გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210017002-31483
N 2/1-45-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ხ----- მ----–----–-------- მ-----,წარმომადგენელი: ჯ------ ბ------,მოპასუხე: შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-’’,წარმომადგენლები: გ---–---- ბ------, ფ-------- ჭ--–---, გ--- ც--–---.
დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება,1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-ს’’ მიერ 2--- წლის 2- ი----- N-- იურიდიული დასკვნით დაკისრებული პირგასამტეხლოს 7454,88 ლარის გადახდევინება და ხ----- მ----–----–-------- ანგარიშზე განთავსება (სახელმწიფო ხაზინა ანგარიში: 2--------, სახელმწიფო ხაზინა T-------, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 3--------).
აღწერილობითი ნაწილი:
2. მოსარჩელის პოზიცია:
2--- წლის 1- დ--------- ხ----- მუნიციპალიტეტსა და შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-ს’’ შორის, შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა N----- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, სხვა სამუშაოსთან ერთად ქ. ხ---–-, ბ-------–---–-- ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოს, ექსპერტიზას, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 7------ ლარს. ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა. გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები დაიყო ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე განისაზღვრა სამუშაოების დასრულების ვადა და შესაბამისი ღირებულება. მიმწოდებელმა სამუშაოს დასრულებაზე ,,შემსყიდველს’’ მიმართა 2--- წლის 02 მარტს N------ წერილით, წარუდგინა დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2) და შესრულებულ სამუშაოზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N--------- რომლითაც განმარტებულია, რომ ქ. ხ---–- ბ-------–---–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულებულია. შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.2. პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ გაცემული დასკვნა, რითაც დადასტურდება: 1. შესრულებული სამუშაოთა მოცულობის რაოდენობრივი სიზუსტე; 2. შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ხარჯთაღრიცხვის მოცულობებთან შესაბამისობა; 3. შესრულებული სამუშაოთა ხარისხი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა 2--- წლის 2 მარტს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დროული შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ,,შემსყიდველისთვის’’ უნდა მიემართა არაუგვიანეს 2--- წლის 15 თებერვლისა. მიმწოდებელმა შემსყიდველს მიმართა 2--- წლის 2 მარტს N------ წერილით და წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა N---------, დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2), ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების ვადების გადაცდენისათვის უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.07 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს სამუშაოს ღირებულების - 709989 ლარის 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (15 დღე), რაც მთლიანობაში შეადგენს 7454,88 ლარს. დასკვნა ჩაბარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, 2--- წლის 20 აგვისტოს. ასევე დამატებით გაიგზავნა შეტყობინება 2016 წლის 2- მარტის N------ წერილით, დაკისრებული თანხის გადახდევინების შესახებ, რაზედაც მიმწოდებელ ს რაიმე სახის საჩივარი ხ----- მ----–----–-------- გამგეობაში არ შემოუტანია.
მოსარჩელის პოზიციით, პირგასამტეხლოს მოცულობა და საფუძვლები განისაზღვრა ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ შემსყიდველი არ გამოიყენებს ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 709 989 ლარის 0.07%-ს, 15 დღეზე მთლიანობაში 7------ ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–--’’ 2--- წლის 1- დ--------- გაფორმებული ხელშეკრულებით N----- ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რაც მხარეთა მიერ არის დადასტურებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–--’’ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მოსარჩელეს სურდა ხელშეკრულების 10.3 მუხლის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის განხორციელება, ის ვალდებული იყო დაუყოვნებლივ წერილობით მიემართა მისთვის, განესაზღვრა დამატებით ვადა არა უმეტეს 30 დღისა და შემდგომ, მხოლოდ 30 დღის პირგასამტეხლო დაეკისრებინა. აღნიშნული გარემოების - დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რაც არ არის მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–--’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2--- წლის 1- თ--------–- შეასრულა, რაც მიღება-ჩაბარების აქტით არის დადასტურებული. შ-- ,,შ-----გ----–--- პ------–-’’ ვალდებულება მოსარჩელეს მიმართ არ გააჩნია.
ამავე დროს მოპასუხემ ალტერნატივის სახით (ესე იგი იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს მოპასუხის პირველ პოზიციას) მიუთითა, რომ ბ-------–---–-- ქუჩაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ვადაში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა 2--- წლის 2 მარტს. თუ მოსარჩელე პირგასამტეხლოს დააკისრებდა, მისი მოცულობა უნდა დაანგარიშებულიყო დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს თანხიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში იყო ნული, შესაბამისად პირგასამტეხლოს მოცულობაც ნული იქნებოდა.
მოპასუხის წარმომადგენელი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ითხოვს მოსარჩელეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საზღაურის 500 ლარის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეებს შორის 2--- წლის 1- დ--------- გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- და ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის პირობები ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის.
ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 709 989 ლარს, მათ შორის ქ. ხ---–- გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და ექსპერტიზა - 454 984.20 ლარი, ხოლო ქ. ხ---–- ბ-------–---–-- ქუჩის მოასფალტების სამუშაოები და ექსპერტიზა 255 004.80 ლარი.
მტკიცებულება: 2--- წლის 1- დეკემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-----.
3.1.2. 2--- წლის 2- ი------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულების დამატება N1-ით, მხარეებმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--- წლის 1- დეკემბრის N----- ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც ქ. ხ---–-, ბ-------–---–-- ქუჩის მოასფალტების სამუშაოების და ექსპერტიზის ვადა განისაზღვრა 2--- წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
ამ ცვლილებით მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ დაუწესებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვადა ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტის შესაბამისად.
მტკიცებულება: 2--- წლის 2- ი------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულების დამატება N1, მხარეთა განმარტებები.
3.1.3. მოპასუხემ მოსარჩელეს ქ. ხ---–- ბ-------–---–-- ქუჩის მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა და დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2), წარუდგინა 2--- წლის 2 მარტს N------ წერილით.
მტკიცებულება: 2--- წლის 2 მარტის N------ წერილი, მხარეთა განმარტებები.
3.1.4. 2--- წლის 2- ი----- მოსარჩელის მიერ შედგენილ იქნა იურიდიული დასკვნა, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 7------ ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 2--- წლის 20 აგვისტოს.
მტკიცებულება: 2--- წლის 2- ივნისის იურიდიული დასკვნა №---
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 2--- წლის 1- დეკემბრის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ N----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა, ხოლო დაკისრების შემთხვევაში - მისი მოცულობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხეს 2--- წლის 1- დ--------- გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 7------ ლარის ოდენობით, რასაც სასამართლო არ იზიარებს და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არა აქვს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ხ----- მ----–----–-------- მ-----ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პ------–- და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ხ---–-, ბ-------–---–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და ექსპერტიზა.
ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის 10.3. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით;
ბ) განუსაზღვროს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით.
ამავე მუხლის 10.4. პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი დარწმუნდება, რომ შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის დასრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე, იგი უფლებამოსილია ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი დააჯარიმოს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
ამავე მუხლის 10.5. პუნქტის თანახმად, თუ კი მიმწოდებელი 10.3. „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაშიც ვერ განახორციელებს სამუშაოს სრულად დამთავრებას, შემსყიდველი წყვეტს წინამდებარე ხელშეკრულებას და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10 %-ის ოდენობით.
ამრიგად, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დებულებებით საკმაოდ ნათლადაა განსაზღვრული შემსყიდველის (მოსარჩელის) მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება და ვალდებულება, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება.
ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის სხვა დებულებებს, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს და იგი მოცემულია მე-10 მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ქ. ხ---–- ბ-------–---–-- ქუჩის მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა და დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2), წარუდგინა 2--- წლის 2 მარტის N------ წერილით, ნაცვლად შეთანხმებით გათვალისწინებული 2--- წლის 15 თებერვლისა.
ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა ხელშეკრულების 10.3. „ა“ პუნქტი, რომლითაც თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
მოსარჩელე, შექმნილ ვითარებაში ასევე უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტის მიხედვით, მოპასუხისთვის განესაზღვრა სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელეს ასევე არ განუხორციელებია.
საქმის მასალების მიხედვით, ასევე არ დამდგარა ხელშეკრულების 10.4. და 10.5. პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა.
უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ 2--- წლის 2- ი------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულების დამატება N1-ით, მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ დაუწესებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვადა ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტის შესაბამისად.
ამრიგად, შექმნილ ვითარებაში, ესე იგი იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს გააჩნდა მხოლოდ ორი არჩევანი, ან შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხე დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან განესაზღვრა დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 დღისა რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით.
მოსარჩელემ, ისე, რომ არ გამოიყენა ზემოაღნიშნული არცერთი დებულება, მოპასუხეს ხელშეკრულებით არარეგულირებული პირობებით, ესე იგი უსაფუძვლოდ, დააკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ 15 დღეზე, შესაბამისად მას არა აქვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
6.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს მოცულობა და საფუძვლები განსაზღვრა ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ შემსყიდველი არ გამოიყენებს ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, ვინაიდან ასეთი დანაწესი ხელშეკრულებაში არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 2----- ლარის (სადაო თანხის 4%) გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. მოსარჩელე ხ----- მ----–----–-------- მ-----ს მოპასუხე შ-- „შ-----გ----–--- პ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 2----- ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე