განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330100117001814568
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/75----

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა--------------–-–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებულები - მე-–----------–---–---–ი (დაბადებული - 1----–-–---------------------------–----------–----------------–--------------------------, მცხოვრები: ქ. თბ--–--------–------------------ში),რუ----------------ე (დაბადებული - 1----–-–--------------------------------–----------–----------------–------------------------------------------–-------------------–----------------------ში),ადვოკატები - მა-----------–---–ი, მა--------–----ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (მე-–----------–---–---–ის მიმართ); 2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (რუ----------------ის მიმართ).

 

დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მე-–----------–---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მე-–----------–---–---–მა 2017 წლის 29 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში, დედამთილს - რუ----------------ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - კერძოდ, თავში ჩაარტყა ბოთლი, რა დროსაც რუ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რუ----------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 29 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში, რუ----------------ემ რძალს - მე-–----------–---–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, არასრულწლოვანი შვილის - ან----------ის თანდასწრებით, რა დროსაც მე-–----------–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მე-–----------–---–---–მა 2017 წლის 29 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში, დედამთილს - რუ----------------ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - კერძოდ, თავში ჩაარტყა ბოთლი, რა დროსაც რუ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 29 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში, რუ----------------ის მიერ რძლის - მე-–----------–---–---–ისათვის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში ორჯერ ხელის დარტყმის ფაქტი, არასრულწლოვანი შვილის - ან----------ის თანდასწრებით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-–----------–---–---–ისა და რუ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - მე-–----------–---–---–ის, რუ----------------ის, ან----------ის, თე--–--–-–---–ისა და ბე--------–--–-–---–ის ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება. საქმეში არსებული, ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდების დადგენილებებში მითითებული ფაქტების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.4. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.5. თე--–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 29 იანვარს, მე-–----------–---–---–ი შვილთან - ან----------ესთან ერთად ესტუმრა. წასვლისას ეზოში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მე-–----------–---–---–ი და რუ----------------ე. თავიდან ერთმანეთს მშვიდად ესაუბრებოდნენ, თუმცა მოულოდნელად მ--–----მ რუ----------------ეს შეაფურთხა და წყლიანი ბოთლი ორჯერ ჩაარტყა, ამ დროს რუ----------------ემ ხელი აუქნია მ--–----ს, რომელსაც აქნეული ხელი თვალთან მოხვდა და ოდნავ გაეკაწრა. გარდა ბოთლის ჩარტყმისა მე-–----------–---–---–მა რუ----------------ე რკინის ჭიშკარს მიანარცხა. მოწმის განმარტებით, მე-–----------–---–---–ი რუ----------------ის გამოწვევას ცდილობდა და ეძახდა: ,,მიდი, მიდი დამარტყიო’’, თუმცა რუ----------------ეს მისთვის არც ხელი და არც ჯოხი არ დაურტყამს, აქნეული ხელიც იმიტომ მოხვდა, რომ ცდილობდა მ--–----სგან ბოთლის დარტყმები აეცილებინა. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო თავისი 11 წლის შვილი და მე-–----------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილი ან----------ე. მოწმის განმარტებით, მას რუ----------------ისთვის არ დაურეკავს და ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. სცადა გაეშველებინა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ერთადერთი რაც შეძლო იყო ის, რომ მ--–---- გაიყვანა გარეთ.

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე თე--–--–-–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, მოწმე დეტალურად აღწერს 2017 წლის 29 იანვარს, ქ. თბილისში, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში განვითარებულ მოვლენებს და იმ გარემოებებს, რაც მის ეზოში მოხდა (მათ შორის კონფლიქტის დაწყებას, დარტყმების რაოდენობასა და მიდამოებს). მოწმე თე--–--–-–---–ის ჩვენება შესაბამისობაშია რუ----------------ის ჩვენებასთან, ასევე არ გამოკვეთილა მისი მიკერძოება ან იმგვარი დაინტერესება, რაც მისი ჩვენების უტყუარობას სავარაუდოს გახდიდა. ამდენად, თე--–--–-–---–ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულ მე-–----------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილი ან----------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რუ----------------ე არის მისი დების ბებია, ხოლო მასთან ნათესაური კავშირი არ აქვს. დედამისს და რუ----------------ეს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. 2017 წლის 29 იანვარს ის და მე-–----------–---–---–ი დის წამოსაყვანად მივიდნენ, თუმცა არ გამოატანეს. შემდეგ სტუმრად თე--–--–-–---–თან შევიდნენ. სახლის დატოვებისას რუ----------------ე შეხვდათ, რომელმაც დედამისს ჩხუბი დაუწყო, შემდეგ კი, რუ----------------ემ მე-–----------–---–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში. დედამისს საპასუხოდ ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ სიტყვიერად ეუბნებოდა ,,რაღაცეებს’’. მოწმის განმარტებით რუ----------------ემ ასევე ხელჯოხიც დაარტყა მე-–----------–---–---–ს, თუმცა სად ზუსტად არ ახსოვს. მოწმის განმარტებით დედამისს კონფლიქტის დროს ხელში რაიმე საგანი არ სჭერია.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა მე-–----------–---–---–მა განმარტა, რომ შვილთან ან----------ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა თე--–--–-–---–თან. გამოსვლისას ეზოში რუ----------------ე შეხვდათ, რომელმაც ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში. ბრალდებულის განმარტებით დარტყმის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა, სახე დასისხლიანებული და დაკაწრული ჰქონდა, რაც ასევე ნახა გამომძიებელმა ბე--------–--–-–---–მა. კონფლიქტი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ თითქოს ის რუ----------------ეს თ---თან ,,ქუჩის ქალს’’ ეძახდა. მას რუ----------------ისთვის საპასუხოდ არ დაურტყამს.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა რუ----------------ემ განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა მისი ნათესავი თე--–--–-–---–ი. თე--–--–-–---–ს ტელეფონზე დაურეკა და გაიგო რომ მე-–----------–---–---–ი მას შეურაცხყოფას აყენებდა. 2017 წლის 29 იანვარს, იგი სტუმრად მიდიოდა თ---თან, რა დროსაც ეზოში შეხვდა მე-–----------–---–---–ი, რომელსაც ჰკითხა ყველასთან, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას მე-–----------–---–---–მა კი ბოთლი დაარტყა ორჯერ, ჯერ თავში, შემდეგ კი სხეულზე. ბოთლის დარტყმისას ხელი აიქნია თავდაცვის მიზნით. ფრჩხილი შესაძლოა მოხვდა მე-–----------–---–---–ს. მოწმის განმარტებით მას შეგნებულად ხელი არავისთვის დაურტყამს. მე-–----------–---–---–მა ხელის აქნევით დაზიანება მიიღო თუ არა არ იცის, თავისი თვალით არ უნახავს. მე-–----------–---–---–ს ბავშვის წაყვანა მანამდე სურდა, თუმცა ბავშვი თავისი ნებით არ გაჰყვა. ბოთლის თავში ჩარტყმისას ფიზიკური ტკივილი იგრძნო.

 

3.10. გამომძიებელმა ბე--------–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მე-–----------–---–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომლის კანონთან შესაბამისობა დაადასტურა. მოწმის განმარტებით, იგი მომხდარ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. მოწმის განმარტებით მე-–----------–---–---–ს ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება არ ემჩნეოდა შესაბამისად, ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება ვერ დაინახა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი ექნებოდა მასთან უნდა დაეფიქსირებინა, რაც არ მომხდარა.

 

3.11. სასამართლო აფასებს გამომძიებელ ბე--------–--–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეეხება 2017 წლის 29 იანვარს, ქ. თბილისში, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში განვითარებულ მოვლენებს. მოწმის მიერ გაკეთებული განმარტება მე-–----------–---–---–ის სახეზე დაზიანებებთან დაკავშირებით წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის ჩვენებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებელს დაკითხვის პროცესში პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ბრალდებულ მე-–----------–---–---–თან და სახეზე არსებული დაზიანების ფაქტებს, ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში აუცილებლად შეამჩნევდა, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია, რაც დაკითხვის პროცესში მოწმემ სასამართლოს მიაწოდა შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შესაბამისობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმე არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე, მის მიერ მიცემული ჩვენებები მე-–----------–---–---–ისა და რუ----------------ის ბრალდებების შესახებ დადგენილებებში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების შესახებ) მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.12. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმე- ბე--------–--–-–---–ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2017 წლის 29 იანვარს, ქ. თბილისი, ფო–------–---–ის ქუჩა N---ში მე-–----------–---–---–სა და რუ----------------ეს შორის, თუმცა ცხადია, რომ ბე--------–--–-–---–მა არ დაადასტურა შესაძლო კონფლიქტის შემდეგ მე-–----------–---–---–ის სხეულზე რაიმე დაზიანების არსებობა, როგორც ამაზე მე-–--------–---–---–ი უთითებს.

 

3.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მე-–----------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.

 

3.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის შუამდგომლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 242 საათის ვადით შეეცვალა ჯარიმით - 1500 ლარის ოდენობით.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

 

3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ მე-–----------–---–---–ისა და მისი შვილის ან----------ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ რუ----------------ის ჩვენებასთან, არამედ ნეიტრალური მოწმის თე--–--–-–---–ისა და გამომძიებელ ბე--------–--–-–---–ის განმარტებებთან. თე--–--–-–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ მე-–----------–---–---–მა ჯერ შეაფურთხა რუ----------------ეს, შემდეგ ჭიშკარს ,,მიანარცხა’’ და ორჯერ ჩაარტყა პლასტმასის ბოთლი (ნახევრამდე სითხე იყო მოთავსებული). მე-–----------–---–---–ის მიერ განვითარებული ვერსია, რომ მას რუ----------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ეწინააღმდეგება რუ----------------ისა და ნეიტრალური მოწმის თე--–--–-–---–ის ჩვენებებს. მე-–----------–---–---–ი და ან----------ე დაკითხვის პროცესში ცდილობდნენ დაედასტურებინათ, რომ კონფლიქტი რუ----------------ემ წამოიწყო, რომელმაც ორჯერ დაარტყა ხელი მე-–----------–---–---–ს. სრულიად სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ მოწმის სახით დაკითხული ნეიტრალური პირი თე--–--–-–---–ი და რუ----------------ე. ნეიტრალური მოწმის განმარტებით, სწორედ მე-–----------–---–---–ი ცდილობდა რუ----------------ის გამოწვევას და მის პროვოცირებას, ხოლო რუ----------------ე ცდილობდა თავი დაეღწია მ--–----სგან, რომელიც ბოთლს ურტყამდა და სწორედ ამ დროს თავდაცვის მიზნით აიქნია ხელი. რუ----------------ეს მე-–----------–---–---–ისათვის ხელი არ დაურტყამს. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებაზე უთითებს ასევე რუ----------------ეც. აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ ხელის ერთხელ აქნევის და არა რუ----------------ის მიერ შეგნებულად, მე-–----------–---–---–ისათვის ხელის ორჯერ დარტყმის ფაქტს. რაც შეეხება ან----------ის ჩვენებას, იგი დამატებით უთითებს, რომ რუ----------------ემ მე-–----------–---–---–ს ე.წ. ,,ხელჯოხიც’’ ჩაარტყა, თუმცა სად აღნიშნულს ვერ აზუსტებს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე არ უთითებს მე-–----------–---–---–ი, რითაც არსებითად ეწინააღმდეგება მოწმე ან----------ის განმარტებას. მე-–----------–---–---–ის სახეზე რაიმე სახის დაზიანებაზე (სიწითლე, ნაკაწრი და სხვა) ასევე არ უთითებს საქმის გამომძიებელი ბე--------–--–-–---–ი, რომელმაც მე-–----------–---–---–სა და რუ----------------ეს შორის მომხდარი კონფლიქტიდან მალევე დაკითხა მე-–----------–---–---–ი. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ან----------ე არის ბრალდებულ მე-–----------–---–---–ის შვილი და იგი ჩვენების მიცემის დროს მუდმივად ცდილობდა დედის მდგომარეობის შემსუბუქებას და რუ----------------ის დადანაშაულებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც და თავად ან----------ის განმარტებებითაც დასტურდება, რომ იგი არის დაინტერესებული მხარე (ბრალდებულის შვილი) და ჩვენების მნიშვნელოვანი ასპექტები ეწინააღმდეგება თე--–--–-–---–ის, რუ----------------ისა და მათ შორის დედის მე-–----------–---–---–ის (ჯოხის დარტყმის ნაწილში) განმარტებებს. მე-–--------–---–---–ის განმარტება, რომ სახე ჰქონდა სისხლიანი (დაზიანებული) არსებითად ეწინააღმდეგება გამომძიებელ ბე--------–--–-–---–ის ჩვენებას და კიდევ უფრო არადამაჯერებელს ხდის მის (მე-–----------–---–---–ის) განმარტებას, რომ რუ----------------ემ ხელი ორჯერ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება (სახე სისხლიანი ჰქონდა), რაც ნახა გამომძიებელმა ბე--------–--–-–---–მა. ასევე არადამაჯერებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ინვალიდ) რუ----------------ეს, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი ეცემა ფიზიკურად ძლიერი მე-–----------–---–---–ი, ხოლო ის გარემოება, რომ მე-–----------–---–---–მა ორჯერ ჩაარტყა ბოთლი რუ----------------ეს და მიახეთქა კედელზე უფრო მეტად რეალურია, ვინაიდან დასტურდება ერთი მხრივ ნეიტრალურის მოწმის - თე--–--–-–---–ის ჩვენებით, ხოლო მეორე მხრივ დაზარალებულ რუ----------------ის განმარტებებით. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მე-–----------–---–---–ისა და ან----------ის ჩვენებებს, ვინაიდან შეიცავს არსებითი ხასითის წინააღმდეგობებს და არ აკმაყოფილებს უყუარობის სტანდარტს, ხოლო თე--–--–-–---–ისა და რუ----------------ის განმარტებები სასამართლოს დამაჯერებლად მიაჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე რუ----------------ეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ედავება მე-–----------–---–---–ისათვის სახეში ხელის ორჯერ დარტყმას, რაც არ დადასტურდა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. უტყუარად დადგინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ინვალიდმა) რუ----------------ემ თავდაცვის (მე-–----------–---–---–ის დარტყმების მოგერიების) მიზნით ხელი აუქნია მე-–----------–---–---–ს, შესაბამისად, არ დასტურდება რუ----------------ის მიერ მე-–----------–---–---–ისათვის ხელის სახეში ორჯერ დარტყმის ფაქტი, რასაც ბრალდების მხარე ედავება რუ----------------ეს.

 

3.20. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (რუ----------------ის ჩვენებით, ნეიტრალური მოწმის - თე--–--–-–---–ის ჩვენებით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა მე-–----------–---–---–ის მიერ რუ----------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის.

 

3.23. რაც შეეხება რუ----------------ის მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულს, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მე-–----------–---–---–ისა და ან----------ის ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი ჩვენებები, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ჩვენებები შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მე-–----------–---–---–ი და მისი არასრულწლოვანი შვილი არიან დაინტერესებული პირები, რაც პროცესის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოიკვეთა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მათი ჩვენებებისა, რაც დაადასტურებდა რუ----------------ის მიერ მე-–----------–---–---–ისათვის სახეში ხელის ორჯერ დარტყმის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-–----------–---–---–ისა და ან----------ის ჩვენებები, რომლებიც არიან დაინტერესებული პირები არ არის საკმარისი ნეიტრალური მოწმის თე--–--–-–--–--ა და რუ----------------ის ჩვენებების საპირწონედ და იმ ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, რომ რუ----------------ემ მე-–----------–---–---–ს სახეში ორჯერ დაარტყა ხელი. ამდენად, სასამართლო უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს რუ----------------ის მიერ მე-–----------–---–---–ისათვის ხელის სახეში ორჯერ დარტყმას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი არაერთგზის.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

 

4.3. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მე-–----------–---–---–ი და რუ----------------ე არიან ოჯახის წევრები (რუ----------------ე არის მე-–----------–---–---–ის დედამთილი), რაც მხარეთა მიერ სასამართლო განხილვის დროს სადავო არ გამხდარა.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ მე-–----------–---–---–მა 2017 წლის 29 იანვარს რუ----------------ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ორჯერ ჩაარტყა ბოთლი თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა რუ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მე-–----------–---–---–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფიზიკური ძალადობა, დამდგარი შედეგი (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მაკვალიფიცირებელი გარემოება -ქმედება ჩადენილი არაერთგზის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მე-–----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რისთვისაც მე-–----------–---–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

რაც შეეხება რუ----------------ეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა რუ----------------ის მიერ მე-–----------–---–---–ისათვის სახეში ხელის ორჯერ დარტყმის ფაქტი, იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი, რომლითაც მე-–----------–---–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს მე-–----------–---–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მე-–----------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.

 

5.6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მე-–----------–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ოჯახის წევრის დედამთილის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (მე-–----------–---–---–მა რუ----------------ეს თავში და სხეულის არეში ორჯერ დაარტყა ბოთლი, რის შედეგადაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი), მე-–----------–---–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს შვილები, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, მე-–----------–---–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, იმ გარემოებას, რომ ქმედების ჩადენის შემდეგ (დაახლოებით ორი წლის განმავლობაში) ბრალდებულის ქცევა იყო კანონთან შესაბამისობაში (კონფლიქტის გაგრძელების თაობაზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მე-–----------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

5.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

5.8. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მე-–----------–---–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასა და თავისუფლების აღკვეთას. სხვა ალტერნატიული სასჯელი სანქციით გათვალისწინებული არ არის. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მე-–----------–---–---–ი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და მისი პირობითად ჩათვლა სამართლებრივად შეუძლებელია. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ მე-–----------–---–---–ს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნოს, მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სასამართლოს მისი მძიმე ეკონომიკური და პირადი პირობების (მათ შორის ჰყავს შვილები) გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ მე-–----------–---–---–მა, როგორც სასამართლო სხდომაზე განმარტა ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება (დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებდა ბავშვების იმგვარ ასაკს, რაც შეუძლებელს გახდიდა სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნია მე-–----------–---–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მე-–----------–---–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

5.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მე-–----------–---–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა ჯარიმით მოხდილი არ აქვს, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. მე-–----------–---–---–ის პიროვნების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ხასიათისა და განაჩენის 5.5.-5.8. პუნქტებში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნოს შეკრების პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 300 საათის ვადით უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 1 500 ლარის ოდენობით და მე-–--------–---–---–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რუ----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. რუ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რუ----------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. მე-–----------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით და მე-–----------–---–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით და ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.

 

6. მე-–----------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი, დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი