებისათვის) მათი დაგზავნა (საზოგადოების შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან ერთად. 4. საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შესახებ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა იწყება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის დღიდან.

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

 

დადგენილია, რომ შპს შპს „ე--------------მა“ 2017 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (ასლი ასევე გაეგზავნათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს). განცხადებით სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის 4-----------ს, დ--–-----------–----–-------- გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: დ--–-----------------–--------- გაიმართებოდა შპს „ე--------------ის“ მიერ განსახორციელებელი ქ-------------–------- შემაერთებელი 5----- ეგხ-ს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა. ინფორმაცია საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ „-----------–-------------–---------- წლის 11 ოქტომბრის №--- ნომერში. განცხადებით სამინისტროს წარედგინა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე--------------ის“ მიერ წარმოდგენილი 5----- ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და GIS Shape ფაილები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე--------------ის“ მიერ წარმოდგენილი 5----- ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–-------“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8--- წერილით სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე--------------ი“-ს მიერ წარმოდგენილი 5----- ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–--------ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და GIS კოორდინატები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე. 2017 წლის 4-----------ს, 14 საათზე, ქ. დ--–-----------–----–-------- გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა 5------იანი ელექტროგადამცემი ხაზის ქ-------------–------- მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №9--- წერილით შპს „ე--------------ს“ ეთხოვა მოცემული შენიშვნების გათვალისწინება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე. შპს „ე--------------ის“ მიერ გათვალისწინებული შენიშვნების შემდეგ შედგა 5------იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ქ-------------–--------ს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის შპს „ე--------------ის“ მიერ დ--–-----------–----–------–-, ქ-------------–---------------იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ №2-1-- ბრძანებით დამტკიცდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება №--- 09.03.2018წ და მიენიჭა საქმინობის განხორციელების უფლება შპს „ე--------------ი“-ს ქ-------------–---------------იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

 

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდექსის VI თავი ადგენს ადმინისტრაციული წარმოების წესსა და პროცედურებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურას, ხოლო მე-7 მუხლში მოცემულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების გაფორმების წესი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გასაცემად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საჯარო განხილვის მოწყობა, მასში ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, შენიშვნების წარდგენა და მათი გათვალისწინებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება ერთიანი პროცედურის ნაწილია, რაც გარემოზე ზემოქმედების მქონე საქმიანობისათვის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფისათვის უნდა განხორციელდეს. სწორედ ამგვარი პროცედურის დაცვით წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შედეგი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს სანებართვო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის შემოღებით, კანონმდებლის მიზანი იყო გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცია საქმიანობის განხორციელების განაცხადის მქონე პირთა ის ქმედებები, რომელთაც ახალი კანონის ამოქმედებამდე განახორციელეს კანონითა და ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აუცილებელი მოქმედებები (მათ შორის გზშ-ს საჯარო განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად. სხვაგვარად კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე მომზადებული დოკუმენტის მფლობელ პირზე (საქმიანობის განმახორციელებელი) ახალად ამოქმედებული კანონის გავრცელება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინების გარეშე, იწვევს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირის მდგომარეობის გაუარესებას. სწორედ ამგვარ გარემოებათა თავიდან ასაცილებლად, კანონმდებელმა გარდამავალი დებულებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია ადმინისტრაციული წარმოების ყველა ის ეტაპი, რაც დაინტერესებული პირის მიერ საქმიანობისათვის ნებართვის (გადაწყვეტილების) მისაღებად საჭირო პროცედურების სახით განხორციელდა. ამასთან, კანონი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს იმ საქმიანობის განმახორციელებელთა მიმართ, რომელთაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უკვე მიღებული აქვთ და აღნიშნული ნებართვები ძალაშია 2021 წლის პირველ იანვრამდე. ამდენად, გარდამავალ პერიოდში კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებამდე შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებას, რაც ეტაპობრივად 2021 წლის 1 იანვრამდე თავისთავად მოექცევა ამჟამად ამოქმედებულ სამართლებრივ ჩარჩოებში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №2-1-- ბრძანება მართებულად დაეფუძნა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესს და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7.3. საქართველოს კანონის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 'ი' ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ა(ა)იპ მ–-------–-----------ამ 2018 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობას წარუდგინა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 13 მარტის №2-1-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ა(ა)იპ მ–-------–-----------ას ადმინისტრაციულ საჩივარზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცა. სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №2-1-- ბრძანება მიჩნეულ იქნა კანონშესაბამისად, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლი გამოიყენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №2-1-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ასევე საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს მთავრობის უარის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

7.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ მ–-------–-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე