განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/3----18
გამოძიების N0-----------
01 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ირ---–----------- და ნ------------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - და--------------–ი (პ/ნ 0---------0), დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, პე------------------------------ში;
ადვოკატები - ლ-–------–----, ლ-–------–------ი,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 2-----–--ს, დაახლოებით 21:55 საათზე, ქ. თბილისში, ვა--------–------------–--------------------------------ში და--------------–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მამას - ედ-----------------–ს გულმკერდის არეში მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა, რა დროსაც ედ-----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, და--------------–მა ედ-----------------–ს უთხრა, რომ მოკლავდა, რადგან მის სახელზე არ არეგისტრირებდა ქ. თბილისი, პ---------------------------------–---------------------ს, რა დროსაც ედ-----------------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოაღნიშნულის გამო, და--------------–ის და ქე----------------–ი, ედ-----------------–სა და და--------------–ს შორის ჩადგა, რა დროსაც და--------------–მა ქე----------------–ს სახის არეში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შემდეგაც მარჯვენა ხელზე იდაყვის არეში მოუჭირა ხელი და დაემუქრა, რომ მოკლავდა და დაუწვავდა საცხ---------–--------------–--–-- ვ---------–------------–-----,--------------------------ს. აღნიშნულის შედეგად ქე----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2-----–--ს, დაახლოებით 21:55 საათზე, ქ. თბილისში, ვა--------–------------–--------------------------------ში და--------------–ი, ურთიერთშელაპარაკების დროს, მამას - ედ-----------------–ს და დას - ქე----------------–ს დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ედ-----------------–სა და ქე----------------–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შეტყობინების რეგისტრაციის N1------ ბარათის თანახმად, 2018 წლის 2-----–--ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს დაუკავშირდა ქე----------------–ი, რომელმაც განაცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრი ემუქრება მოკვლით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (ექსპერტი: ქ---------------–---–ი) დგინდება, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო N1--- ბარათის მიხედვით, მოქ. ქე----------------–თან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოცხადდა 2-.0--18 წ. 01:58 სთ-ზე, რა დროსაც ქე----------------–ს ლოყისა და საფეთქელ-ქვედა ყბის არეში დაუდგინდა ღია ჭრილობა.
სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ქე----------------–ს მარცხენა ლოყის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, ორივე მხრის მიდამოში - სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2--0--2018 წ.
ექსპერტმა ქ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ქე----------------–ის სხეულზე მის მიერ ნანახი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს, თუმცა, ვერც იმას გამორიცხავს, რომ ისინი დაზარალებულს მიეღო 1-3 დღით ადრეც.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტ ა-–------------------- N0------- დასკვნის თანახმად:
„1. ლ- ს----------–-------------------–----------------------------–---------- მიერ გაცემული ექსპერტის N0-------- დასკვნის გამოკვლევითი ნაწილით, 2-.0--18 წ. ექსპერტიზის ცენტრში ჩატარებილი პირადი გასინჯვისას, მოქ. ქე----------------–ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, კერძოდ, ერთი ნაჭდევი - მარცხენა ლოყაზე, ხოლო ორი ნაჭდევი - მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე. ნაჭდევი, როგორც ასეთი, წარმოადგენს მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგს, რა დროსაც ზიანდება კანის მთლიანობა. ამ სახის დაზიანების განვითარებისთვის მნიშვნელობა ენიჭება დაზიანების ლოკაციის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს (ქსოვილის სტრუქტურა, დრეკადობა, ელასტიურობა და ა.შ.) და დაზიანებელი მკვრივი ბლაგვი საგნის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (ზედაპირი, სიმკვრივის ხარისხი და ა.შ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოყის არეში შეუიარაღებელი მუშტის ზემოქმედებით (ჩარტყმით) და იდაყვის სახსრის პროექციაზე ხელის თითების მოჭერით მოქ. ქე----------------–ს ნაჭდევები ვერ განუვითარდებოდა.
2. დაზიანების ხანდაზმულობის ზუსტი განსაზღვრა (დღე, საათი), სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო, შეუძლებელია. დაზიანების - ნაჭდევის მიახლოებითი ხანდაზმულობა ისაზღვრება დინამიკაში მისი მორფოლოგიური სურათის (ფერი, ფუფხის მდგომარეობა) ცვლილებების მიხედვით. ექსპერტის N0-------- დასკვნის მიხედვით, მოქ. ქე----------------–ის გადმოცემით, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2--0--18 წ. დაახლოებით 22:00 სთ-ზე, ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იგი შემოწმებულ იქნა 2-.0--18წ 16:20 სთ-ზე. ე.ი. შემთხვევიდან 30 საათის შემდეგ. ექსპერტიზის შედეგებით მარცხენა ლოყის და მარჯვენა იდაყვის სახსრის ნაჭდევები დაფარულია მოყავისფრო ფერის ფუფხით, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქ. ქე----------------–ის ნაჭდევების მორფოლოგიური სურათის აღწერილობის გათვალისწინებით, დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო შემთხვევიდან ერთი ან ორი დღით ადრეც.
3. ნაჭდევები განლაგებულია საკუთარი ხელისათვის მისაწვდომ ლოკაციებში.“
ექსპერტმა ალ------------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ოქმით ფოტოსურათის გადაღების შესახებ და გადაღებული ფოტოსურათებით დგინდება, რომ 2018 წლის 2- ივლისს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------–------------–-------------------------------------–--------------------–---–-- მოახდინა ქე----------------–ის სხეულზე - სახესა და იდაყვზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღება.
მოწმე ლ-------------მ, ბრალდებულის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2-----–--ს, იმყოფებოდა მისი ქალიშვილის - დაზარალებულ ქე----------------–ის და მეუღლის - ედ-----------------–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დაახლოებით 22:00 საათზე მივიდა მისი ვაჟი - და--------------–ი, დი------------–----თან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად. ოჯახის წევრებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი სამემკვიდრეო ბინასთან დაკავშირებით, რადგან მეუღლემ, ედ-----------------–მა დ-----ს უთხრა, რომ მხოლოდ მაშინ გაუფორმებდა ბინას, როცა იგი მუშაობას დაიწყებდა და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა. ე---------მა დ-----ს სთხოვა სახლიდან წასულიყო და მხრით გასასვლელისკენ გაწია იგი, რასაც მამა-შვილს შორის ძიძგილაობა მოჰყვა, რის შედეგადაც მისმა მეუღლემ თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. ქ------ნი მოჩხუბრებს შორის იდგა, რის გამოც, ხელების ქაოტური ქნევის შედეგად, იგი შემთხვევით დაზიანდა კიდეც - სახეზე ჰქონდა ნაჭდევი, რომელიც ქ------ნის თქმით, სავარაუდოდ, ძიძგილაობის პროცესში მიიღო. დ-----ი ინციდენტისას გაბრაზებული იყო და ცხელ გულზე იგინებოდა და იმუქრებოდა, თუმცა, ეს მხოლოდ მისი სიბრაზის გამოხატულება იყო, არანაირ სერიოზულ დამუქრებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
მოწმე დი------------–--ემ, ბრალდებულის მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს შვილთან ერთად მეუღლემ - და--------------–მა წაიყვანა მის დასთან - ქე----------------–თან, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. ქ------ნი მათ თავიდანვე ცუდად შეხვდა, ეტყობოდა, რომ ძმის „წამოკიდება“ უნდოდა. ოჯახის წევრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რომელიც დაიწყო იმით, რომ მაცივართან მისულ დ-----ს ქ------ნმა აუკრძალა ჭამა. დ-----მა ქ------ნის საქციელი ხუმრობად აღიქვა და მამას დაუძახა, მაგრამ მამამ მას უხეშად ხელი კრა და ჯიკავ-ჯიკავით კარისკენ დაუწყო გაგდება. დ-----მ ხელები დაუჭირა, რომ გაეჩერებინა, დაიწყეს ძიძგილაობა. ამ დროს ქ------ნმა ზურგიდან ხელი ჰკრა დ-----ს, მან თავი ვერ შეიკავა და სავარძელში გადავარდნილ მამას ზედ დაეცა. დაცემულს, ქ------ნმა იატაკის საწმენდი ჯოხი დაარტყა, დ-----მა მის მოსაგერიებლად ხელი მოიქნია, რომელიც ქ------ნს სახეში მოხვდა. ქ------ნი იატაკის საწმენდი ჯოხის ქნევას განაგრძობდა, დ-----ი კი წართმევას ცდილობდა და ვერ ართმევდა. ერთ-ერთი დარტყმის დროს ჯოხი გადატყდა კიდეც. საბოლოოდ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, ლ-------------მ ქალიშვილის საქციელის გამო ბოდიშიც კი მოუხადა მათ. ინციდენტის შემდეგ დ-----ს შეწითლებები ეტყობოდა, იტკიებდა თავს და ბეჭს. მეორე დღეს, მათთვის მოულოდნელად, დ-----ი დააკავეს.
მოწმე ლე-–------------, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2- ივლისს, „112“-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ქე----------------–ს, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და სახეზე ეტყობოდა ნაკაწრები. დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ დაზიანებები, ოჯახური კონფლიქტის დროს მიაყენა ძმამ.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა - ედ-----------------–მა და ქე----------------–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით და სასამართლოს არ მისცეს მათი ახლო ნათესავის (ძმისა და შვილის) მამხილებელი ჩვენება.
ბრალდებულმა და--------------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ დასთან - ქ------ნთან მისულმა იგრძნო, რომ და და მამა დაძაბულები დახვდნენ. ბინაზე ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოში ჰქონდათ დავა, რა დროსაც მცირე უსიამოვნებაც მოუვიდათ, მაგრამ კონფლიქტი მალევე ამოიწურა. სანამ დედა მათთან ერთად წასასვლელად გაემზადებოდა, სამზარეულოსკენ წავიდა, წახემსება უნდოდა, მაგრამ მამა წინ გადაუდგა და ამის შესაძლებლობა არ მისცა. დაიწყეს ძიძგილაობა, ჩაერთო მისი და, ქ------ნი, რომელსაც ხელში რაღაც ჯოხი ეჭირა და იმ ჯოხით აწვებოდა, როგორც ჩანს ეგონა, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება უნდოდა. ქ------ნს ხელი აუქნია და შემთხვევით მოახვედრა. გაბრაზებული იყო და სადარბაზოში იგინა კიდეც, მაგრამ შეგნებულად ხელი არავისთვის დაურტყამს და არც დამუქრებია ვინმეს.
სასამართლომ გამოიკვილია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ და--------------–მა მისი დისა და მამის მიმართ განახორციელა სიცოცხლის განადგურების მუქარა, ხოლო ზემოაღნიშნულ პირთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით, დადასტურებული ვერ იქნა, კერძოდ:
ა) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი
გამოკვლეული მტკიცებულებებით (ოქმი ფოტოსურათის გადაღების შესახებ, ფოტოსურათები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) დგინდება, რომ 2018 წლის 2-----–--ს ბრალდებულ და--------------–თან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაზარალებულ ქე----------------–ს სახესა და იდაყვზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. სასამართლო ექსპერტმა, ქ---------------–---–მა არ გამორიცხა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები, მათი ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ქე----------------–ს მიღებული ჰქონოდა სწორედ ინციდენტის დღეს.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებული და--------------–ი არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას და კატეგორიულად უარყო ქე----------------–ისათვის სახეში მუშტის დარტყმა და იდაყვზე ხელის მოჭერა. და--------------–მა მისი დის სხეულზე არსებული დაზიანებები ახსნა შემთხვევითობით, მამასთან ძიძგილაობისას, ქ------ნისათვის, - რომელიც ჯოხით ხელში მათ გაშველების ცდილობდა, - მოსაგერიებლად აქნეული ხელის გაუფრთხილებელი მირტყმით.
სასამართლო თვლის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული და ფოტოსურათებზე აღბეჭდილი დაზიანებების ხასიათი (ნაჭდევები - კანის მთლიანობის დაზიანება) მართლაც გამორიცხავს მუშტის დარტყმითა და ხელის მოჭერით ამ დაზიანებათა მიყენების შესაძლებლობას, რაც სანდოობას სძენს ამ ნაწილში ბრალდებული და--------------–ის ჩვენებას და ეწინააღმდეგება მის მიმართ წარდგენილ ბრალს.
ბრალდებული და--------------–ის ჩვენება ქე----------------–ისათვის დაზიანებების გაუფრთხილებლობით მიყენების თაობაზე დადასტურებულია მოწმეთა სახით დაკითხული, შემთხვევის თვითმხილველი პირების, ბრალდებულის დედის - ლ------------ის და მეუღლის - დი------------–--ის მიერ, რომლებმაც უარყვეს და--------------–ის მიერ ქე----------------–ისთვის დაზიანებების განზრახ მიყენების ფაქტი.
რაც შეეხება ბრალდებული და--------------–ისათვის მისი მამის - ედ-----------------–ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, იგი საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დადგენილა. ბრალდებულმა და--------------–მა და ოჯახური კონფლიქტის შემსწრე პირებმა - ლ-------------მ და დი------------–--ემ დაკითხვისას დაადასტურეს მამა-შვილს შორის ძიძგილაობის ფაქტი, რომელიც განპირობებული იყო ედ-----------------–ის სურვილით და--------------–ი ჯიკავითა და ხელის კვრით იძულებული გაეხადა დაეტოვებინა ბინა. შესაბამისად, დაკითხულ პირთა ჩვენებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ბრალდებულს მამისთვის ხელი არ დაურტყამს, ამ უკანასკნელის ფიზიკური შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდებული და--------------–ის მიერ განზრახი დანაშაულებრივი ქმედების, მისი ოჯახის წევრების - ქ------ნ და ე------- გ--------–--ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) მისი გამართლების უპირობო საფუძველია (გაუფრთხილებლობით სხვისი ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება არ არის).
ბ) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
(ორი ეპიზოდი)
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა ქ------ნ და ედ-----------------–ებმა, კონსტიტუციური უფლების შესაბამისად, უარი თქვეს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიეცათ ჩვენება, ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით მათ არც დაზარალებულის სტატუსზე უთქვამთ უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარუყვიათ.
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინების N1------ ბარათის სახით, საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც შეიცავს დაზარალებული ქე----------------–ის განცხადებას ოჯახის წევრის მხრიდან განხორციელებული, სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირება მოხდა მიმდინარე ინციდენტისას (ოჯახური კონფლიქტისას), რაც დიდ სანდოობას სძენს მას და მასთან ერთად ამავე შინაარსის მქონე სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ ქე----------------–ის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა ხელს ვერ შეუშლის მისი მონაწილეობით მოპოვებულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, ვინაიდან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ ბრალდებული, პროცესის სხვა მონაწილეს ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არ აქვს. სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტისას ოჯახის წევრებს მოკვლით არ დამუქრებია, რადგან, სასამართლო თვლის, რომ ამგვარი ფაქტის არსებობა, ზემოხსენებული მტკიცებულების გარდა, დასტურდება ასევე ბრალდებულის დედის - ლ------------ის ჩვენებით, რომელმაც დაკითხვისას, ფაქტობრივად, ვერ უარყო და--------------–ის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტი, როცა აღნიშნა, რომ დ-----ი იყო გაბრაზებული და მის მიერ ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები არ ემსახურებოდა დაზარალებულების დაშინებას („გაბრაზებული ადამიანი ხან რას დაიძახებს და ხან - რას, სიტყვიერად რომ ჩამოვაყალიბო რა თქვა, მე თვითონაც აღარ მახსოვს“... „როგორც ასეთი, მუქარა არ იყო, ეს იყო გაბრაზებული ადამიანის ნათქვამი“... „სიტყვები ნამდვილად არ მახსოვს, ვიცი, რომ ადამიანი როდესაც გაბრაზებულია, იმუქრება, იგინება... ეს ჩვეულებრივი ამბავია... ეს არ იყო რაღაცა, ამას ძალიან უყვარს მისი და და დისშვილები...“).
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოწმე ლ-------------ს ბრალდებულის მიერ გაჟღერებული მუქარის შეფასებაში, ვინაიდან, თვლის, რომ დაზარალებულების მიერ უკიდურესი საშუალების გამოყენების - სამართალდამცველებისთვის მიმართვის ფაქტი, თავისთავად მოწმობს, რომ ბრალდებულის მუქარა მისი ადრესატების მიერ აღქმული იქნა რეალურად და თავის დაცვის იმწუთიერი სურვილი აღუძრა მათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2-----–--ს, ოჯახური კონფლიქტისას, და--------------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის დას - ქე----------------–ს და მამას - ედ-----------------–ს, რამაც ამ პირებს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა (და არა მათი განყენებულად შეფასების) და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ამავე კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. საქართველოს სსკ მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, მამა და და, ამ მუხლის მიზნებისათვის ითვლებიან ოჯახის წევრებად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ და--------------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ედ-----------------–ს და დას - ქე----------------–ს. შესაბამისად, როგორც ქე----------------–თან, ისე ედ-----------------–თან მიმართებაში, და--------------–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
და--------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულ და--------------–ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), ოჯახში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უთანხმოების არსებობის ფაქტი, - რაც თავისთავად ზრდის დანაშაულის რეციდივის რისკებს, - და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; თუმცა, ამავე დროს, სასამართლო თვლის, რომ დღეის მდგომარეობით ბრალდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი სასჯელის ვადა სავსებით საკმარისია სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-2-9-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
და--------------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
და--------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ედ-----------------–ის და ქე----------------–ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქე----------------–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ედ-----------------–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, და--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით.
მსჯავრდებულ და--------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2- ივლისიდან.
და--------------–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი